IMEDI /  20 ნოემბერი 2021, 21:07 / სანდო წყარო

ვიქტორ ყიფიანი: როგორც მისი ადვოკატი ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოშია

ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

ვადასტურებ, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში იმყოფება. მისი დავა და სასამართლო პროცესი მნიშვნელოვანია რიგი მიზეზების გამო. ამ დავის ფიგურანტი, მოსარჩელის სტატუსით, არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც წონადი ფიგურაა ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ეს არის ერთ-ერთი გარემოება, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მან ბერმუდის სასამართლოში განხილული საჩივრის შესახებ ისაუბრა.

„ეს დავა მნიშვნელოვანია არ მხოლოდ მისი სირთულისა და კომპლექსურობის გამო, არამედ იმ უპრეცედენტობის მაღალი ხარისხის გამოც, რაც მას ახასიათებს. ეს უპრეცედენტობა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ პირველად წავაწყდით ამ დავის შემთხვევაში უმაგალითო შემთხვევას, როგორ შეიძლება მსოფლიოში აღიარებულმა საფინანსო ინსტიტუტმა ბოროტად გამოიყენოს კლიენტის მისდამი გამოცხადებული უპირობო ნდობა. ეს არის სამაგალითო და უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის ანალოგი მსოფლიო პრაქტიკაში ალბათ იშვიათად მოიპოვება. მესამე ფაქტორი არის ის, რომ გარდა ამ დავის საერთაშორისო მედიაში უკვე მიმდინარე გაშუქებისა, ქართულ სივრცეში დღეს არსებული მასალით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვიმსჯელოთ, რომ ამ დავის დეტალები, ამ დავის მიმდინარეობა მაღალი ალბათობით გამოყენებული იქნება არაკეთილსინდისიერი პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნისთვის“, - აღნიშნა ყიფიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, Credit Suisse-ს ოთხი წლის წინ უჩივლა. მან ბანკის დაზღვევის პროდუქტებში $755 მილიონის მოცულობის დეპოზიტი განათავსა. 2015 წელს ივანიშვილმა აღმოაჩინა, რომ სადაზღვევო სქემიდან პატრიკ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო, $400 მილიონი გაქრა.

ყველა სიახლე

27 ნოემბერი 2021, 08:40

მსოფლიო

კოსოვოში ახალგაზრდა კაცმა სკოლის ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა და სამი ადამიანი მოკლა

გამოცემა Kurir-ის ცნობით, ახალგაზრდა კაცი სკოლის ავტობუსში გოგონებს ავიწროებდა, რის გამოც მძღოლმა ის ავტობუსიდან ჩამოსვლა. ახალგაზრდამ აიღო ავტომატი, დაელოდა, როდის ჩამოივლიდა ავტობუსი საპირისპირო მიმართულებით, და ცეცხლი გახსნა.

ენტონი ბლინკენი

27 ნოემბერი 2021, 08:20

პოლიტიკა

ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს

მომდევნო კვირაში დაგეგმილ ნატოსა და ეუთოს მინისტერიალებზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე საუბარს გეგმავს. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა განაცხადა.

27 ნოემბერი 2021, 08:10

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ხანმოკლე წვიმაა ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი.

27 ნოემბერი 2021, 00:50

ტაბლოიდი

ლუქსორში რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. ფოტოგალერეა

ეგვიპტის ქალაქ ლუქსორში არქეოლოგიური გათხრებისა და რეკონსტრუქციის შემდეგ სფინქსების ხეივანი გაიხსნა. NBC News-ის ცნობით, 3000-წლიანი ისტორიის მქონე ხეივანს ადრე „ღმერთის გზა“ ეწოდებოდა და მასზე ფარაონების პროცესიები იმართებოდა.

