დავით ზალკალიანი: ჩემი ვარაუდია, რომ სააკაშვილმა საზღვრის კვეთისას უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია
დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, მას აქვს ეჭვი, რომ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის კვეთის დროს უკრაინის კანონმდებლობაც დაარღვია.
როგორც დავით ზალკალიანმა „იმედის კვირაში“ განმარტა, ამის თქმის საფუძველს უკრაინის პრეზიდენტის განცხადება აძლევს, სადაც ამბობს, რომ მან სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ არაფერი იცოდა.
„მე მაქვს გარკვეული კითხვები, როგორ მოახერხა და ჩემი ვარაუდია, რომ ის უკრაინიდან ისე გამოვიდა, რომ მას შესაძლოა უკრაინის კანონმდებლობაც ჰქონდეს დარღვეული. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელი განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ მისთვისაც მოულოდნელი იყო და მედიისგან შეიტყო სააკაშვილის უკრაინიდან გაუჩინარება. ყველა ჩვენი კომუნიკაცია უკრაინელ პარტნიორებთან მიმყარებს ამის თქმის საფუძველს, მათთვისაც ეს სიურპრიზი იყოს. არ არის გამორიცხული, ჩემი ვარაუდია, ალბათ, გამოძიება გასცემს პასუხს, რომ მას უკრაინის კანონმდებლობაც ექნება დარღვეული საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ყველა სიახლე
13 აგვისტო 2026, 10:34
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანაზე: უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს
უკლებლივ ყველა აგენტი დამწკრივდა და დაიწყეს ერთი მესიჯის გავრცელება, თითქოს ეს ტვირთი განკუთვნილი იყო რუსეთის სამხედრო ძალისთვის და საქართველო, მათი ფორმალური სამშობლო ლამის ომის თანამონაწილედ გამოაცხადეს, - წერს სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილი აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით რადიკალების გამოხმაურებებზე.
13 აგვისტო 2026, 10:26
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: გუშინდელმა დღემ და ჩვენს ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება
გუშინდელმა დღემ და ჩვენ ქვეყანაში მოქმედმა რადიკალური ოპოზიციის კოორდინირებულმა თავდასხმამ ქართულ - აფხაზური ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე, მათ მიერ მოწყობილმა ისტერიკამ შერიგების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ თუ საქართველოს პოლიტიკური ველი არ გაიწმინდება ამ უსამშობლო აგენტურისგან, ქვეყანა მუდმივ რყევებსა და პოლიტიკურ ტურბულენციაში დარჩება, - წერს სოციალურ ქსელში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.
13 აგვისტო 2026, 10:18
მსოფლიო
Reuters: თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი თანამდებობას თვის ბოლოს დატოვებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 10:16
საზოგადოება
ComCom-მა „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ მოსწავლეებს ტრენინგი - „AI-ის ეფექტიანი გამოყენება“ ჩაუტარა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „თემატური ახალგაზრდული ბანაკის“ კონცეფციის ფარგლებში, პროფესიული უნარების საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს თემაზე „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, მედიაწიგნიერების ტრენერი მარიამ გუგულაშვილი და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელი ვერა ფრანგიშვილი გაუძღვნენ.
13 აგვისტო 2026, 10:13
რეგიონი
დავით კოდუა: ზუგდიდში გვყავს განათლებული, აქტიური და მიზანდასახული თაობა, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მრავალფეროვანი სპორტული, კულტურული და შემოქმედებითი აქტივობები მოეწყო.
13 აგვისტო 2026, 10:05
საზოგადოება
მაშველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოიყვანეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სურების ტერიტორიაზე, ტყეში მყოფი ექვსი მოქალაქე ტყის მასივიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
13 აგვისტო 2026, 10:00
საზოგადოება
ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ქალაქ ახალციხეში კალათბურთის დარბაზის სამშენებლო სამუშაო დასრულების ეტაპზეა.
13 აგვისტო 2026, 09:49
საზოგადოება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ორფენიანი ასფალტის საფარი იგება. პროექტის ფარგლებში ასევე, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობა.
