IMEDI /  13 ოქტომბერი 2021, 15:04 / სანდო წყარო

სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა - რას წერდა ლაშა თორდია სააკაშვილის ხარჯებზე

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

აუდიტის დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ყოფილ პრეზიდენტს ძალოვანი უწყებები მხოლოდ პიჯაკების ყიდვას არ ედავებიან.

აუდიტის დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში, სხვადასხვა ქვეყნის სასტუმროებში ათი ათასობით ლარს ხარჯავდა. საქმეში არსებული დოკუმენტების მიხედვით, სააკაშვილს ძვირადღირებულ ვოიაჟებში ხშირად თან ახლდნენ საკუთარი თანაგუნდელები და მასთან დაახლოებული პირები.

მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვას ეხება. ამ საქმის მთავარი მტკიცებულება აუდიტის დასკვნაა, რომელიც სხვა ხარჯებთან ერთად ყოფილი პრეზიდენტის უცხოურ ვოიაჟებს ასახავს. ექსპრეზიდენტი 2009 წლის 8-10 იანვარს ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, სადაც დელეგაციის წევრებად ახლდნენ დავით ბაქრაძე, თემურ იაკობაშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, თემურ ჯანაშია, გიგა ბოკერია, რაფაელ გლუქსმანი, ნიკა ყიფშიძე და ალანა გაგლოევა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვიზიტი მხოლოდ 8-10 იანვარს იყო განსაზღვრული, პრეზიდენტი 4-5 იანვარს გერმანიას, 6 იანვარს ავსტრიას, 7-დან 10 იანვრამდე, ისევ გერმანიას და 11-13 იანვარს ბათუმს სტუმრობდა. ანუ, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტი, განსაზღვრულია მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (8-10 იანვარი), ხოლო დანარჩენ თარიღებში სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებზე (4-5 იანვარს გერმანიაში და 6 იანვარს ავსტრიაში) სამართლებრივი დასაბუთება არ არსებობს, შესაბამისად, აუდიტი მიიჩნევს, რომ თანხები არამიზნობრივად გაიხარჯა.

ამავე დასკვნაში ვკითხულობთ, რომ 2010 წლის 3 იანვრიდან 12 იანვრამდე - ავსტრიის ქალაქ ჰინტერგლემის სასტუმრო „MARTEN”-ში ანაზღაურებულია პრეზიდენტის მეუღლის, მისი სიმამრის და შვილების განთავსების ხარჯები. გარდა ამისა, 3 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ავსტრიული სატრანსპორტო კომპანიის მიერ 3 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად და 8-12 იანვარს 2 სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების მიმღებად დაფიქსირებულია საქართველოს საელჩო, ხოლო აღნიშნული მომსახურების ღირებულება 47,315 ლარი (19,405 ევრო) ანაზღაურებულია დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ. სულ ამ პერიოდში აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურებულმა ხარჯმა 117 ათას ლარს გადააჭარბა.

ყველა სიახლე

24 ივნისი 2026, 13:04

საზოგადოება

ვაკის რაიონში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

წყნეთში, ჯავახიშვილისა და ნაძვების ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:01

სამართალი

გენერალური პროკურორი: თუკი ჩახუნაშვილი მოგვცემს აღიარებით ჩვენებას და მოინანიებს ჩადენილ დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ და მივუსაჯოთ პირობითი სასჯელი

„ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება ჩახუნაშვილს - მან არ აღიარა დანაშაული, არ მოინანია და ამის გამო სასამართლოს უბრალოდ არ ჰქონდა სხვა შესაძლებლობა, ვინაიდან კონკრეტული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და სხვა ალტერნატიული სასჯელი არ გააჩნია. ამიტომ, თავისთავად, მიესაჯა ის სასჯელი, რაც მიესაჯა“.

24 ივნისი 2026, 12:49

საზოგადოება

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის მეორე შესახვევში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

მისი თქმით, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქინძმარაულის II შესახვევის N4-დან ზურაბ იარაჯულისა და ქინძმარაულის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.

24 ივნისი 2026, 12:47

პოლიტიკა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ხოლო ერთ პირს, რომელმაც შეთანხმებაზე უარი განაცხადა, ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. 11 პირის მიმართ გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ერთწლიან საპატიმრო სასჯელსა და სამწლიან პირობით მსჯავრს ითვალისწინებს. ხოლო, ერთ-ერთ პირს, საბა კორძაიას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, წელიწადი და ექვსი თვით საპატიმრო სასჯელი და სამწლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. პროკურორის განცხადებით, ის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებული იყო.

დონალდ ტუსკი პეტერ მადიარი რობერტ ფიცო

24 ივნისი 2026, 12:43

მსოფლიო

The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი აფერხებენ

The Telegraph-ის ცნობით, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე გამართული მრავალსაათიანი განხილვების დროს პროგრესის შეზღუდვის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის პოზიცია დასახელდა.