ჯარედ ლეტო

27 ნოემბერი 2021, 00:40

ტაბლოიდი

ჯარედ ლეტო ამბობს, რომ Thirty Seconds To Mars-მა ლოკდაუნის დროს 200 ახალი სიმღერა დაწერა

ჯარედ ლეტომ განაცხადა, რომ Thirty Seconds To Mars-მა ​​მომავალი ალბომისთვის დაახლოებით 200 ახალი სიმღერა დაწერა. მუსიკოსი NME-ს ასევე ესაუბრა რიდლი სკოტის ახალ ფილმზე „გუჩის სახლი“, რომელშიც ის პაოლო გუჩის როლს ასრულებს ლედი გაგასთან, ადამ დრაივერთან და ხსვებთან ერთად.

ჯო ბაიდენი

27 ნოემბერი 2021, 00:35

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება მანამ, სანამ გლობალურ ვაქცინაციას არ ჩავატარებთ.

სტივ ვერზი

27 ნოემბერი 2021, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანელ კაცს 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი ჩაუსვეს 👁️

ლონდონის მკვიდრი სტივ ვერზი გახდა ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელსაც 3D-პრინტერზე დაბეჭდილი თვალი წარმატებით ჩაუსვეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

27 ნოემბერი 2021, 00:12

ტაბლოიდი

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა 🚗

გერმანიაში კაცი მართვის მოწმობის გამოცდაზე ავტომობილით მივიდა. ამის შესახებ Associated Press-ი წერს.

26 ნოემბერი 2021, 23:56

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

26 ნოემბერი 2021, 23:40

COVID19

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ

კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის გავრცელების გამო, ევროკავშირის სახელმწიფოები შეთანხმდნენ, სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა შეაჩერონ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დმიტრი გორდონი

26 ნოემბერი 2021, 23:19

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო

ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის ისე ეშინიათ, რომ დმიტრი გორდონი პირდაპირ შარვლიდან ხტება და ამბობს, რომ კენჭი არ უნდა ვიყარო, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

26 ნოემბერი 2021, 22:46

ეკონომიკა

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს.

26 ნოემბერი 2021, 22:45

COVID19

„ომიკრონი“ - ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია - „ომიკრონი“. „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

ილჰამ ალიევი ვლადიმერ პუტინი ნიკოლ ფაშინიანი

26 ნოემბერი 2021, 22:21

მსოფლიო

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება მიიღეს.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა

ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ პატარა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეჭამა და ყოველთვის ცდილობდა, რომ თავის დღის წესრიგში მოექცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძე

26 ნოემბერი 2021, 21:43

პოლიტიკა

კახა კალაძე სააკაშვილზე: კიდევ რამე სხვა სერვისი ხომ არ შევთავაზოთ? მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ

კიდევ რამე სხვა სერვისიც ხომ არ შევთავაზოთ?! - მასაჟისტიც ჩამოვუყვანოთ, გერმანიიდან რომ ჩამოჰყავდა ხოლმე, თმას რომ იჭრიდა ბიუჯეტიდან. იგივე გავაკეთოთ?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში კითხვას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას ეხებოდა.

26 ნოემბერი 2021, 21:15

COVID19

ჯანმომ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დღეს გამართულ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 21:05

პოლიტიკა

კახა კუჭავა: უკვე შეთანხმებულია ბრძანების ფორმატი, რაც დეპუტატებს შესაძლებლობას მისცემს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეუფერხებლად შევიდნენ

არ ჰქონდათ პრობლემა დეპუტატებს. გვქონდა კომუნიკაცია ფრაქციებთან და ყველა დეპუტატს, ვისაც სურვილი ჰქონდა შეეძლო სააკაშვილი მოენახულებინა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.

ალექსანდრე რაქვიაშვილი

26 ნოემბერი 2021, 21:04

პოლიტიკა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია

ოპოზიციონერი დეპუტატის, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობა არაღიარების პოლიტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია.

კახა კუჭავა

26 ნოემბერი 2021, 20:59

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მადრიდში გვექნება შესაძლებლობა ვესაუბროთ პარტნიორ ქვეყნებს არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის ფარგლებში ქართულ დელეგაციას ექნება შესაძლებლობა, ესაუბროს პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არაღიარების პოლიტიკის კიდევ უფრო დიდ მხარდაჭერაზე.