The Hill: სააკაშვილი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, როდესაც არეულობის გამოწვევას ცდილობს
მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Facebook
„ავღანეთიდან სტრატეგიული უკან დახევის შემდეგ აშშ-მა დასავლური ალიანსების ერთგულ ქვეყნებთან უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს“, - ამ სათაურით საქართველოს შესახებ სტატიას ამერიკული გამოცემა The Hill-ი აქვეყნებს.
სტატიის ავტორი, ჯეიმსტაუნის ფონდის უფროსი მკვლევარი იანუშ ბუგაისკი წერს, რომ აშშ-ის მხრიდან ასეთი პოლიტიკა გაზრდის ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვისუნარიანობას რუსული და ჩინური აგრესიის წინააღმდეგ.
„შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის საკვანძო პარტნიორი საქართველოა, სადაც სულ ახლახან ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა. საქართველო, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, შავი ზღვის რეგიონში რუსეთის ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული თავდასხმების სამიზნეს წარმოადგენს. ამ თავდასხმების მიზანი დასავლურ სტრუქტურებში ამ ქვეყნების გაწევრიანების არდაშვებაა.
უცხოური მტრული თავდასხმების გარდა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას მოუწია შიდა ძალების მოგერიება, რომლებიც ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობაში უნდობლობის გაჩენის გზით საზოგადოების გახლეჩას ცდილობენ. ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი მყარი მტკიცებულებების წარდგენის გარეშე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებების საპირისპიროდ ამბობს, რომ არჩევნები „გაყალბდა“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ივარაუდა ასეთი საფრთხის წარმოშობის შესაძლებლობა თავის სიტყვაში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, როდესაც განაცხადა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიები განიცდიან ზეწოლას ისეთი ძალების მხრიდან, რომლებსაც მხარს უჭერენ და ეხმარებიან საბოტაჟის მოწყობის მსურველი უცხოელები.
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციისა და მუდმივი ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის მიუხედავად, ოფიციალური თბილისი დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ერთგული რჩება. ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, საარჩევნო პროცესმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაატარა საარჩევნო რეფორმები ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად, უზრუნველყო უფრო მეტად პროპორციული წარმომადგენლობა მუნიციპალურ დონეზე და გაზარდა შესაძლებლობები მრავალპარტიული საკრებულოებისთვის.
ამ პროგრესის მიუხედავად, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არჩევნების მიმართ უნდობლობის გაჩენა სცადა, რაც ძალიან ჰგავდა ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. მაგალითად, ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში ძალიან ხშირია პარლამენტის ბოიკოტირება და მასობრივი გაყალბების შესახებ განცხადებები. ამ ბრალდებების მიუხედავად, ალბანეთმაც და ჩრდილოეთ მაკედონიამაც ნატოს სტანდარტები დააკმაყოფილეს.
საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგულარულად საუბრობს არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე, მაგრამ ასეთი ბრალდებები ეწინააღმდეგება ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტის და ამერიკული ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიების შეფასებებს.
საქართველოს დემოკრატიული წინსვლა დაადასტურა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ადგილობრივი არჩევნები კონკურენტულად, გამჭვირვალედ და პროფესიონალურად ორგანიზებულად შეაფასა. „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ მაღალი აქტივობის ფონზე ხმათა, დაახლოებით, 47% მიიღო და მორიგი მანდატი მოიპოვა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 31% მოიპოვა. არჩევნების წინა საღამოს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა საქართველოში, სადაც ის ძალაუფლების გადამეტებისთვის წინა წლებში გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების საფუძველზე დააკავეს. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაუხვია დემოკრატიულ გზას და პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, თუმცა საქართველოს ხელისუფლება კვლავ ცდილობს, დაიბრუნოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ებრძვის ძირგამომთხრელ ქმედებებს რუსეთის მხრიდან. სააკაშვილი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, როდესაც ცდილობს, გამოიწვიოს არეულობა, გააღრმავოს პოლარიზაცია და სახელმწიფო ინსტიტუტების დელეგიტიმაცია მოახდინოს, მოუწოდებს რა ძალოვან სტრუქტურებს, არ დაემორჩილონ მთავრობას.
