დაჩი ცაგურია: სააკაშვილის ადგილი ციხეშია, ერთ ადამიანთან მაინც მივიდა ბოდიშის მოსახდელად? ხმას როგორ იღებთ
დაჩი ცაგურია
ფოტო: IMEDI
აქ ერთად გადაგვიარეს, მაგრამ ღირსება ვერ წაგვართვეს, ვერც ვერასოდეს წაგვართმევენ. ესენი არიან ნაძირლები, ესენი არ არიან ადამიანები. ახლა დგანან და გვეუბნებიან, რომ რაღაცაზე მაღლა უნდა დავდგეთ თურმე და უნდა დავივიწყოთ. მაღლა დგომა რას ნიშნავს იცით, ვინც ამას ამბობთ? აი, იმ გვამებზე დგომას ნიშნავს. სანდროს გვამზე დგომას ნიშნავს მაღლა დგომა, რომ ვითომ რაღაცა უნდა დაივიწყოთ, ბუტას გვამზე დგომას ნიშნავს. ვის რა უნდა ვაპატიოთ? მეტი როგორ უნდა ვაპატიოთ? მეტი პატიება რაღა არის, გამაგებინეთ? ქუჩაში რომ არ დაგდევთ, პანჩურებს რომ არ გირტყამთ და თავისუფლად რომ დადიხართ, მეტი რაღა გინდათ, გაგვაგებინეთ, - ამის შესახებ პარლამენტის წინ, აქციაზე „არ აგარევინებთ“ სიტყვით გამოსვლისას დაჩი ცაგურიამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია.
„ეს არაკაცი ბედავს და ამ ქვეყანაში ჩამოდის კიდევ. დიახ, ციხეშია მაგისი ადგილი. ეგ ნაძირალა, ეგ გაიძვერა ეგ, ერთ ადამიანთან მაინც მივიდა ბოდიშის მოსახდელად? ია მეტრეველთან იყო მისული ვინმე ბოდიშის მოსახდელად? ვაზაგაშვილების ოჯახში მივიდა ვინმე ბოდიში რომ მოეხადათ? ვინმე გირგვლიანის ოჯახში მივიდა? ათასი კაცი გყავთ ქუჩაში მოკლული ან ციხეში წამებით მოკლული, ათასივე მოსაკლავი იყო, თქვე არაკაცებო? ერთთან არ გაქვთ ბოდიში მოსახდელი? კიდე როგორ ლაპარაკობთ, თქვე არაადამიანებო, ხმას როგორ იღებთ, თქვე მკვლელებო, თქვე ადამიანების სისხლში მოცურავეებო. ხმა გაიკმინდეთ, თორემ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ჩვენი ფიალაც აივსება და მერე ვეღარ გიშველით ვერავინ. წადით და სანთელი დაუნთეთ ბიძინა ივანიშვილს ქუჩაში რომ თავისუფლად დადიხართ მაგიტომ. თქვენ კი არ უნდა ებრძოდეთ, მადლობას უნდა ეუბნებოდეთ ყოველ დილას, თქვე არაადამიანებო, თქვე მკვლელებო და არაკაცებო, თქვე ადამიანების სიცოცხლეზე, გვამებზე მოსიარულეებო.
ბოდიშს გიხდით ჩემი ემოციებისთვის, მაგრამ არ შემიძლია, ვუყურებდე ტელევიზორში, რომ გვიმტკიცებენ იმას, თურმე ფაფის ჭამა, თაფლის ჭამა, ათასი დედიმისის მირთმევა, თურმე ყოფილა შიმშილობა. ეს არაკაცი როგორ ბედავს, ხმას როგორ იღებს და როგორ აქვს პრეტენზია ამ ქვეყანაზე, ვერ გამიგია. დედამიწაზე ერთადერთი პატიმარია, რომელიც ვითომ შიმშილობს და მოთხოვნა ის კი არ აქვს, ვთქვათ, ციხის პირობების გაუმჯობესება, მუხლის შეცვლა ან საქმის გადახედვა, შიმშილობს და ითხოვს, პრეზიდენტად თუ არ დამსვამთ, ფიას არ შევჭამ, საჭმელს არ შევჭამ. ეს ნაგავი ეს, სად გაიზარდა, სად დაიბადეთ, რა დედამ გაწოვათ ძუძუ, როგორ იშვიათ ასეთი უტიფრები. ერთხელ ბოდიში მაინც მოიხადეთ, თქვე არაადამიანებო,სად გაჩნდით?“, – განაცხადა ცაგურიამ.
მან ასევე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს ბოლომდე მოიხდის და ციხეს ვადაზე ადრე ვერ დატოვებს.
