დმიტრო კულება: მოვიდა დრო უკან მოვიტოვოთ მიდგომა, როდესაც ევროკავშირი ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის პრიზმაში განიხილავს
დმიტრო კულება
ფოტო: Reuters
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ სამი მთავარი მოლოდინი დაასახელა, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიმართ აქვს.
„პირველი - უნდა მოხდეს მკაფიო, ამბიციური განაცხადი ევროკავშირის მხრიდან სტრატეგიულ მიზნებზე და ეს არის ორგანიზაციის თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან. მეორე - ასოცირებული ტრიოს და პრინციპის „მეტი მეტისთვის“ აღიარება. მესამე - მოვიდა დრო უკან მოვიტოვოთ მიდგომა, როდესაც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს, ევროკავშირი ან მისი წევრების ნაწილი რუსეთთან ურთიერთობის პრიზმაში განიხილავს. ჩვენ ვართ სამი დამოუკიდებელი სახელმწიფო. გვსურს ევროკავშირში ინტეგრაცია და ვატარებთ რეფორმებს“, - განაცხადა კულებამ.
დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება.
ყველა სიახლე
22 ივნისი 2026, 15:58
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და აჭარაში სამაცივრე მეურნეობები შეამოწმა
აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს "კს.ც"-ის (ს/კ 445543920) კუთვნილ 3 სხვადასხვა ლოკაციაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. განთიადში (მე-20 ქუჩა) დარღვევა არ დაფიქსირებულა. ობიექტში დაცული იყო სურსათის ეტიკეტირებისა და სარეალიზაციო ვადები; ვადაგასული სურსათი გამოვლინდა ქობულეთის რაიონის სოფ. გორგაძეებში (მიდია 125 კგ) და ქ. ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქ N 16 ა-ში (კრევეტები მოხარშული და გაყინული ნაჭუჭში 3780 კგ და ზღვის პროდუქტების ნაზავი -16 კგ). ვადაგასული სურსათი დაილუქა და განადგურდება კანონმდებლობის შესაბამისად.
22 ივნისი 2026, 15:57
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები - მისასალმებელი ტენდენციაა, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ
ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ, - წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
22 ივნისი 2026, 15:47
საზოგადოება
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
სემეკის მიერ დაფუძნებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე წელს ექვსი სასწავლო კურსი განხორციელდა. სასწავლო პროგრამებში მონაწილეობას იღებდნენ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებადი კომპანიების წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები, სემეკის თანამშრომლები, ასევე ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული სხვა პირები.
22 ივნისი 2026, 15:41
პოლიტიკა
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ მოისმინეს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა წარადგინა.
22 ივნისი 2026, 15:22
სამართალი
პროკურატურამ თაღლითური გზით თანხის დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ჩასარიცხ აპარატში ყალბი კუპიურების მოთავსებით, დაზარალებულების კუთვნილი თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
22 ივნისი 2026, 14:44
მსოფლიო
უკრაინამ ვორონეჟში მიკროსქემებისა და ნახევარგამტარების ქარხანას დაარტყა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ადგილობრივმა გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა საოლქო ცენტრის თავზე „რამდენიმე მაღალსიჩქარიანი საჰაერო მიზანი“ ჩამოაგდეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა „ვორონეჟის ერთ-ერთი საწარმოს საწარმოო ობიექტები“, რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადი და ავტომობილები, დასძინა ჩინოვნიკმა. დაშავდა სამი ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
22 ივნისი 2026, 14:43
ეკონომიკა
Google-მა საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა
Google-მა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით, საქართველოში Google Street View ოფიციალურად წარადგინა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
22 ივნისი 2026, 14:39
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს წარდგება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით 26 ივნისს მიმართავს. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
22 ივნისი 2026, 14:30
მსოფლიო
ზელენსკიმ ნავროცკი უკრაინელების მიმართ სიძულვილის გაღვივებაში დაადანაშაულა
„არ შეიძლება ჩვენ და პოლონელები არ ვიყოთ პარტნიორები ან მეგობრები, იმიტომ რომ მეზობლები ვართ. თუ პარტნიორი და მეგობარი არ ხარ, აბა ვინ ხარ? შემდეგ ეს, წლებისა და ათწლეულების განმავლობაში, გადადის იმაში, რაც ჩვენ რუსებთან გვაქვს - უპატივცემულობაში, აგრესიასა და საზოგადოების რადიკალიზაციაში. იმაში, რასაც ორბანი აკეთებდა, რომელიც სამხედროებს ჩვენს საზღვართან, თავის საზღვარზე აყენებდა. რისთვის იყო საჭირო ეს სიგნალები? ეს არის პოლიტიკური ბრძოლა, რომელიც შეიძლება ცუდად დასრულდეს. ძალიან ცუდი ესკალაციით. მე მიმაჩნია, რომ სიძულვილზე პოლიტიკური დივიდენდების დაგროვება არ შეიძლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
22 ივნისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ლანა მორგოშია: საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც საქართველომ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია
საჯარო სერვისების გაერო-ს ფორუმის ღონისძიების საქართველოში ჩატარება უკვე ძალიან დიდი აღიარებაა იმ წარმატებისა და შედეგების, რასაც ჩვენმა ქვეყანამ და ხელისუფლებამ წლების განმავლობაში მიაღწია საჯარო მმართველობის, ზოგადად, საჯარო ადმინისტრირებისა და საჯარო სერვისების მიწოდებისა თუ ამ მიწოდების არხების განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
22 ივნისი 2026, 14:23
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და სლოვაკეთის ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.
