ლევან იოსელიანი: სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიას მხარს თუ დავუჭერთ, მაშინ მხარს დავუჭერთ სხვა კომისიასაც, რომელიც „ნაცმოძრაობის“ დროს ჩადენილ ფაქტებს გამოიძიებს
ლევან იოსელიანი
ფოტო: Facebook
პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს.
როგორც იოსელიანი აცხადებს, საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ინიციატივას პარტია „მოქალაქეები“ მხარს არ დაუჭერს.
„მოვისმინე პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების განცხადებები. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უკვე მოცემულობაა, რომ ამ საგამოძიებო კომისიისთვის საკმარისი ხმები არ გროვდება. ეს ლოგიკურია, რასაც დასთეს, იმას მოიმკიო.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე არ ითანამშრომლა ოპოზიციის დანარჩენ ნაწილთან, მათ შორის ინსპექტორის საკითხზე არ შემოვიდნენ და მხარი არ დაუჭირეს პროტესტს, რომელსაც დანარჩენი ოპოზიცია პარლამენტში ახმოვანებდა. ჩვენი მხარდაჭერა ამ ინიციატივას არ ექნება, რადგან ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგიდან გამომდინარე ინიციატივა და ყველა საგამოძიებო კომისია, რომელიც მანამდე იქნა დაინიცირებული, ჩავარდა მათი პარლამენტში არ გამოცხადებით. მათ მხარი არ დაუჭირეს. გაგახსენებთ, 5 ივლისის საქმეს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერიც რომ გვერდზე გადავდოთ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ მიმაჩნია, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი უნდა იყოს მთელი პოლიტიკური სპექტრის დღის წესრიგი.
როდესაც საუბარია თუნდაც შესაძლო ვინმეს წამებაზე, მაშინ აქვე უნდა ვისაუბროთ სხვა ფაქტებზე. უამრავი გამოუძიებელი ფაქტი არსებობს ადამიანების წამების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში. ასეთი ორმაგი სტანდარტებით ჩვენ ვერ ვიხელმძღვანელებთ. თუ დავუჭერთ ამის შექმნას მხარს, მაშინ დავუჭერთ მხარს სხვა საგამოძიებო კომისიასაც, რომელიც გამოიძიებს „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ჩადენილ ფაქტებს და გამოძიება რაღაც ჭეშმარიტებას დაადგენს. უამრავი ფაქტი არის გამოუძიებელი და უამრავი ადამიანი მოგვმართავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გამოიძია მათი საქმე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება. კომისიის შექმნის შესახებ პროექტის ინიცირების უფლება აქვს, მათ შორის, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ს ანუ 30 დეპუტატს, ხოლო შექმნაზე გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის 1/3, შესაბამისად, საჭიროა 50 დეპუტატის მხარდაჭერა.
ყველა სიახლე
20 აგვისტო 2026, 02:00
მსოფლიო
The New York Times: პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად ბრუნდებიან
პრინცი ჰარი, მისი მეუღლე მეგან მარკლი და მათი შვილები უახლოეს კვირებში დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად დაბრუნებას გეგმავენ, - წერს გამოცემა The New York Times-ი.
20 აგვისტო 2026, 01:41
მსოფლიო
უკრაინული მედია: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევა განახორციელეს - დარტყმების შედეგად დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი შეტევა განახორციელეს. დარტყმების შედეგად დედაქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
20 აგვისტო 2026, 00:11
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრას გეგმავს.
19 აგვისტო 2026, 22:42
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გარშემო „ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანის გარშემო „ამ ეტაპზე კარგი სიტუაციაა“. ეს განცხადება მან თეირანთან დიალოგის შეჩერების ფონზე გააკეთა, მაშინ, როდესაც ჰორმუზის სრუტე მიმდინარე კონფლიქტში კვლავ უმთავრეს დაპირისპირების ზონად რჩება.
19 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
კიმ ჩენ ინის და უარყოფს ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის და და მმართველი პარტიის მაღალჩინოსანი, კიმ იო ჩჟონი უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ ფხენიანი რუსეთის მხარდასაჭერად 50 000-მდე სამხედროს გაგზავნას გეგმავს.
19 აგვისტო 2026, 21:33
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, წინასწარი შეცნობით, თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთა მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა 17 მარტს თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველ მოსწავლესთან, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, გარყვნილ ქმედებას მიმართა.
19 აგვისტო 2026, 20:58
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკოს განცხადებით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა დააკავეს
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე მიმდინარე მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირინა მუდრა დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ავრცელებს.
