imedi /  07 დეკემბერი 2021, 13:24 / სანდო წყარო

სოზარ სუბარი: ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი - ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს

სოზარ სუბარი

სოზარ სუბარი

ისტორიკოსი ვარ, ეს არის მეცნიერება, რომელიც ასახავს იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობდით და ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, მას 900-ზე მეტი ეკლესია აქვს გადარჩენილი და აღდგენილი. ერთი ადამიანი ამაზე დიდ საქმეს ვერც ერთი ქვეყნის ისტორიაში ვერ გააკეთებს, - ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა ისტორიის მე-9 კლასის სახელმძღვანელოში შეტანილ ჩანაწერზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება საუბრისას განაცხადა.

„ისტორიის სახელმძღვანელო ყველაფერს უნდა ასახავდეს – დადებითსაც და უარყოფითსაც. ჩვენ არ გვეცოდინებოდა, სერგო ორჯონიკიძის სახელი, კახაბერ ყორღანაშვილის და სხვა მოღალატეების სახელები, რომ არა, ისტორია. ისტორია მხოლოდ გმირებს არ იცნობს, იცნობს, მოღალატეებსაც. ამიტომ, ისტორიის სახელმძღვანელოში შეტანილი უნდა იყოს იმ მოღალატეების სახელები, რომელთაც რუსეთს შანსი მისცეს, საქართველოს ტერიტორიების 22 პროცენტის ოკუპაცია მოეხდინა და შემდეგ სტრასბურგში საქართველოს დააბრალეს ოკუპაცია. სტრასბურგში არა მხოლოდ ის დააბრალეს საქართველოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ ომი დაიწყო, არამედ დააბრალეს, რომ საქართველომ საკუთარი მოქალაქეების უფლებები დაარღვია და გამოიყენა აკრძალული იარაღი, მათ შორის კასეტური ბომბი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა საქართველოს ეს დააბრალეს სტრასბურგის რეზოლუციაში. „ქართული ოცნების“, თეა წულუკიანის და მისი გუნდის დაუღალავი შრომა რომ არ ყოფილიყო, სტრასბურგის სასამართლოს ვერ მოვიგებდით, იმდენად მძიმე დოკუმენტი იყო დადებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წელს. ისტორიის სახელმძღვანელოში ეს უნდა შედიოდეს ყორღანაშვილის, ორჯონიკიძის და სხვა მოღალატეების მსგავსად“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ზოგიერთი ოპოზიციური პარტია მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი განმარტებით, სახელმძღვანელო, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი აქვს მინიჭებული, პროპაგანდისტულია.

ყველა სიახლე

ლაშა დოლიძე

24 მაისი 2026, 18:34

საზოგადოება

ლაშა დოლიძე: 26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში

26 მაისს სოფლის განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება რუსთავში, დაცული ტერიტორიების სააგენტო - ქალაქ ფოთში, ხოლო ღვინის ეროვნული სააგენტო - ქალაქ ამბროლაურში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართ ღონისძიებებზე საუბრისას.

ბაჩო ოდიშარია

24 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში - ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა „ქართული ოცნების“ გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ

ძალიან გამიხარდა, როცა 2024-ში „ქართული ოცნების“ სია გამოქვეყნდა და იქ ვარლამ ლიპარტელიანიც იყო, ლაშა ტალახაძეც და გენო პეტრიაშვილიც, იმიტომ, რომ პირველ რიგში, თქვენ ხართ ის ადამიანები და ქართული სპორტის ბურჯები, ჩვენი ქვეყნის დროშის და ჰიმნის მსოფლიო ასპარეზზე გამტანი, - განაცხადა კინომცოდნე ბაჩო ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე.

ლაშა ბერულავა

24 მაისი 2026, 17:47

პოლიტიკა

ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? - სამარცხვინოა, იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო, მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ - იქნებ, არ იცი, ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა?

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“

24 მაისი 2026, 17:32

კულტურა

თბილისის მერი საერთაშორისო ბაზრობას TAF 2026-ს ესტუმრა

კახა კალაძემ საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორ ლიკა ჭკუასელთან ერთად დაათვალიერა გამოფენა-ბაზრობა, რომელშიც, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური გალერეები და დამოუკიდებელი ხელოვანები მონაწილეობენ.

ემანუელ მაკრონი/ალექსანდრ ლუკაშენკო

24 მაისი 2026, 17:21

მსოფლიო

ემანუელ მაკრონსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიყენებული დარტყმების შემდეგ, მაკრონმა ლუკაშენკოს დაურეკა. ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სატელეფონო საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა. ლიდერებმა რეგიონული პრობლემები და ბელარუსისა და ევროკავშირის, კერძოდ კი საფრანგეთის ურთიერთობები განიხილეს.