საერთაშორისო დონეზე არასტაბილური და დაყოფილი საქართველოს დისკრედიტაცია და დასავლური ინსტიტუტებიდან მისი დაშორება გაცილებით მარტივია. მოსკოვი ვერ აყალიბებს საქართველოში მისდამი ლოიალურ ადმინისტრაციას, ამიტომ მას საერთოდ არ სურს, იხილოს თბილისში სტაბილური პოლიტიკური გარემო და ლეგიტიმური არჩევნები, რაც შეიძლება მაგალითად გამოდგეს მეზობელი ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთის შემადგენლობაში მყოფი ჩრდილოკავკასიური რეგიონებისთვის, რომლებიც ასევე ესაზღვრება საქართველოს.
ასეთ პირობებში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელმა პარტნიორებმა მხარი დაუჭირონ შემდგომ საარჩევნო და დემოკრატიულ რეფორმებს ინსტიტუციური ჩარჩოების ფარგლებში და წინააღმდეგობა გაუწიონ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქუჩაში არეულობებისა და პოტენციური ძალადობის პროვოცირებას მოისურვებს.
ავღანეთში განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, აშშ-მა უნდა აჩვენოს სტრატეგიული წარმატება, გააძლიეროს რა ურთიერთობები საკვანძო პარტნიორებთან გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში. იმ ფონზე, როდესაც მოსკოვი რეგიონში დომინანტური როლის შესრულებას ცდილობს, პეკინი ასევე ეძებს დასაყრდენს ამ მნიშვნელოვან ენერგოდერეფანში ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის.
აშშ-ის თანმიმდევრული მხარდაჭერის გარეშე, მათ შორის ნატოში გაწევრიანების „საგზაო რუკის“, ევროკავშირის წევრობისა და მყარი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გარეშე, საქართველო უფრო მეტად მოწყვლადი იქნება ანტიდასავლური ძალების ამბიციების წინაშე“, - წერს სტატიის ავტორი.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 04:20
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ ამაღამ ვუტევთ და ვანადგურებთ მათ ნებისმიერ შესაძლებლობას, რომელიც ჰორმუზის სრუტესთან არის დაკავშირებული - ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, ჩვენ მთლიანად გავაკონტროლებთ მას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში, აშშ ჰორმუზის სრუტეს გააკონტროლებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ მიიწევს წინ, მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის დასრულების მის მიერ ნავარაუდევმა ვადებმა უკვე გადაიწია.
14 ივლისი 2026, 03:44
მსოფლიო
CNN: ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია
ირანის სახელმწიფო მაუწყებლის (IRIB) ცნობით, ორშაბათს ირანმა ქუვეითში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტები დრონებით დაბომბა, ხოლო ამერიკულ სამხედრო ხომალდს ფრთოსანი რაკეტებით შეუტია.
14 ივლისი 2026, 03:37
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით ირანთან კონფლიქტში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ-მა ანაზღაურება უნდა მიიღოს „იმ ქვეყნებისგან, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით“ ირანთან კონფლიქტში და ამასთანავე, რეგიონში მოკავშირე რამდენიმე ქვეყანა დაასახელა.
14 ივლისი 2026, 01:59
მსოფლიო
POLITICO: უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება
უკრაინის მთავრობაში განხორციელებული მორიგი საკადრო ცვლილებები კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებულ გამოძიებას უკავშირდება, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 01:48
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, აშშ ირანის წინააღმდეგ ახალ დარტყმებს ახორციელებს.
14 ივლისი 2026, 01:28
მსოფლიო
ტრამპი ირანზე: ჩვენ მათ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დავარტყამთ და ხვალაც ძლიერად დავარტყამთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სამხედრო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.
14 ივლისი 2026, 00:15
მსოფლიო
ლინდსი გრემს სენატში მისი და ჩაანაცვლებს
სამხრეთ კაროლინას გუბერნატორმა, ჰენრი მაკმასტერმა ლინდსი გრემის ადგილმონაცვლედ მისი და, დარლინ გრეჰემ ნორდონი დანიშნა.
14 ივლისი 2026, 00:04
მსოფლიო
CNN: ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ორპარტიული პაკეტის მიღებას, რომლის ინიციატორიც გარდაცვლილი სენატორი, ლინდსი გრემი იყო. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ორშაბათს CNN-ს განუცხადა.
