დავით ზალკალიანი: ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების არანაირი რევიზია არ იქნება
დავით ზალკალიანი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-რუსეთის კომისიის სხდომის შემდეგ ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ნატოელი პარტნიორები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საქართველოს და გადაწყვეტილებები ქვეყნის მიმართ არავითარ შემთხვევაში არ მიიღება საქართველოს ჩართულობის გარეშე. საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ნატოში დაგეგმილ შეხვედრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამომავლო კოორდინაციის და ერთობლივი საქმიანობის თვალსაზრისით და თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მათ შორის მადრიდის სამიტის წინ, რომ საქართველოს მიზნები ნატოში გაწევრიანების ქმნის, რეალიზებულ იყოს.
„მე დამიდასტურეს სატელეფონო საუბრების დროს, როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ისე ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ და დარწმუნებული ვარ, რომ იგივე იქნება დადასტურებული დღევანდელ შეხვედრაზე ელჩებთან. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა, მათგან, უშუალოდ პირველწყაროსგან მოვისმინო, თუ რაზე იყო საუბარი ნატო-რუსეთის კომისიის სხდომაზე, თუმცა ის შინაარსი საუბრებისა, რომელიც მე მქონდა ნატოს მაღალჩინოსნებთან მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთის ფედერაციას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს ჩვენმა ნატოელმა პარტნიორებმა, რომ არ იქნება არანაირი რევიზია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების, რომ საუბარი საერთოდ არ შეიძლება იყოს გავლენის სფეროებზე და რომ ნატოს გაფართოების საკითხი არის უშუალოდ იმ ქვეყნის საქმე, ვისაც სურს ნატოში გაწევრიანება და ნატოს გადასაწყვეტი“, - განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, საქართველოს არის თანმიმდევრული და ქვეყნის გეგმები მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, რჩება უცვლელი და სახელმწიფოს მიდგომებში არაფერი იცვლება. „ჩვენ თანმიმდევრულები ვართ. არაფერი იცვლება ჩვენს მიდგომებში, ისევე როგორც მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავს გზავნილს მოვისმენთ ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან. ჩვენი გეგმები მადრიდის სამიტთან დაკავშირებით, არის ისეთი, როგორიც იყო მანამდე. არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთი შეცვლის პოზიციას, მაგრამ აუცილებელია, რომ დიალოგი გაგრძელდეს. ეს გაჟღერდა როგორც გენერალური მდივნის მხრიდან, ასევე ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რომ დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ არა იმ წინაპირობების ხარჯზე და იმ წინაპირობებით, რა წინაპირობებსაც რუსეთის ფედერაცია აყენებს ნატოს გაფართოების კონტექსტში“, - განაცხადა ზალკალიანმა.
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ნატოსა და ევროკავშირში. არაფორმალური შეხვედრაა დაგეგმილი ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთანაც.
ყველა სიახლე
13 ივლისი 2026, 18:00
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია ეუთოს რეზოლუციაზე: აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში
აბსოლუტურად გაუაზრებელი, უსაფუძვლო და არაადეკვატური რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, სადაც აცდენილია რეალობას თითოეული ის პუნქტი, რაზეც საუბარია ამ რეზოლუციაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ ეუთოს რეზოლუციასთან დაკავშირებით.
13 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან, რომელიც მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგა მისიის შესრულებას საქართველოში.
13 ივლისი 2026, 17:49
მსოფლიო
პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: ყველა ახალგაზრდა, საბრძოლველად ვარგისი უკრაინელი უკრაინაში უნდა იყოს
„ყველაფერი რიგზეა უკრაინელებთან დაკავშირებით? არა, ყველაფერი რიგზე არ არის. ნორმალურია მილიონობით ზლოტის ღირებულების მანქანების დამტვრევა და „მორსკიე ოკოში“ [დაცული ტბა ტატრებში] შეჭრა? არა, ეს არ არის ნორმალური და ასეთები უნდა გააძევო. ყველა ახალგაზრდა, საბრძოლველად ვარგისი უკრაინელი უკრაინაში უნდა იყოს და იქ ემსახუროს სამშობლოს“, - განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა.
