imedi /  01 ოქტომბერი 2021, 23:56 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ის ჰუმანური ხელწერა, რომელიც ჩვენს დიდ გუნდს აქვს გამოკვეთილი, ეს არის სწორედ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა და ის პროგრამები და განხორციელებული საქმეები, რომელიც საქმით დავამტკიცეთ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ რატომ უნდა მისცეს ხმა „ქართულ ოცნებას“. პირველი, მინდა აღვნიშნო, რომ ის ჰუმანური ხელწერა, რომელიც ჩვენს ოცნებას, ჩვენს დიდ გუნდს, ჩვენს პარტიას აქვს გამოკვეთილი, ეს არის სწორედ ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა და ის პროგრამები და განხორციელებული საქმეები, რომელიც ჩვენი საქმით დავამტკიცეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანას არ ჰქონია, არც ომი, არც რაიმე სერიოზული კონფლიქტი და რაიმე დაპირისპირება.

„მეორე, მთავარი, რაც მინდა აღვნიშნო, ეს არის მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც მართლაც იყო სანატრელი და საოცნებო, იმიტომ, რომ გავიხსენოთ კარგად, ყველამ, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობა არ დამყარებულა, არ დამდგარა. ჩვენთვის მართლაც საოცნებო იყო მშვიდობიანი ცხოვრება და ჩვენი ქვეყნის განვითარება. 90-იან წლებში ჩვენ მივიღეთ სამოქალაქო ომი, სწორედ ასეთი გაუაზრებელი, ცხელი თავებით და უპასუხისმგებლო ადამიანების ქცევების გამო, ძმათაშორის მკვლელობა, რამაც შემდეგ უკვე განაპირობა აფხაზეთის დაკარგვა, სამაჩაბლოს დაკარგვა დროებით, შემდეგ უკვე 2008 წლის ომში და მანამდე მოჰყვა კრიმინალების მმართველობა ჩვენს ქალაქსა და ქვეყანაში. შემდეგ, კარგად მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის ომი თავიდან ვერ ავიცილეთ სწორედ ასევე უგუნური პოლიტიკოსების უპასუხისმგებლობის გამო, რამაც დროებით, ჩვენი ტერიტორიის 20% დაგვაკარგვინა, ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები და სწორედ, მოვედით 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს და მას შემდეგ, თქვენ ნახეთ, რომ ქვეყანას არ ჰქონია, არც ომი, არც რაიმე სერიოზული კონფლიქტი, რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა ჩვენს ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ მუდმივად, პერმანენტულ რეჟიმში იყო მცდელობები ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის და ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი მთავარი დესტაბილიზაციის წყარო, ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ იყო სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მუდმივად, ამ დესტაბილიზაციის, საბოტაჟის რეჟიმში გვამყოფებდნენ ჩვენ და ჩვენს მოსახლეობას. ამას გარდა, თუნდაც ჯანდაცვის პროგრამები, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, სოფლის მეურნეობის პროგრამები, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეფორმა და რეალურად, ის პროგრამები, რომლებმაც, სხვათა შორის, გუშინ, ჩემი კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩვენ ჩავატარეთ ბრიფინგი და ჩვენს მოსახლეობას ერთგვარი ანგარიში ჩავაბარეთ“ , - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სულ რაღაც რამდენიმე პროგრამის მეშვეობით შეიქმნა 53 000 ახალი სამუშაო ადგილი.

„4 მლრდ. ლარის ინვესტიცია განხორციელდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, აქედან 800 მლნ. არის ჩვენი მხრიდან თანადაფინანსებული. ეკონომიკის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების განვითარება იქნება ეს, თუ ექსპორტზე ორიენტირებული იმპორტის ჩანაცვლების პროგრამები, გვაქვს ხელშესახები, რეალური პროგრამები. ათასობით ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ზრდა და რეალური, ხელშესახები პროგრამები და მთავარი, მე მინდა გამოვყო, ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით წარმატებები. მოგეხსენებათ, რომ ვერც ერთმა ხელმძღვანელობამ, ვერც ერთმა მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო მანამდე რეალური, ხელშესახები შედეგების მიღწევა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ეს მოხდა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი მოვაწერეთ ხელი ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას და უვიზო რეჟიმს. ჩვენი მოქალაქეები დღეს, უკვე რამდენიმე წელია, უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, არის ხელშესახები.

