02 დეკემბერი 2021, 12:26 / სანდო წყარო

გიორგი ცუცქირიძე: ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო სასამართლოს მიკერძოებაზე, სასამართლო გამოიტანს სამართლიან და უტყუარ ვერდიქტსაც

გიორგი ცუცქირიძე

გიორგი ცუცქირიძე

„ე.წ პიჯაკების საქმე, რეალურად სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეა, რადგან გამოძიების ვერსიით, 2009 - 2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი“, - ასე ეხმიანება ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს.

ცუცქირიძე თავის ვრცელ პოსტში ეხება ე.წ. პიჯაკების საქმეს და დასძენს, რომ შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს სააკაშვილისთვის, ამიტომ ეცდება სწორედ ეს საქმე აქციოს მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად.

„ე.წ პიჯაკების საქმე, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის "ქეისში" გადამწყვეტიც კი შეიძლება აღმოჩნდეს წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით. მასზე აღძრული 5 საქმიდან, სადაც ორ საქმეზე ბრალი უკვე წაყენებული აქვს (გირგვლიანის და 7 ნოემბრის საქმეები), დანარჩენზე კი მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, ე.წ პიჯაკების საქმე, რეალურად კი სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმეა, რადგან გამოძიების ვერსიით, 2009 - 2013 წლებში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამიტომაც იყო, რომ მთელი ეს წლები "ნაციონალების" მხრიდან აქცენტები პიჯაკების შესყიდვის საკითხზე იყო გადატანილი, რითაც ამ საქმის ბრალდების ძირითადი არსის გადაფარვით, როგორც პოლიტიკურად მოტივირებულის იმიტირება ხდებოდა. დღევანდელ პროცესზე სააკაშვილი, რომელიც მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და არც ბრალს აღიარებს, მორიგი შოუს დადგმას აპირებს, ეს მისი ადვოკატის განცხადებიდანაც კარგად იკითხება. ბრალდებული მესამე პრეზიდენტი აპირებს თავის გამოსვლაში ფარდა ახადოს "ყველა იმ აბსურდულ პოლიტიკურ ბრალდებას", რომელიც მის წინააღმდეგ აქვს ბრალდებას და მომხრეებსაც სასამართლოს ტერიტორიაზე მობილიზაციისათვის მოუწოდებს, ხოლო სასამართლო სხდომათა დარბაზში ჟურნალისტების დაშვებას ითხოვს. დღეს სააკაშვილი მაქსიმალურად ეცდება სწორედ "პიჯაკების საქმე" აქციოს მანიპულირების მთავარ ინსტრუმენტად, რადგან თუ აქ გაჩნდა სამართლიანობის ეჭვები და ბრალდებამ ვერ დადო უტყუარი არგუმენტები თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე და გაფლანგვაზე, სწორედ ეს სადავო 9 მილიონი იქონიებს ბუმერანგის ეფექტსაც, რაც ყველა დანარჩენ საქმეებზე აისახება. ამიტომაც აქვს ამ საქმეს სამართლებრივთან ერთად პოლიტიკური მდგენელიც და სააკაშვილის ამოცანაც მთელი ამ პროცესის პოლიტიკურ რაკურსში გადატანა იქნება. ამიტომაც არის, დღეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი პირველ რიგში პოლიტიკურად არ წააგოს და სიმართლისათვის მებრძოლის და წამებულის მანტიითაც შეიმოსოს. ოპოზიციის მხარდამჭერი ე.წ პარტიული ტელევიზიებიც სწორედ ამიტომ არიან მთლიანად გადართული ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის დღის წესრიგის შექმნაზე. "ქართული ოცნების", როგორც მმართველი პარტიის ამოცანა, ოპოზიციის საპირისპიროდ მთელი ამ პროცესის არა პოლიტიკურ, არამედ წმინდა სამართლებრივ ჭრილში გადაყვანა უნდა იყოს. შოუმენ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი, პერფომანსირებული მიზანსცენებით, რაც უკვე ისედაც ვიხილეთ წინა სასამართლო პროცესზე, "ოცნებისათვის" პიარულადაც და პოლიტიკურადაც წამგებიანი უფრო იქნება, ვიდრე რაიმე დივიდენდების მომტანი. წინა პოსტშიც აღვნიშნე, რომ ეს იქნება მთავარი ტესტი მმართველი ძალისთვის მისი მმართველობის ამ ცხრა წლიან პერიოდში. "ქართულმა ოცნებამ" ეს პროცესი სწორედ სამართლებრივად უნდა მოიგოს, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. პოლიტიკური პროცესების დასტაბილურებაც ამაზე გადის. სასამართლო გადაწყვეტილებაც ბრალდების რკინის ლოგიკაზე იქნება დიდწილად დამოკიდებული და ნაკლებად პოლიტიკურ მდგენელზე. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცედურა, ბრალდებულის უფლების სრული დაცვით წარიმართება და ახლა ოპოზიციამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო სასამართლოს მიკერძოებაზე, სასამართლო გამოიტანს სამართლიან და უტყუარ ვერდიქტსაც. ქვეყნის სასამართლო და ზოგადად პოლიტიკური სისტემის საერთაშორისო პრესტიჟიც სწორედ ამ დონის გადაწყვეტილებებზე იქნება მნიშვნელოვნად დამოკიდებული.“- წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.