13 ივლისი 2026, 23:53
მსოფლიო
იულია სვირიდენკომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება წარადგინა
უკრაინის პარლამენტში შევიდა პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოს განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამის შესახებ რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
13 ივლისი 2026, 22:46
მსოფლიო
The New York Times: დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად აცნობა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:37
მსოფლიო
Reuters: უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების შესახებ კანონი დაამტკიცა
უნგრეთის პარლამენტმა ორშაბათს დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება პრეზიდენტ ტამაშ შულიოკის გადაყენების შესახებ, რომელიც, პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის თქმით, ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის „მარიონეტია“. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
13 ივლისი 2026, 22:18
რეგიონი
მომსახურების სააგენტო: 14 ივლისიდან თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 14 ივლისიდან ქალაქ თელავში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი (ქალაქი) ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩატარდება.
13 ივლისი 2026, 21:38
საზოგადოება
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წყლის ხარისხი შეისწავლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვა დამსვენებლებისთვის - გარემოს ეროვნული სააგენტოს უახლესმა კვლევამ, რომლის მიხედვითაც ათობით პარამეტრი შემოწმდა, აჩვენა რომ საქართველოს სანაპირო ზოლში წყლის ხარისხი ნორმას სრულად აკმაყოფილებს.
13 ივლისი 2026, 21:36
მსოფლიო
The Telegraph: წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა - უკრაინაში პუტინის შეჭრის შემდეგ, რუსეთი თხევადი ბუნებრივი აირიდან მიღებული შემოსავლების რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს
წელს ევროპამ ვლადიმირ პუტინს 6 მილიარდი ევროს მოგება მოუტანა, მას შემდეგ, რაც ციმბირის ერთ-ერთი მთავარი საბადოდან ბუნებრივი აირის რეკორდული მოცულობა შეიძინა, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
13 ივლისი 2026, 21:25
რეგიონი
სტიქია კახეთში და სალიკვიდაციო სამუშაო - რა გამოწვევები რჩება რეგიონში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ბოლო ათწლეულების ყველაზე მძლავრი სტიქია კახეთში. შესაბამისი უწყებები საგანგებო რეჟიმში მუშაობს. პრობლემების უმეტესობა მოგვარდა, თუმცა ნაწილობრივ გამოწვევად რჩება ელექტროენერგია და გაზით მომარაგება.
13 ივლისი 2026, 21:23
მსოფლიო
მედია: ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია
ევროკავშირის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის მიღება ვერ მოხერხდა - მხარეებს შორის მთავარი დავის საგანი რუსეთის მიერ წარმოებულ ომში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ნავთობის ფასის ლიმიტებთან დაკავშირებული საკითხებია, - წერს „პოლონური რადიო“.
13 ივლისი 2026, 21:16
მსოფლიო
კაია კალასი: მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ამიტომ ევროკავშირი ამისთვის ემზადება
მომავალი ზამთარი უკრაინისთვის შესაძლოა კვლავ რთული აღმოჩნდეს, ვინაიდან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ განახორციელებს ავიაიერიშებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. ევროკავშირი უკვე ემზადება უკრაინისთვის დახმარების გასაწევად. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
13 ივლისი 2026, 21:16
სამართალი
პირადი ცხოვრების და სექსუალური ძალადობის კადრებით სავსე კასრები - „ნაციონალური მოძრაობის“ ღირებულებები და გიორგი ბარამიძის თავის მართლება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ იქცა სისტემური დანაშაული გიორგი ბარამიძესთვის „თავდაცვით ზღუდედ“? „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ცნობილი სახე, სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი უმძიმესი კადრების გამართლებას ცდილობს.
13 ივლისი 2026, 21:07
ეკონომიკა
13 მილიარდ დოლარამდე 6 თვეში - გაზრდილი საგარეო ვაჭრობა, ექსპორტი და იმპორტი. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
იანვარ-ივნისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 6%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ დოლარს მიაღწია.
13 ივლისი 2026, 21:01
მსოფლიო
ტრამპი: ამ მომენტიდან აშშ იქნება ცნობილი, როგორც „ჰორმუზის სრუტის მცველი“, მაგრამ როგორც ასეთი, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მას აუნაზღაურდება გადაზიდული ტვირთის 20%-ის ოდენობით ყველა ის ხარჯი, რაც აუცილებელია მსოფლიოს ამ მეტად არასტაბილურ მონაკვეთში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აღადგენს ირანული გემების ბლოკადას ჰორმუზის სრუტეში და დააკისრებს საფასურს სხვა ნებისმიერ გემს, რომელიც აღნიშნულ სრუტეში გაივლის.