13 ივლისი 2026, 17:39
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტის „მფარველი ანგელოზი“ გახდება და გემების გატარებისთვის საფასურს დააწესებს
„ჩვენ გადაგვიხდიან მის დაცვაში - ძალიან დიდ ფულს. ჩვენ აგვინაზღაურებენ ხარჯებს, რადგან სხვა ქვეყნები ძალიან მდიდრები არიან. ისინი ჩვენს მხარეს არიან და ჩვენგან არავინ ელის, რომ ამას უბრალოდ ისე, უფასოდ გავაკეთებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
13 ივლისი 2026, 17:22
მსოფლიო
უელსში ტყის ხანძარს ებრძვიან
უელსში გავრცელებულ ტყის ხანძარს, მასშტაბური ინციდენტის სტატუსი მიენიჭა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ადგილზე მეხანძრე მაშველები მუშაობენ.
13 ივლისი 2026, 17:20
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არის გაგრძელება იმ კოლექტიური ძალისხმევის, პოლიტიკური შეტევის, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას საქართველოს მიმართ ბოლო წლებში გარე ძალების მიერ განხორციელებული პოლიტიკური შეტევის გაგრძელებად მიიჩნევს.
13 ივლისი 2026, 17:19
მსოფლიო
ევროკავშირი 13 წლამდე ბავშვებისთვის სოცქსელებით სარგებლობის აკრძალვას გეგმავს
ევროკავშირი სოციალური მედიის მოხმარებაზე მინიმალურ ასაკობრივ ზღვარს დააწესებს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა წარადგინა ექსპერტთა მიერ შედგენილი ანგარიში, რომლის თანახმად 13 წლამდე ასაკის მოზარდებს, სოციალურ მედია პლატფორმებზე წვდომა მხოლოდ შეზღუდული დროით და მშობლების ზედამხედველობის ქვეშ უნდა ჰქონდეთ.
13 ივლისი 2026, 17:17
ეკონომიკა
Aqualia-ს რეგიონული დირექტორი: მკაფიოდ ვხედავთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი
„მოხარული ვარ ფორუმში მონაწილეობით. Aqualia 2022 წლიდან საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას წყალმომარაგების სფეროში არსებულ საკითხებზე. დღეს უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ კომპანიის საქმიანობის პოზიტიურ შედეგებზე თბილისში, რუსთავსა და ქალაქ მცხეთაში. პროგრესი თვალსაჩინოა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ინვესტიციების მიმართულებით აქტიურად მუშაობს. მსგავსი დისკუსიები გვეხმარება მუდმივად ვიცოდეთ ქვეყნის პრიორიტეტები და მკაფიოდ დავინახოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს წყალმომარაგების სექტორი” - ხოსე ენრიკე ბოფილი, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი
13 ივლისი 2026, 17:09
მსოფლიო
ევროკავშირმა ФСБ-ს სტრუქტურების, ასევე პლატფორმების - MAX-ისა და VK-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ კიბერსანქციების უმსხვილესი პაკეტი მიიღო და მოსკოვის კიბერსივრცის მავნე მოქმედი პირები, მათ შორის რუსეთის უშიშროების სამსახური გამოააშკარავა. სანქციების პაკეტი შეზღუდვებს უწესებს 11 ინდივიდსა და 5 კომპანიას: სამხედრო დაზვერვის ოფიცრებს, კიბერ-დამნაშავეებს და ჰაკერებს, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ევროპის სხვა ქვეყნების სამთავრობო თუ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებისთვის.
13 ივლისი 2026, 17:02
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების და მცენარე „კანაფის“ უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
13 ივლისი 2026, 16:35
მსოფლიო
The New York Times: ისრაელის გეგმის ფარგლებში, რომელიც მაჰმუდ აჰმადინეჟადის ირანის ლიდერად დასმას ითვალისწინებდა, ყოფილი პრეზიდენტი მოსადის ხელმძღვანელს შეხვდა - ამჟამად აჰმადინეჟადი დაკავებულია
გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ისრაელი მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა, ირანის ლიდერად ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი დაებრუნებინა.