19 აგვისტო 2026, 20:54
რეგიონი
აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი: შვიდ პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები - შავი ზღვის წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება
„სეზონურად, ყოველთვიურად სულ მცირე, 3 კვლევა ტარდება. ახლა ვიყავით სამ სხვადასხვა ადგილას, სადაც 7 პარამეტრზე ჩატარდა როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ-ქიმიური კვლევები. წყლის ხარისხის ყველა პარამეტრი ნორმას შეესაბამება“, - აღნიშნა დენის სალუქვაძემ.
19 აგვისტო 2026, 20:50
მსოფლიო
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანთან დიალოგის განახლებას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს ირანთან დიალოგის განახლებას.
19 აგვისტო 2026, 20:38
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტების მისაღებად ემზადება - ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა უფასოა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სტუდენტების მიღებას აცხადებს. სწავლა ერთწლიანია და უფასო. მსურველებს საერთო სამაგისტრო გამოცდის, შემდეგ კი სასწავლებელში მოსახვედრად ცალკე შემოწმების გავლა მოუწევთ.
19 აგვისტო 2026, 20:35
მსოფლიო
აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების ფონზე ევროკავშირის ლიდერები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხარდაჭერას უცხადებენ
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიუ კოშტამ, მხარდაჭერა გამოუცხადეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მას შემდეგ, რაც აშშ-ის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ღაზაში ისრაელის მოქმედებებს იძიებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
19 აგვისტო 2026, 20:34
პოლიტიკა
ოპოზიციური ალიანსის ფიასკო და ისევ ურთიერთბრალდებები - „ნაციონალური მოძრაობა“ კოლეგებს აკრიტიკებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლომდე არ ამბობს, რომ ალიანსიდან გავიდა, მაგრამ თავად ამ ჯგუფს უფუნქციოს უწოდებს. კოლეგებს კი სააკაშვილის პარტიიდან ისევ აკრიტიკებენ.
19 აგვისტო 2026, 20:30
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: ტვირთბრუნვის 24%-იანი ზრდა და საკონტეინერო გადაზიდვების 8%-იანი მატება ადასტურებს, რომ საქართველოს ნავსადგურებში ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია
„ეს შედეგები შემთხვევითი არ არის და სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავზარდოთ ნავსადგურების გამტარუნარიანობა და ეფექტიანობა, რათა საქართველომ საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ქსელში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს“, - აცხადებს ივანე აბაშიძე.
19 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
ვინ „ექაჩება“ ომს საქართველოსკენ - ოპოზიციის აქტივისტის განცხადება და მმართველი გუნდის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ „ექაჩება“ ომს საქართველოსკენ - მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის მიერ გამხელილი მიზანი აშკარაა - არეულობა და სამხედრო ესკალაცია საკუთარ ქვეყანაში.
19 აგვისტო 2026, 20:23
პოლიტიკა
მითები გამჭვირვალობის ქართული კანონის შესახებ და რეალობა - მმართველი პარტია ყალბი კამპანიის ავტორებისგან ბოდიშს მოითხოვს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამჭვირვალობის ქართული კანონი და დეზინფორმაციული კამპანია. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე საზოგადოების მოტყუების მცდელობას აღწერს.
19 აგვისტო 2026, 20:12
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო: რუსთაველზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას გამოვლენილი ობიექტების პირველად შესწავლასა და ფიქსაციაზე სპეციალისტებმა სწრაფად იზრუნეს
„თბილისში, რუსთაველის გამზირზე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოების პროცესში არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების გამოვლენის შემთხვევების შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას და შემდგომი მოქმედებების შესახებ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე იღებს“.
19 აგვისტო 2026, 19:48
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე კახი ინანაშვილი, სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო, 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა შსს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ასკ-ს 173 16 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, განხილული იყო კახი ინანაშვილის საქმე.
19 აგვისტო 2026, 19:42
მსოფლიო
Financial Times: ირინა მუდრას დათხოვნა უკრაინის პრეზიდენტს ახალ კორუფციულ სკანდალში გახვევის საფრთხეს უქმნის, თანაც იმ დროს, როდესაც მას ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი მწვავედ აკრიტიკებს
ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა თავისი ერთ-ერთი წამყვანი თანაშემწე მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა სამსახურებმა მის საცხოვრებელ სახლში რეიდი ჩაატარეს - ეს გადაწყვეტილება ემთხვევა პრეზიდენტის მიმართ გაზრდილ იერიშებს, რაც მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ წამოყენებული კორუფციული ბრალდებების სერიას უკავშირდება, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.
19 აგვისტო 2026, 19:32
სამართალი
სუს-ი: 17 აგვისტოს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება
საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების მიზნით ამოქმედებული იყო როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.
19 აგვისტო 2026, 18:50
მსოფლიო
POLITICO: ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ირინა მუდრა თანამდებობიდან დაითხოვა - ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ანტიკორუფციული უწყების წარმომადგენლებმა, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მის სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს“.


