02 დეკემბერი 2021, 12:55 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11-წლამდე განაჩენს, ამ პროცესის განახლების ისეთ სიმბოლურ დღეს, როდესაც ნათელ-მირონთა წყვილიდან - ერთია განსასჯელთა სკამზე ზის, ხოლო მისი მსხვერპლი - ზეცაშია

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

,,დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე "გენერალი" ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა.’’ - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს.

,,რამდენიმე წლის წინ, აშშ-ს თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მსხვილი ავიაშენაერთის მეთაური, გენერალი თომას გრიფითი, ჯერ წოდებაში დააქვეითეს, ხოლო შემდგომ შეიარაღებული ძალების რიგებიდან საერთოდ დაითხოვეს მხოლოდ იმის გამო, რომ მან საკუთარ შეყვარებულ ქალბატონთან სატელეფონო საუბრების თანხა (20 დოლარი) შტაბის ფინანსების ხარჯზე დაფარა. გენერალ გრიფითის დაქვემდებარებაში 43 ათასი ხელქვეითი იყო, თუმცა პენტაგონმა გადაწყვიტა, რომ ოფიცერთა კორპუსში ზნეობრივი პრინციპებისა და სიმტკიცის შენარჩუნებისათვის, აუცილებელი იყო მსგავსი "მსხვერპლშეწირვა".
დღეს სააკაშვილის ნათელ-მირონი, ასევე "გენერალი" ჯანაშია, თავისი ნათესავის ოჯახსა და საახლობლო წრეზე, საკუთარი განკარგულებითა და ხელმოწერით დახარჯულ საბიუჯეტო 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე - იმაზე არანაკლებად სამარცხვინო განმარტებებს აკეთებდა, ვიდრე ამ გაფლანგული თანხების მიზნობრიობა წარმოადგენდა. სასაცილოდ არ ჰყოფნის ეს თემა ასევე სააკაშვილის დედას, რომლისთვისაც გადასახადების გადამხდელთა 9 მილიონი ლარი "მზესუმზირას" ფულსაც კი არ წარმოადგენს და ის გულწრფელად გაკვირვებულია, მის "დედის ბუშტს" ამ "ხურდა ფულს" რატომ ედავებიან.
დეტალებში, დოკუმენტურად, თანხობრივად გაჯერებული ასეთი მტკიცებულებების ბაზა სასამართლო განხილვებისას იშვიათია ხოლმე და რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით ორივე ნათელ-მირონისათვის 7-დან 11-წლამდე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომას. მით უმეტეს, ამ პროცესის განახლების ისეთ სიმბოლურ დღეს, როდესაც ნათელ-მირონთა მეორე წყვილიდან - ერთია მკვლელი და განსასჯელთა სკამზე ზის, ხოლო მისი მსხვერპლი - ზეცაშია და დღეს მისი გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელია გასული.’’ - წერს ქართველიშვილი faceboook - ზე.

ყველა სიახლე

19 იანვარი 2022, 00:19

COVID19

84 წლის ინდოელი 11 თვეში 12-ჯერ აიცრა, რათა „სახსრების ტკივილი მოერჩინა“

ინდოეთის მკვიდრი, 84 წლის ბრაჰამდევ მანდალი კორონავირუსისგან 12-ჯერ აიცრა. ამის შეასახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2022, 00:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: მედიკამენტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება არის მაგალითი, როცა წმინდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს

მედიკამენტებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით მივიღებთ ძალიან დადებით სოციალურ ეფექტს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

18 იანვარი 2022, 23:55

საზოგადოება

თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანაა

2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების საჭიროებები. რეგიონულ გუნდებს ჰქონდათ თავისუფლება, თავად წარედგინათ იდეები, თუ ვის დახმარებოდნენ საახალწლოდ. მათგან ქველმოქმედების საუკეთესო იდეები შეირჩა.

18 იანვარი 2022, 23:54

COVID19

ჯანმო: ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ჯანმრთელ ბავშვებსა და მოზარდებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზა ესაჭიროებათ.

ნათია თურნავა

18 იანვარი 2022, 23:24

ეკონომიკა

ნათია თურნავა: საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებით, საქართველო რეგიონში ფინანსური მიზიდულობის ცენტრად გარდაიქმნება, რომელიც ახალი ტიპის ბიზნესებისთვის გაიხსნება, რაც ახალ ინვესტიციებსა და სამუშაო ადგილებს ნიშნავს.

ჯენ ფსაკი

18 იანვარი 2022, 23:14

მსოფლიო

ჯენ ფსაკი: რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას

ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც რუსეთი შეიძლება ნებისმიერ დროს დაესხას თავს უკრაინას, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 იანვარი 2022, 22:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი: „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შეიძლება იყოს, თუმცა ნარატივი, რომ ეს მსუბუქი დაავადებაა, მცდარია - შეცდომას ნუ დაუშვებთ, „ომიკრონი“ ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს იწვევს

„ომიკრონი“ მსოფლიოს დაპყრობას განაგრძობს - გასულ კვირას, მსოფლიოში კორონავირუსის 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

18 იანვარი 2022, 22:56

ტექნოლოგიები

ისრაელში ორაგულის ფილეს მცენარეულ ბაზაზე წარმოება დაიწყეს

„ამ ფილეს იგივე კვებითი ღირებულება აქვს, რაც ნამდვილ თევზს, შეიცავს მაღალი რაოდენობით ცილას, ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს, B ჯგუფის ვიტამინებს. ამასთან, ხელოვნურ ფილეში არ არის ვერცხლისწყალი, ანტიბიოტიკები, ჰორმონები, მიკროპლასტიკი და ტოქსინები, რომელიც ხშირად გვხვდება ოკეანეებსა და თევზის ფერმებზე ბინადარ თევზებში“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

ჯაკარტა

18 იანვარი 2022, 22:24

მსოფლიო

ინდონეზიის ახალ დედაქალაქს სახელწოდება შეურჩიეს

ნუსანტარას მშენებლობა შესაძლებელია უკვე წელს დაიწყოს. ქალაქი მოქმედი დედაქალაქისგან - ჯაკარტასგან 2 ათას კილომეტრში განთავსდება. ინდონეზიის მთავრობის ჩანაფიქრით, ჯაკარტა ქვეყნის კომერციულ და ფინანსურ ცენტრად დარჩება, ნუსანტარაში კი ადმინისტრაციულ შენობებს გადაიტანენ.

