IMEDI /  02 ოქტომბერი 2021, 22:44 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: ცესკომ და კომისიის ათიათასობით წევრმა ღირსეულად გაართვეს თავი საქმეს, რამაც დაგვანახა საარჩევნო რეფორმის შედეგები

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს, რომლებმაც დღეს კიდევ ერთხელ მოგვცეს ნდობის მანდატი, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ვაფასებთ ამას და განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ამ დღეს და ამ პირობებში ჩატარებული არჩევნების დროს, ამ მანდატის მოცემას, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისთვის. თქვენ იცით ბოლო მონაცემები აქტივობისა, რომელიც საკმაოდ მაღალი იყო. გამეორდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობა და ეს აჩვენებს, რომ ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ნდობა არჩევნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ და მათ სურთ, პოლიტიკური პარტიების მეშვეობით წარმოდგენილი იყვნენ ამა თუ იმ ინსტიტუტში და ამ შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმართველობაში. გარდა ამისა, მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას ცესკო-ს დონეზე. ჩვენ დღეს ვნახეთ კომისიის ათიათასობით წევრი როგორ იყო ჩართული სამუშაოში და ეს მართლაც დასაფასებელი შრომაა. მათ წინ აქვთ ხმების დათვლის რამდენიმე საათი და მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ შესაბამისი სამუშაო პირობები. მათ ღირსეულად გაართვეს თავი საქმეს, რამაც კიდევ ერთხელ დაგვანახა საარჩევნო რეფორმის შედეგები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველა სიახლე

25 ოქტომბერი 2021, 18:34

COVID19

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მოსახლეობის ვაქცინაცია, ამჯერად იმერეთის რეგიონში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მობილური ბრიგადები სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლია, სახლში ვაქცინაციის შესაძლებლობა აქვთ.

ირაკლი ლატარია

25 ოქტომბერი 2021, 18:28

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია „ნაცმოძრაობაზე“: წელიწადში მინიმუმ 150 ახალგაზრდა ბიჭს კლავდნენ, დღეში მინიმუმ ორი პატიმარი გამოჰყავდათ მოკლული - გამოდის, რომ 2012 წლიდან დღემდე, სულ მცირე, 7900 ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდა

ირაკლი ლატარია, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და ამჟამინდელ ხელისუფლებებს ადარებს. ექსპერტს გაუმართლებლად მიაჩნია 2012 წლამდე არსებული და ახლანდელი მმართველობის ერთმანეთთან შედარება.

25 ოქტომბერი 2021, 18:26

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ქარელის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქარელის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ზაზა გულიაშვილს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელი

25 ოქტომბერი 2021, 18:24

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება დისტანციურ ფორმატში. კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.

ნინო ლაცაბიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:19

პოლიტიკა

ნინო ლაცაბიძე: „ნაცმოძრაობას“ არ შეუძლია მოსახლეობასთან საუბარი, დავით კირკიტაძემ ადამიანზე ფიზიკურად იძალადა

რუსთავის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე მოსახლეობის მიერ დასმულ მისთვის მიუღებელ ყველა კითხვას, მომავალშიც ძალადობით უპასუხებს. მან „ქრონიკაში“ რუსთავში მომხდარ ინციდენტზე ილაპარაკა.

ირაკლი კობახიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:13

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველი აქციეს „ნაცმოძრაობის“ერთ-ერთ რიგით აქტივისტად

„სახალხო დამცველი რას ამბობს, ეს არ არის მთავარი, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველს აქვს ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური მიკერძოება, ესეც აჩვენებს მათ შორის იმას, მაგალითად, რატომ არ შეიძლება „ნაცმოძრაობამ“ მოიგოს თუნდაც ერთი მუნიციპალიტეტი. ჩვენ თავის დროზე გვითხრეს, ასეთი რეკომენდაცია იყო, რომ ოპოზიციისთვის დაგვეთმო სახალხო დამცველის ინსტიტუტი და ნაცვლად იმისა, რომ სათანადოდ გამოეყენებინათ ეს ინსტიტუტი, მიუკერძოებელი შეფასებების გაკეთებისთვის, . ეს არის ძალიან ცუდი და აჩვენებს, რომ არცერთი ინსტიტუტის დათმობა არ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ნინო ლაცაბიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:13

