მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: თქვენ რომ გმირად გინდათ გამოიყვანოთ, რეალურად ის არის თანამედროვეობის ანტიგმირი
მამუკა მდინარაძე
ფოტო: Facebook
იმ ყველაფრის მიუხედავად, რაც სააკაშვილმა თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში აკეთა, თქვენ რომ გმირად გინდათ გამოიყვანოთ, რეალურად ის არის თანამედროვეობის ანტიგმირი - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანი რომ იყოს, ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.
„ყველა ვთანხმდებით ერთ მთავარ მორალურ პრინციპზე, რაც არ უნდა დამნაშავე იყოს და ჩვენ ვიცით, რომ მის მიმართ განაჩენიც დამდგარია, სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებული აქვთ და სტრასბურგი იტყვის საბოლოო სიტყვას მის განაჩენებთან დაკავშირებით, პიჯაკების საქმედ რომ ნათლავთ, იქ რვა მილიონის საქმეა. ბოტოქსებზე, სიგამხდრის პროცედურებზეა და უამრავ ისეთ რაღაცაზეა ლაპარაკი, რაც არანაირ მორალში არ ჯდება გარდა იმისა, რომ დანაშაულია. ამ ყველაფრის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რაც ამ ადამიანმა აკეთა თავისი მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში, თქვენ რომ გმირად გინდათ გამოიყვანოთ, რეალურად ის არის თანამედროვეობის ანტიგმირი. ამ ყველაფრის მიუხედავად, სახელმწიფო კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანი რომ იყოს, ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. არაადამიანი არავინაა, რომ ვიღაცის გარდაცვალება მოუნდეს და ამაზე არათუ ილაპარაკოს, იფიქროს. მეორე მხარეა სამართლებრივი და ამ სამართლებრივთან ერთად, ვალდებულება უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, რასაც სახელმწიფო ზედმიწევნით შეასრულებს და ასრულებს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა იმ პროდუქტების ამსახველი ფოტომასალა, რომლებითაც პატიმარი სააკაშვილი იკვებებოდა.
მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და შიმშილობის შეწყვეტა მოსთხოვა.
მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შესაწყვეტად გარკვეულ პირობებს აყენებს.
ყველა სიახლე
26 თებერვალი 2026, 09:53
მსოფლიო
ილონ მასკი ბრიტანეთში გაუპატიურების 70 000 შემთხვევის უნგრეთის მაჩვენებელთან შედარებაზე: დიდი განსხვავებაა
დიდი განახვავებაა, - ასე აფასებს ამერიკელი მილიარდერი, ილონ მასკი, უნგრეთსა და დიდ ბრიტანეთში გაუპატიურების მაჩვენებლებს შორის სხვაობას.
26 თებერვალი 2026, 09:48
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტში გამართულ მოსმენაზე: ცირკი გრძელდება და მათთვისვე არის ეს კონტრპროდუქტიული, ვინაიდან აბსოლუტურად კნინდება ეს ინსტიტუტი ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის თვალში
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის მოსმენა შეაფასა. მისი თქმით, ანგარიშიც ავტორი - რასა იუკნევიჩიანე ქართველების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.
26 თებერვალი 2026, 09:31
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 თებერვალს საქართველოში
26 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 და ღამით +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
26 თებერვალი 2026, 09:19
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთს ვერ და არ შეუძლია ჩვენი ოკუპაცია. მათ ვერ გაიმარჯვეს, ხოლო ჩვენთვის ეს გამარჯვებაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ოკუპაცია, შესაბამისად მოსკოვი დამარცხდა, ხოლო კიევმა გაიმარჯვა.
26 თებერვალი 2026, 09:14
საზოგადოება
ახალგაზრდობის სააგენტო დაგეგმილი პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს
ახალგაზრდობის სააგენტოს საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანია საქართველოს ყველა რეგიონში სააგენტოს გუნდის სტუმრობა და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, გრძელდება.
