imedi /  03 ოქტომბერი 2021, 21:25 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: რაღაც დაგეგმეს, თითქოს მღელვარებას გამოიწვევდნენ და საბოლოო ჯამში სააკაშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

თავიდან ბოლომდე, სააკაშვილის გადაადგილება, დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე, იყო სრული კონტროლის ქვეშ, ვიცოდით, რომელ ბინაში იმალებოდა და ველოდებოდით საჭირო მომენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედი კვირაში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იგეგმებოდა ძალიან მძიმე პროვოკაცია და ხელისუფლებას ეს ინფორმაცია სააკაშვილის გარემოცვიდან ჰქონდა.

„სულ რაღაც ერთი კვირის წინ, მათი რიტორიკა რა იყო, მთელი კამპანია ჰქონდათ, რომ ჩვენთან ქვეყანაში არის ტოტალური კონტროლი, რომ „ქართული ოცნება“ არის დიქტატორული რეჟიმი, ჩვენ ყველას და ყველაფერს ვაკონტროლებთ და ვერავინ ვერაფერს აკეთებს ისე, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ, ყველას ვუსმენთ, ყველას ვუყურებთ, ყველას ვაკონტროლებთ - ეს ერთი ბრალდება; მეორეს მხრივ, მას შემდეგ, რაც ეს სულელი კაცი შემოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ თითქოს ვერაფერს ვაკონტროლებთ, ამ დროს ვნახეთ, როგორ მაღალპროფესიონალურად, ჩვენ თვითონ გავაღეთ სააკაშვილის სამალავი ბინის კარი და შევედით და გამოვაბრძანეთ მაშინ, როცა მარტოდმარტო იყო სახლში, სამალავ ბინაში.

ახლა მითხარით, ვინ მართავს და აკონტროლებს დღეს სიტუაციას ქვეყანაში და ვინ არის ჩამოშლილი და განადგურებული, მით უმეტეს, შეხედეთ შედეგებს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ შემიძლია, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და გამოძიების საქმეში არ უნდა შევიჭრა, მაგრამ იმ დოზით, რა დოზითაც მე შემიძლია, როგორც პრემიერ-მინისტრმა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას, ვეტყვი შემდეგს - ვინაიდან ყველაფერი ჩავლილია, თუმცა მეორე ტურებიც გვაქვს და ამ ყველაფერსაც მშვიდობით ჩავამთავრებთ, ძალიან მძიმე პროვოკაცია იგეგმებოდა, სააკაშვილის გარემოცვიდან გვქონდა ინფორმაცია. თავიდან ბოლომდე, მისი გადაადგილება, დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე, იყო სრული კონტროლის ქვეშ. ვიცოდით, რომელ ბინაში იმალებოდა და ველოდებოდით საჭირო მომენტს. კითხვა დაისვა, რატომ არ დააკავეს მანამდე, ისიც იკითხეს ხუმრობით, ხომ არ იყო ეს შოუ შეგნებულად დამთხვეული 1-ლი ოქტომბრისთვის, რომ საჩუქარი მიგვეძღვნა ჩვენი ამომრჩევლებისთვის, ვინაიდან სიმბოლური იყო 1-ლი ოქტომბერი ჩვენი გამარჯვების დღე.