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ფიქრობენ, ესკალაციით შექმნიან ფონს, რომ რაღაც საოცრება ხდება და დაძაბული საარჩევნო პერიოდია - ზუსტად იციან, ვერ მოიგებენ და ესაა მათთვის ბოლო არჩევნები

„დღეს რუსთავსა და ჩვენს ქვეყანაში თუ ვინმეს აწყობს, რომ დაძაბულობა, დაპირისპირება იყოს მოსახლეობაში, არის „ნაციონალური მოძრაობა“. მათ ნახეს, რომ, ქვეყნის მასშტაბით, პირველ ტურში, „ქართულმა ოცნებამ“ აიღო 47% და რეფერნდუმი, რომელზეც საუბრობდნენ, ჩაუვარდათ, დაინახეს, რომ გეგმა არ გამოუვიდათ; ქართველმა ხალხმა ხმა მისცა განვითარებას, რუსთაველებმაც ხმა მისცეს იმას, რომ არ დავრჩეთ წარსულში და გავაგრძელოთ ქალაქის განვითარება სხვადასხვა პროექტით“, - განაცხადა რუსთავის მერობის კანდიდატმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

25 ოქტომბერი 2021, 18:12

მსოფლიო

თურქეთში აშშ-ის საელჩო: აშშ პატივს სცემს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს

თურქეთში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პატივს სცემს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და დადგენილებებს.

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2021, 18:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მამუკა წოწერიას მეორე ტურში გამარჯვება ზუგდიდისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება

„მამუკა წოწერიას ყველა იცნობს. გარკვეული პრეტენზიებიც უთხრეს, თუმცა მის მიმართ განწყობა მაინც პოზიტიურია. ადგილზე შეხვედრების დროს გარკვეულ საკითხები გამოითქვა, რომელსაც ყურადღების მიქცევა სჭირდებათ. მამუკას იმედი ნამდვილად აქვთ. იგი პოზიტიური პიროვნებაა და გარდა ამისა, ინტელექტუალურად მომზადებული, კარგი მმართველი. ვფიქრობ, მისი გამარჯვება ზუგდიდისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი კობახიძე

25 ოქტომბერი 2021, 18:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში

„დღეს ვასრულებთ შეხვედრებს რეგიონებში, 20 მუნიციპალიტეტში, სადაც იმართება არჩევნების მეორე ტური. ქარელში ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გულიაშვილს, ძალიან ღირსეულ კაცს, რომელიც გასული რვა წლის განმავლობაშიც ემსახურებოდა ქარელს, მის განვითარებას. დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში. შევხვდით პარტიის მხარდამჭერებს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ საარჩევნო სამზადისზე, რომელიც გახდება საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2021, 17:57

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი პატიმარი, აუცილებლობის შემთხვევაში ყველანაირ სამედიცინო მომსახურებას მიიღებს

გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ არავინ დაუშვებს სააკაშვილს ან ნებისმიერ პატიმარს რამე დაემუქროს.

გიორგი ვოლსკი

25 ოქტომბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კირკიტაძეზე: წყნარი ლაპარაკი და ამავე დროს ფეხისა და მუშტის მოქნევა სჩვევია და ეს არაერთხელ ჩაიდინა

„ცნობილი იყო, რომ წყნარი ლაპარაკი და ამავე დროს ფეხისა და მუშტის მოქნევა სჩვევია და ეს არაერთხელ ჩაიდინა. იცის ისტორიამ მისი პოლიტიკური მოღვაწეობა და იგივე გააკეთა ახლაც. მაგრამ ეს ერთი შემთხვევა არ არის. ფაქტია, რომ ეს სტრატეგია იქიდან გამომდინარეობს, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა. არ შეიძლება პროგრამა არ ჰქონდეს ადამიანს და სხვა მეთოდი აირჩიოს, რომელიც მოაგებინებს. მელია რომ თავს დაესხა კობახიძეს და ეს ჩვეულებრივ ამბად მიიღო ჩვენი ოპონენტების საზოგადოებამ და შემდეგ ამაზე სხვადასხვა ინტერპრეტაცია დაიწყეს, ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი და სტილის კარნახი თუ როგორ უნდა იმოქმედოს პირველ ტურში საკმაოდ სერიოზულად დამარცხებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:54

