imedi /  27 ნოემბერი 2021, 09:40 / სანდო წყარო

საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა

ბრიუსელში საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დადასტურდა ორივე მხარის, საქართველოს და ევროკავშირის ინტერესი და მტკიცე სურვილი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, როგორც ეს ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში არსებული კონფლიქტის დინამიკა, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში, ადგილზე შექმნილი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ქმედებებთან. ხაზი გაესვა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების მნიშვნელობას. ორივე მხარემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუთხით და ყურადღება გაამახვილა სადამკვირვებლო მისიის მიერ მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობაზე. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და, ფართო გაგებით, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული მზარდი გამოწვევების თემატიკა. ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებში საქართველოს ღირებული მონაწილეობის თაობაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის, ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავებისა და, ამ კუთხით, საქართველოს მედეგობისა და შესაძლებლობების გაძლიერების საკითხები. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში საქართველოს მიერ შესრულებული საკვანძო სატრანზიტო როლი.

სტრატეგიული დიალოგის შეხვედრას თანათავმჯდომარეობას უწევდნენ, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე/საგარეო ქმედებათა სამსახურის პოლიტიკური დირექტორი ენრიკე მორა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია. სტრატეგიული დიალოგის შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი.

გენერალური მდივნის მოადგილემ, ენრიკე მორამ აღნიშნა, რომ ევროკავშირი, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ ჩართულობას ძალისხმევაში, რათა მიღწეული იყოს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა.

„ევროკავშირი ასევე აფასებს საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი პარტნიორის როლს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის თვალსაზრისით. ევროკავშირის ნათელი ინტერესია, რომ საქართველო იყოს უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა. ჩვენი სურვილია, აქტიური წვლილი შევიტანოთ რეგიონში არსებულ ყველა კონფლიქტთან მიმართებით მდგრადი და ყოვლისმომცველი გადაწყვეტილების მოძებნის პროცესში, მათ შორის, ხელი შევუწყოთ ნდობის აღდგენის, სტაბილიზაციისა და პოსტ-კონფლიქტური რეაბილიტაციის ღონისძიებებს, სადაც ამის შესაძლებლობა იარსებებს. ევროკავშირი მზადაა დამატებითი იმპულსი შესძინოს სამხრეთ კავკასიაში რეგიონულ თანამშრომლობას და ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებული შესაძლებლობების გამოყენებით, იქ, სადაც ეს მიზანშეწონილი იქნება“, - განაცხადა ენრიკე მორამ.

მინისტრის პირველი მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ საქართველოსა და ევროკავშირს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის საერთო მიზანი ამოძრავებთ.

„ამ ინტერესის ნათელი გამოხატულებაა საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2017 წლიდან არსებული მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე. დღევანდელი შეხვედრა მორიგი დადასტურებაა იმის, რომ საქართველო და ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა, ერთიანი ძალისხმევის, ერთიანი ქმედებების შედეგად, გაიზარდოს ჩვენი მედეგობა ჰიბრიდულ საფრთხეებთან მიმართებით და ერთად გავუმკლავდეთ კიბერნეტიკული სივრციდან, დეზინფორმაციული კამპანიებიდან მომდინარე საფრთხეებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ ახალი შესაძლებლობები, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ საქართველოს და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების ფეროში არსებული თანამშრომლობა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის (PESCO) პროექტებში მონაწილეობის თაობაზე ინტერესი. საქართველო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ მუდმივ პროვოკაციებს. ევროკავშირს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია სამთავრობო კომისიის საქმიანობის შესახებ, რომელიც დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს. შეხვედრაზე ჩვენ წამოვწიეთ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიასთან დაკავშირებული საკითხი და აღნიშნულ კონტექსტში ასევე ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებაზე. საქართველო ხაზს უსვამს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მნიშვნელობას და ამ თვალსაზრისით, სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში ყურადღება გავამახვილეთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში ხელშესახები შედეგების მიღწევის მნიშვნელობაზე“, - აღნიშნა დარსალიამ.

საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის შეხვედრები ყოველწლიურად ტარდება და მის ფარგლებში განიხილება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში არსებული საერთო ინტერესის საკითხები.