24 ივნისი 2026, 12:40

საზოგადოება

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 12:37

კულტურა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ანსამბლმა „ბასიანმა“ იტალიაში საკონცერტო ტურნე გამართა

პროგრამის ფარგლებში, ქართული ხალხური სიმღერა და საეკლესიო გალობა იტალიის პრესტიჟულ მუსიკალურ ფესტივალებზე: DISCANTO, Internazionale di Musica Portogruaro, Piccolo Opera festival, Out-of-season აჟღერდა.

24 ივნისი 2026, 12:36

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პირველი ეტაპი 6 ივლისს დაიწყება

თბილისის მასშტაბით საბავშვო ბაგა-ბაღებში 2026-2027 სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია 6 ივლისიდან დაიწყება. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - kids.org.ge.

ზურაბ ცეცხლაძე

24 ივნისი 2026, 12:30

პოლიტიკა

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ოპოზიციაზე: გმირობა გააუფასურეს, ამაში ჩვენც გარკვეულწილად ვუწყობთ ხელს. ჩვენ ვამბობთ, რომ ციხეში ვინც სხედან გმირები არიან, ვიღაც 7 დღე დაჯდა და გმირია - სხვა რამეა გმირობა

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამის, ზურაბ ცეცხლაძის განცხადებით, ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა „გმირობა გააუფასურეს“. ამის შესახებ მან გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა.

24 ივნისი 2026, 12:24

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გახსნილია საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 12:23

მსოფლიო

The Telegraph: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა

უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით უფრო რთულ პროცესად მიიჩნევა. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

24 ივნისი 2026, 12:02

რეგიონი

რუსთავის მუნიციპალური ტრანსპორტის თანამშრომლებს რეფორმის ფარგლებში ტრენინგები უტარდებათ

„რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ვაგრძელებთ და გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ მუნიციპალური სერვისების ეს მიმართულება. ტრენინგი, რომელიც ჩვენი ტრანსპორტის თანამშრომლებს უტარდებათ, სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილია. თანამედროვე და კომფორტულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად, აუცილებლად უმდა დაიხვეწოს მომსახურების სფეროც, რომ მუნიციპალური ტრანსპირტის თანამშრომლებმა, კიდევ უფრო ეფექტური და კომფორტული სერვისი მიაწოდონ რუსთაველებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

24 ივნისი 2026, 12:01

სპორტი

მანუჩარ მარკოიშვილის „მონაკო“ საფრანგეთის ჩემპიონი გახდა🏀

მანუჩარ მარკოიშვილის საფრანგეთის ჩემპიონია. ქართველი მწვრთნელის „მონაკომ“ ფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში სტუმრად, „პარიზი“ ანგარიშით 101:92 დაამარცხა და ქვეყნის უმაღლეს ტიტულს დაეპატრონა.

24 ივნისი 2026, 11:59

ეკონომიკა

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ საოჯახო კალათის პროგრამის მონიტორინგისთვის ერთიანი საინფორმაციო პლატფორმა წარადგინა - ელექტრონული კალათა მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელში საბაზისო პროდუქტებზე არსებულ საუკეთესო შეთავაზებებსა და ფასებს ერთ სივრცეში გააცნობს

პრემიერ-მინისტრის ინიციატივის და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მოკლევადიანი სტრატეგიის მიხედვით, ქსელებმა დაიწყეს მომხმარებლისთვის საუკეთესო შემოთავაზებები, საოჯახო კალათის საბაზისო სასურსათო პროდუქციაზე. სტრატეგიის ფარგლებში სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

რატი იონათამიშვილი

24 ივნისი 2026, 11:57

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: კოლექტიურმა იუკნევიჩიენეებმა ევროპული სტრუქტურები ფაქტობრივად გააუქმეს და აქციეს მაკულატურის ჩაბარების პუნქტად. ამ რეზოლუციებს არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ

ამ რეზოლუციებს არანაირი, არც სამართლებრივი, არც იურიდიული ფასი არ აქვთ, ისინი ფაქტობრივად მაკულატურას წარმოადგენენ მიღების დღიდან,- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკავშირის რეზოლუციაზე.

კირ სტარმერი ენდი ბერნემი

24 ივნისი 2026, 11:49

მსოფლიო

BBC: კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა

დიდი ბრიტანეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შესაძლო მემკვიდრეს ენდი ბერნემს შეხვდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი

24 ივნისი 2026, 11:48

პოლიტიკა

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი თანდასწრებით ნიკა მელია სააკაშვილს დედას აგინებდა

ნანუკა ჟორჟოლიანმა, გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რომ ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს დედას მისი თანდასწრებით აგინებდა.

24 ივნისი 2026, 11:41

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული განვითარების მინისტრის მოადგილეს შეხვდა

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესში აქტიური სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ინოვაციური და ციფრული მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის საჭიროებას და საერთო პლატფორმებზე პოზიციონირების მნიშვნელობას, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარებას.

ლანა მორგოშია

24 ივნისი 2026, 11:25

პოლიტიკა

ლანა მორგოშია: საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები და პროგრამები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს ფორუმს, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები მნიშვნელოვანი და საინტერესოა საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

24 ივნისი 2026, 11:25

სამართალი

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 14 პირი

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს“.