13 აგვისტო 2026, 09:39
საზოგადოება
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს
რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პარალელურად, ტროტუარების რეაბილიტაცია, ქალაქის რამდენიმე უბანში მიმდინარეობს.
13 აგვისტო 2026, 09:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ხალხებს შორის ასეთი ფობიური დამოკიდებულების შემოტანა ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ქვეყანაში რუსოფობიის გაღვივება ნიშნავს იმას, რომ ეს უნდა გადაიზარდოს ხალხებს შორის დაპირისპირებაში.
13 აგვისტო 2026, 09:21
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი რუსოფობიის გაღვივებაში ჩართულ ადამიანებზე: ტურიზმის შეფერხება და ტურისტების რაოდენობის კლება არის ამ ადამიანების მიზანი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი საქართველოში რუსოფობიის გაღვივებაში ჩართული ადამიანების ქმედებებს გამოეხმაურა.
13 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვხედავთ, რომ „დიფ სთეითი“ რუსოფობიურ კამპანიას საგანგებო ყურადღებას უთმობს, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ და საზოგადოებას სრული ინფორმაცია მივაწოდოთ
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საზოგადოებაში რუსოფობიის თემაზე საუბარი და ამ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება „დიფ სთეითის“ მიერ დაგეგმილ ახალ კამპანიას უკავშირდება.
13 აგვისტო 2026, 09:07
საზოგადოება
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების მდგომარეობას საავადმყოფოში ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო
გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. პაციენტების მდგომარეობას ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე გაეცნო.
13 აგვისტო 2026, 02:15
სპორტი
The New York Times: „ასტონ ვილასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ შთამბეჭდავად შეახსენა ყველას, თუ რა დააკლდა ჩრდილოეთ ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს
ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი და კილიან მბაპე ბრწყინავდნენ, მაგრამ ხომ არ დააკლდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფეხბურთის ყველაზე ნიჭიერი ვარსკვლავი - ხვიჩა კვარაცხელია? - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
13 აგვისტო 2026, 01:52
სპორტი
ესპანური სპორტული გამოცემა AS: კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს
ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ფინალში კვლავ გადამწყვეტი ფიგურა აღმოჩნდა - სრულიადაც არ არის გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის მოპოვებას იმსახურებს, - წერს ესპანური სპორტული გამოცემა AS სტატიაში სათაურით „კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს“.
13 აგვისტო 2026, 01:05
სპორტი
„პარი სენ-ჟერმენმა“ ხვიჩა კვარაცხელიასა და დეზირე დუეს გოლებით უეფას სუპერთასი მოიგო
ფრანგულმა „პარი სენ-ჟერმენმა“ ინგლისური „ასტონ ვილა“ უეფას სუპერთასის მატჩში 2:1 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა. შეხვედრას ავსტრიულმა ზალცბურგმა უმასპინძლა.
13 აგვისტო 2026, 00:26
მსოფლიო
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკის Starlink-ის ქსელისთვის ვარშავის მიერ გამოყოფილი 50 მილიონი დოლარის ყოველწლიური დაფინანსების გადახედვით დაიმუქრა. ამით ის შეუერთდა მთავრობის მზარდ უკმაყოფილებას როუმინგის ახალ შეზღუდვებზე, რომლებიც ამ თვის ბოლოს პოლონელ აბონენტებს შეეხება.
12 აგვისტო 2026, 22:49
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: საქართველოს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ბულგარეთს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით
მიმდინარეობს მოლაპარაკებები სახმელეთო ელექტროენერგიის ტრანზიტულ დერეფანთან დაკავშირებით, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე. მისი თქმით, ახალი ინიციატივის შემუშავებაში ჩართულები არიან აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის მთავრობები.
12 აგვისტო 2026, 22:45
მსოფლიო
ზელენსკი: პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა
რუსეთის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომის შეჩერება არ სურს, თუმცა ის იძულებული იქნება ეს გააკეთოს - ამის მისაღწევად შემუშავებულია გეგმა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალგაზრდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
12 აგვისტო 2026, 22:27
სამართალი
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 4 ადამიანი.