ყველა სიახლე

თამარ ჩიბურდანიძე

19 აპრილი 2026, 15:55

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ბიზნესის, არამედ პოლიტიკური განაცხადიცაა

„ახლა ევროპის დროა, რომელიც ჯერ კიდევ ჯიუტობს პოლიტიკურად, მაგრამ ჩვენ არსად გვეჩქარება. დრო მხოლოდ ბრიუსელზე მუშაობს ნეგატიურად. საქართველო კი ყოველდღიურად წინ მიიწევს და არავინ ვიცით, ხვალ რა საუკეთესო სიურპრიზებს გვიმზადებს,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

19 აპრილი 2026, 15:55

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 აპრილს, ერთ-ერთ სკვერში, შელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა დაზარალებულს დანით, სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა, რის შემდგომაც ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

დავით ქართველიშვილი

19 აპრილი 2026, 15:55

საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: კი ბატონო, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ეწვია ბაქოსა და ერევანს, მაგრამ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად სამხრეთ კავკასიაში სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სწორედ საქართველოა აღიარებული - Trump Tower-ი სწორედ თბილისში აშენდება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ტრამპის ორგანიზაცია“ და მისი პარტნიორები თბილისში Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობას გეგმავენ.

19 აპრილი 2026, 15:35

სპორტი

ილია სულამანიძემ ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაო მოიპოვა

მეტოქე, რომელსაც სულამანიძე თბილისში მიმდინარე ტურნირზე ბრინჯაოსთვის ბრძოლაში უნდა შეხვედროდა,ზელიმ კოცოევი, ნახევარფინალში ჰანსოკუ-მაკეთი დაისაჯა და ტურნირიდან მოიხსნა.

19 აპრილი 2026, 15:02

სპორტი

ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

ქართველი ძალოსნები ტურნირში ხვალიდან ჩაერთვებიან და ჩვენი ქვეყნის სახელით გოდერძი ბერდელიძე და რამინ შამილიშვილი იასპარეზებენ. ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ცერემონია კი ასევე ხვალ, 20:30 საათზე დაიწყება.

19 აპრილი 2026, 14:50

საზოგადოება

ვასილ ფხაკაძე: ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება

Biograpi Living არ არის მხოლოდ სამშენებლო პროექტები. ჩვენ ვქმნით ურბანული ცხოვრების მომავალს საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ტრამპ თაუერ თბილისი,“ რომელიც „ტრამპის ორგანიზაციასთან“ პარტნიორობით ხორციელდება, - განაცხადა Biograpi Living-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ ფხაკაძემ.

19 აპრილი 2026, 14:47

მსოფლიო

ლაშა კვაჭაძე: Trump Organisation-თან თანამშრომლობა ჩვენი ჯგუფისთვის განსაკუთრებული პატივია

„ეს მნიშვნელოვანი განვითარება ასახავს ძლიერ საერთაშორისო ნდობას და ქმნის მდგრად ღირებულებას ბაზრისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ საქართველოს ეკონომიკური ევოლუციის ასეთ გადამწყვეტ ეტაპში“, - აცხადებს კვაჭაძე.

მეუფე შიო

19 აპრილი 2026, 14:36

საზოგადოება

მეუფე შიო: ჩვენ ვფიქრობთ დღეს, როგორ მივაღწიოთ ამ მშვიდობას, როგორ დავძლიოთ დაპირისპირება საზოგადოებაში, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მხოლოდ სიყვარულს ძალუძს ამის გაკეთება

მკვდრეთით აღდგომიდან პირველ დღესვე და შემდეგ მერვე დღესაც უფალი იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოციქულებს და უთხრა: მშვიდობა თქვენდა. უფალი სხვა ადგილასაც ამბობს მშვიდობის შესახებ, რომ მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ქვეყანა იძლევა, არამედ ჩემს მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) კვირაცხოვლობასთან­ დაკავშირებით წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას.

19 აპრილი 2026, 14:32

ეკონომიკა

ილია წულაია: „არქი“ ამაყობს, რომ „ტრამპის ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით საკუთარ წვლილს შეიტანს საქართველოს, როგორც გლობალური ინვესტიციებისა და ლუქს კლასის უძრავი ქონების ცენტრად ქცევაში

საქართველო მდიდარი ისტორიისა და გაბედული ამბიციების მქონე ქვეყანაა. Trump Tower Tbilisi- ით ჩვენ ამ ამბიციას ყველაზე სიმბოლური ფორმით გავაცოცხლებთ, - აცხადებს „არქი გრუპის“დამფუძნებელი ილია წულაია.

