imedi /  21 დეკემბერი 2022, 23:47 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, სხვა ლიდერების ძალისხმევით ამ მთავრობამ ომი და საბრძოლო მოქმედებები აიცილა თავიდან

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ჩვენ წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, სხვა ლიდერების ძალისხმევით ამ მთავრობამ ომი და საბრძოლო მოქმედებები აიცილა თავიდან. მათ [„ნაციონალური მოძრაობა“] ეს თავის დროზე ვერ აიცილეს თავიდან. ძალიან სწყინთ, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ აიცილეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებები მოწმობს იმას, რომ ქართველი მართალია

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და დამტკიცდა სიმართლე, რომ არა, საქართველოს არ დაუმობავს არავინ და საქართველო იყო თავდაცვით ომში. ამ სიმართლის დამტკიცებისთვის ვიბრძოდით ჩვენ ამდენი წელი, მაშინ, როდესაც ამ სიმართლის სამტკიცებლად სააკაშვილმა და მისმა უპასუხისმგებლო ბანდამ არაფერი დოკუმენტი არ დაგვიტოვა ხელმოსაჭიდი. რომ არ დაგვიტოვა, ეს რეალობაა და რომ არც ზრუნავდნენ ამისთვის, ამას მოწმობს მათ მიერ სხვა, მეორე ჰააგის სასამართლოში ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლამდე სრულიად სამარცხვინოდ წაგებული დავა რუსეთის წინააღმდეგ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ასეთი რამ ვთქვათ უკვე, რომ სტრასბურგის და ჰააგის გადაწყვეტილებები მოწმობს იმას, რომ ქართველი მართალია, პირველ რიგში ჯარისკაცი, მათ შორის პირველ რიგში ის, ვინც განიცადა ეთნიკური წმენდა და ვისაც აბრალებდნენ, რომ ის იყო აგრესორი, უმრავლესობაში იყავი ეთნიკურად, ჩვენ უმცირესობაში ვიყავით და იმიტომ დაგვჩაგრეო. სინამდვილეში ოკუპანტი სახელმწიფოს მანიპულაციების შედეგად და უპასუხისმგებლო ხელისუფალის ყოფნის პირობებში ჩვენ უფრო მეტი ტერიტორია გაგვიხდა ოკუპირებული, ვიდრე მანამდე იყო“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

თეა ახვლედიანი

31 აგვისტო 2026, 10:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისში გახსნა, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დედაქალაქთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში იმართება. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:56

რეგიონი

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა

ტყიბულში „ტყიბულქალაქობა“ და მეშახტის დღე აღინიშნა. სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა სივრცეში ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული და სამხატვრო გამოფენები, წიგნის ფესტივალი, საბავშვო და სპორტული აქტივობები გაიმართა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ვირტუალური რეალობის საშუალებით ტყიბულის ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინათ.

მარინ ლე პენი

31 აგვისტო 2026, 09:50

მსოფლიო

მარინ ლე პენი: ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს

ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე უარის თქმით ისლანდიელმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირის წევრობა ყველა ევროპული დემოკრატიის ბუნებრივ არჩევანს არ წარმოადგენს, - აცხადებს საფრანგეთის ეროვნული ერთობის პარტიის ლიდერი მარინ ლე პენი.

31 აგვისტო 2026, 09:44

მსოფლიო

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ისლანდიელი ხალხის არჩევანს პატივს სცემენ. კომისია მხედველობაში იღებს რეფერენდუმის შედეგებს და ისლანდიას კვლავ ევროკავშირის ახლო პარტნიორად განიხილავს.

31 აგვისტო 2026, 09:38

მსოფლიო

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს

ამერიკულმა ძალებმა ირანში ლარაკის კუნძულზე ორ სარაკეტო გამშვებ დანადგარს დაარტყეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

31 აგვისტო 2026, 09:32

სპორტი

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ჯვაროსნები“ სტუმრად დღეს პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში, ალექსანდრე ჯიკიჩის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

31 აგვისტო 2026, 09:28

რეგიონი

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა

ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ცენტრში ორგანიზაციების „მშვიდობის ელჩების" და „მრავალშვილიანი საქართველოს" ერთობლივი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციის მსვლელობისას 7 მრავალშვილიანი დედა დაჯილდოვდა აფხაზეთის 7 ქალაქიდან. ინიციატივა მიზნად ისახავს მრავალშვილიანი დედების ღვაწლისა და დამსახურების წარმოჩენას.

31 აგვისტო 2026, 09:23

რეგიონი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2026” საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. დღის განმავლობაში სადღესასწაულო სივრცეში სტუმრებს სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 აგვისტო 2026, 09:19

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ინიციატივაზე: 1800-მდე აბიტურიენტს მიეცემა საშუალება, თავიდან სცადონ უნივერსიტეტში, ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება. წლებია, მსგავსი გამონაკლისი არ დაშვებულა

ეს არის ერთჯერადი შეღავათი, რომელიც 1800-მდე აბიტურიენტს მისცემს საშუალებას, რომ თავიდან სცადონ უნივერსიტეტში ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაბარება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.

31 აგვისტო 2026, 09:10

რეგიონი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია - ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია, ხოლო ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.

31 აგვისტო 2026, 08:59

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა გაიმართება

დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. ხოლო საშემოდგომო სესია ხვალ 1 სექტემბერს გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება.

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.