imedi /  28 ოქტომბერი 2021, 12:41 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებლობა მანვე უნდა აიღოს, ციხე არაა კურორტი

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია თვითონ მოშიმშილე. ასე უპასუხა მან მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ შიმშილობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთადერთი პასუხისმგებლობაა - იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

„ბუნებრივია, რომ ციხე არაა კურორტი - სურს შიმშილობა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სახელმწიფოს, მას აქვს ერთი პასუხისმგებლობა - იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. არავის პრივილეგია არაა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. რა სტანდარტითაც იმოქმედებს სახელმწიფო სხვა მოშიმშილე პატიმრების მიმართ, იგივე სტანდარტი იქნება გამოყენებული უმძიმეს დანაშაულებზე მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 15:05

მსოფლიო

ბრიტანეთში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა - არის მსხვერპლი

დიდ ბრიტანეთში ქარიშხალმა „არვენმა“ ორი კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთი ადამიანი, რომელიც მასწავლებელი იყო, ანტრიმში, მას შემდეგ დაიღუპა, რაც მის ავტომობილს ქარისგან მოგლეჯილი ხე დაეცა. ხემ მოიყოლა კიდევ ერთი კაცი კამბრიაში. ისიც დაიღუპა.

27 ნოემბერი 2021, 14:44

სამართალი

ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, Facebook-მა და Instagram-მა ქართული ე.წ. მეკობრული საიტების გვერდები წაშალა - შესაძლოა, საიტები Google-მაც შეზღუდოს

სოციალურმა ქსელებმა - Facebook-მა და Instagram-მა, ჰოლივუდის კინოსტუდიების მოთხოვნით, ქართული მეკობრული საიტების Facebook და Instagram-გვერდები წაშალა. მოსალოდნელია, რომ მეკობრულ საიტებს Google-ის საძიებო სისტემაც შეზღუდავს.

27 ნოემბერი 2021, 14:25

რეგიონი

ავთანდილ თალაკვაძე: მომდევნო 4 წლის განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობა ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იქნება

ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ოზურგეთისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ვოლსკი

27 ნოემბერი 2021, 14:21

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ენტონი ბლინკენის განცხადებები არ არის მხოლოდ განცხადებები, ეს არის მოქმედებების დაწყების სიგნალი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებებს გამოეხმაურა.

თამარ გაბუნია

27 ნოემბერი 2021, 14:15

COVID19

თამარ გაბუნია: ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ - ეს შტამი კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზია, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის“ გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

ბრაიან ადამსი

27 ნოემბერი 2021, 14:01

COVID19

ბრაიან ადამსს კორონავირუსი ერთ თვეში მეორედ დაუდგინდა

კანადელ მუსიკოსსა და შემსრულებელს, ბრაიან ადამსს, ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. როგორც ხელოვანი Instagram-ის საკუთარ გვერდზე წერს, ვირუსი იტალიაში, მილანის აეროპორტში აღმოაჩნდა.

ფრანკ ულრიხ მონტგომერი

27 ნოემბერი 2021, 13:34

COVID19

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის ხელმძღვანელი: „ომიკრონი“ შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია

მსოფლიოს ექიმთა ასოციაციის (WMA) ხელმძღვანელის, ფრანკ ულრიხ მონტგომერის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი შესაძლოა ისეთივე საშიში იყოს, როგორიც „ებოლას“ ვირუსია. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Berliner Zeitung-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 13:26

მსოფლიო

აშშ-ის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო, დაჭრილთა შორის 10 წლის ბავშვიცაა

აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ დარემში მდებარე სავაჭრო ცენტრში სროლა იყო. დაჭრილია 3 ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვიცაა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ადამიანთა ორი ჯგუფის დაპირისპირებას მოჰყვა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბავშვს ასხლეტილი ტყვია მოხვდა და სამიზნე ის არ ყოფილა.