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

27 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

25 ოქტომბერი 2021, 17:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ზაზა გულიაშვილს ქარელში ალტერნატივა არ ჰყავს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ღირსეული კანდიდატია და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს

ჩვენს კანდიდატს, ზაზა გულიაშვილს ქარელში ალტერნატივა არ ჰყავს და დამაჯერებლად გაიმარჯვებს იმიტომ, რომ ღირსეული კანდიდატია და ქარელის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს მას დაუჭერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:43

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, ვისთვისაც მიუღებელია ის უსამართლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს შევიკრიბოთ

მივმართავ თითოეულ მოქალაქეს, ვინც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას, რომლისთვისაც მიუღებელია ძალადობა და ყველა ის უსამართლობა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო დამკვიდრებული, 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, შევიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქარელში განუცხადა.

გურამ მაჭარაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:42

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ქართულ ოცნებას“ და ნინო ლაცაბიძეს რუსთავში პროვოკაცია არ სჭირდებათ, საზოგადოებამ კარგად იცის, ვის სჭირდება არეულობა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი რუსთავში, 24ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა. „ცალსახა და ნათელია, რომ პროვოკაცია „ქართულ ოცნებას“ და ნინო ლაცაბიძეს რუსთავში არ სჭირდებათ. პროვოკაცია სჭირდებათ „ნაციონალურ მოძრაობას“ და დათო კირკიტაძეს. პროვოკაციები ვისი ბუნებაა, საზოგადოებამ იცის“, - ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

25 ოქტომბერი 2021, 17:37

რეგიონი

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება გრძელდება

დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება 3 ნოემბრის ჩათვლით გრძელდება. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

25 ოქტომბერი 2021, 17:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი, გარწმუნებთ, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ

„მოგიწოდებთ, უფრო მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, ცოცხალ კაცზე რომ ასე ლაპარაკობთ. ასეთი აგრესია, ასეთი სიძულვილი უნდა დავასრულოთ 30 ოქტომბერს, ეს არის უმსგავსობა. როგორ შეიძლება, ასე რომ საუბრობთ. თქვენთვის არის ცუდი, ხალხისთვის არის ცუდი და ჩვენი ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე გაგცეთ ნორმალური პასუხი“.

ჯემალ წიკლაური

25 ოქტომბერი 2021, 17:24

პოლიტიკა

ჯემალ წიკლაური: გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე უარი განვაცხადე რის შემდეგაც დაიწყო შემოსვლები, პროვოკაციები და კოშმარული ზეწოლა

გორის ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე უარი განვაცხადე რის შემდეგაც დაიწყო შემოსვლები, პროვოკაციები და კოშმარული ზეწოლა,- ამის შესახებ, გორის ბაზრის ყოფილმა მფლობელმა და ნაციონალური მოძრაობის დროს დაზარალებულმა ჯემალ წიკლაურმა “იმედი ლაივის“ ეთერში ისაუბრა.

მამუკა მდინარაძე

25 ოქტომბერი 2021, 17:21

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 27 ოქტომბერს აქციის მონაწილეთა შეკრება 15 საათიდან დაიწყება

„ესაა აქცია, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საზოგადოების არჩევანია სიკეთე, მომავალი, მათ შორის ევროპული მომავალი და ამ ქვეყანაში ვერ გაიმარჯვებს ბოროტება, რევანში, წარსული, ტყუილი. შეუძლებელია, ტყუილმა სიმართლეზე გაიმარჯვოს. ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ ეტყვის უარს ბოროტებას, წარსულს და გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.