www.imedi.ge /  03 ოქტომბერი 2021, 21:02 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ მესამე ვადით არჩეული ხელისუფლება; ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს რეალობაში; 47%-იანი შედეგი მართლაც გამორჩეული შედეგია

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენოთ, რომ ჩვენ ვართ მესამე ვადით არჩეული ხელისუფლება. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ჩვენს რეალობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 47%-იანი შედეგი მართლაც გამორჩეული შედეგია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ ობიექტურ გარემოებებს, რომელიც განვითარდა ბოლო პერიოდში.

„მე აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით 8-9 თვის წინ, პარტიის დამფუძნებელი, პარტიის თავმჯდომარე, ბატონი ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, შემდეგ, 2 თვეში, სკანდალურად გადადგა ყოფილი პრემიერ-მინისტრი გახარია და აბსოლუტურად სხვა რეალობა მივიღეთ ქვეყანაში. ამას, რა თქმა უნდა, დაემატა ის ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ქუჩაში გამოსვლები, დემონსტრაციები და ა.შ. არეულობა, რომელიც იყო აბსოლუტურად ხელოვნურად შექმნილი. ამას ემატებოდა, ბუნებრივია, პანდემია, ვაქცინის გარეშე ცხოვრება, მძიმე ეკონომიკური ვითარება, მინუს 6% გვქონდა ჩვენ გასულ წელს შედეგი და უპერსპექტივო პოლიტიკური კრიზისი. ამ ვითარებაში, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრი იყო და მე ეს გამოწვევები ჩამოვთვალე და ასევე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი სასპეკულიანტო საგანი და მსჯელობის საგანი რაც იყო ჩვენი ოპონენტების მხრიდან, იყო შემდეგი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნდობა გამოუცხადეს, რა თქმა უნდა, ძირითადად პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, შემდეგ სპეკულირებდნენ იმითაც, რომ ყოფილი პრემიერი გახარია ასევე გადადგა და სულ სხვა პიროვნებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ სხვა პიროვნებები არ ვართ, ჩვენ გუნდის წევრები ვართ და დამფუძნებლები ვიყავით პირველივე დღეებიდან, ბატონ ირაკლი კობახიძეზე იყო საუბარი, როგორც პარტიის ახალ თავმჯდომარეზე და ჩემზე იყო საუბარი, როგორც ახალ პრემიერ-მინისტრზე. ბუნებრივია, ამ ვითარებაში, ის დათქმა, რაც გაჩნდა - 43%-იანი დათქმა, სწორედ ამით აიხსნებოდა.

ერთ-ერთი კითხვა, რაც ხშირად მუსირებს და გვეკითხებიან - რატომ მოვაწერეთ და რატომ დავთანხმდით? ჩვენს თავთანაც მაშინ გვქონდა შიდა განხილვებიც და გვითქვამს, რომ რა თქმა უნდა, თუ 40%-იანი ნდობის მანდატი აღარ გვაქვს მოსახლეობიდან, ბუნებრივია, მაშინ ალბათ უნდა განვიხილოთ, უფრო სამართლიანი იქნებოდა, ბუნებრივია, მორალური გადმოსახედიდან და ზოგადად, სანდოობიდან და ნდობიდან გამომდინარე, ხელახალი არჩევნების განხილვა. სწორედ ამ მოტივით და კიდევ ძალიან ბევრი არგუმენტის გამო, ვინაიდან, ჩართული იყო პრეზიდენტი შარლ მიშელი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, ჩვენი ამერიკელი მეგობრები და ჩვენ პატივი ვეცით ჩვენს საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, პირველ რიგში და ბუნებრივია, გადავდგით კომპრომისული ნაბიჯი და მაშინ მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება და 43%, გახსოვთ, რომ იყო მუდმივად სპეკულირების საგანი. აღმოჩნდა, რომ ჩვენ, არა თუ 43%, არამედ 47% ავიღეთ, ანუ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვნახეთ, რომ ღალატი დაგვიჯდა 7-8% დაახლოებით, ვგულისხმობ გახარიას პარტიას. ამის გარდა, მოგეხსენებათ, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის შემოსვლა ასევე, ჩვენი დაკვირვებით და ანალიზით, რა თქმა უნდა, დაეხმარა ნაციონალურ მოძრაობას, რამდენიმე პროცენტი მიუმატა, თუ შეიძლება ითქვას, რომ 7-8% მათაც დაემატათ ამ ვითარებაში და ამ ყველაფრის ფონზე, რაც მე მანამდე ჩამოვთვალე, 47%-ის აღება და 44 მუნიციპალიტეტში დამაჯერებელი გამარჯვება, დამეთანხმებით, რომ არის სერიოზული მიღწევა და ეს არის, მართლაც, ღირსეული გამარჯვება“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 19:30

