imedi /  02 ოქტომბერი 2021, 16:39 / სანდო წყარო

ზაურ დარგალი: როგორც მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, პროვოკატორების ჯგუფმა დილიდან დაიწყო მცირე ინციდენტების ხელოვნურად შექმნა სხვადასხვა უბანზე

ზაურ დარგალი

ზაურ დარგალი

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მარნეულში არჩევნები საკმაოდ მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

„დასწრება 15:00 საათისთვის დაახლოებით 29%-ს შეადგენს. ყველა უბანზე სიმშვიდეა, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, პროვოკატორების ჯგუფმა დილიდან დაიწყო მცირე ინციდენტების ხელოვნურად შექმნა სხვადასხვა უბანზე. ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი იყო ყიზილაჯლოს #48 უბანზე, როდესაც ისინი ადანაშაულებდნენ „ქართულ ოცნებას“ ფიზიკური დაპირისპირების მოწყობაში. მსგავსი რამ არ მომხდარა და ამის შემდეგ მათ გადაიყავნეს თავისი წარმომადგენელი საავადმყოფოში, რომელსაც ჰქონდა მხოლოდ მაღალი წნევა და არანაირი სხვა პრობლემა არ ჰქონია. ეს არის მოგონილი პროვოკაციული ქმედებები, რომელთა უკანაც დგას გიორგი მუმლაძე და მისი პროვოკატორების ჯგუფი. ისინი ცდილობენ შექმნან ფონი, თითქოს მარნეულში დაპირისპირება ხდება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი ემზადებოდნენ არა არჩევნებისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის“, - აცხადებს ზაურ დარგალი.

ყველა სიახლე

ნათია თურნავა

18 ოქტომბერი 2021, 12:25

ეკონომიკა

ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება მომავალ წელს იგეგმება

რამენიმე თვის წინ ჩვენ მოვიწვიეთ კონსულტანტები. კომპანია MTBS-ი ცნობილია საზღვაო სფეროში და საპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით. მათ პრაქტიკულად ეს პროექტი და საინვესტიციო შეთავაზება განაახლეს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ანაკლიის პორტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

18 ოქტომბერი 2021, 12:12

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან პოლიტიკას ვერც საღვთო წერილი გაამართლებს და ვერც სახარების „ჟორიკასეული“ აღქმა

„მწარე ღიმილის მომგვრელია, როცა მკვლელი სახარების არასწორ გააზრებაში გადანაშაულებს, საკუთარ მორალურ ღირებულებებს გთავაზობს და ღამღამობით საკუთარ ცოდვილ აჩრდილს ებრძვის!ერთადერთ სწორ რამეს კი ამბობ ისე, ჟორიკავ, „ღმერთს შევევედროთ რომ მოგვიტევოსო“... ევედრე, ევედრე, უფალთან სავედრებელი მართლაც ბევრი გაქვს“, - წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

18 ოქტომბერი 2021, 12:06

COVID19

საქართველოში „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, „ვაქცინაციის მარათონი“ დაიწყო. „ჩაერთე შენივე სოფლიდან“, - ამ კამპანიის ფარგლებში, პირველი ადგილი სოფელი კავთისხევია, სადაც მოქალაქეები დილიდან ამბულატორიაში კოვიდვაქცინით იცრებიან.

ბენ ჰოჯესი

18 ოქტომბერი 2021, 12:06

პოლიტიკა

ბენ ჰოჯესი: საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში თავდაცვის მდივნის ვიზიტი მკაფიო სიგნალია, რომ აშშ დაინტერესებულია შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონით

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტს ეხმაურება.

გია აბაშიძე

18 ოქტომბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი

ქრისტიანული სწავლებისგან სააკაშვილი და მისი ბრმა მიმდევრები უშორეს დისტანციაზე რომ არიან, არაა ახალი ამბავი. ამით აიხსნება მათი ანტიჰუმანური ხელისუფლების წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულებები და ოპოზიციაში ყოფნისას მათ მიერ შექმნილი ტოქსიკური გარემო პოლიტიკურ ველზე, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელიც მეუფე შიოს ქადაგების გამო ემუქრება.

ლევან ნიკოლეიშვილი

18 ოქტომბერი 2021, 12:05

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს - ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო! სამაგიეროდ მოსწონთ და აგულიანებენ სააკაშვილის მხარდამჭერებს

„გვარამიას ნათქვამი მოგწონთ და პატრიარქის თანამოსაყდრის სიტყვის არ გჯერათ და არ მოგწონთ? ახლა უფრო მეტად გასაგებია ეს ყველაფერი - იმას რასაც სააკაშვილი აკეთებდა, კიდეც მოგწონდათ და კიდეც ხელს უწყობდით - ირიბად თუ პირდაპირ თვითონ გადაწყვიტეთ!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 12:04

ეკონომიკა

მთავრობის განკარგულებით, 198 დევნილს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილა.

