22 დეკემბერი 2021, 16:42 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

„მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადობრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე, ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე წერს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კანონპროექტის საფუძველზე, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

„პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ჩემ მიერ ინიცირებული ცვლილებები, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესის საქმიანობას არეგულირებს.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან, სექტორის დასაბეგრი ბაზა გაიზრდება 65-70%-ით.

1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.

ჯამში, აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

1-ლი მარტიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.

აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.

სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.

მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისა და მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს ხალხს, ვინც პირველივე დღიდან უჭერს მხარს ამ დიდი საზოგადობრივი მნიშვნელობის ინიციატივას, რომელიც ერთადერთ მიზანს - ჩვენს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით - ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვას ისახავს”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

ყველა სიახლე

23 სექტემბერი 2026, 09:27

მსოფლიო

ზელენსკიმ და სიბიგამ ევროკავშირი ​უსმანოვისა და ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნის გამო გააკრიტიკეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის მიერ რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების მოხსნას „თვითმკვლელური“ უწოდა. მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინის დაბომბვას გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურადაც აგრძელებს, „ცალკეული რუსი ოლიგარქების სანქციების სიიდან ამოღების სიგნალები კონტრპროდუქტიულია“. ზელენსკიმ დასძინა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მზაობა გამოთქვა, იმუშაოს სანქციების სიაში დამატებითი გვარების შეყვანაზე.

23 სექტემბერი 2026, 09:24

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრს, ლიუ ვეის შეხვდა

შეხვედრას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის და საავიაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, COSCO SHIPPING Holdings -ის გენერალური მენეჯერი ლი ძი, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები - თამარ იოსელიანი, ირაკლი ნადარეიშვილი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ.

მარკო რუბიო

23 სექტემბერი 2026, 09:13

მსოფლიო

მარკო რუბიო: რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება რომელიმე მხარის დამაჯერებელი სამხედრო გამარჯვებით. ის შეთანხმებით დასრულდება და რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით ნაკლები ადამიანი დაიღუპება

„ამ ეტაპზე ენერგეტიკული შეთანხმება არ არსებობს, თუმცა ეს ომი არცერთ მხარეს არ აწყობს, ამიტომ მისი შეჩერება სრულიად ლოგიკურია. სამწუხაროდ, საგარეო პოლიტიკაში ის, რაც ლოგიკურია, ყოველთვის არ ხდება,“ - აღნიშნა რუბიომ.

23 სექტემბერი 2026, 08:35

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 სექტემბერს საქართველოში

23 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

გურამ მაჭარაშვილი

23 სექტემბერი 2026, 08:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „კორძის“ კონცერტზე: დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს

დღეს ევროკავშირი აფინანსებს იმას, რისგან დასაცავადაც შეიქმნა თავის დროზე. აფინანსებს „მოლოტოვის კოქტეილებს“, რომ ცოცხლად დაწვან პოლიციელები, მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი ადამიანების კონცერტებს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 სექტემბერი 2026, 08:27

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „კორძის“ კონცერტზე: რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველას, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, ხელი უნდა შეუწყონ

რატომღაც მიაჩნიათ, რომ საქართველოში ყველა ის, ვინც სხვადასხვა საშუალებით რადიკალიზმს, ექსტრემიზმს და საზოგადოების გახლეჩას ემსახურება, მათ ხელი უნდა შეუწყონ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

23 სექტემბერი 2026, 08:14

მსოფლიო

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ხელი მოაწერა

დოკუმენტი ვაშინგტონს კუნძულის უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ საჭიროებებზე მუდმივ კონტროლს ანიჭებს. ამასთან, ვაშინგტონის წერილობითი თანხმობის გარეშე არც ერთ სხვა ქვეყანას სამხედრო ბაზის ან ძალების ყოლის უფლება არ ექნება.

23 სექტემბერი 2026, 08:10

რეგიონი

ქობულეთში ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, ზურაბ აბაშიძის ხელმძღვანელობით, ქობულეთში ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა.