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას. მინისტრ, სულხან თამაზაშვილისა და სახელმწიფოს მხრიდან გორის ფაქტზე გამოვლენილი პოზიცია სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სტანდარტებს

დემოკრატია არ ნიშნავს იმას, რომ ინციდენტები არ ხდება, დემოკრატია ნიშნავს მათზე ადეკვატურ და სამართლებრივ რეაგირებას, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სახელმწიფოს მხრიდან გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოჩენილ პოზიციაზე.

მანანა მგალობლიშვილი

28 მაისი 2026, 19:25

პოლიტიკა

ექიმი მანანა მგალობლიშვილი: მივესალმები ახალ კანონს, რომლის საფუძველზე სოციალურ ქსელში სიძულვილის ენა, უპასუხისმგებლო და ადამიანის შეურაცხმყოფელი კომენტარები დასჯადი ხდება. იქ სადაც ადამიანს მორალური საზღვრები მოშლილი აქვს, კანონმა უნდა შეზღუდოს

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში თავად საკმაოდ აქტიური ვარ, თითქმის ყველა სამედიცინო ჯგუფიდან ამოვეწერე, რადგან მრავალგზის დავრწმუნდი, რომ ისინი პირველ რიგში ადამიანთა მასების ბინძურ მანიპულაციას ეწევიან - წერს ექიმი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

28 მაისი 2026, 19:22

სამართალი

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულია და ბრალდება წარედგინა ორ პირს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:20

პოლიტიკა

პარლამენტმა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს.

28 მაისი 2026, 19:19

პოლიტიკა

პარლამენტმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით დაუჭირა მხარი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს.

28 მაისი 2026, 19:17

პოლიტიკა

პარლამენტმა დიპლომატიის აკადემიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 19:16

რეგიონი

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა

„ჩემი თვალით დანახული საქართველო“ - თემის ფარგლებში სამხატვრო კონკურსი ჩატარდა, რომელიც სიმონ ართმელაძის დაბადებიდან 93 წლისთავს მიეძღვნა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 19:14

პოლიტიკა

ხმაური პარლამენტში - გახარიას პარტიის წევრების ბრალდებებს, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცებს“ დაემსგავსა, მმართველი გუნდის წევრებმა უპასუხეს და ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატებს მათ რიგებში მყოფ „ყოფილ ნაცებზე“ მიუთითეს

ხმაური პარლამენტში - ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატების, სოფო ხორგუანისა და გიორგი შარაშიძის გამოსვლას მმართველი პარტიის წევრები მხრიდან საპასუხო განცხადებები მოჰყვა.

გიორგი ჯავახიშვილი

28 მაისი 2026, 19:05

სამართალი

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მკურნალი ექიმი: შემოყვანილია თავის ტრავმით. თქვა, რომ ბლაგვი საგანი აქვს მოხვედრილი, ჩაუტარდა შესაბამისი სტაციონარული მომსახურება, ამჟამად იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე

გორის ინციდენტის დროს დაზარალებული პოლიციელის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც „ქრონიკას“ გორის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის უფროსმა გიორგი ჯავახიშვილმა განუცხადა, დაზარალებულს თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება აქვს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე: ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს

ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

28 მაისი 2026, 18:50

პოლიტიკა

პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილება მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მიიღო „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

28 მაისი 2026, 18:49

პოლიტიკა

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 72 ხმით მხარი დაუჭირა.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, რაც უსამართლობით გაფუჭდა, ის სამართლიანობით შეიძლება გამოსწორდეს

ჩვენ სრულიად მზად ვართ იმისათვის, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

28 მაისი 2026, 18:46

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი რაჭასა და იმერეთში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, რეგიონული განვითარების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა როგორც გზების რეაბილიტაციის, ისე სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენისა და მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების სამუშაოები.