18 ოქტომბერი 2021, 11:50

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი, გაეროს კლიმატის ცვლილების რიგით 26-ე კონფერენციაზე სიტყვით წარდგა

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოსა და იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩებმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა და ენრიკო ვალვომ, ასევე, გაერთიანებული სამეფოს COP26-ს რეგიონულმა ელჩმა, დევიდ მორანმა, დამსწრე საზგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.

18 ოქტომბერი 2021, 11:50

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერს სურს, ქვეყანაში პროსტიტუცია არალეგალური გახდეს

შესაბამისი განცხადება სანჩესმა სოციალისტური პარტიის კონგრესზე გააკეთა. მან აღნიშნა, რომ პროსტიტუცია ქალებს ამონებს. ამ გეგმის შესახებ სანჩესი ჯერ კიდევ 2019 წელს, თავის საარჩევნო მანიფესტში წერდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ პროსტიტუცია „სიღარიბის ფემინიზაციის ერთ-ერთ უსასტიკესი ასპექტი და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ფორმაა“. თუმცა დღემდე ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

18 ოქტომბერი 2021, 11:39

სპორტი

ნორისთან განცდილი მარცხის მიუხედავად, ნიკოლოზ ბასილაშვილმა, „ინდიან უელსის“ ფინალში გასვლით, რეიტინგი გაიუმჯობესა

მიუხედავად ფინალში განცდილი მარცხისა, ამერიკის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია. ATP 1000 Masters Indian Wells ზე ფინალური შეხვედრა ჩაატარა და, განახლებული რეიტინგით, 2 066 ქულით 27-ე პოზიციაზეა.

18 ოქტომბერი 2021, 11:30

მსოფლიო

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ 5 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაპატიმრებულ 5 ათასზე მეტ ადამიანს გაათავისუფლებენ.

მკვდარი ზღვა გაშიშვლება

18 ოქტომბერი 2021, 11:22

კულტურა

მკვდარ ზღვაში წყლის დონის შემცირების პრობლემისადმი ყურადღების მისაქცევად ასობით ადამიანი გაშიშვლდა

გამოცემის ინფორმაციით, ეს ღონისძიება ამერიკელი ფოტოგრაფის, სპენსერ ტუნიკის პროექტის ფარგლებში გაიმართა. ტუნიკი ისრაელში ტურიზმის სამინისტროს სტუმრის სტატუსით იმყოფება, რათა მესამედ ასახოს მკვდარი ზღვის შემცირება შიშველი ადამიანების დახმარებით. მოდელებს სხეულებზე თეთრი საღებავი უსვიათ.

18 ოქტომბერი 2021, 11:18

რეგიონი

სტიქიამ ლანჩხუთის სოფელი სუფსა დააზარალა

ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი სახლია დატბორილი.

18 ოქტომბერი 2021, 11:12

სამართალი

„რუსულ მაფიასთან“ კავშირისთვის, საფრანგეთში ქართველები დააკავეს

„რუსულ მაფიასთან“ კავშირისთვის, საფრანგეთში ქართველები დააკავეს. საფრანგეთის ჟანდარმერიის ინფორმაციით, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.

18 ოქტომბერი 2021, 11:10

მსოფლიო

ინდოეთის შტატ კერალაში წყალდიდობას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის შტატ კერალაში წყალდიდობას, სულ მცირე, 22 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

18 ოქტომბერი 2021, 10:53

სამართალი

თუშეთის გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თუშეთის გზის 30-ე კილომეტრზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს ერთადერთ დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სიმაღლიდან გადავარდა.

18 ოქტომბერი 2021, 10:50

COVID19

რამდენი ადამიანი აიცრა კოვიდვაქცინით საქართველოში

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 2 260-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 914 269 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

18 ოქტომბერი 2021, 10:49

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 869 თბილისში, 474 იმერეთში, 396 კი კახეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში, იმერეთსა და კახეთში გამოვლინდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 474, ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 132, გურია - 50, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 220, კახეთი - 396, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.

18 ოქტომბერი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში 1 247 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.

18 ოქტომბერი 2021, 10:45

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.77%-ს შეადგენს

17 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 8.47%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 9.07%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 664 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 614 855, გარდაიცვალა 9 510 პაციენტი.