13 ივლისი 2026, 16:28
პოლიტიკა
სადღობელაშვილი კაია კალასის განცხადებაზე: ახალი ყაიდის ევროპელებს, რომლებიც, ჩემი შეფასებით, ე.წ. ომის პარტიას წარმოადგენენ, ერთი რამ ვერ გაუგიათ - ეს საქართველოა, აქ ქართველების მიწაა და სწორედ საქართველოს მოქალაქეები წყვეტენ, ვის მიანიჭონ ქვეყნის მართვის მანდატი. ამიტომ, გაუგებარია, ვის რაში სჭირდება გარედან თავსმოხვეული მხარდაჭერა
ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება, რომელშიც ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად არ გვაქვს და არც მისი მხარდაჭერა გვსურს - გვსურს მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს“.
13 ივლისი 2026, 15:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს
სამწუხაროა, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი ღიად აცხადებს, რომ არ აპირებს საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რომელიც ქართველი ხალხის დემოკრატიული ნების საფუძველზეა არჩეული, მაშინ როდესაც ამავე ხალხის მხარდაჭერაზე საუბრობს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კაია კალასის პასუხად, რომ მათ არ სურთ მთავრობის მხარდაჭერა და სურთ რომ მხარი დაუჭირონ ქართველ ხალხს.
13 ივლისი 2026, 15:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი. როდესაც არის პოლიტიკური ინტერესები და ქვეყნის დაზიანების სურვილი უცხოელებში, მაშინ ვხედავთ ხოლმე როგორ კატასტროფას წარმოაჩენენ საქართველოსთან დაკავშირებით
როდესაც ობიექტური შეფასება ხდება, ფაქტია, რომ საქართველო არის ლიდერი, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
13 ივლისი 2026, 15:22
რეგიონი
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიას კიდევ ერთი საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი შეემატა - VR Holding-მა, პროექტ VR Shekvetili Forest Beach-ის ფარგლებში, შეკვეთილში ლეგენდარული საერთაშორისო ბრენდის Café del Mar-ის Beach Club-ი გრანდიოზულად გახსნა.
13 ივლისი 2026, 15:19
სამართალი
სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება. სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ფეისბუქ მომხმარებელი გოჩა ადამია ოთხი ათასი ლარით დაჯარიმდა.
13 ივლისი 2026, 15:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში. ამაში ჩართული იყვნენ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები
აუცილებელია მოიძებნოს მექანიზმი, რათა ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება 2024 წელს ეუთოს სადამკვირვებლო მისიაზე ზეწოლის თაობაზე, როდესაც ცდილობდნენ ეიძულებინათ მისია, რომ გაეყალბებინა საკუთარი ანგარიში, ამაში ჩართული იყო ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები,- განაცხადა პარლამენტი თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
13 ივლისი 2026, 15:16
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნათელია რატომ მოხდა პატიმრების რაოდენობის ასე ზრდა - დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ
დაახლოებით 2000 ან უკვე მეტი ადამიანი დაკავებულია მარტო ნარკოდანაშაულის გამო, ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც შსს აწარმოებს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2026 წელს პატიმრების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით.
13 ივლისი 2026, 15:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: მოტივზე თავად ელისაშვილმა ილაპარაკა. ილაპარაკა, როგორ გეგმავდა თავდაპირველად, რომ ეყიდა ავტომატები, დახვედროდა მოსამართლეს და პროკურორს და დაეცხრილა. სიტყვა-სიტყვით ეს თქვა. ყველა ტერორისტი ამას ამბობს, რომ უსამართლობას ებრძვის
თავად ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ჩაიდინა დანაშაული და თქვენ არ გჯერათ?! - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც აღნიშნა, რომ ვიდეო-კადრებში არსებული პირი იდენტიფიცირებული არ არის. საუბარია კადრებზე, რომელიც საქმეში მტკიცებულების სახით დევს და სადაც ჩანს, როგორ ცდილობს ალეკო ელისაშვილი საქალაქო სასამართლოში ცეცხლის წაკიდებას.
13 ივლისი 2026, 15:13
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმი - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გახსნა
ჩვენი მიზანია საქართველოს თითოეული მოქალაქისა და ბიზნესის ხარისხიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ეკონომიკური ფორუმის - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები” გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.