26 თებერვალი 2026, 09:02
მსოფლიო
რუსეთმა გვიან ღამით უკრაინული ქალაქები დაბომბა. არიან დაშავებულები
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით უკრაინა დრონებითა და რაკეტებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 08:59
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის არა სანქცია, არამედ პირდაპირი თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, თავისუფალ მედიაზე.
26 თებერვალი 2026, 08:54
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.
26 თებერვალი 2026, 08:45
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ დასანქცირებაზე: ეს არ არის სანქცია, ეს არის პირდაპირ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა. „იმედს“ არაერთი თავდასხმა გადაუტანია
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეაფასა. მისი თქმით, ეს არის თავისუფალ მედიაზე თავდასხმა.
26 თებერვალი 2026, 08:30
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის ელჩს ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ელოდებიან
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ელჩისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რა იყო ქართულ თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საფუძველი. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, როდესაც ამ თემაზეა საუბარი, მას ძალიან მტკიცე სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. ქვეყნის პირველი დიპლომატის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზას, იმედსა და პოსტივიზე თავდასხმაში ხედავს.
26 თებერვალი 2026, 08:25
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას
ცინიკურია, როგორ შეიძლება, ამას სერიოზულად შევხედოთ, რომ დასავლეთი, ამ შემთხვევაში დიდი ბრიტანეთი რუსეთზე გამარჯვების გზად ხედავს ორი ქართული ტელევიზიის დასანქცირებას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2“-ის ეთერში.
26 თებერვალი 2026, 08:16
სპორტი
სპორტის მინისტრმა MMA-ის ცნობილ ქართველ მებრძოლებთან, ალექსანდრე თოფურიასა და გურამ ქუთათელაძესთან შეხვედრა გამართა
მინისტრმა მათ ქართული სპორტის საზღვრებს გარეთ პოპულარიზაციისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ ასპარეზობებში წარმატება უსურვა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში MMA-ის განვითარების პერსპექტივებსა და თბილისში UFC-ის ღონისძიების ჩატარების მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.
26 თებერვალი 2026, 08:14
საზოგადოება
„საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა“ და „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
მხარეები თანხმდებიან, ხელი შეუწყონ იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ასევე, სხვა საჯარო და კერძო დაწესებულებების თანამშრომელთათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და უწყებათაშორისი კონფერენციების ჩატარებას.
26 თებერვალი 2026, 08:05
კულტურა
გივი მიქანაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას განათლების სისტემის რეფორმების ძირითადი მიმართულებები და განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სასკოლო ფორმებს, სახელმძღვანელოებისა და პროგრამების განახლებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
26 თებერვალი 2026, 08:00
საზოგადოება
ნალექი, ქარი, შტორმი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში - თოვა, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. 27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:16
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს
უკრაინელი მაღალჩინოსნისა და სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმირებული კიდევ ორი წყაროს ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ რუსეთთან ომის რაც შეიძლება მალე დასრულების მიღწევა სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 03:01
მსოფლიო
ვენსის განცხადებით, აშშ-მა იხილა მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის აღდგენას ცდილობს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აცხადებს, რომ აშშ ხედავს მტკიცებულებებს, რომ ირანი ბირთვული პროგრამის აღდგენას ცდილობს მას შემდეგ, რაც ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები განხორციელდა.
26 თებერვალი 2026, 02:52
მსოფლიო
CNN: კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს
კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
26 თებერვალი 2026, 02:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: პრეზიდენტი მაქსიმალურად მკაფიო იყო - ირანს არ შეიძლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზნები ირანის მიმართ, რეგიონში სამხედრო ძალების მასშტაბური ზრდის ფონზე, „ძალიან ნათელია“, - განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა - ქვეყანა არ უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
26 თებერვალი 2026, 01:21
მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთის აქტივების კონფისკაციის თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა
უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფაზე უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, ევროკავშირი არ დაუბრუნდება კიევის მხარდაჭერის სხვა ვარიანტის განხილვას, რომელიც რუსული გაყინული აქტივების გამოყენებას გულისხმობს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.


