07 დეკემბერი 2021, 09:01 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან, ბრაიან უელსთან, განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა NATO-ს მთავარ მეცნიერთან (NATO Chief Scientist) და NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარესთან, დოქტორ ბრაიან უელსთან შეხვედრა გამართა.

NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ორგანიზაციასა (STO) და ქართულ მხარეს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა NATO-ს მთავარ მეცნიერს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ NATO-ში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი, რაც გამყარებულია ქვეყნის კონსტიტუციით და ის ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია. ალიანსში ინტეგრაციის გზაზე კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია NATO-სთან სამეცნიერო და ინოვაციური განზომილების კუთხითაც დაახლოება.

მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ ბრიუსელში საზეიმოდ ეწერება ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. ამ შეთანხმების გაფორმებით საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას, ასევე ინოვაციების სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლებს მიეცემათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. შეთანხმების საფუძველზე Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო აქტიურად ემზადება ევროკავშირის ახალი პროგრამის “Horizon Europe” კონკურსებში საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების წარმატების მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად. დაწყებულია Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. მათი ფუნქცია იქნება მეცნიერთა ჯგუფების დახმარება კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადის მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. ასევე, უახლოეს მომავალში საქართველოში გაიხსნება “Horizon Europe”-ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქცია იქნება ევროკავშირსა და საქართველოს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისებს შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.

მინისტრმა ბრაიან უელსს განათლების სისტემის მთავარი მეგა-პროექტის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილია. სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად ქვეყანაში გაჩნდა მსოფლიო მასშტაბის აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი სივრცე.

მიხეილ ჩხენკელის შეფასებით, უნივერსიტეტს აქვს სწრაფად მზარდი რეიტინგი. 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საშუალო საკონკურსო ქულის მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის პირველ ადგილს იკავებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტის მაღალ სტანდარტსა და ინტერნაციონალიზაციის ხარისხს განაპირობებს ის მიდგომა, რომელიც აკადემიური პროგრამების შექმნას კონკრეტულ დარგში მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გულისხმობს. გარდა ამისა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს ქართველი და უცხოელი პროფესორები კითხულობენ.

მიხელ ჩხენკელმა ბრაიან უელსს უახლესი გეგმა გააცნო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უსაფრთხოების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხის, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ამოქმედებასთან დაკავშირებით და NATO-ს მეცნიერების და ტექნოლოგიების ორგანიზაციას ამ პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა შესთავაზა. მხარეები აღნიშნული პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მეცნიერების განვითარების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში წამყვანი როლი ენიჭება ადრონული თერაპიის ცენტრს, სადაც ონკოლოგიისა და პროტონული თერაპიის მიმართულებით კვლევების წარმოების პროცესში საერთაშორისო სამეცნიერო წრეები ჩაერთვებიან. აღსანიშნავია, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი მთლიანად დაფინანსებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ. სამეცნიერო-კვლევითი პროცესი ადრონული თერაპიის ცენტრში ულტრათანამედროვე ციკლოტრონების შექმნისთანავე დაიწყება, რომელთა დამზადება და აწყობა სწორედ ბელგიაში, სიმსივნური დაავადებების პროტონული თერაპიის აპარატურის მწარმოებელ მსოფლიოს წამყვან კომპანიაში (IBA) მიმდინარეობს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი ციკლოტრონი მხოლოდ კვლევისთვის იქნება განკუთვნილი, რაც განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან.

NATO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საბჭოს (STO) თავმჯდომარის დიდი დაინტერესება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ციკლოტრონი საშუალებას მისცემს NATO-ს წევრი ქვეყნის მეცნიერებს, ქართველ მეცნიერებთან ერთად განახორციელონ კვლევითი პროექტები.

NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენელი, ელჩი, ვიქტორ დოლიძე და STO-ს სტრატეგიისა და პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, დოქტორი ულფ ეჰლერტი ესწრებოდნენ.

ყველა სიახლე

ნანა კაკაბაძე

01 აგვისტო 2026, 09:00

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: დღევანდელ ოპოზიციას ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მთელი დასავლური სამყარო „ლიბერალებს“ ეძახდა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ოპოზიციაში ყოფნის 14 წლის განმავლობაში მათ სულ უფრო მეტად გამოავლინეს საკუთარი სახე, დაამტკიცეს, რომ მათი მამოძრავებელი და მაცოცხლებელი იდეოლოგია სწორედ ნაციზმია

არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ლიბერალიზმსა და ნაციზმზე წერს და აღნიშნავს, რომ ხშირად დღევანდელ ოპოზიციას, რომელიც საქართველოს 9 წელი მართავდა, დასავლეთში „ლიბერალებს“ უწოდებდნენ.

01 აგვისტო 2026, 02:41

მსოფლიო

NBC News: აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება

აშშ-ისა და ევროპელი ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთი ირანს ელექტრონულ სადაზვერვო მონაცემებს აწვდის, რაც თეირანს, სავარაუდოდ, საჰაერო იერიშების დროს ამერიკული ძალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენასა და ამერიკული წარმოების შეიარაღების მუშაობის შეფერხებაში ეხმარება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NBC News-ი ავრცელებს.

01 აგვისტო 2026, 01:37

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს

აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, პრეზიდენტმა ტრამპმა ირანზე ახალი იერიშის ბრძანება გასცა, რომლის მიზანიც თეირანის კაპიტულაციაა - თავდასხმა, შესაძლოა, უკვე ამ უქმეებზე დაიწყოს და რამდენიმე დღეს გაგრძელდეს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

01 აგვისტო 2026, 01:20

მსოფლიო

CBS News: აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ამერიკული ტელეკომპანია CBS News-ი იუწყება, რომ აშშ და ისრაელი ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბურ იერიშებს გეგმავენ, რაც, შესაძლოა, დღემდე განხორციელებულთაგან ყველაზე მასშტაბური საჰაერო კამპანია იყოს.

დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 01:01

მსოფლიო

ტრამპი: უკრაინა ძალიან მდიდარია, მას აქვს ძალიან ნოყიერი ნიადაგი იშვიათი ლითონების თვალსაზრისით - ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას და შეგვიძლია იქ ნებისმიერ დროს შევიდეთ და თითქმის ყველაფერი ავიღოთ, რაც გვსურს, ეს საკმაოდ კარგი შეთანხმებაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინასთან იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს, რაც შეერთებულ შტატებს გაწეული ფინანსური დახმარების უკან დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

01 აგვისტო 2026, 00:50

მსოფლიო

Reuters: ტრამპის განცხადებით, აშშ-ს უკრაინის მიერ Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს უკრაინის მიერ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებაზე თანხმობა არ მიუცია, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება - მან ასევე დასძინა, რომ აშშ „ძალიან ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის აძლევს მათი წარმოების უფლებას“, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 23:39

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლისას და აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

31 ივლისი 2026, 23:22

მსოფლიო

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გამოცემა Corriere della Sera ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 23:06

მსოფლიო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებაზე მოგზაურობის გაფრთხილება განაახლა. უწყებამ მე-2 დონის რეკომენდაცია გამოსცა, სადაც ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო.

31 ივლისი 2026, 22:53

საზოგადოება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსთაველის გამზირზე მასიურად იჭრება ხეები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, გადაწყდა მისი მოჭრა.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 22:35

მსოფლიო

The Guardian: ტრამპმა უკან წაიღო დაპირება, რომ უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების უფლებას მისცემდა

დონალდ ტრამპმა უკან წაიღო დაპირება იმის შესახებ, რომ უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების საკუთარი ძალებით წარმოების უფლებას მისცემდა - კემპ დევიდში გამართულ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გადაცემა „ადვილი ამბავი არ არის“, - წერს ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.

31 ივლისი 2026, 22:27

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციის აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავა, რომელსაც საჯარო სივრცეში ხელში შეურაცხმყოფელი ბანერი ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვატო შაქარიშვილი

31 ივლისი 2026, 22:14

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია. ევროკავშირი დეგრადაციის შეუქცევად პროცესში მყოფი, ძალიან მყიფე გაერთიანებაა, რომელიც ინგრევა და თუ ჩვენ მისი მიმართულებით სვლას გავაგრძელებთ, ამ ნანგრევებში მოვყვებით

ესპანეთის მიგრაციული კრიზისი ევროკავშირის უუნარობის კიდევ ერთი მკაფიო მტკიცებულებაა, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, უკონტროლო მიგრაცია, რაც ევროკავშირში „დიფ სთეითის“ კარნახით დაინერგა, ევროპის ერთ-ერთი მთავარი თავის ტკივილია.

თამთა მეგრელიშვილი

31 ივლისი 2026, 21:48

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტს „ჯივინოსტატს“ შეიძენს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტის, „ჯივინოსტატის“, შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პედრო სანჩესი

31 ივლისი 2026, 21:24

მსოფლიო

პედრო სანჩესი შენგენის ზონიდან ესპანეთის შესაძლო გარიცხვას ეხმაურება: სოლიდარობა არჩევითია, ევროპული ხელშეკრულებების პატივისცემა კი - სავალდებულო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი გამოეხმაურა იმ ევროპული ქვეყნების მოთხოვნას, რომლებიც სეუტაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ესპანეთთან შენგენის ზონის ჩაკეტვას ითხოვენ.

ნიკოლოზ სამხარაძე

31 ივლისი 2026, 21:18

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს, იმედია, ახალი დიპლომატი ამას ხელს შეუწყობს

„მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში წარმომადგენელი ჰყავდეს. პირველ რიგში, მინდა, ამ ადამიანს ვუსურვო წარმატებული საქმიანობა. ვისურვო, რომ ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დიდი წვლილი შეიტანოს ამერიკა-საქართველოს შორის ახალი სტრატეგიული პარტნიორობის ხელმოწერაში. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს. ამიტომ, იმედია, ახალი დიპლომატი ამ დინამიკას ხელს შეუწყობს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

31 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისის ქუჩებიდან მაღალმთიან რეგიონებამდე - საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად საპატრულო პოლიციის ავტოპარკი განახლდა. სამასამდე ახალი, თანამედროვე და ჰიბრიდული ავტომანქანა ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდა.

31 ივლისი 2026, 21:01

მსოფლიო

The Telegraph: იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა

იტალიამ ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილება შეაჩერა მას შემდეგ, რაც 60 000 მიგრანტი ანკლავ სეუტაში შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ავრცელებს.

31 ივლისი 2026, 21:01

ეკონომიკა

მსოფლიო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს. „„ქრონიკის“ სიუჟეტი

გლობალური კრიზისის ფონზე დაფიქსირებული მაღალი მაჩვენებელი - სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა ზრდის სწრაფ ტემპს განაგრძობს.

31 ივლისი 2026, 20:57

პოლიტიკა

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება და ორგანიზაციული კრიზისი ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალური პოლიტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ კრიზისი ღრმავდება. ახლა დავა დაიწყო, თუ ვის ეკუთვნის ავატარის იდეა. პარალელურად ნანუკა ჟორჟოლიანი ყოფილ თავმჯდომარეებს იწუნებს, თინა ბოკუჩავა კი თანაგუნდელებს პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარებისთვის აკრიტიკებს.