23 სექტემბერი 2026, 08:08

საზოგადოება

თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა

თბილისში საუდის არაბეთის სამეფოს 96-ე ეროვნული დღე აღინიშნა. სიტყვით გამოვიდნენ საქართველოში საუდის არაბეთის ელჩი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

23 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ლუქსემბურგს ეწვევა

კანონმდებლები ერთობლივი აუდიენციის ფარგლებში არაერთ საკითხს განიხილავენ. ისაუბრებენ საპარლამენტო დიპლომატიის როლზე ორმხრივი ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავების კონტექსტში.

ემანუელ მაკრონი

23 სექტემბერი 2026, 01:05

მსოფლიო

მაკრონი რუსეთსა და უკრაინაში ენერგოინფრასტრუქტურაზე იერიშების „ორმხრივი მორატორიუმის“ დაწესების ინიციატივით გამოდის

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „რუსეთი საკუთარი განცხადებების პირისპირ დააყენოს“ და გამოვიდა ინიციატივით, დაწესდეს „ორმხრივი მორატორიუმი“ რუსეთსა და უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებზე.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

23 სექტემბერი 2026, 00:26

მსოფლიო

„მსოფლიო ხუთზე მეტია“ - ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმირებას ითხოვს

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სტრუქტურის შეცვლის შესახებ თავისი მრავალწლიანი მოთხოვნა კიდევ ერთხელ გააჟღერა.

23 სექტემბერი 2026, 00:12

მსოფლიო

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა

მოლდოვის პარლამენტმა ენერგეტიკულ და ჰიდროტექნიკურ სექტორებში 60 დღის ვადით საგანგებო მდგომარეობის შემოღებას მხარი დაუჭირა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი გაზსა და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე მდინარე დნესტრში წყლის დონის კლება გახდა.

გიტანას ნაუსედა

23 სექტემბერი 2026, 00:03

მსოფლიო

ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთმა ომი უკვე წააგო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ მკაცრად დაგმო ვლადიმირ პუტინის შეჭრა უკრაინაში და აღნიშნა, რომ ეს კონფლიქტი უკვე პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს გრძელდება.

ემანუელ მაკრონი

22 სექტემბერი 2026, 23:52

მსოფლიო

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსოფლიოში „ჯუნგლების კანონის“ შესაძლო დაბრუნების საფრთხეზე ისაუბრა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, „მტკიცედ იდგნენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გვერდით“.

აბას არაღჩი კაია კალასი

22 სექტემბერი 2026, 23:33

მსოფლიო

კაია კალასი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის შევხვდი - ჩვენ განვიხილეთ დიპლომატიური პერსპექტივები აშშ-ირანის ომის დასასრულებლად და ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნისთვის, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, აბას არაღჩიმ.

გურამ ოქროპირიძე

22 სექტემბერი 2026, 23:25

საზოგადოება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი: იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, ყველა ბაღს აქვს დეტალური ინფორმაცია, პროტოკოლი, როგორ უნდა იმოქმედოს

იმ ბაღებში, სადაც დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, ჩატარდა სრული დეზინფექცია, - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა გურამ ოქროპირიძემ.

გიორგი ტყემალაძე

22 სექტემბერი 2026, 23:09

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძე ე.წ. დეზერტირების ბაზარზე: აქტიურად გვექნება ჩართულობა, როგორც კერძო მესაკუთრესთან, ასევე ამ ადამიანებთან, რომლებიც დღეს ამ ტერიტორიაზე აწარმოებენ გარევაჭრობას და აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები

აუცილებლად იქნება შეთავაზებული ალტერნატიული ფართები, - განაცხადა დედაქალაქის ვიცე-მერმა ე.წ. დეზერტირების ბაზრის ტერიტორიის მოწესრიგების საკითხზე და იქ მომუშავე მოვაჭრეებზე საუბრისას.

22 სექტემბერი 2026, 22:58

საზოგადოება

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო - რომელი პროფესიის შესწავლა შეუძლიათ მოქალაქეებს უფასოდ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც უკვე არის 16 წლის. პროგრამას სრულად სახელმწიფო აფინანსებს. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო სასწავლო პროგრამას შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე ადგენს. შესაბამისად, ბენეფიციარების დასაქმების მაჩვენებელი 90%-ზე მეტია.

22 სექტემბერი 2026, 22:52

სამართალი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა დასჯადია. სასამართლოებში სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები განიხილეს.