ჯენ ფსაკი

18 იანვარი 2022, 22:09

მსოფლიო

ჯენ ფსაკი: დეკემბერ-იანვარში რუსეთი უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინიდან საკუთარი დიპლომატების ოჯახების ევაკუაციისთვის ემზადებოდა, - ამის შესახებ ბრიფინგზე თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

სავსე მთვარე

18 იანვარი 2022, 21:50

ტექნოლოგიები

როგორი იყო წლის პირველი სავსე მთვარე🌕ფოტოგალერეა

17 იანვარს 2022 წლის პირველი სავსე მთვარე იყო. ფოტოგრაფებმა ეს ასტრონომიული მოვლენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღბეჭდეს. ​​​​​​​

18 იანვარი 2022, 21:21

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ გარდაცვლილი ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახს დახმარება აღმოუჩინა და გარდაცვლილის ოჯახის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 21:18

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ნათელია, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს

ნათელია, რომ უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, რუსეთს მაღალი ფასის გადახდა მოუწევს, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ნატოს გენერალურ მდივანთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დავით ფაცაცია

18 იანვარი 2022, 21:12

საზოგადოება

დავით ფაცაცია: სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებთა ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული

„მანიპულაცია იმით, რომ შეიძლება ერთი და ორი თვის განმავლობაში შეიძლება შეუწყდეთ [ქირის გადახდა] არ არის სწორი, როგორც მინიმუმ. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამინისტრო, პირადად მე შემიძლია ვიყო გარანტორი ამ ადამიანებისთვის, რომ მათი ქირით უზრუნველყოფა, სანამ არ დაბინავდებიან ახალ საცხოვრებელში, იქნება გარანტირებული. მზად ვარ დოკუმენტურადაც გავცე ეს პირობა“, - აცხადებს ფაცაცია.

დავით სერგეენკო

18 იანვარი 2022, 21:06

საზოგადოება

დავით სერგეენკო: ამ წლების განმავლობაში დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული

პარლამენტის ვიცესპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე დაახლოებით 800 მილიონი არის დახარჯული, თუმცა იმისათვის, რომ მთლიანად, სისტემურად მოგვარდეს ეს საკითხი, საჭიროა დამატებით 1,5 მილიარდი ლარი.

ილია ღუდუშაური

18 იანვარი 2022, 20:59

საზოგადოება

ილია ღუდუშაური: დევნილთა განსახლების მიმართულებით სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, დევნილთა განსახლების მიმართულებით დევნილთა სააგენტოს რამდენიმე პროგრამა აქვს.

ტარას ბერეზოვეცი

18 იანვარი 2022, 20:51

პოლიტიკა

ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილმა დაარღვია ორი ქვეყნის კანონი, ამიტომ პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად

„სააკაშვილმა რომ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ეს კრიმინალური სამართალდარღვევაა და მან პასუხი უნდა აგოს. ნებისმიერი მოსაზრება, რითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს სააკაშვილი, მას კანონზე მაღლა არ აყენებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ კანონი ყოველთვის ერთია. სწორედ რომ მის შემთხვევაში, მან კანონის ნორმები უნდა დაიცვას, რომ მაგალითი აჩვენოს. მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებდა პრინციპით - მეგობრებს ყველაფერი, მტრებს კი კანონი. მან რამდენჯერმე მისცა თავს უფლება დაერღვია კანონი, ეს მისი ჩვეული მანერაა. ასე იქცეოდა უკრაინაში და ასე გააგრძელა საქართველოში. თუ მან საქართველოს კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - ამბობს ბერეზოვეცი.

იენს სტოლტენბერგი ოლაფ შოლცი

18 იანვარი 2022, 20:50

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი: კონფლიქტის რისკი რეალურია - ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ

კონფლიქტის რისკი რეალურია - ნატოს მოკავშირეები რუსეთს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, - განაცხადა გერმანიაში ვიზიტით მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

კარლ ვოლოხი

18 იანვარი 2022, 20:50

მსოფლიო

უკრაინელი ანალიტიკოსი კარლ ვოლოხი: პოროშენკო მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა - ცისტერნაში არ დამალულა და საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთავს

უკრაინელი ანალიტიკოსის, კარლ ვოლოხის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ჩვეულებრივად დაბრუნდა ქვეყანაში, მივიდა სასამართლოში და საკუთარი ინტერესები დაიცვა, არ დამალულა ცისტერნაში და უკანონოდ საზღვარი არ გადაუკვეთავს.

მაია ნიკოლეიშვილი

18 იანვარი 2022, 20:38

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან

რაღაც შინაგანი ცენზორი უნდა გქონდეს, რომ არ იკადრო და სულხან მოლაშვილის წამება ახლოს არ მოიტანო სააკაშვილთან, - ამის შესახებ უფლებადამცველმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.