თეა წულუკიანი: სააკაშვილის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, მესმის, რომ სასჯელი არ მოსწონს, მაგრამ როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე მასაც მოუწევს, მოიხადოს
თეა წულუკიანი
ფოტო: არქივი
ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას, რომელიც არის წარუმატებელი და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე მომაბეზრებელია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს დესტრუქციას. ეს დესტრუქცია, რა თქმა უნდა, წარუმატებელია და მომავალშიც იქნება. აღარ დავმალავ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს უკვე მომაბეზრებელია. შესაბამისად, ჩვენ ამას მოთმინებით ვუყურებთ. პოლიცია თავის მოწოდების სიმაღლეზეა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს პატიმრების უფლებების სათანადოდ დასაცავად და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თავად „ნაციონალური მოძრაობაც“, მიუხედავად იმისა, რომ სასოწარკვეთილია, მალე მოეგება გონს და მისცემს ამ ქვეყანას მშვიდად ცხოვრების საშუალებას“, - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, კულტურის მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თეა წულუკიანის განცხადებით, სასამართლო დარბაზში პატიმრის დასწრებაზე გადაწყვეტილება მიიღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რათა არ დაირღვეს მისი დაცვის უფლება.
„ერთს ვიტყვი, უნდა იყოს თუ არა პატიმარი წარდგენილი სასამართლო პროცესზე სასამართლო დარბაზში, ეს გადაწყვეტილება მიიღება, პირველ რიგში, პატიმრის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მთავარია, პროცესი იყოს შეჯიბრებითი, რომ ეს შეჯიბრებითობის პრინციპი არ დაირღვეს, არც დაცვის უფლება დაირღვეს და შესაბამისად, შედგეს სამართლიანი სასამართლო“, - განაცხადა წულუკიანმა.
წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია.
„პოლიტიკური ოპონენტი როდესაც დესტრუქციისკენ არის მოწოდებული, ის ყველანაირ კვალიფიკაციას, მათ შორის არასწორს აძლევს სახელმწიფოს ქმედებებს. ამაში გასაკვირი არაფერია. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული პატიმრის უფლებები პენიტენციურ სისტემაში მაქსიმალურად დაცულია. მესმის, რომ სასჯელი არც ერთ პატიმარს არ მოსწონს და მათ შორის არც ამ კონკრეტულ პატიმარს, მაგრამ ასეთია სასამართლო გადაწყვეტილება და როგორც არაერთ პატიმარს მოუხდია სასჯელი, ასევე ამ პატიმარს მოუწევს, მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც სასამართლომ მიუსაჯა. მთავარია, მან საკუთარ თავს დახმარება აღმოუჩინოს პენიტენციურ სამსახურთან, სამედიცინო პერსონალთან ერთად და არ შესწიროს ამ სასჯელს საკუთარი ჯანმრთელობა. სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ასე არ მოხდეს და ის სასჯელის მოხდის შემდეგ თავის ოჯახს დაუბრუნდეს ჯანმრთელი და რა თქმა უნდა, სიცოცხლის უფლება ბოლომდე იყოს დაცული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 17:46
კულტურა
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
14 ივლისი 2026, 17:42
საზოგადოება
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:38
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.
14 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
FT: ამერიკელ დიპლომატებს ადრე გლობალური გავლენა ჰქონდათ, ახლა კი პრეზიდენტის ტყვეობაში არიან
ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკული საელჩოების ნახევარზე მეტში, ელჩის თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. FT წერს, რომ დიპლომატიურ მისიებში სამუშაო ძალა ტრამპის ადმინისტრაციამ 3000 ადამიანით შეამცირა. გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტი არამხოლოდ განზეა გაწეული, არამედ ალყაშია მოქცეული.
14 ივლისი 2026, 17:31
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ურბანული ტყის“ პროექტის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა - „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულების ეტაპზეა
თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.
14 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები
დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
14 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
14 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
14 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
14 ივლისი 2026, 17:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.
14 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს
„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.
14 ივლისი 2026, 16:24
საზოგადოება
წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 16:20
საზოგადოება
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.
14 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
14 ივლისი 2026, 16:00
საზოგადოება
Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა
პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).
14 ივლისი 2026, 15:51
პოლიტიკა
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე: რატი იონათამიშვილი იყო ჩხუბში ჩართული, რაღაც მომენტში ხელი ჰკრეს და კინაღამ გააკვრევინა მანქანას პირველ სიჩქარეში
ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძე მისი და „ისაუბრეს" ერთობლივ იუმორისტულ გადაცემაში საქართველოს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას სარკასტულად გამოეხმაურა.
14 ივლისი 2026, 15:39
მსოფლიო
ბულგარეთმა უკრაინის მხარდამჭერი „მსურველთა კოალიცია“ დატოვა
„ჩვენ არ ვმონაწილეობთ კოალიციაში, რომელიც უკრაინისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაგრძელებას ითხოვს. ამ კონფლიქტის გადაჭრა მდგომარეობს არა მის სამხედრო საშუალებებით გაჭიანურებაში, არამედ ძლიერ დიპლომატიურ მისიაში, რომელიც ბოლოს მოუღებს ესკალაციას“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა.
14 ივლისი 2026, 15:33
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქიის პირობებში თავიდან ავირიდოთ გართულებები, ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა
მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავით ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავუხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა თელავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
14 ივლისი 2026, 15:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გასული 12 თვის განმავლობაში საქართველოდან ჩვენ მოვახერხეთ იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტის გაძევება, ვიდრე ეს მოხდა გასული 10 წლის განმავლობაში, წლევანდელი გეგმა არის კიდევ უფრო ამბიციური, წელს მინიმუმ 4000 არალეგალი მიგრანტის გაძევება არის დაგეგმილი
უხეში დათვლით, დაახლოებით, 20 000 არალეგალი მიგრანტი იყო შარშანდელი მდგომარეობით საქართველოში და ამ პრობლემასთან გასამკლავებლად ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიურად პროცესების დაგეგმვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.