თუმცა, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება, ეს ნახევრად ხუმრობით. მეორე და მთავარი მინდა ვთქვა, ერთია, რა გაქვს სურვილი და მეორეა, როგორ ემთხვევა ოპერატიული მუშაობიდან და ტაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც გამოძიება მძიმე დანაშაულს იძიებს, შესაძლოა, ტაქტიკიდან გამომდინარე ისე გაანაწილოს და დაგეგმოს მთელი ოპერატიული მუშაობა, რომ უფრო მეტი ადამიანის, შესაძლო თანამზრახველების თანამონაწილეობა დააფიქსიროს და ამის სურვილი ჰქონდეს. როდესაც მივიდა იმ ზღვრამდე, რომ საჭირო იყო მისი ლოკალიზება და აყვანა, ეს მოხდა. ერთ ვერსიას ვეტყოდი ჩვენს მოსახლეობას და მათ შორის ჩვენს ოპონენტებს, პირიქით ხომ არ არის შემთხვევით, რომ სააკაშვილმა ან ივარაუდა, ან მათაც გაიგეს ინფორმაცია, რომ ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცოდით და ვაპირებდით მის დაკავებას, ამიტომ გაავრცელა ის ვიდეო? ჩვენ უნდა ვისაუბროთ შედეგზე. მათი გეგმა იყო შემდეგი - სააკაშვილს ბრიყვულად ეგონა, რომ ჩვენ საერთოდ არაფერი ვიცოდით, არ გვჯეროდა მისი ჩამოსვლის თუ არ ვიცოდით მისი შემოპარვის შესახებ. ამ დროს ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, მისი ეს ვითომ შემოპარვის ოპერაცია. იმდენად ბრიყვულად მოიქცა, შემდეგ აპირებდა, აქცია დააანონსეს, 3 ოქტომბერს, ანუ უკვე დღეს უნდა გამართულიყო აქცია თავისუფლების მოედანზე და საღამოს, კულმინაციის დროს, სააკაშვილი გამოჩნდებოდა როგორც მხსნელი და იქ მოხდებოდა შოკი და იქნებოდა უზარმაზარი ემოცია, რომ როგორ მოახერხა ამ დევნილმა კაცმა, მაშინ, როცა ჩვენ წესით ველოდებოდით თვითმფრინავით, ჩამოვიდა და საიდანღაც გაჩნდა. ეს ხომ არანორმალურმა, ავადმყოფმა კაცმა შეიძლება დაიჯეროს. ილუზიებით ვინც ცხოვრობს, მან შეიძლება დაიჯეროს.

როგორ შეიძლება, ელემენტარული გათვლა არ გააკეთოს. მე მახსენდება ჩვენი დამფუძნებლის შეფასება „ნაცმოძრაობის“ ლიდერების შესახებ, ჩვენს შიგნით უთქვამს, იცნობდა რა მათ და მათ ხელწერას, ერთი ნაბიჯის იქით ვერ გეგმავენ და ვერ იხედებიანო. ეს არის, რაც მოხდა. ძალიან მარტივად რაღაც დაგეგმეს, თითქოს რაღაც კულმინაციას, მღელვარებას გამოიწვევდნენ და საბოლოო ჯამში სააკაშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა. ეს არის ძალიან მარტივად. რამდენიმე დღით ადრე ვთქვი, რომ სააკაშვილის დაკავებას სულ რაღაც 10 პოლიციელი შეძლებდა. ასეც მოხდა, სულ ორი მანქანით, ისე, რომ ვერავინ გაიგო, როგორ გადაადგილდებოდნენ ჩვენი გმირი პოლიციელები, ძალიან მაღალპროფესიონალურად შეასრულეს მისი აყვანის ღონისძიება და შეაბრძანეს ციხეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქართულ სამართალდამცავ უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია სააკაშვილის გადაადგილების შესახებ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ.

ყველა სიახლე

ანტონ სილუანოვი

01 სექტემბერი 2026, 02:17

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.

ვლადიმირ პუტინი სი ძინპინი

01 სექტემბერი 2026, 01:30

მსოფლიო

„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა

ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.

დონალდ ტრამპი

01 სექტემბერი 2026, 01:23

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.

01 სექტემბერი 2026, 00:13

სპორტი

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.

01 სექტემბერი 2026, 00:06

საზოგადოება

დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო

პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.

01 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს

რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.

პიტერ მადიარი

31 აგვისტო 2026, 23:30

მსოფლიო

მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.

31 აგვისტო 2026, 22:42

საზოგადოება

ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 22:33

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან

ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.

კაია კალასი ურსულა ფონ დერ ლაიენი

31 აგვისტო 2026, 22:05

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 21:57

პოლიტიკა

Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.

31 აგვისტო 2026, 21:50

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.

ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება

ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.

31 აგვისტო 2026, 21:35

პოლიტიკა

ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება

ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

შალვა პაპუაშვილი
ირაკლი კირცხალია

31 აგვისტო 2026, 21:32

პოლიტიკა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.

31 აგვისტო 2026, 21:30

საზოგადოება

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

31 აგვისტო 2026, 21:28

მსოფლიო

ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.

31 აგვისტო 2026, 21:22

ეკონომიკა

საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.

31 აგვისტო 2026, 21:18

მსოფლიო

პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის

პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.

31 აგვისტო 2026, 21:15

სამართალი

აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.