19 აპრილი 2026, 14:30

მსოფლიო

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დროებით შეთანხმებას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს

„შეურაცხმყოფელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ლიბანის მთავრობის სახელით ისაუბრა და გარიგება გამოაცხადა, რადგან ყველამ იცის, რომ ის ლიბანის ხელისუფლებას არ შეხვედრია და გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღო. ჩვენ დავრჩებით ბრძოლის ველზე სასხლეტზე თითით, რათა ვუპასუხოთ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.

19 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

Liga.net: უკრაინელების დამოკიდებულება ნატოსა და ევროკავშირის მიმართ შედარებით გაუარესდა

ნატოსა და ევროკავშირის მიმართ უკრაინელების დამოკიდებულება შედარებით გაუარესდა, - წერს უკრაინული გამოცემა Liga.net ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

ლევან მაჭავარიანი

19 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით „ემაარ ჯგუფის“ ინვესტიციის ირიბ ეფექტსაც. სულ რამდენიმე თვეა გასული და უკვე ტრამპის ოჯახის მფლობელობაში არსებული უმსხვილესი ბრენდი შემოდის ინვესტიციით

„ემაართან“ ერთად ტრამპის გლობალური ბრენდიც იქნება დამატებითი ინდიკატორი, რომ საქართველო არის იდეალური გარემო მსხვილი ინვესტიციებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

19 აპრილი 2026, 14:16

მსოფლიო

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე შეთანხმდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 3 ქვეყნის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს ამერიკულმა ბლოკადამ შეუქმნა.

სერგეი ლავროვი

19 აპრილი 2026, 14:10

მსოფლიო

ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლება რუსეთისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ სტამბოლში მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობას. თუმცა, ამჟამად მოლაპარაკებების განახლების თემა ჩვენი საქმეების ნომერ პირველ პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ჩვენ მოლაპარაკებებს არავის ვაიძულებთ. ყოველთვის იქიდან გამომდინარე ვმოქმედებდით, რომ თუ პარტნიორი მზად არის, მაშინ საქმე ჩვენზე არ გაჩერდება“, - აღნიშნა ლავროვმა.

19 აპრილი 2026, 14:06

მსოფლიო

მედია: მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა

მსოფლიოს უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ახლო აღმოსავლეთის წყლებში დაბრუნდა. ინფორმაციას მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 აპრილი 2026, 13:45

სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე თუშიშვილი ოქროსთვის, სულამანიძე კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა ნახევარფინალში რუსი ვალერი ენდოვიცკი იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ის ჩეხ ლუკაშ კრპალეკს დაუპირისპირდება.

19 აპრილი 2026, 13:35

მსოფლიო

ისრაელში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე 24 საათით ადრე „ჰეზბოლას“ 150-ზე მეტი წევრი გაანადგურეს

დარტყმები განხორციელდა ლიბანის რამდენიმე რაიონში მდებარე დაახლოებით 300 სამხედრო ობიექტზე, მათ შორის სამეთაურო ცენტრებსა და იარაღის საცავებზე. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მოკლულია „ჰეზბოლას“ რამდენიმე მეთაური.

19 აპრილი 2026, 13:33

საზოგადოება

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია

დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ - ისტორიული მასშტაბის პროექტის პარტნიორია.

19 აპრილი 2026, 13:21

რეგიონი

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა

ბათუმის ბულვარში, რეკრეაციულ ზონაში კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. ობიექტი ბოლო პერიოდში აღარ ფუნქციონირებდა და ხელშეკრულებით განსაზღვრული საიჯარო ვადა ამოწურული ჰქონდა.

19 აპრილი 2026, 13:04

სპორტი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

საერთაშორისო არენაზე თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წარმატებით დაბრუნდა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ფილადელფიაში გამართულ ტურნირზე მან ამერიკელ მოჭიდავეს დაძაბულ ბრძოლაში 8:5 აჯობა.