ნარმანია: ამ 3 წლის განმავლობაში დღე და ღამე ვმუშაობდით
დავით ნარმანია
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე სამწლიანი მუშაობა შეაჯამა. მისი თქმით, ზუსტად 3 წლის წინ, აგვისტოს დასაწყისში დედაქალაქის მმართველობას სათავეში ჩაუდგა ახალი გუნდი და მათ საკმაოდ რთული მდგომარეობა დახვდათ:
"პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენ დაგვხვდა ფაქტობრივად განულებული ბიუჯეტი და ქალაქი, რომლისთვისაც გამოყოფილი თანხები იხარჯებოდა კონკრეტული პირების პირადი კეთილდღეობისთვის და ამ მძიმე მემკვიდრეობის ფონზე, ჩვენ დაგვჭირდა ძალიან დიდი შრომა, რათა აგვენაზღაურებინა დაკარგული დრო და პარალელურ რეჟიმში, გვეზრუნა ქალაქის განვითარებაზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში არ გავჩერებულვართ და მართლაც დღე და ღამე ვმუშაობდით. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ბევრი სიკეთე მიიღო ქალაქის მმართველობისგან", - თქვა ნარმანიამ.
თბილისის მერმა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ილაპარაკა. მისი თქმით, გზის სარეაბილიტაციო და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები ჩაუტარდა – 4 მილიონზე მეტ კვ.მ ფართს, აქედან კაპიტალურად შეკეთდა 2 მილიონი მ2-მდე გზის საფარი, სულ 207 ქუჩა.
ასევე, აშენდა ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდებს, მათ შორის იყო: პუშკინის ესტაკადა, ბარათაშვილის ხიდი, გულიას ხიდი. გარდა ამისა, აშენდა ახალი გზები: სამება-მახათის დამაკავშირებელი გზა, კრწანისი შინდისის გზა და სხვ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებს და აღნიშნა, რომ ამისთვის 90 000 000 ლარი დაიხარჯა.
"ჩვენ დაგვჭირდა ძალიან დიდი რესურსების მობილიზება სტიქიის შედეგად დანგრეული და განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, დაზარალებული მოქალაქეების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ამ შემთხვევაშიც შევძელით და პარალელურ რეჟიმში არ შევაჩერეთ ქალაქში არსებული გამოწვევების დაძლევა, წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნვა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობასთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, 2014-17 წლებში თბილისში აშენდა და ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაგა-ბაღი. გარდა ამისა, მიმდინარეობს 13 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა. 2014 წლიდან დღემდე, თბილისის ბაღებში ბავშვების რაოდენობა 7 595-ით გაიზარდა, ხოლო ახალი სასწავლო წლიდან, 5 ახალი ბაღის გახსნით, კიდევ 1500-მდე ბავშვი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
დავით ნარმანიას განცხადებით, წარმატებით განხორციელდა ასევე პროექტ „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი და თბილისის ავტოპარკის განახლების პროექტი.
"ავტოპარკი განვაახლეთ Man-ის 143 ახალი, ადაპტირებული, თანამედროვე ტიპის და ეკოლოგიურად სუფთა ლურჯი ავტობუსით. ავაშენეთ და გავხსენით ახალი მუნიციპალური ავტობაზა. გარდა ამისა, თბილისის მეტროში აქტიურად მიმდინარეობს ვაგონების მოდერნიზაცია. 2016 წელს მოდერნიზდა 4 და გარემონტდა - 16 ვაგონი. მიმდინარე წლის ბოლომდე მოდერნიზდება კიდევ 8 ვაგონი და გარემონტდება - 24. აღვადგინეთ კუს ტბის საბაგირო. აქვე გეტყვით, რომ უკვე დასრულდა მთაწმინდის საბაგიროს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. დაწყებულია მშენებლობის წინამოსამზადებელი პროცესი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, 2014-2017 წლებში მოეწყო 149 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 440-ს. დედაქალაქის მასშტაბით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე დარგული იქნება 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე.