„ყველას მივმართავ, თუ ვინმე არის გზა აცდენილი რამე წყენის გამო, ხალხო, არ შეიძლება, ქილერებს, მკვლელებს, ადამიანების მწამებლებს, გამაუპატიურებლებს ხმას აძლევდე და მე მომიწოდებდე, რატომ ხმას არ აძლევო. როგორ შეიძლება მკვლელს ხმას აძლევდეს ვინმე, მკვლელი უნდა იყოს ციხეში. დიახ, მიშა იჯდება ციხეში ბოლომდე, ბოლო დღემდე, ერთი საათით ადრე ვერ გამოვა. რასაც მიუსჯის მას სასამართლო, ბოლომდე მოიხდის ამ სასჯელს, მე გაძლევთ ამის პირობას. მე გაძლევთ ამის პირობას, მიშა, შენ ციხეში ეგდები ბოლომდე. რა სასამართლოზე აქვთ ამათ პრეტენზია, გამაგებინეთ, რომელ მურუსიძეზე ლაპარაკობენ ესენი? მწყემსი ბახუტოვი რომ გაასამართლეს ცოცხალი ადამიანის მკვლელობისთვის, წამებით რომ აღიარებინეს კაცს და მიუსაჯეს, მერე დააწერინეს, ვითომ ბიძაშვილიც ახლდა თან, ისიც ჩასვეს, რამდენიმე თვეში გამოჩნდა ეს ცოცხალი ადამიანი, ვის მკვლელობაზეც იყო დაჭერილი, კი არ მივიდნენ და ბოდიში მოუხადეს შეგვეშალაო, მუხლი შეუცვალეს და ტყუილი ჩვენების მიცემისთვის ისევ პატიმრობაში დატოვა მიშას სასამართლომ.
აი, ამ სასამართლოს ავტორს აქვს პრეტენზია დღევანდელ სასამართლოსთან და ციხის პირობებთან. რა პირობებში ვიყავით, ხალხნო, რომ გვიჭერდნენ, რომ გვსვამდნენ იმ საპატიმროებში. რა დღე გადავიტანეთ მთელმა ქვეყანამ. მერიდება ხოლმე ჩემს წამებაზე ლაპარაკი ისეთები უქნეს ადამიანებს ამ ნაძირლებმა და დღეს არ მოსწონთ, თურმე ორი ლეიბი არ ყოფნის მიშას და ოთხი უნდა, იქ ტელევიზორი უნდა, ტუფლები უჭერს, პრესა იგვიანებს, ფაფა არ არის კარგად შემთბარი. ეს არაკაცი ეს, მიშა, შენ იჯდები ციხეში, ბოლომდე მოიხდი სასჯელს, ამის გარანტიას გაძლევთ თითოეული ჩვენგანი“, - განაცხადა ცაგურიამ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ, ამ დღეს, გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს. ამის მიუხედავად, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე შეკრებას აგრძელებდნენ. ვითარების დაძაბვიდან მალევე, სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. სამართალდამცავებმა წყლის ჭავლით, რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით, მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. ადგილზე ვითარებას „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელი ლიდერები აკონტროლებდნენ. დღის მეორე ნახევარში აქციის მონაწილეებმა რიყეზე გადაინაცვლეს, პარალელურად, შსს-მ ოპოზიციური ლიდერების სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა. ჩანაწერების გავრცელებიდან მალევე, რიყის აქციის დარბევა დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბერს, დღის ბოლოს, სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა. დალეწეს აპარატურა, გაითიშა არხის სამაუწყებლო სიგნალი. დარბევისა და ტელეკომპანიის ხელში ჩაგდების შემდეგ, არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვით შეაჩერა, ამის შემდეგ კი, 15 დღით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 2008 წელს ტელეკომპანია „იმედი“ დამფუძნებლის, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, მის ოჯახს ჩამოართვეს.
ყველა სიახლე
28 მაისი 2026, 13:38
სამართალი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთა ასოციაციის პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 13:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სოფიო ხორგუანს: როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას
„როგორც კი ფაქტი მოხდა, გამოძიება დაიწყო, დღეს დაკავებულია ექვსი პირი. სახელმწიფოს პასუხი არის ეს და არა ის ყალბი, ტირილნარევი ტონი, რომელიც ყოველ ჯერზე ავლენს ხოლმე თქვენს ყალბ პათეტიკას“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ წევრს სოფიო ხორგუანს გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 13:10
მსოფლიო
Reuters: შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს სამ ტანკერს დრონებით თავს დაესხნენ
შავ ზღვაში, თურქეთის ჩრდილოეთ სანაპიროსთან ახლოს სამ გემს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 13:00
სამართალი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტები ესტუმრნენ
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
28 მაისი 2026, 12:47
პოლიტიკა
კაია კალასი: რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარების გაყვანა საქართველოდან და მოლდოვიდან ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის.
28 მაისი 2026, 12:32
მსოფლიო
ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.
28 მაისი 2026, 12:11
სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.
28 მაისი 2026, 11:57
მსოფლიო
აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო
აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
28 მაისი 2026, 11:51
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
28 მაისი 2026, 11:44
სპორტი
სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
28 მაისი 2026, 11:39
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:31
რეგიონი
რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს
რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
28 მაისი 2026, 11:25
სპორტი
ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽
„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.
28 მაისი 2026, 11:22
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას
ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.
28 მაისი 2026, 11:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა
ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.
28 მაისი 2026, 11:20
მსოფლიო
BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:16
სამართალი
აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
28 მაისი 2026, 11:15
სამართალი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.
28 მაისი 2026, 11:12
სამართალი
პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.