28 მაისი 2026, 18:44

მსოფლიო

AXIOS: აშშ-მა და ირანმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ტრამპის საბოლოო თანხმობაა საჭირო

აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლებმა მიაღწიეს შეთანხმებას 60-დღიანი ურთიერთგაგების მემორანდუმის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებასა და ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს საბოლოო თანხმობა ჯერ კიდევ არ მიუცია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:44

პოლიტიკა

პრემიერი: რაც გაფუჭდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციის უსამართლობით, ის შეიძლება, გასწორდეს მხოლოდ ახალი ადმინისტრაციის სამართლიანი მიდგომით, გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ამერიკელ პარტნიორებს მზაობა - გადავტვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს

ჩვენ გვქონდა შეხვედრები ამ კვირის განმავლობაში, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, საუბარი გვქონდა სხვადასხვა თემებზე, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვასთან, ველოდებით მათი მხრიდან შემხვედრ ნაბიჯებს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

28 მაისი 2026, 18:35

პოლიტიკა

პრემიერი: მაქსიმალურად ვუფრთხილდებით ჩვენს ხელწერას, კონკრეტული ზომები გატარდა იმ შემთხვევებზე, რაც დაკავშირებული იყო ძალადობასთან, 4 ოქტომბერს, ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად, მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ამ ხელწერით გავაგრძელებთ მომავალშიც მოქმედებას

საკადრო გადაადგილებებმა და სხვა მიღებულმა ზომებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან მძიმე სისტემური ძალადობის მიუხედავად მოვახერხეთ, ხელისუფლების გადატრიალების მორიგ მცდელობას დავპირისპირებოდით ისე, რომ ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ბიძინა გიორგობიანი

28 მაისი 2026, 18:34

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი გორის ინციდენტზე: ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია

ამ შემთხვევის გადაყვანა პოლიტიკურ ჭრილში არამართებულია. ეს არის კონკრეტული ადამიანების დანაშაული და სახელმწიფოს ჰქონდა მყისიერი რეაქცია პოლიციელების მიერ ჩადენილ გადაცდომაზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძე

28 მაისი 2026, 18:32

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა

„ეს ხომ აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. როგორ შეიძლება, ვიღაცამ მოითხოვოს ასეთი რადიკალური ოპოზიციისთვის რაიმე ანგარიშის გაწევა. გიორგი კანდელაკი არის ჩვეულებრივი ღალატის ფორმულა. ლაპარაკობს ირანთან დაკავშირებით და იცით, რამდენი ტყუილი თქვა მან, მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, მინიშნებები იყო საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა.შ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელსაც ავტორიზაციაც კი არ აქვს მინიჭებული. რაც შეეხება ჩვენს ვაჭრობას, როდესაც ექსპორტი გაქვს 0,5 პროცენტი და იმპორტი 1,5%, იქ საუბარი ზედმეტია სანქციების გვერდის ავლაზე. როდესაც ასეთ დროს ეს სამარცხვინო ადამიანი გამოდის და პირდაპირ ჩადის სამშობლოს ღალატს და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს აშშ-ში, ეს არის ჩვეულებრივი ღალატი. პოლიტიკურ ენაზე ამას ჰქვია ღალატი, სამართლებრივ ენაზე რა ჰქვია, ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

28 მაისი 2026, 18:27

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყებამ ტრამპის მიერ ომანის მისამართით გაჟღერებული მუქარები შეაფასა როგორც სახიფათო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ესმაილ ბაღაიმ დონალდ ტრამპის მიერ ომანის მისამართით გაჟღერებული მუქარები შეაფასა როგორც „სახიფათო“.