თეა წულუკიანი: სააკაშვილმა ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეიძლება ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს, იმ ფონზე, როცა ჩვენ, მის მიერ დაკარგულ დოკუმენტებს ვეძებდით, რომ საქართველოს სიმართლე დაგვემტკიცებინა
თეა წულუკიანი
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო/არქივი
ეს ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლების საჯარო მოხელეების, მთავრობის სხვადასხვა შემადგენლობისა და პოლიტიკოსების დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანა და მოპოვება საერთაშორისო დოკუმენტებისა, რომელიც ამბობს, რომ საქართველო არის მართალი, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კომენტარებს, რომ ეს გამარჯვება მათი დამსახურებაა.
„ნაციონალებისგან ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან მათ 2008 წლის აგვისტოს ომში გამარჯვებაც კი აზეიმეს საკუთარ ხალხს, მოატყუეს და ამ დროს ჩვენი ჯარისკაცები სულს ღაფავდნენ ბრძოლის ველზე. არ მგონია, რომ ისინი რას ამბობენ, ესაა მთავარი. მთავარია ის დიდი წარმატება, რაც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ეს ეკუთვნის ყველას. ეს ჩვენი სამშობლოს გამარჯვებაა და მთლიანად ერს ეკუთვნის. გამარჯვება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ხელისუფლების საჯარო მოხელეების, მთავრობის სხვადასხვა შემადგენლობისა და პოლიტიკოსების დიდი ძალისხმევის შედეგად შევძელით მტკიცებულებებზე მუშაობა, გამოძიების სწორი მიმართულებით წაყვანა და მოპოვება საერთაშორისო დოკუმენტებისა, ჯერ სტრასბურგში და მერე ჰააგაში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო, ქართველები და საქართველოს ჯარი არის მართალი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სიმართლე არის ის, რომ ქართველების ეთნიკური წმენდა მოხდა, ოკუპირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ და მრავალი სხვა ისეთი დასკვნა თუ პოსტულატი, რომელიც სამართლებრივი იარაღია და ქვეყნის მშვიდობიანი გაერთიანების პროცესში სწორედ სამართლებრივი დოკუმენტებია მთავარი. ნაციონალებმა ძალიან მძიმე მდგომარეობაში დაგვახვედრეს როგორც სტრასბურგის დავა, ისე ჰააგის გამოძიება. ჩვენი სიმართლეები, ქართული სიმართლე მტკიცებას საჭიროებდა და მათ ამისთვის არაფერი ჰქონდათ გაკეთებული. კიდევ ერთი დავა ჰააგის სხვა სასამართლოში, საერთაშორისო სასამართლოში უკვე წაგებული დაგვხვდა. ჩვენ დაგვხვდა ორი რამ დარჩენილი, რაც ჩვენს მაგიდაზე იდო - სტრაბსურგი ომის საქმეზე და ჰააგაში დაწყებული გარკვეული ანალიზი. სტრასბურგის საქმეზე ხატოვნად რომ ვთქვა, სანთლით გვიწევდა მტკიცებულებების ძებნა იმიტომ, რომ საქმეში არაფერი იდო. თავიდან მოგვიწია ასეულობით მოწმის დაკითხვა არაერთი წლის შემდეგ და იცით, რომ საქმის წარმოებაში დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა დონეზე ღირსეულად წარვდექით. ასევე, მტკიცებულებები, მაგალითად სააკაშვილის ბრძანებას, რომელიც მაშინ მთავარსარდალი გახლდათ, რომ მან კონკრეტულ მომენტში ბრძანება გასცა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯარი კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანა, ამ ბრძანებას ჩვენი ჯარის სიმართლის მტკიცებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ მათ ეს დოკუმენტურად არ ჰქონდათ შენახული. შემდეგ ჩვენ დაგეშილები ვეძებდით დოკუმენტებს, რომლებიც მათ დაკარგეს, ან გააქრეს, ან არ თვლიდნენ საჭიროდ, რომ შეენახათ. შემდეგ, ჩვენ მივაკვლიეთ ამ ბრძანების ასლს და სხვადასხვა მტკიცებულების ერთობლიობით დავამტკიცეთ, რომ ქართული ჯარი ამა და ამ დროს კონფლიქტის ზონაში არ იმყოფებოდა და რაკი არ იმყოფებოდა, ვერც გამტყუნდებოდა. ამის პარალელურად გვესმოდა ჩვენი ყოვლად უსინდისო პრეზიდენტის, სააკაშვილის განცხადებები, რომ - წულუკიანი იბრძვის ჰააგაში, რომ ქართული ჯარი დაასჯევინოს და ა.შ. მან ყველაფერი იკადრა, რისი კადრებაც შეიძლება ადამიანმა ვერც კი წარმოიდგინოს, იმ ფონზე, როცა ჩვენ მის მიერ დაკარგულ დოკუმენტებს ვეძებდით, რომ ქართული ჯარის და ქართველი გლეხის, რომელიც საკუთარი საცხოვრისიდან განდევნა ოკუპანტმა, ამ ადამიანების ანუ საქართველოს სიმართლე დაგვემტკიცებინა“, - განაცხადა წულუკიანმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 11:01
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, შეძენის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით თბილისში, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს.
31 აგვისტო 2026, 11:00
სამართალი
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს
31 აგვისტო 2026, 10:59
პოლიტიკა
სომხეთი საქართველოდან ელექტროენერგიის შესაძლო იმპორტის საკითხს განიხილავს
სომხეთი რამდენიმე ქვეყნიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს. სომხური მედიის ცნობით. აღნიშნული განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე გააკეთა.
31 აგვისტო 2026, 10:43
მსოფლიო
BBC: ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 903-ს მიაღწია
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 903-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად ითვლება 4 200-ზე მეტი ადამიანი. ინფორმაციას BBC-ი ნეპალის ეროვნული კატასტროფების მართვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 10:32
რეგიონი
კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის 7.8 კმ-იანი (კმ51-კმ58) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
31 აგვისტო 2026, 10:24
რეგიონი
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს
სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერებში ღონისძიებებს ატარებს
31 აგვისტო 2026, 10:21
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით თავს დაესხნენ
ირანის არმიამ გამთენიისას დრონებით შეუტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ალ-მინჰადის ავიაბაზას. ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 10:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! - თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი „ქართული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით
საქართველოს შესახებ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ საქართველოშივე! აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ხართ საქართველოს მტრები! უკვე იმდენად ღია და დაუფარავია ქვეყნის არევასთან დაკავშირებული თქვენი ქმედებები, რომ თქვენივე მხარდამჭერების დიდი ნაწილიც კი აცნობიერებს, რომ საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ერთადერთი გარანტი ქართული ოცნებაა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.
31 აგვისტო 2026, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანის ხარკის კუნძული გაანადგურა, თუმცა, მტკიცებულებად ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ვიდეო დაურთო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ირანის ხარკის კუნძული ნანგრევებად აქციეს.
31 აგვისტო 2026, 10:06
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:56
რეგიონი
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა
ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.
31 აგვისტო 2026, 09:50
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს
ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.
31 აგვისტო 2026, 09:44
მსოფლიო
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.
31 აგვისტო 2026, 09:38
მსოფლიო
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს
ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 09:32
სპორტი
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან
2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
31 აგვისტო 2026, 09:28
რეგიონი
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.
31 აგვისტო 2026, 09:23
რეგიონი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.
31 აგვისტო 2026, 09:19
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა
ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
31 აგვისტო 2026, 09:10
რეგიონი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.


