imedi /  13 ოქტომბერი 2021, 17:10 / სანდო წყარო

აუდიტის სამსახური: სააკაშვილი ერთსა და იმავე დროს იმყოფებოდა საფრანგეთის 2 სხვადასხვა სასტუმროში, ასევე ბათუმის „შერატონის“ 2 ნომერში და ამავე პერიოდში მილანში დერმატოლოგიური და სარესტორნო მომსახურება მიიღო

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

აუდიტის შესწავლის სფეროში მოექცა მიხეილ სააკაშვილის და მისი თანმხლები პირების მიერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქსა და საკურორტო ზონებში განხორციელებული ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო მომსახურების თარიღები ემთხვევა ერთმანეთს და შესაბამისად, ერთსა და იმავე თარიღებში მომსახურება განხორციელებულია რამდენიმე სასტუმრო დაწესებულებაში.

მათ შორის, საფრანგეთში კოტდაზურის სასტუმრო Vista palace hotel-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დაფიქსირებულია 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება - 17 აგვისტოს. შესაბამისად, ამ სასტუმროს მომსახურებისათვის ანაზღაურებულია 8,116 ლარი.

ამავე დღეს, აუდიტის ჯგუფისთვის წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ფრანგულ სასტუმრო La Resere de Beaulieu & Spa-ში (მდებარეობს ფრანგულ რივიერაზე ნიცასა და მონაკოს შორის) სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დაფიქსირებულია იმავე დღეს - 2011 წლის 16 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება - 17 აგვისტოს. შესაბამისად, ამ სასტუმროს მომსახურებისათვისაც ანაზღაურებულია 8,268 ლარი.

„სულ, ერთსა და იმავე თარიღში ერთი დღის სასტუმრო მომსახურების ხარჯმა ორ სხვადასხვა სასტუმროში შეადგინა 16,385 ლარი. ამასთან, ფრანგულ სენ-ტროპეს სასტუმრო BYBLOS–ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 17 აგვისტოს, ხოლო გამგზავრება - 18 აგვისტოს, რაზეც ანაზღაურებულმა თანხამ 7,642 ლარი შეადგინა. თუმცა, ამავე სასტუმროს მიერ ამავე თარიღში ამავე საცხოვრებელ ნომერზე წარმოდგენილია მეორე ინვოისი, სადაც მითითებულია სააკაშვილის მიერ 17 აგვისტოს გაწეული სასტუმრო მომსახურების ხარჯი 13,840 ლარი (5,849.9 ევრო). ანუ, სულ ერთ დღეში - 17 აგვისტოს სააკაშვილის სასტუმრო მომსახურებაზე გაწეულია 21,481 ლარი.

მომდევნო დღეს, 18 აგვისტოს საფრანგეთში კუნძულ კორსიკაზე არსებულ სასტუმრო LA VILLA-ში სააკაშვილის ჩასვლა (დაბინავება) დოკუმენტების მიხედვით დაფიქსირებულია 18 აგვისტოს და გამგზავრება - 19 აგვისტოს, რაშიც ანაზღაურებულმა სასტუმრო მომსახურების ხარჯმა შეადგინა 4,261 ლარი. ამასთან, ნიცაში მდებარე სასტუმრო Radisson BLU-ში სააკაშვილის ჩასვლა და გამგზავრება წარმოდგენილი დოკუმენტებით დაფიქსირებულია ამავე თარიღებში (ჩასვლა - 18 აგვისტო, გამგზავრება - 19 აგვისტო), ხოლო აღნიშნულ სასტუმროში გადახდილია 4,535 ლარი“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტორებისთვის ამოუხსნელი დარჩა ერთი გარემოება: მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილი სენ-ტროპესა და ნიცაში მდებარე სასტუმროებში ფიქსირდება, ზუსტად იმავე დროს, მის სახელზე სასტუმროს ნომერი აღებულია ბათუმში სასტუმრო „შერატონშიც“, სადაც პრეზიდენტის დაბინავება დათარიღებულია 18 აგვისტოთი, გამგზავრება კი - 19 აგვისტოთი. არადა, ამ დროს სააკაშვილი საფრანგეთის საკურორტო ზონაში იმყოფებოდა. ბათუმის „შერატონში“ პრეზიდენტის მომსახურებისთვის გადახდილია 817 ლარი.

