imedi /  06 აგვისტო 2017, 20:34 / სანდო წყარო

ციხელაშვილი: საქმე გვაქვს დეფაქტო რუსიფიკაციასთან

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე პრობლემებისა და ქვეყნის ოკუპაციის შესახებ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში ილაპარაკა. 

მისი განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იზრდება და საქმე გვაქვს დეფაქტო რუსიფიკაციასთან.

"ჩვენ გვაქვს 20% მავთულხლართებით იზოლირებული ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც იზრდება რუსეთის გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ადგილი აქვს ინტენსიურ მილიტარიზაციას და დიდი სამხედრო სიმძლავრეების მშენებლობას. საზოგადოებებზე ზეწოლა ხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ხშირ შემთხვევაში სწორედ დეფაქტო რუსიფიკაციასთან საქმე და ეს იწვევს იქაური საზოგადოების უკმაყოფილებასაც. ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირად პროვოკაციებიც, რომელთა პრევენციაც სამწუხაროდ წლების განმავლობაში არ ხდება. ეს არის: უკანონო დაკავებები, ბანერების აღმართვა და ა.შ. შარშან სამჯერ მეტი ადამიანი არ გადმოუშვეს ოკუპირებული ცხინვალიდან საქართველოში. ალბათ, ამ ომის 9 წლის თავზე ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ვითარება არ შედის არც ქართველების, არც აფხაზების, არც ოსების ინტერესებში",- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისი თქმით, მავთულხალრთების მიზანია, რომ რუსეთმა შეინარჩუნოს გადაუჭრელი კონფლიქტი და ზეწოლა მოახდინოს საზოგადოებასა და ხელისუფლებაზე, იმ კურსზე, რაც ხელისუფლებას აქვს. 

"ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ პროვოკაციებს საშუალება, რომ მიაღწიოს ამ ამოცანებს, უნდა ვიყოთ ძალიან მტკიცე და თანმიმდევრული ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის გამყარებაში, რათა მეტი მიმზიდველობით დავუპირისპირდეთ ოკუპაციას და დავეხმაროთ ადგილზე მცხოვრებ ადამიანებს", - განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მცოვრებთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ხელისუფლება მუშაობს. ციხელაშვილის თქმით, ამ სოფლებში გაზიფიცრება წელს დასრულდა და 14 ათას აბონენტს სახლებში გაზი მიუვიდათ. 

"მოუგვრდათ საირიგაციო პრობლემაც - 19 ახალი ჭაბურღილი ავაშენეთ სოფლებში. ხვალ სრულდება ტენდერი, დამატებით კიდევ 17 ჭაბურღილზე , რაც ფაქტობრივად მთლიანად გამყოფი ხაზის მიმდებარედ წყლის პრობლემას ამოწურავს", - განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის აფხაზეთში 8 აგვისტოს დაგეგმილ ვიზიტს, მინისტრი ამბობს, რომ ეს რუსეთს ღია გზავნილი, რომელიც მისი ძალისმიერი პოლიტიკის გაგრძელებას შეეხება.

"ეს არის რუსეთის ღია გზავნილი და განაცხადი, რომ ის აგრძელებს ტერიტორიების ღია ოკუპაციას, რომ ის აძლიერებს კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ადგილობრივ საზოგადოებებზე. ჩვენ ვეუბნებით არა-ს ოკუპაციას", - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2026, 11:55

მსოფლიო

Politico: ტრამპს დრო ეწურება, რათა ირანის ომის რაციონალურობა ახსნას

გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მოუფიქრებია, თუ როგორ გაყიდოს ირანში სამხედრო კამპანიის დაწყება, ხოლო დრო სულ უფრო ნაკლები რჩება.

მახო გარსევანიშვილი

04 მარტი 2026, 11:54

საზოგადოება

მახო გარსევანიშვილი საამიროებიდან დაბრუნებაზე: ყოჩაღ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!

„დაძაბულობა იყო, რა თქმა უნდა, საკმაოდ. ვიყავით ჯგუფურად მეგობრები წასული, ფიტნეს ტური გვქონდა და მართლა შეგვეშინდა. მეორე რეისზე გამოგვივიდა [დაბრუნება] და მართლა ჩვენს სახელმწიფოს ყოჩაღ იმიტომ, რომ არცერთმა სახელმწიფომ ასეთი რაღაც ვერ გაუკეთა თავის ხალხს. ყოჩაღ ჩვენ!“, - აღნიშნა გარსევანიშვილმა.

04 მარტი 2026, 11:51

რეგიონი

სოფელ ანაგაში კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციის სამუშაოებს სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახორციელებს. ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

ისრაელ კაცი

04 მარტი 2026, 11:26

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: აიათოლა ალი ხამენეის ნებისმიერი შემცვლელი მიზანში იქნება ამოღებული

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ირანული რეჟიმი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის ნაცვლად დანიშნავს, მიზანში იქნება ამოღებული ლიკვიდაციის მიზნით.

04 მარტი 2026, 11:21

სამართალი

მდინარე მტკვარზე ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მდინარე მტკვარზე უკანონო თევზჭერის ფაქტები გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

04 მარტი 2026, 11:19

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტზე და აღვნიშნეთ, რომ ტრამპის მარშრუტის განხორციელებას მივესალმებით

გვქონდა საუბარი შუა დერეფნის განვითარების საკითხებზე, მათ შორის ტრამპის მარშრუტის საკითხზე და აღვნიშნეთ, რომ ჩვენ მივესალმებით ტრამპის მარშრუტის განხორციელებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ეს არ არის ალტერნატივა შუა დერეფნის და საქართველოს მარშრუტისთვის, პირიქით ეს არის შემავსებელი ფაქტორი, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით.