ჩვენ ამ 2 თვის განმავლობაში გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად ჩაგვებარებინა ანგარიში და მთავარს ვიტყოდი, რომ ჩვენი ხელწერა, ჰუმანური მთავრობა, ჰუმანური პოლიტიკა ჩვენი ხელისუფლების და პროგრესზე, განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა - ეს არის სწორედ ის მთავარი, რაც გამოარჩევს ჩვენს პარტიას და რაც მთავარია, საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული პარტია, რაც გამოარჩევს სხვა დანარჩენი პარტიებისგან. ამის გამო, ვთვლი, რომ „ქართულ ოცნებას“, არა მხოლოდ ამის გამო, ძალიან ბევრი მიზეზის გამო, დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ვერავინ, ვერც ერთმა პარტიამ ვერ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია, შესწევს უნარი და ძალა, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, ერთის მხრივ და რა თქმა უნდა, გონივრულად და ხალხის ინტერესებში ამყოფოს ჩვენი ხელისუფლება და მეორეს მხრივ, ქვეყანა განავითაროს, წაიყვანოს წინ, მითუმეტეს რუსული ოკუპაციის პირობებში. ეს ყველაფერი, მთლიანობაში, მე, როგორც რიგით ამომრჩეველს, ბუნებრივია, მიბიძგებს იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდო სხვა დანარჩენ მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

13 ივლისი 2026, 10:45

ეკონომიკა

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

ევროპის პარლამენტის კვლევითი სამსახური, ე.წ. ნორმანდიის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობის მსოფლიო რეიტინგს აქვეყნებს.

ილჰამ ალიევი

13 ივლისი 2026, 10:43

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპის საბჭოდან მთლიანად რომც გამოვიდეს, ჩვენს ქვეყანაში ამას ვერავინ შეამჩნევს

„შეიძლება საბჭოს წევრად დარჩენა სჯობდეს კიდეც, არ ვიცი. ჩვენ არ გვსურს კონფრონტაციაში შესვლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მხრიდან აზერბაიჯანზე რეგულარულ თავდასხმებს ეხება. ვიმეორებ: ისინი ჩვენ წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ნაბიჯებს დგამენ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მათი მხრიდან გარკვეული სახის აკვიატებაა“, - განაცხადა ალიევმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

13 ივლისი 2026, 10:36

მსოფლიო

გერმანიის პრეზიდენტი: ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ გვჭირდება სამართალი და წესები

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, „დაუნდობლობის ახალ სულს“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად რუსეთის ფედერაცია და აშშ აძლიერებენ, „ევროპული მოდელი“ უნდა დაუპირისპირდეს. ტელეკომპანია ZDF-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შეუძლიათ იცხოვრონ სამართლისა და წესების გარეშე სამყაროში და გარკვეული დროით აქედან სარგებელიც კი ნახონ.

13 ივლისი 2026, 10:33

სამართალი

პოლიციამ თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

13 ივლისი 2026, 10:31

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:25

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: 2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია

2025 წლის ივნისიდან მოქმედებს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, მარტო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეს არის 118-მილიონიანი ეფექტი, საიდანაც 88 მილიონი ტენდერებიდან პირდაპირი ეკონომიებია, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.

ლინდსი გრემი

13 ივლისი 2026, 10:25

მსოფლიო

ლინდსი გრემის გარდაცვალების მიზეზი დასახელდა

სენატორის ოფისის ინფორმაციით, გრემის გარდაცვალების მიზეზი გახდა „აორტის განშრევება, რომელიც ათეროსკლეროზული გულ-სისხლძარღვთა დაავადებამ გამოიწვია. განცხადებაში, რომელსაც Politico ციტირებს, ნათქვამია, რომ საბოლოო დასკვნები ტოქსიკოლოგიური და მიკროსკოპული კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გაკეთდება.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:23

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემოა, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი, მიმზიდველი საგადასახადო სისტემა

იმ გლობალური გაურკვევლობის პირობებში, რომელიც ჩვენს გარშემო არის, საქართველო რჩება მშვიდობის და სტაბილურობის კუნძულად, შეგვიძლია ასე მოვიხსენიოთ, სადაც არის გამჭვირვალე გარემო, სადაც ბიზნესს შეუძლია თავისუფლად აკეთოს ნებისმიერი მიმართულებით ბიზნესი და გვაქვს ძალიან მარტივი და მიმზიდველი საგადასახადო სისტემა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერში“.

ლევან ჟორჟოლიანი

13 ივლისი 2026, 10:20

პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება - გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი პირისთვის

პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ 2024 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. არ არსებობს გადაწყვეტილება, განკარგულება, დადგენილება, რომელიც ღია არ არის ნებისმიერი ხელმისაწვდომი პირისთვის, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ეთერში.

სემ ნილი

13 ივლისი 2026, 10:14

კულტურა

მსახიობი სემ ნილი გარდაიცვალა

ახლობლებს მისი გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებიათ, თუმცა აღნიშნეს, რომ კიბო, რომელსაც ის რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა, რემისიის სტადიაში იყო.

13 ივლისი 2026, 10:13

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთს დრონებით შეუტია

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, გუშინდელი საღამოს შემდეგ რუსეთის დედაქალაქს და მის მიმდებარე ტერიტორიას 350-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა შეუტია. ვრცელდება ცნობები საცხოვრებელი სახლების დაზიანების შესახებ. ასევე, ისტრაში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დრონის ჩამოვარდნის შესახებ დაიღუპა 3 და დაშავდა 3 ადამიანი.

