Imedi /  04 ოქტომბერი 2021, 12:31 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მინდა მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს, რომ ქუთაისი არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

მეორე ტურში გამარჯვება ჩვენთვის არავითარი პრობლემა არ იქნება, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოუწოდა.

„მივესალმები იმ უპრეცედენტო ძალისხმევას, რომელიც ცესკომ გასწია და თქვენ გაგაჩუმათ თავისი ძალიან მაგარი საქმიანობით. მისი საქმიანობა ორგანიზებულად შეაფასა საერთაშორისო დამკვირვებელმა - ეს სიტყვები მე არ მეკუთვნის. მინდა, მეორე ტურში უპრეცედენტო მობილიზაციისკენ მოვუწოდო ჩვენს ამომრჩეველს. ქუთაისი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი - აკვანი ქართული კულტურის და ძალიან ბევრი, დიდი ადამიანის სამშობლო, არ ჩავარდეს მილიციელების, კაციჭამიებისა და ლეშიჭამიების ხელში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ მეორე ტურში გამარჯვება პრობლემა არ იქნება.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გულზე ხელდაკრეფილები არ ვიქნებით და ვიმუშავებთ ჩვენს კანდიდატებთან იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, იმ შესანიშნავი კანდიდატის მხარდასაჭერად, როგორიც რუსთავს არასდროს ჰყოლია და ნურავის ეწყინება. სამწუხაროდ, იშვიათობად ქცეულია ქართულ პოლიტიკაში ქალი კანდიდატი, როგორიც არის ნინო ლაცაბიძე. ასევე - ზუგდიდშიც“, - დასძინა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: 30 ოქტომბერს საზოგადოება გახდება იმ განაჩენის თანამონაწილე , რაც „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის

„ნაცმოძრაობას“ დასასრულს უწინასწარმეტყველებ. ამის იმედს საზოგადოების განწყობა მაძლევს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: საყოველთაო მობილიზების შემთხვევაში გამარჯვება იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდე ვინმეს წარმოუდგენია

გამარჯვების მოლოდინი გვაქვს. ორი აზრი არ არის ამაზე. შეუძლებელია ქართველმა საზოგადოებამ ისე არ გადაწყვიტოს, როგორც ამ ქვეყნისთვის არის უკეთესი. რევოლუციურ კომიტეტს ჩვენ არ დავუშვებთ არცერთ რაიონში იმ ოციდან, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედიLIVE“-ში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

22 ოქტომბერი 2021, 23:16

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია

როცა „ქართული ოცნება“, 2024 წელს იქნება ეს თუ 2028 წელს, ოპოზიციაში იქნება, ჩვენ ვაჩვენებთ სტანდარტს, როგორი უნდა იყოს ოპოზიცია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ვერ მოხდება იმ პირობებში, როცა „ნაცმოძრაობა“ არის მეორეადგილოსანი.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ოქტომბერი 2021, 22:48

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირი საზღვრებზე მავთულხლართებისა და კედლების მშენებლობას არ დააფინანსებს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საზღვრებზე მავთულხლართებისა და კედლების მშენებლობას არ დააფინანსებს.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 22:15

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, პრინციპულად ახალი არაა - არსებობს მოსაზრება, რომ ესაა ინდური შტამის ქვესახეობა

შტამი, რომელიც რუსეთში აღმოჩნდა, არ არის პრინციპულად ახალი შტამი, ეს არის ქვეშტამი, ქვესახეობა. რამდენად არის მეტად აგრესიული, ჯერ არაა დადგენილი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ყველა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ოქტომბერი 2021, 21:08

მსოფლიო

ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს

ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვრებზე საიმიგრაციო ჰიბრიდული თავდასხმის გამო, ევროკავშირი მზად არის, ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობა განიხილოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

თემურ რუსიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 20:46

სამართალი

დავით რუსიშვილის ოჯახი ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან. აღსრულების ბიუროს მაშინდელი წარმომადგენლის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე, დავით რუსიშვილის ოჯახის მტკიცებით, საპატიმროში უდანაშაულო ადამიანი წავიდა.

22 ოქტომბერი 2021, 20:40

მსოფლიო

ევროპული საბჭო: აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, - ნათქვამია ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

22 ოქტომბერი 2021, 20:40

საზოგადოება

„ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინგანხილვა „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“გაიმართა

ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ორგანიზებით ონლაინ დისკუსია „საქართველო და ჩრდილოეთ აფრიკა: არაღიარების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ჩრდილოეთ აფრიკის სახელმწიფოებს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმოხილვა.

22 ოქტომბერი 2021, 20:37

სამართალი

„ქრონიკამ“ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა მოიპოვა

„ქრონიკამ“ ანასტასია შატალოვას მკვლელობის ადგილიდან ექსკლუზიური ფოტომასალა მოიპოვა. „ქრონიკამ“ გაარკვია, რომ შატალოვას საქმეში არაპროფესიონალი დაქირავებული მკვლელი ფიგურირებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ გამოძიება დანაშაულის ადგილზე ნაპოვნი სიგარეტის ნამწვის ექსპერტიზის შედეგს ელოდება.