ყველა სიახლე

03 მარტი 2026, 18:03

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: სუვერენულ სახელმწიფოთა კონფერენცია კარგი საშუალება, რომ ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, ვინც ამერიკული პოლიტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული კომუნიკაცია გვქონდეს

„ნელი ნაბიჯით, მაგრამ საკმაოდ კარგად და სტაბილურად მივდივართ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული ურთიერთობების გადახალისებისკენ. სუვერენულ სახელმწიფოთა კონფერენცია, რომელზეც ჩემი კოლეგები მონაწილეობას იღებენ, არის ძალიან კარგი საშუალება, რომ აშშ-ში ჩვენს პარტნიორებსა და კოლეგებთან, ყველა მნიშვნელოვან ადამიანთან, ვინც ამერიკული პოლიტიკის შემუშავებაში იღებს მონაწილეობას, გარკვეული კომუნიკაცია გვქონდეს და ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რომლებსაც სამწუხაროდ გარე ძალები და სხვადასხვა გავლენის ადამიანები უქმნიან საქართველოს. თითოეული ეს შესაძლებლობა გამოსაყენებელია და წარმატებები ჩემს კოლეგებს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

დავით ქართველიშვილი

03 მარტი 2026, 18:02

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არა მგონია, რომ თვითმკვლელობის გზას დაადგეს დონალდ ტრამპი და გაჰყვეს იმ გზას, რასაც მოვლენების განვითარების ავღანური სცენარი ჰქვია

„ეს კითხვები გაჩნდა ჯერ კიდევ ვენესუელასთან მიმართებით, ახლა იბადება ირანთან მიმართებით და თვით კოალიციის წიაღშიც კი არ არის ერთსულოვნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მართებულად მოქმედებს იგივე ამერიკის შეერთებული შტატები თუ იგივე ისრაელი. საუბარი იმაზეა თუ ვის რა ინტერესები აქვს და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს - აწყობს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას და პირადად დონალდ ტრამპს ფართომასშტაბური და გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებები ირანში. ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, - აღნიშნავს ქართველიშვილი.

