imedi /  03 აგვისტო 2017, 12:26 / სანდო წყარო

ჩოგოვაძე: 2017 წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობა 7 მილიონს მიაღწევს

ტურიზმის ადმინისტრაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ივლისის მონაცემები შეაჯამა. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოში მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ვარაუდობს, რომ წელს საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა იქნება და მათი რიცხვი 7 მილიონს მიაღწევს.

„ივლისში ტურისტების რაოდენობის 33%-იანი მატება გვაქვს. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ 2017 წელი ტურისტების რაოდენობის თვალსაზრისით ახალი რეკორდების წელიწადი იქნება და ტურისტების რაოდენობა 7 მილიონს გადააჭარბებს. საქართველო შემოსავლების მხრივ როგორც ჩვენი მეზობელი. ისე ევროკავშირის ქვეყნები ლიდერობენ. ასევე, ის ახალი ბაზრები, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში აღმოვაჩინეთ და განვავითარეთ. დატვირთულია როგორც, აჭარის რეგიონი და შავი ზღვისპირა სანაპირო, ისე ჩვენი მთიანი რეგიონები და კახეთი“, - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელის ლია მელაძის განმარტებით, ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.

„სულ ივლისში 982 487 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28.9%-ით მეტია. ტურისტების ყველაზე მზარდი რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან გვაქვს. ეს ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა და ირანი. საქართველოში შემომსვლელთა კუთხით ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით მზარდი რაოდენობაა. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 28%-იანი ზრდა“, - განაცხადა ლია მგელაძემ.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა უკვე დააანონსა, რომ შესაძლებელია კლიპი მეშვიდიმილიონე ტურისტის საქართველოში შემოსვლაზეც გადაიღონ.

ყველა სიახლე

07 მარტი 2026, 16:52

მსოფლიო

Deutsche Welle: ბერლინის პროკურატურამ მერცის შეურაცხყოფის გამო 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ბერლინის პროკურატურამ 18 წლის სკოლის მოსწავლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის შეურაცხყოფის გამო. ინფორმაციას DW ავრცელებს.

გია აბაშიძე

07 მარტი 2026, 16:49

პოლიტიკა

აბაშიძე: ის, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე, არამეგობრულია, საზოგადოებამ განსაჯოს

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ ერთმანეთს შევადარებთ - ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელმა ირანში, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ის ფაქტი, რომ ისრაელმა ომის შემდეგ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გააბა, რომელი უფრო მძიმე და არამეგობრულია, ეს საზოგადოებამ განსაჯოს.“

თამთა მეგრელიშვილი

07 მარტი 2026, 16:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე: მეგობრობა ის იქნებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენს მტერთან, რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობა რომ არ დაეწყო და მათი ჯარის მოდერნიზაციაში არ დახმარებოდა

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც წერია, რომ „მეგობარი რთულ დროში გამოიცდება“. მეგრელიშვილი იხსენებს, 2008 წლის აგვისტო ომის დროს ისრაელის მიერ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო თანამშრომლობას და აცხადებს, რომ სწორედ ის იქნებოდა ქართულ-ებრაული მეგობრობა ისინი რუსეთს რომ არ დახმარებოდნენ.

ზაზა დობორჯგინიძე

07 მარტი 2026, 16:47

პოლიტიკა

ზაზა დობორჯგინიძე: ისრაელის საელჩომ მეგობარი ჭირში იცნობაო. შეგახსენებთ, საქართველო რომ ჭირში იყო, ისრაელმა რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში 2013 წლით დათარიღებულ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აქვეყნებს, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ „უპილოტო საფრენი აპარატების კოდები, რომლებიც მისმა მთავრობამ ისრაელისგან რუსეთთან ომის წინ შეიძინა, ცნობილი გახდა „მოწინააღმდეგისთვის“.

დონალდ ტრამპი

07 მარტი 2026, 16:23

მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დღეს ირანზე ძლიერი დარტყმა განხორციელდება.

07 მარტი 2026, 16:21

სამართალი

სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან

სუს-ში ადასტურებენ, რომ თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე და გიორგი კანდელაკი გამოკითხვაზე დაიბარეს - მათივე სურვილით ისინი სასამართლოში, მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან

07 მარტი 2026, 16:04

პოლიტიკა

საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს 8-10 მარტს ეუთოს მაღალი დონის საპარლამენტო დელეგაცია ეწვევა. ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური ავრცელებს.

07 მარტი 2026, 16:00

სპორტი

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის სპორტული ინვენტარის გადაცემა დასრულდა

საქართველოს სპორტის სამინისტრომ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მეშვეობით საქართველოში ფეხბურთის ფედერაციის მიერ აღიარებული საფეხბურთო სკოლებისა და აკადემიებისთვის საფეხბურთო ინვენტარის გადაცემა დაასრულა. საფეხბურთო აღჭურვილობა გადაეცა 106 საფეხბურთო სკოლასა და აკადემიას. ხაშურის კომპლექსურ სასპორტო სკოლა „ივერიისა“ და გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბ „გორისთვის” ინვეტარის გადაცემის პროცესს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი პაატა ჩადუნელი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე ესწრებოდნენ.