დავით ნარმანიას განცხადებით, შემუშავდა მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა. დოკუმენტზე 200-მდე სპეციალისტმა და საერთაშორისო კონსორციუმმა იმუშავა. ამჟამად, მომზადებული დოკუმენტაციის საჯაროდ განხილვა მიმდინარეობს.
„უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებები განხორციელდა. გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, საანგარიშო პერიოდში, ყოველწლიურად ადმინისტრირებას უწევდა 29-31 პროგრამას. 2014-2017 წლებში 10 ახალი პროგრამა განხორციელდა. სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი გაორმაგდა“, - აღბიშნა დედაქალაქის მერმა.
,,ეს, რა თქმა უნდა, არასრული ჩამონათვალია იმისა, თუ რა გაკეთდა ჩვენი ქალაქისთვის ბოლო სამი წლის განმავლობაში და უფრო დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ მე შემაჯამებელი ანგარიშით წარვდგები საზოგადოების წინაშე”, - განაცხადა დავით ნარამანიამ.
დავით ნარმანიამ სხდომის დაწყებამდე თბილისის სარეკრეაციო ზონის ზრდაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილიდან სარეკრეაციო სივრცის სახით თბილისს კიდევ 1,5 ჰექტარი დაუბრუნდა. თბილისის მერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა მერიაში მმართველი გუნდის აქტივისტების დასაქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რასაც სიცრუე უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს გზის კვლევა, რათა პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს.
ყველა სიახლე
28 აგვისტო 2026, 21:58
მსოფლიო
დღეში 1 000 დრონის გაშვება რუსეთის მიმართულებით - ზელენსკიმ შორ მანძილზე მოქმედი იერიშების გაზრდის ამოცანა დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა გამართა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
28 აგვისტო 2026, 21:42
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ჩვენ ახლა ომს ვერ შევაჩერებთ - არა იმიტომ, რომ არ გვინდა, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ეს არარეალისტურია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის გასწვრივ ომის შეწყვეტა შეუძლებელია, ხოლო რუსეთთან მოლაპარაკებები, ძირითადად, ტყვეების გაცვლის საკითხებს ეხება.
28 აგვისტო 2026, 21:35
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ომის დროს არჩევნების ჩატარება სერიოზულ საფრთხეს შეიცავს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს, კირილო ბუდანოვს მიაჩნია, რომ უკრაინაში არსებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია დაძაბულობას წარმოადგენს, თუმცა ჯერ არა კრიზისს - მან მოუწოდა საზოგადოებას, არ დაუშვან შიდა განხეთქილება და არჩევნები ომისშემდგომ პერიოდამდე გადადონ.
28 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი
უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის, გვიდო კროზეტოს შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
28 აგვისტო 2026, 21:13
კულტურა
ენტონი ჰოპკინსის პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი „ცხოვრება სიზმარია“, - მუსიკა, რომელსაც მსახიობი 60 წელზე მეტია, ფარულად ქმნიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოსკაროსანმა მსახიობმა სერ ენტონი ჰოპკინსმა, 88 წლის ასაკში თავისი პირველი კლასიკური მუსიკალური ალბომი გამოსცა. „ცხოვრება სიზმარია“ - ამ სახელწოდების ალბომში მსახიობი მსმენელს უზიარებს მუსიკას, რომელსაც 60 წელზე მეტია ფარულად ქმნიდა.
28 აგვისტო 2026, 21:11
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა, მეორეს ცივი იარაღის, ასევე, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
28 აგვისტო 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: სამწუხაროდ, მობილიზაციის პროცესი ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც არის - სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვაქვს, თვეში 30 ათას კაცზე ნაკლების მობილიზება დაუშვებელია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს ყოველთვიურად 30 ათასი მოქალაქის მობილიზაცია სჭირდება და მოუწოდა საზოგადოებას, მიიღონ მობილიზაცია „ისეთი, როგორიც არის“.