04 მარტი 2026, 11:16

საზოგადოება

ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსული მოქალაქე: ღამით ირთვებოდა „ალარმი“ და გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა „საქართველოს ავიახაზებს“, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე

ხანდახან გვესმოდა რაღაც ხმები, რომელიც გვაშინებდა. ღამით ირთვებოდა ალარმი და არ იყო ეს სასიამოვნო, გვეშინოდა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ავიახაზებს, რომ ჩამოგვიყვანა აქამდე. უღრმესი მადლობა, - განაცხადა ომანიდან თბილისში მთავრობის მიერ სპეციალური რეისით ჩამოსულმა საქართველოს მოქალაქემ, ნინო კვაშალმა.

04 მარტი 2026, 11:14

საზოგადოება

გიორგი გოგშელიძე: ჩვენი მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე და მართლა დასაფასებელია

გიორგი გოგშელიძე, რომელიც დღეს დილას ომანიდან სამშობლოში დაბრუნდა, მედიასთან ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც იზრუნა თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე.

04 მარტი 2026, 11:14

ტაბლოიდი

როგორი იყო „სისხლიანი მთვარე“🌕ფოტოგალერეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფოტოგრაფებმა „სისხლიანი მთვარე“ დააფიქსირეს - მთვარის დაბნელება, რა დროსაც დედამიწის ერთადერთი თანამგზავრი ცაზე წითლად ჩანს.

დონალდ ტრამპი

04 მარტი 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკელების ევაკუაციის გეგმა არ არსებობდა, რადგან ისრაელისა და ამერიკის ერთობლივი დარტყმა ირანზე „ძალიან სწრაფად მოხდა“. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

გოგა ხაინდრავა

04 მარტი 2026, 10:50

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომ საქართველოში არალეგალურად ფუნქციონირებს ტერორისტების სკოლა: ასეთს რას გიხდიან?! როგორ უნდა გძულდეს სამშობლო, რომ ამ მსოფლიო არმაგედონის ჟამს ესე გაწირო შენი ხალხი!

კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა, ოპოზიციონერ თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

04 მარტი 2026, 10:48

საზოგადოება

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

04 მარტი 2026, 10:37

მსოფლიო

მექსიკელი ნარკობარონი ელ მენჩო ოქროს კუბოთი დაკრძალეს

ნარკოკარტელ „ხალისკოს ახალი თაობის“ ლიკვიდირებული ხელმძღვანელის, რუბენ ოსეგერა სერვანტესის (ელ მენჩოს) ნეშტი ხალისკოს შტატის მუნიციპალიტეტ საპოპანის სასაფლაოზე ოქროს კუბოთი მიასვენეს.

04 მარტი 2026, 10:34

საზოგადოება

ეროვნული ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა

ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის სქელმა საფარმა, ეროვნული ბოტანიკური ბაღის მრავალწლიან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ზიანი გამოიწვია. დიდთოვლობამ მძიმე გავლენა მოახდინა, როგორც უნიკალურ ხე-მცენარეთა კოლექციებზე, ისე მნიშვნელოვან ექსპონატებზე. დაზიანებულია იშვიათი მერქნიანი მცენარეების გამორჩეული ეგზემპლარები, რაც ბაღის ეკოსისტემისთვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებული მდგომარეობა სპეციალისტების შეფასებით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და ხანგრძლივ აღდგენით პროცესს საჭიროებს.

04 მარტი 2026, 10:30

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1987 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

04 მარტი 2026, 10:29

სამართალი

აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 1976 წელს დაბადებული თ.ზ. ზუგდიდში დააკავეს.

04 მარტი 2026, 10:28

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1963 წელს დაბადებული ვ.ი. დააკავეს.

დავით ქართველიშვილი

04 მარტი 2026, 10:20

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ალი ხამენეის ვაჟის დანიშვნა ირანის ახალ სულიერ ლიდერად - ტრიუმფი კი არა, ირანის ხელისუფლების თეოკრატიული შტოს სისუსტის სიმპტომია

მოკლული აიათოლა ათწლეულების განმავლობაში ამაგრებდა სისტემას პირადი ავტორიტეტით, რევოლუციური ბიოგრაფიითა და საზოგადოებაზე რეალური გავლენით, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ალი ხამენეის ვაჟის ირანის ახალ სულიერ ლიდერად დანიშვნის ფაქტს ეხმიანება.

04 მარტი 2026, 10:18

კულტურა

Warner Bros.-ი „სამეფო კარის თამაშების“ მოტივებზე ფილმს გადაიღებს

ფილმი მიეძღვნება ეიგონ I ტარგარიენს, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „დამპყრობელი“. მოქმედება ორიგინალი სერიალის მოვლენებამდე დაახლოებით 300 წლით ადრე განვითარდება და მოგვითხრობს, თუ როგორ გააერთიანეს ეიგონმა და მისმა დებმა შვიდი სამეფო.

04 მარტი 2026, 10:17

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ირანელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე სრული კონტროლი დაამყარეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.