ალეკ ბოლდუინი

22 ოქტომბერი 2021, 20:21

მსოფლიო

ალეკ ბოლდუინი: სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა - გულგატეხილი ვარ

სიტყვები არ მყოფნის, რათა ჩემი შოკი და მწუხარება გადმოვცე ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეიწირა, - ასე ეხმაურება ალეკ ბოლდუინი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 19:52

COVID19

გახდება თუ არა COVID19-ზე ტესტირება ფასიანი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, გახდება თუ არა COVID19-ის ტესტირება ფასიანი. ცერცვაძის განცხადებით, ტესტირება ფასიანი ჯერ არ გახდება, თუმცა შესაძლოა მოგვიანებით ვითარება შეიცვალოს.

თენგიზ ცერცვაძე

22 ოქტომბერი 2021, 19:52

COVID19

თენგიზ ცერცვაძე ვაქცინაციის დაბალ ტემპზე: თუ ასე გაგრძელდა, სახელმწიფო ისევ იძულებული გახდება, შემოიღოს შეზღუდვები

ბოლო ხუთი დღეა, ვაქცინირებულთა რაოდენობა დღიურად არის 4-5 000, რაც არის კატასტროფა. საქართველოს მოსახლეობა უწყობს საბოტაჟს თავის ჯანმრთელობას და საბოლოო ჯამში, ქვეყანას, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

22 ოქტომბერი 2021, 19:51

COVID19

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ „დელტა“ შტამის ქვევარიანტი, AY.4.2-ი უფრო გადამდები შეიძლება იყოს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ კორონავირუსის „დელტა“ შტამის ქვევარიანტს, AY.4.2-ს სწავლობს.

კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 19:42

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ჩვენს პარტნიორებს აქვთ მოლოდინი, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ასოცირებული ტრიოს ფორმატში, ბრიუსელში ამბიციურად წარდგება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაფასა. როგორც მან „ქრონიკას“ განუცხადა, „აღმოსავლეთ პარტნიორობასთან“ დაკავშირებით საინტერესო განხილვები გაიმართა.

კახა კუჭავა

22 ოქტომბერი 2021, 19:25

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ათენმა უმასპინძლა ძალიან საინტერესო საქმიან კონფერენციას, რომელიც ჩვენ ორმხრივი შეხვედრების გასამართადაც გამოვიყენეთ

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აცხადებს, რომ ათენმა უმასპინძლა ძალიან საინტერესო საქმიან კონფერენციას, რომელიც ქართულმა დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრების გასამართადაც გამოიყენა.

22 ოქტომბერი 2021, 19:20

სამართალი

შსს: გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს თანამდებობა არ დაუტოვებია, უწყება საკუთარი განცხადებით ერთ-ერთმა თანამშრომელმა დატოვა

ცოტა ხნის წინ მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია „იმედინიუსმა“ ძალოვან უწყებაში გადაამოწმა, სადაც განმარტეს, რომ ჭაბუკა რაფავა გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის თანამდებობას არ იკავებდა.

მარიამ ქვრივიშვილი

22 ოქტომბერი 2021, 19:10

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი Forbes-თან ინტერვიუში: პროექტმა „იმუშავე საქართველოდან“ ხელი შეუწყო კოვიდის გამო გაჩერებული ტურიზმის სექტორის გაძლიერებას

თბილისი ძალიან პოპულარული გახდა პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ მონაწილეებისათვის, რასაც ხელი შეუწყო გრძელვადიანი ვიზების გაცემამ, შედეგად 3 ათასზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა განაცხადი, ხოლო ქვეყანას ათასზე მეტი აპლიკანტი ეწვია. ამ პროექტმა პოზიტიური გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკასა და ტურისტულ სექტორზე, რადგან ძალიან ბევრი უცხოელი დისტანციურად მომუშავე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ქვეყნის შიგნით მოგზაურობს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ავტორიტეტული ბიზნესგამოცემა „ფორბსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, „ცხოვრების შედარებით დაბალი ფასები, ხელმისაწვდომი Wi-Fi, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და კვების ფართო არჩევანი დისტანციურად მომუშავეთათვის მიმზიდველია“.

ანგელა მერკელი შარლ მიშელი

22 ოქტომბერი 2021, 19:06

მსოფლიო

შარლ მიშელი ანგელა მერკელს: თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და კაშკაშა შუქი

თქვენ ხართ ჩვენი ევროპული პროექტის კომპასი და კაშკაშა შუქი, - განუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს.

22 ოქტომბერი 2021, 18:54

სამართალი

პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ, 21 ოქტომბერს გავრცელებული ვიდეო ჩანაწერების თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს ცილისმწამებლურს უწოდებს და განმარტავს, რომ მათ ჯერ კიდევ 20 ოქტომბერს გადაეცათ როგორც აღნიშნული ჩანაწერი, ისე - ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებიც მკაფიოდ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტს.