სააკაშვილი: აშშ-ის სამუშაო ვიზა მაქვს, მაგრამ აქ დარჩენას არ ვაპირებ
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მას აშშ-ის სამუშაო ვიზა აქვს. მისი თქმით, ამ ვიზას ვადა მომდევნო წელს გასდის.
„ვაშინგტონში რომ ვმუშაობდი დიდი ხნის წინ, ვიზა მაშინ ავიღე", - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე თქმით, მას ტურისტული ვიზაც აქვს, თუმცა ამერიკაში დარჩენას არ აპირებს. „ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა”, - ამბობს სააკაშვილი.
რაც შეეხება საქართველოში მის შესაძლო ექსტრადიციას, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ოლიგარქები მისი საქართველოში ექსტრადიციისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ”ოლიგარქები ყველაფერს გააკეთებენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის ადვილად გაკეთების საშუალება უნდა მისცე. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. მინდა მათ იცოდნენ, რომ ჩვენ მათი არ გვეშინია”, - დასძინა სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პოროშენკომ მოქალაქეობა იმიტომ ჩამოართვა, რომ მასში კონკურენტს ხედავდა.
”არ მგონია ეს საიდუმლო იყოს ნებისმიერი მიუკერძოებელი უკრაინელისთვის. ეს იყო პრეზიდენტის მიერ შეუფარავი მცდელობა თავიდან მოეშორებინა მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი უკრაინის შიგნით. ეს საბჭოური საქციელია - ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მერე მას გიჟი და დამნაშავე უწოდო. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ მაიდნის შემდგომ უკრაინის პრეზიდენტზე ვსაუბრობთ, გმირზე, რომელმაც ბევრი მოლოდინი შექმნა, მაგრამ რომელმაც იმედები ასე ხელმოცარულად ვერ გაამართლა. მისი რეიტინგი ერთნიშნა მაჩვენებლებშია და მცირდება. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველა იმედი გააცრუა, რომლის გაცრუებაც შეეძლო. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ეს არ მახარებს. ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ომშია ჩართული. მეორე მაიდნის შემდეგ უამრავი მოტყუებული ხალხი და გაცრუებული იმედია. არ ვიცი უკრაინა ამ მდგომარეობიდან როგორ გამოვა”, - განაცხადა სააკაშვილმა.
ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჰოლანდიის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს.
”ჰოლანდიის მოქალაქეობა რომ მდომოდა, დიდი ხნის წინ ავიღებდი. ჩემი ცოლი ახლა საქართველოს მოქალაქეა. ჩემი შვილები ქართველები არიან. ფორმალურად არა, მაგრამ რეალურად მე ქართველი ვარ”, - განაცხადა სააკაშვილმა.
26 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.
მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.
პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზებზე განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და ვერ გაასაჯაროებენ.
მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:48
ეკონომიკა
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
13 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
13 აპრილი 2026, 14:07
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს
კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
13 აპრილი 2026, 14:02
მსოფლიო
ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.
13 აპრილი 2026, 13:41
მსოფლიო
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.
13 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
13 აპრილი 2026, 12:54
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია
„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
13 აპრილი 2026, 12:21
მსოფლიო
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 12:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: „ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“.
13 აპრილი 2026, 11:56
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს - ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება და ფიქრობს, ეს პოლიტიკური გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის, რომ ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის.