24 მაისი 2026, 17:09

მსოფლიო

ზელენსკიმ კიევში რუსეთის იერიშის შედეგად დაშავებული ერთ-ერთ რაიონი მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ძალებმა სამი რაკეტა გაუშვეს წყალმომარაგების ობიექტის მიმართულებით, გადაწვეს ბაზარი, დააზიანეს ათობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა, გაუშვეს „ორეშნიკი“ ბილა-ცერკვას მიმართულებით. მოგვიანებით კი მომხდარის ფონზე დასავლეთის მიერ რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობის შესახებ განაცხადა

24 მაისი 2026, 16:19

რეგიონი

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ვარლამ წიკლაურს და ათენში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ათენის დიასპორის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა თევდორაძის პროექტის „მოუსმინე შენი ქალაქის ემიგრანტს“ ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ვარლამ წიკლაურს და ათენში მცხოვრები ქართველ ემიგრანტებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

24 მაისი 2026, 16:16

საზოგადოება

თბილისის N199 სკოლა ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის გამარჯვებულია

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ყოველწლიური საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ 2026 წლის გამარჯვებული თბილისის N199 სკოლის გუნდი გახდა. მეორე საპრიზო ადგილი თბილისის რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა დაიკავეს, მესამე ადგილზე კი ხონის N1 საჯარო სკოლის წარმომადგენლები გავიდნენ, - ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

24 მაისი 2026, 15:54

პოლიტიკა

რუსთავში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. დღეს ღონისძიებას მე-7 რეგიონი მასპინძლობს. კონფერენცია რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონის ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც სტუმრის სტატუსით „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, ცოტნე ივანიშვილი ესწრებოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

24 მაისი 2026, 15:28

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ირანს ბირთვული იარაღის შექმნის უფლება არ უნდა მიეცეს

„ევროპა კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, რათა ეს მომენტი გრძელვადიანი დიპლომატიური გადაწყვეტისთვის იქნას გამოყენებული“, - წერს ფონ დერ ლაიენი.

24 მაისი 2026, 15:11

სამართალი

პროკურატურამ თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

შიო მესამე

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეული წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება.

24 მაისი 2026, 15:09

საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს

„რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუნიციპალური განვითარების ფონდი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა ქვეყანა რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს ღირსეულად შეხვდეს“,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ.

მეუფე დანიელი

24 მაისი 2026, 14:56

საზოგადოება

მეუფე დანიელი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, სვეტიცხოვლობას ამ დიდი თარიღის დაგვირგვინება იქნება

ეკლესია საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. პროგრამა, რომელიც 12 მაისს დაიწყო, 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასრულდება. გაიმართება ეკლესია-მონასტრებიდან ფეხით მსვლელობები, კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

24 მაისი 2026, 14:46

მსოფლიო

საფრანგეთში ნალექიანი ამინდი მაისისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურით შეიცვალა

ევროპაში ნალექიანი და ცივი ამინდის შემდეგ მკვეთრად დაცხა. საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურამ 30 გრადუსამდე მოიმატა, რაც ამ სეზონისთვის უჩვეულოდ მაღალია და მეტეოროლოგები კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებენ. მოულოდნელი და მკვეთრი დათბობის ფონზე პარიზელები გაგრილებას შადრევნებთან და სენას სანაპიროზე ცდილობენ. მდინარეში ცურვის აკრძალვის მიუხედავად რამდენიმე ადამიანი სენაში გასაგრილებლად ხიდიდან გადახტა.

კაია კალასი

24 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

კაია კალასი: „ორეშნიკით“ დარტყმები მსოფლიოს ბირთვული ომის ზღვარზე აყენებს

რუსეთი ბრძოლის ველზე ჩიხში შევიდა, რის გამოც უკრაინას ქალაქების ცენტრებზე მიზანმიმართული დარტყმებით ატერორებს. ეს არის ამაზრზენი ტერორისტული აქტები, რომელთა მიზანიც რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაა, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა უკრაინაზე განხორციელებული ღამის დარტყმების კომენტირებისას.

ვარლამ ლიპარტელიანი

24 მაისი 2026, 14:40

პოლიტიკა

ვარლამ ლიპარტელიანი: ქვემო ქართლში ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის

ძალიან მაგარი შეხვედრა გამოვიდა ქვემო ქართლში. ახალგაზრდებს მადლობა მინდა, ვუთხრა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

გიორგი ვოლსკი

24 მაისი 2026, 14:31

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კანდელაკის „კვლევაზე“: ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი

„ის, რომ საქართველოში კამპუსებია და აქ ტერორისტები მზადდებიან, რასაკვირველია მოგონილი თემაა, მხოლოდ იმისთვის, რომ დაიწეროს ზუსტად ისეთი სტატია, რომელიც ცნობილი ჯო უილსონის კარნახით არის ჩამოყალიბებული. ეს სტრატეგია გრძელდება. ადრე ჩინეთი იყო დღის წესრიგში, ახლა ირანია დღის წესრიგში. ეს არის პირდაპირ მოღალატეობრივი საქმიანობა - ორგანიზებული, დაფინანსებული და პოლიტიკურად მხარდაჭერილი“, - მიიჩნევს ვოსლკი.

ცოტნე ივანიშვილი

24 მაისი 2026, 14:29

პოლიტიკა

ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციაზე: ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს - ძალიან გამიხარდა, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას, აპირებენ დიალოგის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არ აქვს

ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური შეხვედრა იყო დღეს. მეც შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რომ ყველა შეხვედრას დავესწრო, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

24 მაისი 2026, 14:23

მსოფლიო

საპროტესტო აქცია ბელგრადში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

საპასუხოდ ქალაქში სპეცრაზმი გამოიყვანეს და დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სერბეთში პრეზიდენტ ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ განახლებული საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.