ნინო წილოსანი

03 მარტი 2026, 17:59

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: საინტერესო რამ თქვა ჩერგოლეიშვილმა - „არის დრო ქვების შეგროვების და არის დრო ქვების სროლისო და ეს ქვები ვართ ჩვენო“. ანუ მათი პატრონები აგროვებენ ამ ქვებს და იყენებენ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სასროლად

რატომ შეიძლება უცხოელი გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები მფარველობდნენ „ნაციონალურ მოძრაობას“? - ამ კითხვაზე არის ერთადერთი პასუხი. იმიტომ, რომ იმ სიბინძურეებს, იმ ანტიქართულ საქმეს, იმ ბოროტებას მხოლოდ და მხოლოდ ამ შემადგენლობის პოლიტიკურ რადიკალ ჯგუფებს შეიძლება გააკეთებინონ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ურსულა ფონ დერ ლაიენი კაია კალასი

03 მარტი 2026, 17:57

მსოფლიო

ორი მაღალჩინოსნის ურთიერთობა კონფლიქტის ზღვარზეა - Politico ფონ დერ ლაიენსა და კაია კალასს შორის მორიგ დაპირისპირებაზე წერს. კონფლიქტის მიზეზი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე გავლენისთვის ბრძოლაა

ფონ დერ ლაიენი, კალასი და გავლენის სფეროებისთვის გაჩაღებული ევროკავშირის მზარდი საგარეო ომი. სტატიას ამ სათაურით გამოცემა Politico ავრცელებს.

ნინო წილოსანი

03 მარტი 2026, 17:53

პოლიტიკა

ნინო წილოსანი რადიკალებზე: ფაქტობრივად, მათი სახით გვყავს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დადგეს ომის მხარეს, ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო იყოს ამ დაძაბულობის, დაპირისპირების და საომარი დღის წესრიგის ნაწილი

ფაქტობრივად, მათი სახით გვყავს ლოკალური ომის პარტია, რომელიც ყოველთვის მზად არის, რომ დადგეს ომის მხარეს, ყველაფერი გააკეთოს, რათა საქართველო იყოს ამ დაძაბულობის, დაპირისპირების და საომარი დღის წესრიგის ნაწილი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა რადიკალებთან დაკავშირებით.

03 მარტი 2026, 17:40

რეგიონი

ზაჰესი-რუსთავის მიმართულებით მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 34-ე კმ-ზე არსებული რკინიგზის გზაგამტარის სახიდე გადასასვლეზე მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენის სამუშაოები. რის გამოც, ზაჰესი-რუსთავის მიმათულებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნაწილობრივი შეზღუდვით.

03 მარტი 2026, 17:31

რეგიონი

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური ხოსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და დედის დღე მიულოცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური სოფელ აწყურში ხოსიტაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

03 მარტი 2026, 17:26

მსოფლიო

ტრამპი ირანზე: მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და მმართველობა განადგურებულია. მათ საუბარი სურთ. მე ვამბობ: „ძალიან გვიანია!“

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანში მიმდინარე ომს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირანელებს მასთან საუბარი სურთ, მაგრამ ძალიან გვიანია.

03 მარტი 2026, 17:23

პოლიტიკა

ვარდენ მაჭავარიანი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედის“გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა, ამერიკის მიერ სანქცირებულ ზურა მახარაძესთან ერთად „ალტ ინფოს“ სტუდიაში დებატებზე იჯდა

ვარდენ მაჭავარიანი, რომელმაც ტელეკომპანია „იმედში“ დებატებზე უარი თქვა, მიზეზად კი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაასახელა, „ალტ ინფოს“ სტუდიაში იჯდა ზურა მახარაძესთან, რომელიც მათ შორის, ამერიკის მიერაც არის სანქცირებული.

03 მარტი 2026, 17:19

რეგიონი

ინფრასტრუქტურის მინისტრი დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

03 მარტი 2026, 17:07

საზოგადოება

ხაშურის მერმა მრავალშვილიან დედას დედის დღე მიულოცა

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა პაატა ჩადუნელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ, ოსიაურის მაჟორიტარ დეპუტატ ბუხუტი ბუხრიკიძესთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად ოსიაურში მცხოვრებ 9 შვილის დედას - თეა კაპანაძეს დედის დღე მიულოცა.

