თეა ახვლედიანი: სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკა ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე
თეა ახვლედიანი
ფოტო: არქივი
სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ჭრილში განიხილება და ორიენტირებულია თანაბარუფლებიანი და დემოკრატიული საზოგადოების განმტკიცებაზე, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილებისა, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობები, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი კულტურულად და ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყნის მოსახლეობას ჰარმონიული თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. სახელმწიფო ითვალისწინებს ამ უნიკალურ გამოცდილებას და თანასწორობის პრინციპებზე, ისევე როგორც საერთო ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებით, აძლიერებს მას პოლიტიკის ფარგლებში, რომლის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია.
გასული წელი უმნიშვნელოვანესი იყო აღნიშნული პოლიტიკის შეფასების თვალსაზრისით და წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ პერიოდს განახლებული სტრატეგიული ხედვის ფორმირებისთვის. ჩვენ დიდი დრო და ძალისხმევა მოვახმარეთ ახალი, ათწლიანი პოლიტიკის და შესაბამისი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს, რომელიც ღია და ინკლუზიური მიდგომით წარიმართა: კერძოდ, უზრუნველყოფილი იყო შესაბამისი დარგობრივი უწყებების, პარლამენტის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლების, დამოუკიდებელი ექსპერტების, სახალხო დამცველის აპარატისა და მასთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს მონაწილეობა. ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ჰქონდა შესაძლებლობა წარმოედგინა საკუთარი ხედვა და მოსაზრებები. აღსანიშნავია, რომ სტრატეგიის საერთაშორისო ექსპერტიზა უზრუნველყო და მაღალი შეფასება მისცა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესმა კომისარმა, რომლითაც დადასტურდა შემუშავებული დოკუმენტის შესაბამისობა საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, გასული წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს შორის, ასევე, გამოვყოფდი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში პანდემიით შექმნილ გამოწვევებზე დროული რეაგირების მიზნით გამართულ საინფორმაციო და სოციალური დახმარების აქტივობებს. ამასთან, ყველა რეგიონში გაიმართა სახელმწიფო მინისტრის და აპარატის წარმომადგენელთა ვიზიტები და ადგილობრივ მოსახლეობასთან მრავალი შეხვედრა, რომელთა ძირითად მიზანს, პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის ახალი სტრატეგიული ხედვების განხილვა წარმოადგენდა.
ჩატარებული საქმიანობის შედეგად, სტრატეგიის შეფასების პროცესმა, რომელიც ეყრდნობოდა, მათ შორის, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის დასკვნებს, გამოავლინა როგორც მიღწეული ხელშესახები შედეგები, ასევე რიგი გამოწვევები.
მიღწევების თვალსაზრისით, პირველ რიგში, ხაზგასასმელია პოლიტიკის განსახორციელებლად დანერგილი უნიკალური ინსტრუმენტები, რომელიც საერთაშორისო შეფასებებში განხილულია როგორც სამაგალითო პრაქტიკა. მათ შორისაა:
- სკოლამდელი და ზოგადი განათლების მშობლიურ ენაზე უზრუნველყოფა მსხვილი ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებისთვის;
- სახელმწიფო ენის სწავლების უფასო პროგრამები ნებისმიერი მსურველისთვის;
- მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების მშობლიური ენების სწავლება სკოლებში - როგორიცაა: ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური;
- უმაღლესი განათლების გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა;
- საჯარო სამსახურში სპეციალური სტაჟირების პროგრამა;
- ეთნიკური უმცირესობების საკონსულტაციო საბჭოები სამხარეო ადმინისტრაციებში;
- მშობლიურ-ენოვანი მედიის ხელმისაწვდომობა;
- კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა;
- მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიები და პროგრამები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
სწორედ აღნიშნული მექანიზმების საშუალებით გახდა შესაძლებელი წარმატებული შედეგების მიღწევა, რომელთა თაობაზე, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით, მოკლედ მოგახსენებთ:
- მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა, რაც აისახა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სამოქალაქო აქტიურობის გაზრდასა და საარჩევნო პროცესში მონაწილეობაში.
- სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით გაფართოვდა ბენეფიციართა სეგმენტი და შეიქმნა ფართო შესაძლებლობები ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის; შედეგად, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 4000-ზე მეტმა ზრდასრულმა პირმა გაიუმჯობესა ქართული ენის კომპეტენცია - ეს იმ პირობებში, როდესაც პანდემიის გათვალისწინებით სასწავლო კურსები, ძირითადად, დისტანციურად მიმდინარეობდა.
- მნიშვნელოვნად ამაღლდა უმაღლესი განათლების მიღების საშეღავათო პოლიტიკის ინსტრუმენტის „1+4 პროგრამის“ პოპულარობა, რაზეც მეტყველებს დაინტერესებული აბიტურიენტების რაოდენობის ზრდის დინამიკა; მხოლოდ წელს ამ პროგრამაზე 1340-მდე სტუდენტი ჩაირიცხა, რაც პროგრამის საწყის მაჩვენებელზე 5-ჯერ მეტია.
- პროფესიული განათლება ხელმისაწვდომი გახდა არაქართულენოვანი ახალგაზრდებისთვის პროფესიულ კოლეჯებში ქართული ენის მოსამზადებელი კურსის ამოქმედების შედეგად, რომელშიც პირველივე წელს უკვე 223 სტუდენტი ჩაერთო.
- პანდემიის მიუხედავად, გაგრძელდა კულტურული მრავალფეროვნების მხარდაჭერა სახელმწიფოს მიერ, არაქართულენოვანი ბეჭდვითი მედიის, სომხური და აზერბაიჯანული თეატრების, მუზეუმების, გამოცემებისა და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაფინანსების გზით“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 13:00
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი დავით ზურაბიშვილზე: ამ ჭორიკანა ცილისმწამებელ ცვედანთან ბიძინაც მართალია და მიშაც - გავლენა მაქვს ყოველთვის და ყველგან, საბავშვო ბაღიდან მოყოლებული - ზურაბიშვილად არ დავბადებულვარ და იმიტომ
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, დავით ზურაბიშვილის მიერ დაწერილ კომენტარს ეხმიანება, რომლის თანხმად, „არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“.
27 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: არაფორმალურ დონეზე ჩერგოლეიშვილის ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“. ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში
„არაფორმალურ დონეზე მისი ძალაუფლება იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მინისტრთა კაბინეტის აბსოლუტური უმრავლესობის. ხანდახან თვითონაც წამოსცდება ხოლმე უნებურად, ვთქვათ იტყვის: „შევედი მიშასთან და ვუთხარი“ (ამ დროს „მიშასთან შესვლა“ ბარე ორ მინისტრს ან დეპუტატს არ შეეძლო წინასწარი შეთანხმების გარეშე), ან „გიგის დავურეკე და გამოვართვი ავტობუსები“, (გეცადათ აბა თბილისის მერისთვის ტრანსპორტის გამორთმევა) და ა. შ. თამარა იყო მმართველი ძალის ერთ-ერთი ტოპ-ფიგურა და არა უბრალოდ პროსახელისუფლო ჟურნალისტი ან აქტივისტი. სხვათა შორის, ბოკერიას ცოლობა აქ არაფერ შუაშია. მიშას მასზე ყოველთვის ძალიან მაღალი წარმოდგენა ჰქონდა. ეს ახლა აბოლებს ახალგაზრდებს, თითქოს ერთი ფრილანსერი იდეალისტი იყო წარსულში“, - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
27 აგვისტო 2026, 12:48
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: თევზის იმპორტის ზრდის ფონზე სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას აძლიერებს
აკვაკულტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას ახორციელებს. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ითვალისწინებს როგორც არსებული მტკნარი წყლის აკვაკულტურისა და მარიკულტურის მეურნეობების გაფართოებისა და მოდერნიზების, ისე ახალი მეურნეობების მოწყობის თანადაფინანსებას, - აღნიშნულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
27 აგვისტო 2026, 12:43
მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 12:32
მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
27 აგვისტო 2026, 12:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.
27 აგვისტო 2026, 12:06
საზოგადოება
მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:49
საზოგადოება
ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 11:49
კულტურა
„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.
27 აგვისტო 2026, 11:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:42
ტაბლოიდი
ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅
ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.
27 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
27 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად
კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.
27 აგვისტო 2026, 11:28
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
27 აგვისტო 2026, 11:23
კულტურა
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄
გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.
27 აგვისტო 2026, 11:18
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:11
სამართალი
პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.