07 მარტი 2026, 15:53

საზოგადოება

გიორგი ძაძამია სენაკში აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა, სადაც სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს და პედაგოგებს შეხვდა.

07 მარტი 2026, 15:45

რეგიონი

აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

ქალთა კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ ქალებს ზუგდიდში, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთის“ ზუგდიდის ფილიალში, უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.

ირაკლი ჭეიშვილი

07 მარტი 2026, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: როდესაც მთელი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული და გამოდიხარ და ამბობ, რომ თურმე, აქ ტერორისტული სკოლაა, რას მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ვინც ებრძვის ტერორიზმს, რომ საქართველოში მოახდინოს სამხედრო ინტერვენცია?!

არ შეიძლება, რომ აბრალებდე ქვეყანას იმას, რაც არ არსებობს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებისა და გამოქვეყნებული კვლევების შეფასებისას.

თამარ ჩიბურდანიძე

07 მარტი 2026, 15:15

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: საზოგადოების ყურადღება მიმართული იყო უსაფრთხოების სამსახურისკენ, რამდენად დაცულად იგრძნობდნენ თავს ამ დაძაბულ სიტუაციაში. მათი მოლოდინი გამართლდა

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება ტერორიზმთან დაკავშირებულ შესაძლო საფრთხეებზე სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებაზე მიუთითებს.

გიორგი სოსიაშვილი

07 მარტი 2026, 15:13

პოლიტიკა

სოსიაშვილი ირანის თემაზე გაკეთებულ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე: ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ახლა ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაცია მოარგეს საკუთარ ინტერესებს, რომ საკუთარი სამშობლო დააზარალონ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ირანის თემასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებული საჯარო ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები და გამოქვეყნებული კვლევები შეაფასა.

მოჯთაბა ხამენეი

07 მარტი 2026, 15:10

მსოფლიო

მედია: ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთი კანდიდატია, ევროპაში ფეშენებელურ უძრავ ქონებას შუამავლების საშუალებით ფლობს

Euronews-ის ინფორმაციით, რომელიც სააგენტო Bloomberg-ის მიერ ერთწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს ეყრდნობა, მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც ირანის უზენაესი ლიდერობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილება, უძრავი ქონების რამდენიმე ობიექტს ფლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ირაკლი ქადაგიშვილი

07 მარტი 2026, 15:08

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ ვუყურებთ ფარულ, დახურულ შეხვედრებს გერმანიის ელჩთან, ქალბატონი ლომჯარიასი და იმ წარმომადგენლებისა, რომელთა პოლიტიკური გზავნილი ყოველთვის იყო ერთი - საქართველო იმსახურებს სანქციებს

თუ არ დავუწესებთ სანქციებს, ისე ქართველი ხალხის გაბრაზებას, თუ ქართველი ხალხის ანტისამთავრობო განწყობილებების მიღებას ვერ ვაღწევთ - აი, ეს არის ის გზავნილი, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გერმანიის ელჩისა და ნინო ლომჯარიას შეხვედრის შესახებ, რომელიც შესახებაც ინფორმაცია „ქრონიკამ“ მოიპოვა და რომელზეც განხილვის თემა უვიზო მიმოსვლის შეჩერების აუცილებლობა იყო.

თამარ ჩერგოლეიშვილი

07 მარტი 2026, 14:48

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: ტატა ხვედელიანი ლადო ვარძელაშვილის სტუდენტურ თვითმმართველობაში იყო „ნაცების“ დროს და ეს ხალხი გვიტრიალდება, „ნაცები“ ხართო

რაც პანკისში მოხდა, ჩატაევი რომ შემოეპარათ ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებელი გახარია არ არის? და ეს ხალხი გვიტრიალდება, რომ თქვენ „ნაცები“ ხართო, ეს გახარიას „აპარატჩიკი“ არარაობები საერთოდ, გაქცეული კურდღლის, ჩვეულებრივად, - განაცხადა „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

07 მარტი 2026, 14:40

პოლიტიკა

გერმანიის ელჩთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარია მედიას ემალება, საელჩო კი შეხვედრასთან დაკავშირებით „ქრონიკის“ კითხვას ამ დრომდე არ პასუხობს

„ქრონიკამ“ გუშინვე მიმართა გერმანიის საელჩოს კითხვუთ, ადასტურებენ თუ არა შეხვედრას ნინო ლომჯარიასთან და იყო თუ არა კონსპირაციული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, თუმცა, „ქრონიკას“ საელჩოდან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

07 მარტი 2026, 14:38

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ლევან მაჭავარიანი

07 მარტი 2026, 14:25

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები

იქიდან გამომდინარე, რომ „იმედმა“ მტკიცებულებები წარმოადგინა ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლა ძალიან გამოუვალ მდგომარეობაში არის როგორც ლომჯარია, ისე ბატონი ფიშერი - პირდაპირ კუთხეში არიან მიმწყვდეულები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „იმედის“ მიერ გავრცელებულ ვიდეო მტკიცებულებაზე საუბრისას, სადაც ასახულია გერმანიის საელჩოდან ელჩის მანქანით ნინო ლომჯარიას გაყვანის ფაქტი.

07 მარტი 2026, 14:20

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 809 აბი ფსიქოტროპულ ნივთიერება „პრეგაბალინს“, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნივთიერება საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ბრალდებულისგან ამოიღეს.