ირაკლი ღარიბაშვილი: უნდა ავაწყოთ ისეთი გამართული სისტემა, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას - 300 000 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ფინანსური ხარჯების კონტროლი, იმიტომ, რომ წელს მილიარდი ლარი დავუმატეთ ჯანდაცვას და ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვას, ბუნებრივია, სჭირდება ეფექტიანი კონტროლი და ამას გააკონტროლებს სწორედ ახალი მინისტრი, ბატონი ზურა აზარაშვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ჯანდაცვის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.
„მოქმედი პირველი მოადგილე, ქალბატონი თამარ გაბუნია არის ბრწყინვალე სპეციალისტი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური კადრი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ქვეყანაში. მე მქონდა საუბარი ძალიან ბევრ ავტორიტეტულ ექიმთანაც, მანამ, სანამ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას და მათი შეფასებაც ასეთივეა. ასე რომ, დღეს ამ მიმართულებას ჰყავს თავისი კურატორი, მინისტრს ჰყავს მოადგილე. მე ვიცი, რომ ის დარჩება, ალბათ ამას თავად მინისტრი გადაწყვეტს, მაგრამ მე გამიხარდება, თუ ის გააგრძელებს მუშაობას. ერთ-ერთი მიმართულება არის ჯანდაცვის მიმართულება, იქ უნდა გავაგრძელოთ და მთავარი კონტროლი, აქცენტი და ყურადღება უნდა გადავიტანოთ ხარისხიან ჯანდაცვაზე, ხარისხიან მომსახურებაზე, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს ხარისხიანი ჯანდაცვა და ის სერვისები, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება, კიდევ უფრო დავხვეწოთ.
მე ძალიან გავაკონტროლებ და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ფინანსური ხარჯების კონტროლი, იმიტომ, რომ წელს მილიარდი ლარი დავუმატეთ ჯანდაცვას და ასეულობით მილიონი ლარის ხარჯვას, ბუნებრივია, სჭირდება ეფექტიანი კონტროლი და ამას გააკონტროლებს სწორედ ახალი მინისტრი, ბატონი ზურა აზარაშვილი, რომელიც ძალიან მაღალი დონის მენეჯერია.
რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უნდა ავაწყოთ ისეთი გამართული სისტემა, რომელიც ამ ამბიციურ გეგმას - 300 000 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს. ეს უნდა იმართოს, როგორც ჯარი იმართება, დაახლოებით ისე, იმიტომ, რომ ერთი, ამ ადამიანებს კარგად უნდა განვუმარტოთ, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში, არ მოეხსნებათ ეს დახმარება, არამედ ხელფასის სახით გადავუხდით. მინიმუმ იმდენი იქნება მათი ანაზღაურება, რამდენიც ახლა აქვთ, მაგრამ ჩემი ამოცანაა, რომ ეს კიდევ უფრო გაიზარდოს, გაორმაგდეს და ა.შ. აქ, რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ კერძო სექტორიც ჩაერთვება, ბიზნესი დაინტერესდება და ვიცი, ძალიან ბევრი მოთხოვნაა რეგიონებში, იქნება ეს სეზონური, თუ ყოველდღიური სამუშაო, უამრავი სხვა.
ამიტომ, რაც შეეხება კითხვას - სად ვასაქმებთ - უამრავი საზოგადოებრივი სამუშაო არსებობს, ამის იდენტიფიცირება უკვე დაწყებული გვაქვს, ამაზე ჯგუფი შექმნილი მაქვს და მუშაობენ ამის თაობაზე, დაწყებული, იქნება ეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, წყლის პროექტები, მშენებლობა, თუ მაგალითად ტყეების გაშენება, ახლა ვიწყებთ პლანტაციების აღდგენას, ხეების გაშენებას, ურბანული განახლების პროექტები, მოგეხსენებათ, რომ ყველა რეგიონში მე დავიწყე ურბანული განახლების პროგრამები. პროცესში გამოიკვეთება მათი უნარებიც, მოხდება შეფასებაც, გადაფასებაც, დაწინაურებაც, წახალისება და ა.შ. ძალიან მასშტაბური პროცესი დაიწყება მთელს ქვეყანაში. მათ მიეცემათ ღირსეული ხელფასი და ამ მიმართულებით გარდატეხას შევიტანთ ამ სიტუაციაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 11:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას
ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 11:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები
„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
11 სექტემბერი 2026, 11:11
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით
სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.
11 სექტემბერი 2026, 11:08
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან - ენტონი სპირსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი - სტეფანი პენინგტონი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:03
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
11 სექტემბერი 2026, 11:00
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:53
სამართალი
პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 სექტემბერი 2026, 10:52
მსოფლიო
Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან
ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკრაინული თავდაცვის კომპანია „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელ დირექტორზე ვლადისლავ ბელბასზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან
პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - ჩვენ ძალიან აქტიური, სამშენებლო, მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 10:45
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
11 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:40
ეკონომიკა
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა
2026 წლის სექტემბერში საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქედან, 7.0 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3.0 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.
11 სექტემბერი 2026, 10:36
რეგიონი
სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:30
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით
საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით პროგრესს აჩვენებს.
11 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ახალ გზას ეძებს
ევროკომისიამ განაახლა მუშაობა იმ ვარიანტებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“, - აღნიშნულზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.