13 ივლისი 2026, 10:05

მსოფლიო

პარიზთან ტყის ხანძართან ბრძოლაში ავიაცია ჩაერთო

ფონტენბლოს ტყის ხანძარმა, რომელსაც ოფიციალურმა პირებმა „მძვინვარე“ და „განსაკუთრებული მასშტაბის“ უწოდეს, ნაწილობრივ ჩაკეტა ქვეყნის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობა შეაფერხა.

რადისლავ სიკორსკი

13 ივლისი 2026, 09:44

მსოფლიო

რადისლავ სიკორსკის განცხადებით, რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსი არ აქვს, თუმცა შესაძლოა მოსკოვმა პროვოკაციები მოაწყოს

„შეშფოთება არსებობს, რადგან პუტინმა უკრაინას ოპტიმისტური და სრულიად ცრუ შეფასებების საფუძველზე შეუტია. მან უკრაინაში შეჭრის ამ გიჟური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით მთელ ევროპაში უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა და მძიმე ეკონომიკური დანაკარგები გამოიწვია. ამიტომ, ვერ გამოვრიცხავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება არ შეუძლია, შეიძლება მსგავსი გადაწყვეტილება მიიღოს“, - აღნიშნა სიკორსკიმ.

13 ივლისი 2026, 09:38

მსოფლიო

ისრაელმა ღაზაში მეტალურგიულ ქარხანას დაარტყა

ისრაელმა ღაზის სექტორში, საბრას რაიონში, მეტალურგიულ ქარხანაზე იერიში მიიტანა. „ცაჰალის“ ცნობით, საწარმო ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა. ოპერაციის სხვა დეტალები არ ვრცელდება.

13 ივლისი 2026, 09:35

სპორტი

სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა - ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა 3 მედალი მოიპოვეს

ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში 20-წლამდელ მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ტურნირი 3 მედლით დაასრულეს. მთავარი მწვრთნელის, ბელდუხ გავაშელიშვილის ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრების ანგარიშზე 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალია.

13 ივლისი 2026, 09:31

მსოფლიო

Reuters: გერმანია უკრაინისთვის 50 000 მოიერიშე დრონის შეძენას აფინანსებს

ცნობა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 90 მილიონი ევროა. გამოცემის ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მიერ ომის დაწყებიდან დღემდე, ეს კიევისთვის დრონების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შესყიდვაა.

13 ივლისი 2026, 09:29

რეგიონი

ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი Ghost-Note-ის კონცერტით დასრულდა

ბათუმში რიგით მე-19 შავი ზღვის ჯაზფესტივალი გრემის მრავალგზის ნომინანტი ბენდის, GHOST-NOTE-ის კონცერტით დასრულდა. ზღვისპირა ქალაქმა სამი დღის განმავლობაში მსოფლიო დონის მუსიკოსებსა და ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლა.

13 ივლისი 2026, 09:26

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში თბილისის ბალეტის ფესტივალის გალა-კონცერტი გაიმართა. გალა-კონცერტის პროგრამა მსოფლიო კლასიკისა და თანამედროვე ქორეოგრაფიის გამორჩეულ ნიმუშებს მოიცავდა, მათ შორის: ბალეტ „ლეას“, ბალეტ „რაიმონდას“ III მოქმედებას და ბალეტ „დონ კიხოტის“ გრანდ დივერტისმენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და იულია სვირიდენკო

13 ივლისი 2026, 09:24

მსოფლიო

უკრაინის მთავრობაში საკადრო ცვლილებები დაიწყო

„დეტალები უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან განვიხილეთ. დავადგინეთ, რომ ეს ცვლილებები მინისტრთა კაბინეტის განახლებას მოითხოვს. მადლობელი ვარ იულიასი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი მკაფიო, სტაბილური და ეფექტური მუშაობისთვის, უკრაინის გუნდში მრავალწლიანი პროდუქტიული სამსახურისთვის და შევთავაზე მას შესაძლებლობა, უხელმძღვანელოს ურთიერთობების ახალ და მნიშვნელოვან სფეროს მთავარ პარტნიორთან. ველოდები, რომ პარლამენტის წევრებთან ერთად, შესაბამის ცვლილებებს განვახორციელებთ უკრაინის მთავრობაში. ცვლილებები ასევე იქნება სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დონალდ ტრამპი

13 ივლისი 2026, 09:17

მსოფლიო

დონალდ ტრამპის განცხადებით, თეირანმა ვაშინგტონთან მიღწეული შეთანხმება 1 საათში დაარღვია

„ჩვენ მათთან შეხვედრები გვქონდა, მათ გუშინ შეთანხმებას მიაღწიეს – ჩვენთვის იდეალური შეთანხმება იყო, არანაირი ბირთვული იარაღი, არანაირი ეს, არანაირი ის, არანაირი არაფერი, მათ ყველაფერზე უარი თქვეს – და ამის შემდეგ ისინი ოთახიდან გავიდნენ და ერთ საათში გემისკენ დრონი გაუშვეს. მე ვუთხარი: ხალხო, თქვენ ავად ხართ. გუშინ ღამით ისინი საშინლად დავბომბეთ. ისინი ძალიან, ძალიან ბოროტი და ავადმყოფი ხალხია“, -- განაცხადა ტრამპმა.