27 ნოემბერი 2021, 12:58

მსოფლიო

თურქმენეთის საბავშვო ბაღებში მულტფილმების რუსულად ჩვენება და სატრანსპორტო საშუალებებში ინსტრუქციების რუსულ ენაზე გაცემა აიკრძალა

თურქმენეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს ანიმაციურ ფილმებს რუსულ ენაზე აღარ უჩვენებენ. მედიის ინფორმაციით, ინსპექტორებმა უკვე შეამოწმეს რამდენიმე ბაღი და იქ, სადაც დარღვევა დაფიქსირდა, თანამშრომლების ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილს კი მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.

27 ნოემბერი 2021, 12:33

COVID19

ფარმაცევტული გიგანტები „ომიკრონის“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ

ფარმაცევტული გიგანტები კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობენ. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

ირაკლი ჭიჭინაძე და ფრენკ აბელი

27 ნოემბერი 2021, 12:32

თავდაცვა

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გერმანელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო საინჟინრო ინიციატივის გერმანელ ლიდერს, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი გადასცა.

27 ნოემბერი 2021, 12:27

საზოგადოება

მთაწმინდის პარკი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მასპინძლობს

მთაწმინდის პარკში რიგით მე-12 „ახალი ღვინის ფესტივალი" იმართება. ფესტივალში 150-მდე ღვინის მწარმოებელი, მათ შორის, 100-მდე მცირე საოჯახო მარანი მონაწილეობს, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

27 ნოემბერი 2021, 12:20

სპორტი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია

საქართველოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეოთხედფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს.

ივანე ჩხაიძე

27 ნოემბერი 2021, 12:13

COVID19

ივანე ჩხაიძე: თუ „ომიკრონი“ უფრო გადამდებია, ვიდრე - „დელტა“, რის წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავრუსის ახალმა შტამმა - „ომიკრონმა“, შესაძლოა, იმაზე დიდი საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და მსოფლიოს, ვიდრე ეს წინა შტამების შემთხვევაში იყოს.

27 ნოემბერი 2021, 11:59

მსოფლიო

მექსიკაში ავარიას, სულ მცირე, 19 ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ მექსიკაში, სან ხოსე ელ გუარდაში ავტობუსი სახლს შეეჯახა. შედეგად, სულ მცირე, 19 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 20-მდე მგზავრი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსს, რომლითაც მგზავრები სალოცავისკენ მიემართებოდნენ, სამუხრუჯე სისტემის პრობლემა აღმოაჩნდა, თუმცა, ოფიციალურად, ეს ჯერ დაზუსტებული არაა.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 11:52

მსოფლიო

ჯო ბაიდენის განცხადებით, უახლოეს დღეებში ის ვლადიმირ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ „დიდი ალბათობით“, უახლოეს დღეებში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაესაუბრება. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.

27 ნოემბერი 2021, 11:40

საზოგადოება

პოპულარული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბრიტანელმა ჟურნალისტმა ნადია ბერდმა და ფოტოგრაფმა ტომერ იფრამ საქართველოში 3 თვის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრესტურის შემდეგ კი, ჟურნალისტებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.

27 ნოემბერი 2021, 11:24

მსოფლიო

რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, სოლომონის კუნძულებზე დამწვარი ცხედრები იპოვეს

სოლომონის კუნძულების დედაქალაქ ჰონიარაში სამი ადამიანის დამწვარი ცხედარი იპოვეს. რამდენიმედღიანი არეულობის შემდეგ, ეს მსხვერპლის არსებობის პირველი დადასტურებაა. დანახშრებული ცხედრები ჩაინათაუნის დასახლებაში იპოვეს, რომელიც მაროდიორებისა და მომიტინგეების სამიზნე იყო. პოლიციის ცნობით, გარდაცვალების ზუსტ მიზეზებს ექსპერტები სწავლობენ.

27 ნოემბერი 2021, 11:14

რეგიონი

მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას. ფონდი ქალაქ ზუგდიდში აკაკი წერეთლის სახელობის 1 და 12 საჯარო სკოლების სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტები საქართველოს მთავრობის მიერ 7 მილიონი ლარით ფინანსდება.

27 ნოემბერი 2021, 11:01

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.59%-ს შეადგენს

26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღეში - 9.01%, ხოლო 7 დღეში - 9.03%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 835 306 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 774 458, გარდაიცვალა 11 871 პაციენტი.