უფრო მეტიც, „დოკუმენტების ურთიერთშეპირისპირებით დგინდება, რომ 2011 წლის 18-19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილის სასტუმროში დაბინავება და ცხოვრება ფიქსირდება საფრანგეთის 2 სხვადასხვა სასტუმროში და აგრეთვე, ბათუმში მდებარე სასტუმრო შერატონის 2 სხვადასხვა ნომერში. ამასთან, აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტებში დაფიქსირებულია, რომ 2011 წლის 18 აგვისტოს იტალიის ქალაქ მილანში პლასტიკურ ქირურგ ჯან-ლუჯა კანპილიოსთან სააკაშვილისთვის გაწეულია დერმატოლოგიური მომსახურების ხარჯი 10,017 ლარის (4200 ევრო) ოდენობით. ასევე, ამავე თარიღში მილანში რესტორან Acantomilano-ში სარესტორნო მომსახურებისთვის გადახდილია 1,933 ევრო, ანუ ეს ფაქტებით ხარჯები გაწეულია და ფიქსირდება, როგორც საფრანგეთის 2 სასტუმროში ერთდროულად ცხოვრების, ასევე ბათუმის სასტუმრო შერატონის 2 სხვადასხვა ნომერში ცხოვრების და იმავე თარიღში იტალიის ქალაქ მილანში დერმატოლოგიური და სარესტორნო მომსახურებისთვის ხარჯების გაწევის ფაქტები. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, განხორციელებული ღონისძიებების რეალობისა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათ ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების კანონიერების დადგენა ძიების საგანს წარმოადგენს“, - წერია აუდიტის დასკვნაში.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდა, იმავე პერიოდში, პრეზიდენტის დაცვის სამსახურის ბიუჯეტიდან საფრანგეთის საკურორტო ზონებში სასტუმროს ხარჯები ანაზღაურებულია პრეზიდენტის გუნდის წევრებზე, კერძოდ: კობა ნაყოფიაზე, პეტრე ცისკარიშვილზე, გოკა გაბაშვილზე, გიორგი არველაძეზე და სხვ.

საერთო ჯამში, პრეზიდენტის და მისი გუნდის საფრანგეთის კურორტებზე ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტს 210 ათასი ლარი დაუჯდა.

სოლიდური თანხა დაჯდა სააკაშვილის და მისი თანმხლები პირების მოგზაურობა იტალიაშიც. აუდიტის მონაცემებით, 2011 წლის 4-7 სექტემბერს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების მიერ გაწეული ხარჯების ასანაზღაურებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯულია 172 578 ლარი.

ყველა სიახლე

11 აგვისტო 2026, 19:21

საზოგადოება

გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის სხდომა გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 აგვისტო 2026, 18:53

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან დამატებით რაკეტებს იღებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ახალ სამხედრო მხარდაჭერას იღებს.

11 აგვისტო 2026, 18:46

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, უმაღლესი საბჭოს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და ბათუმის მერ გიორგი ცინცაძესთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო და შინდისის გმირების სახელობის სკვერში მემორიალი ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 18:45

მსოფლიო

CNN: ტრამპი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე „ღიაა“. მისი მტკიცებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო გზა ნაღმებისგან გაწმინდეს და მას სრულად აკონტროლებენ, თუმცა ნაოსნობის მონაცემები ამას ჯერჯერობით არ ადასტურებს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

სოზარ სუბარი

11 აგვისტო 2026, 18:12

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ძალიან დიდი ძალაა, როცა ყველა მუნიციპალიტეტსა და საკრებულოში გვყავს ფრაქცია. ეს მნიშვნელოვანია სამომავლოდ ჩვენი გეგმების განხორციელებისთვის

ადგილობრივ სახელისუფლებო რგოლებში პარტიული წარმომადგენლობების საქმიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

მიხეილ სააკაშვილი

11 აგვისტო 2026, 18:08

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი უძველესი მეგობრის, გია ბარამიძის ნათქვამი სრული სისულელე, მართლაც არ იყო არავისთვის სასიამოვნო და გიას მართებს უფრო დეტალური განმარტება იმ ხალხთან, ვინც გულწრფელად ნაწყენი დარჩა

მიხეილ სააკაშვილი გია ბარამიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

11 აგვისტო 2026, 17:49

საზოგადოება

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა

მლეთაში გურამ დადიანიძის სამძებრო სამუშაო დღესაც მიმდინარეობდა. ამინდის გამო ახლა შეწყდა. პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით ტერიტორიას ამოწმებენ.