22 ივნისი 2026, 14:17
ჯანდაცვა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 2022 წლის 15 ნოემბრის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმების „N1 ცვლილება“ განიხილეს, რომელიც ჩარჩო შეთანხმების ვადის 9 თვით გახანგრძლივებას ითვალისწინებს.
22 ივნისი 2026, 14:15
საზოგადოება
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის რამდენიმე რაიონში, უსახელო ქუჩებს, საომარ მოქმედებებში დაღუპულ გმირ მებრძოლთა სახელები მიენიჭა.
22 ივნისი 2026, 14:14
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკის ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებას
Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 14:12
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: მილიონობით ადამიანს დღეიდან საშუალება ექნება, საქართველოს ქალაქები და ხედები ვირტუალურად ნახოს იმ მაღალი ხარისხის გარჩევადობით და გადაღებით, რასაც Google Street View სთავაზობს მსოფლიოს მოსახლეობას
Google Street View საქართველოში ოფიციალურად იწყებს ოპერირებას. პროექტის გახსნით ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადები, Google Street View ოპერირება ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.
22 ივნისი 2026, 14:10
პოლიტიკა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში მოისმინა.
22 ივნისი 2026, 14:10
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა. მან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა სახელმწიფო მინისტრის მიმართ. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადდა, თუმცა კომენტარის ავთენტიკურობა დაადასტურა და შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს.
22 ივნისი 2026, 14:08
სამართალი
მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი: პრეზიდენტის სასახლეს ღობე საერთოდ რომც არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს
ღობე საერთოდ რომ არ ჰქონოდა, არავის აქვს უფლება სტრატეგიული ობიექტის ტერიტორია გადაკვეთოს, - განაცხადა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე, 4 ოქტომბრის საქმის განაჩენის გამოცხადებამდე,
22 ივნისი 2026, 14:08
საზოგადოება
ComCom-მა სატელეკომუნიკაციო დარგებში ავტორიზებული კომპანიებისთვის კალენდარი შექმნა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომისა და მაუწყებლობის სექტორებში ავტორიზებული პირებისთვის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების შესავსები კალენდარი შეიმუშავა, რომელიც ComCom-ის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. ახალი ინსტრუმენტი ყველა ავტორიზებულ, თუ ლიცენზირებულ პირს მისცემს დამატებით შესაძლებლობას აკონტროლონ ფორმების შესავსები ვადები, იმისთვის, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები კომპანიებმა დროულად შეასრულონ.
22 ივნისი 2026, 14:07
მსოფლიო
Politico: კოშტას მოსკოვთან კონტაქტის აღდგენის მცდელობამ ევროკავშირის ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია
გამოცემა წერს, რომ საჯაროდ ლიდერები კოშტას დასაცავად რიგში ჩადგნენ. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ რუსეთთან კონტაქტი „გასაგები“ იყო, ხოლო ბელგიელმა ბარტ დე ვევერმა ეს „სრულიად ნორმალურ“ მოვლენად შეაფასა და კამერების წინ კოშტასთან იხუმრა კიდეც, ევროკავშირმა ის მოსკოვში პირადად უნდა გაგზავნოსო.


