ვიქტორ ნეგრესკუ: ევროპარლამენტიდან ჩამოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან
ვიქტორ ნეგრესკუ
ფოტო: EP
განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება საქართველომ ევროპულ გზაზე განაგრძოს სვლა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის წევრმა დეპუტატმა ვიქტორ ნეგრესკუმ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარები აქ იმყოფებიან ევროპული ფასეულობების მხარდასაჭერად, ღია და სამართლიანი არჩევნებისთვის, სიტუაციაზე დასაკვირვებლად და ქართველი ხალხის მოსაზრებების გასაგებად.
„ევროპარლამენტიდან ჩამოვედით იმის სათქმელად, რომ საქართველო სულ უფრო ახლოს უნდა იყოს ევროკავშირთან. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ვართ წარმოშობით. მე თავად რუმინეთიდან გახლავართ. ჩვენ საქართველოსთან ძლიერი ორმხრივი ურთიერთობა გაგვაჩნია სხვადასხვა მიმართულებით, ერთ-ერთია უსაფრთხოების სფერო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატია ძლიერ განვითარებას მოასწავებს. ასევე მიგვაჩნია, რომ ძლიერი პარტნიორობით, ევროკავშირთან, მის წევრ სახელმწიფოებთან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და სხვა პარტნიორებთან საქართველოში შეიძლება ცხოვრება აყვავდეს.
იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა და საუბარი კონსტრუქციული იყო და გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან კონსტრუქციული ურთიერთობის ქონას“, - განაცხადა ვიქტორ ნეგრესკუმ.
ყველა სიახლე
25 სექტემბერი 2026, 10:10
სამართალი
სამართალდამცველებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 10:08
კულტურა
ლევილში ქართველთა მამულის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა
ლევილის ქართველთა მამულში მმართველი საბჭოს გაფართოებულ სხდომას საქართველოს კულტურის მინისტრი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე მაია ბითაძე ხელმძღვანელობდა.
25 სექტემბერი 2026, 10:00
თავდაცვა
ლისის ტბასთან დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად ყოველწლიური საქველმოქმედო მარათონი გაიმართა
მარათონში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, მოქმედმა და დაჭრილმა სამხედროებმა, ასევე უწყების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს. მარათონის დისტანციები (21კმ, 7კმ და 3კმ) დაფარეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
25 სექტემბერი 2026, 09:55
რეგიონი
კახეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
სოფელ ომალოს მიმდებარედ, ადგილობრივმა მკვიდრმა უკანონოდ მოიპოვა და დაასაწყობა 28 ცალი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი საერთო მოცულობით 12 კუბური მეტრი. ტერიტორიაზე ასევე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქნის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაღალი გამავლობის ავტომობილი.
25 სექტემბერი 2026, 09:48
პოლიტიკა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სრულად. ფოტო/ვიდეო
ბატონო პრეზიდენტო, ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენო აღმატებულებავ, პატივცემულო დელეგატებო, საქართველოს მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ამ ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლა საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომლის იდენტობაც საუკუნოვანი ისტორიით, გამძლეობით და ცვალებად სამყაროსთან ურთიერთქმედების გზით ყალიბდებოდა. ჩვენ დღეს აქ ვიკრიბებით იმ დროს, როცა საერთაშორისო ვითარება მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდის.
25 სექტემბერი 2026, 09:41
მსოფლიო
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო პროცესი განიხილეს
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ნიუ-იორკში შეხვედრა გამართა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ჯეიჰუნ ბაირამოვთან. ინფორმაციას სომხეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:40
კულტურა
გალერეა „ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა „სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა
გალერეა ,,ვერე“-ში სალომე გომელაურის პერსონალური გამოფენა ,,სამკაული როგორც ხელოვნება“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ ძვირფასი თვლებისგან დამზადებული ექსკლუზიური ნამუშევრები. კოლექციის ინსპირაციას თანამედროვე, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი წარმოადგენს.
25 სექტემბერი 2026, 09:29
პოლიტიკა
ნიკა გვარამია: ის, რომ ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს, ფაქტია! არ გვიყვარს მეგობრებო და სიყვარულით ვერ შევცვლით ამ ურთიერთობას
სკანდალური განცხადებების შემდეგ, რომელიც ანტიაფხაზურად შეფასდა, პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ „ჩვენ და აფხაზებს ერთმანეთი არ გვიყვარს“ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში ევროკავშირი უნდა ჩაერთოს.