ანატოლი საშჩუკი

11 აგვისტო 2026, 17:45

მსოფლიო

უკრაინელი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე არსებულ გაუსაძლის პირობებზე ამახვილებენ ყურადღებას - ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკუთარ შარდს ვსვამთ და ველოდებით, როდის მოგვაწვდიან თუნდაც რამეს

უკრაინელი ჯარისკაცები შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს ფრონტიდან უსაფრთხო ევაკუაციას სთხოვენ. საბრძოლო პოზიციებზე რთული ვითარების შესახებ ვიდეომიმართვა 121-ე ბრიგადის მეთაურმა გაავრცელა, იუწყება უკრაინული მედია.

დიმიტრი გვრიტიშვილი

11 აგვისტო 2026, 17:42

სამართალი

დიმიტრი გვრიტიშვილი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დადასტურდა ის ფაქტი, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა განიცდის განუწყვეტელ პროგრესს და ეს უკვე მერამდენედ დასტურდება საერთაშორისო ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, - განაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ანდრაშ ბაკა

11 აგვისტო 2026, 17:29

მსოფლიო

უნგრეთის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა გახდა

უნგრეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, ქვეყნის პრეზიდენტად უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ანდრაშ ბაკა აირჩია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

თეა ახვლედიანი

11 აგვისტო 2026, 17:28

პოლიტიკა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინდისში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

11 აგვისტო 2026, 17:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან დაკავშირებით მოქმედების სამი სტრატეგია აქვს - დაელოდოს მოვლენების განვითარებას, მიიტანოს მასშტაბური იერიში, ან მეტად დააზარალოს ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკა.

11 აგვისტო 2026, 16:53

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ძალებმა, ირანის ბლოკადის გარღვევის მცდელობისას, პანამის დროშით მცურავ გემს ცეცხლი გაუხსნეს

აშშ-ის ძალებმა დღეს დილით ცეცხლი გაუხსნეს პანამის დროშით მცურავ გემს, რომელიც ირანის პორტების ამერიკული საზღვაო ბლოკადის გარღვევას ცდილობდა. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 16:24

მსოფლიო

Bloomberg: გერმანიაში სიცხის ფონზე საწვავზე ფასები გაიზარდა

გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა შტეფენ ბილგერმა განაცხადა, რომ მთავრობა საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას აკვირდება, რადგან ამ ზაფხულს ინტენსიური სიცხის შედეგად მდინარეებში წყლის დონის კლებამ ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაში ზოგიერთ რეგიონში ფასების მატება გამოიწვია. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 16:19

კულტურა

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქვეყნის სახელით, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე „ოსკარი“ ქართულ ფილმს წარადგენს. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

11 აგვისტო 2026, 15:53

ჯანდაცვა

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებაზე: ეს ჩვენი შვილების ხელახალი დაბადებაა“

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი შვილებისთვის, მათი სიცოცხლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტი გვექნება. ეს არის სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, რომელიც ამ დაავადების მქონე ადამიანებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრეპარატია. ამიტომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ პაციენტისთვის, ვისთვისაც ეს მედიკამენტი განკუთვნილია“, - აღნიშნა გოგა ბერიძემ.

დოდო აგლაძე

11 აგვისტო 2026, 15:50

ჯანდაცვა

გენეტიკოსი დოდო აგლაძე ცისტური ფიბროზის მედიკამენტის შესყიდვაზე: დღეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღეა, ეს არის სახელმწიფოს და მისი მოქალაქეების ძალიან დიდი გამარჯვება

პრეპარატი განკუთვნილია 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება აშშ-ის (FDA) და ევროპის (EMA) წამლის მარეგულირებელი უწყებების მიერ დამტკიცებულ ჩვენებებს. საქართველოში ცისტური ფიბროზის დიაგნოზით, დაახლოებით, 110 პაციენტია რეგისტრირებული. მათგან, შესაბამისი გენეტიკური მუტაცია, დაახლოებით, 60 პაციენტს აქვს.

11 აგვისტო 2026, 15:18

საზოგადოება

ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო

პროექტის ფარგლებში, განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, ფიტნეს სივრცე, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაიგო რულონური ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. გარდა ამისა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ამასთან, სკვერის მიმდებარედ საგზაო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

გიორგი გამსახურდია

11 აგვისტო 2026, 15:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ “ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და რომ “ქართული ოცნების” მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

მიხეილ ყაველაშვილი

11 აგვისტო 2026, 14:55

პოლიტიკა

პრეზიდენტი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას

„არ უნდათ, ქართველმა ხალხმა იცოდეს, თუ რა ჩაიდინა მაშინდელმა ხელისუფლებამ და ბოლომდე გვქონდეს გააზრებული მათი ომის დანაშაულები. სწორედ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დამატებით 120 სოფელი და ასობით ადამიანის სიცოცხლე დავკარგეთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.