03 მარტი 2026, 16:50

მსოფლიო

„ცაჰალის“ განცხადებით, ირანმა ისრაელის მიმართულებით კვლავ რაკეტები გაუშვა

ირანმა ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთი სარაკეტო იერიში წამოიწყო. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

03 მარტი 2026, 16:43

საზოგადოება

გიორგი ჯინჭარაძე: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მეომრების აფხაზეთიდან დევნილი დედები აფხაზეთის მთავრობისგან 500-ლარიან ფულად დახმარებას მიიღებენ, - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ დედებთან შეხვედრაზე.

03 მარტი 2026, 16:30

მსოფლიო

ლიბანში „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალეს და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდეს

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაფ სალმმა დაჯგუფება „ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობა აუკრძალა და პოლიტიკური მოღვაწეობა შეუზღუდა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ალექსანდრე ხვთისიაშვილი

03 მარტი 2026, 16:18

პოლიტიკა

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით. დღეს შესრულდება რეისი ომანიდან, მასკატის აეროპორტიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დანიშნულია რეისები ყურის ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

03 მარტი 2026, 16:09

პოლიტიკა

ლევან ცუცქირიძემ დებატებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

პარტიის „თავისუფლების მოედანი" თავმჯდომარე, ლევან ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დებატებში, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავა, მონაწილეობას არ მიიღებს.

03 მარტი 2026, 16:04

საზოგადოება

Best Discovery-საქართველო m&i Transatlantic Vienna 2026-ის საქმიანი ტურიზმის ფორუმის გამარჯვებულია

საქართველოს ტურისტული მიმართულება ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქმიანი ტურიზმის მიმართულებით გამართულ ფორუმზე პირველ ადგილზე დასახელდა. საქართველომ ნომინაციაში „საუკეთესო აღმოჩენა“ გაიმარჯვა.

03 მარტი 2026, 15:59

ეკონომიკა

ევროკომისარი: დაკავშირებადობის დღის წესრიგი სამ რამეს უზრუნველყოფს - ის ქმნის საერთო სტრატეგიულ ჩარჩოს; პრიორიტეტს ანიჭებს რეფორმებს; აკავშირებს ინვესტიციებს პოლიტიკასთან. ამ დღის წესრიგის წინ წაწევა საერთო ინტერესებშია

შავი ზღვის სტრატეგიაში ევროკავშირმა აიღო დაკავშირებადობის დღის წესრიგის ვალდებულება, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული კავშირების გაუმჯობესებას შავი ზღვის რეგიონთან, თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიასთან, - განაცხადა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა დენ იორგენსენმა აზერბაიჯანის დედაქალაქში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალზე.

ვიქტორ ორბანი და ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მარტი 2026, 15:49

მსოფლიო

ზელენსკი: მე მჯერა, რომ ორბანი დამარცხდება არჩევნებში და მაშინ ჩვენ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას შევძლებთ

„ორბანი ხდება მნიშვნელოვანი, როდესაც მას გავლენიანი პოლიტიკური ძალები აძლევენ ძალას, სხვაგვარად ის არაფრად ღირს. უნგრეთი არის ქვეყანა, რომელსაც აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არ ფლობს სამხედრო წონას“, - დააკონკრეტა ზელენსკიმ.

03 მარტი 2026, 15:34

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი სრულიად თვითკმარი გახდეს

„ჩვენ ასევე ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. პარალელურად, აქტიურად ვნერგავთ ინოვაციებს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, წინ მივიწევთ ენერგიის შენახვის ტექნოლოგიებისა და წყალბადის გადაწყვეტების მიმართულებით, ასევე ვახდენთ ჭკვიანი და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას ჩვენს ენერგოსისტემაში. სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოების ერთობლივი ძალისხმევის როლს მსგავსი მნიშვნელობის საერთაშორისო პროექტების განვითარებისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.