25 სექტემბერი 2026, 09:28
მსოფლიო
CNN: რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ნიუ-იორკში უიტკოფსა და კუშნერს შეხვდა
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და კრემლის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:23
რეგიონი
შემოსავლების სამსახური: განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია - საფრთხის შემცველი ფაქტორების შემცირების შემთხვევაში, სგპ „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ განხორციელდა დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის აქტივაცია, რის შედეგადაც მაღალი სიზუსტის სისტემამ ,,ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 09:15
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, მილი მეჯლისის კომიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.
25 სექტემბერი 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 1 500 კილომეტრში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ პერმში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და ულიანოვსკში ელექტრონული კომპონენტების მწარმოებელ ქარხანაზე მიიტანეს იერიში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 08:45
პოლიტიკა
გიორგი კახიანი საფრანგეთში ეკა გიგაურის სიტყვით გამოსვლაზე: ავრცელებენ სრულიად ანტიქართულ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს, ასეთი ფორმით ცდილობენ თავიანთი პატრონების მხრიდან გარკვეული მხარდაჭერის მოპოვებას
ავრცელებენ სრულიად ანტიქართულ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელ განცხადებებს, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა.
25 სექტემბერი 2026, 08:29
რეგიონი
შსს: დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება - სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ მოქალაქეების, ასევე, გამშვებ პუნქტზე დასაქმებულების უსაფრთხო ადგილზე ევაკუაცია განხორციელდა
დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან, რომელიც კალაპოტში დინების მინიმალური აწევის შემთხვევაში ცვლილებას აფიქსირებს, შემოვიდა სასიგნალო შეტყობინება, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
25 სექტემბერი 2026, 08:22
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე გაეროში პრემიერის გამოსვლაზე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობის კონტექსტში ნახსენები იყო აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა. ეს არის ალბათ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თითოეული ქართველისთვის
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა საქართველოს დელეგაციის წევრმა, ჯანდაცის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან შეაფასა.
25 სექტემბერი 2026, 08:14
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრემიერმა უმნიშვნელოვანესი გზავნილები გააჟღერა
გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.
25 სექტემბერი 2026, 08:01
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
25 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +26 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
25 სექტემბერი 2026, 02:55
პოლიტიკა
პრემიერი Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე: ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი, როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა
ყველაზე მძიმე ამ ყველაფერში არის ის, რომ კონკრეტულ კონცერტს, ღონისძიებას აფინანსებდა ევროკავშირი და დანიის კულტურის ცენტრი. როდესაც კულტურის ცენტრი უკულტურობას აფინანსებს და უკულტურობის მიღმა აფინანსებს ფაშიზმს, ეს არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წარმოუდგენელი მოვლენა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც Kordz-ის კონცერტის გაუქმებას შეეხებოდა.
25 სექტემბერი 2026, 02:52
პოლიტიკა
პრემიერი: ეკა გიგაურიც ერთ-ერთი უცხოელი აგენტია, თვითონ საბჭოური მეთოდებით არის გამყარებული თავის თანამდებობაზე და ვერავის ვერ ასწავლის, რა არის სწორი და დემოკრატიული მეთოდები, ჩვენი ქვეყანა იმართება სწორედ რომ დემოკრატიული მეთოდებით და ასე ვაპირებთ ქვეყნის მართვის გაგრძელებას
ეკა გიგაურიც არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი. რუსული მეთოდები არ ვიცი, მაგრამ საბჭოური მეთოდი არის, როდესაც ერთ თანამდებობაზე ადამიანი არის 15 წლის განმავლობაში. ხვდებით, ვისზეც ვსაუბრობ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
25 სექტემბერი 2026, 02:45
პოლიტიკა
პრემიერი: მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული, საზოგადოება ხედავს ყველაფერს და სწორედ ამის გამოა, რომ უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს არა ე.წ. პროტესტს, არამედ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ და განხორციელებულ კურსს
მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თუნდაც ხან 20, ხან 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.