28 აგვისტო 2026, 20:53
მსოფლიო
ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ძლიერი ხანძარია - შეჩერებულია მეტროსა და რკინიგზის მოძრაობა
ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში, უემბლის სტადიონთან ახლოს, ნარჩენების გადამამუშავებელ ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის გამოც მიმდებარე ტერიტორიაზე მეტროსა და მატარებლების მოძრაობა პარალიზებულია.
28 აგვისტო 2026, 20:47
საზოგადოება
ხელოვნური ინტელექტი, ინოვაციური ბიზნესიდეები და გლობალური თანამშრომლობა - საქართველომ ექვსი ქვეყნის ახალგაზრდებს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ინტენსიური პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულ პროექტებზე იმუშავეს, რომლებიც სამომავლოდ რეალურ სტარტაპებად უნდა გარდაიქმნას.
28 აგვისტო 2026, 20:47
მსოფლიო
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი: უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას - ომში ახლა უაღრესად კრიტიკული ეტაპია
უკრაინა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთრის წინაშე დგას, - განაცხადა გორდონ ბრაუნმა.
28 აგვისტო 2026, 20:45
რეგიონი
მარიამობა რაჭაში - სადღესასწაულო ლიტურგია ბარაკონის ტაძარში და ხელისუფლების პირველი პირების მილოცვა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა აღავლინა. წირვას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.
28 აგვისტო 2026, 20:35
საზოგადოება
ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მორწმუნეებს სიონის საპატრიარქო ტაძარში მიმართა და დღესასწაულის სულიერ მნიშვნელობაზე იქადაგა.
28 აგვისტო 2026, 20:31
რეგიონი
ახალი აეროპორტები მესტიასა და თელავში - როგორ შეცვლის ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმსა და რეგიონულ ეკონომიკას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სვანეთსა და კახეთში თანამედროვე აეროპორტების პროექტების განხორციელება იწყება, რაც შიდა ფრენებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
28 აგვისტო 2026, 20:29
მსოფლიო
Reuters: უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა
უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსულმა საჰაერო დარტყმებმა სურსათის საცალო ქსელების ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის 90% გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
28 აგვისტო 2026, 20:28
სამართალი
ამოღებული „მეთადონი“, დაკავებული უცხოელები და მოსალოდნელი უვადო პატიმრობა - ბრძოლა ნარკოდანაშაულთან გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩხრეკის შედეგად მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ამოღებულია როგორც საცხოვრებელი ბინიდან, ისე ავტომობილიდან. ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
28 აგვისტო 2026, 20:21
რეგიონი
ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადგილზე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა ინფრასტრუქტურის მინისტრიც. ვაკო მეზურნიშვილის სიუჟეტი.
28 აგვისტო 2026, 20:15
პოლიტიკა
მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპოზიციის აქტივისტი თეონა ბაღდავაძე აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში სამჯერ ჩავიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2011, 2013 და 2014 წლებში განხორციელებული ვიზიტების მიზნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვები და ბაღდავაძის პასუხი - მაკუნა აბულაძე დეტალებს გიამბობთ.
28 აგვისტო 2026, 20:07
საზოგადოება
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა - ოპოზიციაში ჩადენილის აღიარების ფაქტმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 9 მოქალაქე შეიწყალა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დაკავებულთა მიერ სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება.
28 აგვისტო 2026, 20:05
მსოფლიო
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს, შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“ - ბრიუსელის პროკურორმა დედაქალაქში ნარკოტრაფიკთან დაკავშირებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა
„მე ვარ პროკურორი, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე წუხს. შემთხვევითი ტყვიის მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი გახდეს“, - განაცხადა ბრიუსელის პროკურორმა ჟულიენ მუანილმა.
28 აგვისტო 2026, 19:16
ეკონომიკა
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი: ახალი აეროპორტები ხელს შეუწყობს ადგილობრივების დასაქმებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა როგორც სვანეთს, ასევე თელავის მიმართულებას, - აცხადებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი ნატალია კვაჭანტირაძე.


