ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ - პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის მეთაური ამბიონზე მიიწვია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად.
„თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის მონაწილენი ვართ - მისი უდიდებულესობა იორდანიის მეფის აბდულა მეორისა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს გადაეცა მიწა მდინარე იორდანესთან მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ. პატრიარქის კურთხევით, აქ აშენდება ქართული კულტურის ცენტრი.
300 წლის შემდეგ საქართველო ბრუნდება წმინდა მიწაზე. ყველა ქართველისთვის სასიხარულოა ეს მოვლენა. შესაძლებელი გახდა საერო და სასულიერო ხელისუფალთა ერთიანი ძალისხმევის შედეგად. ფასდაუდებელი იყო ჩვენი ძვირფასი პატრიარქის, მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჩართულობა, მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი, ერისა და ბერის ასეთი ერთიანობა ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარების უმთავრესი წინაპირობა. მე მადლობას ვუხდი მის უდიდებულესობა მეფე აბდულა მეორეს, მის უმაღლესობა პრინც ღაზის, იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოს ქრისტოფორუს, ჩვენი მთავრობის, საელჩოს თითოეულ თანამშრომელს, ჩვენს ელჩს იორდანიაში, ბატონ ზაზა კანდელაკს, ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ჩვენი წინაპართა დიდი ტრადიციის გასაგრძელებლად. თითოეულ ქართველს ვულოცავ ამ მნიშვნელოვანი სულიერი და კულტურული ცხოვრების კერის დაარსებას წმინდა მიწაზე. ნათლისღებას გილოცავთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
17 აპრილი 2026, 23:11
საზოგადოება
ეკატერინე ხუციშვილმა ქართული ენის კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ლია გიგაურთან და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურის და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორთან ემზარ ჯგერენაიასთან ერთად, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა.
17 აპრილი 2026, 22:24
მსოფლიო
CNN: ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ჰორმუზის სრუტის გადაკვეთის პირობებს აქვეყნებს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტის გავლისთვის ახალი წესები დაადგინა. უწყების განცხადებით, ეს არის „ახალი წესრიგი“, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას შეესაბამება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 22:09
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივანი მიესალმება ჰორმუზის სრუტის გახსნას
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მიესალმება ირანის განცხადებას იმის შესახებ, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა კომერციული გადაზიდვებისთვის ცეცხლის შეწყვეტის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში.
17 აპრილი 2026, 22:02
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი: მინდა, ვუთხრა ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით გრძელი და რთული გზა გელოდებათ, თურქეთის შემთხვევაში ამ პროცესს დასასრული არ უჩანს
„ჩვენი ქართველი და სომეხი კოლეგები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე საუბრობდნენ. მეც გამახსენდა ჩვენი გამოცდილება ევროკავშირში და ოდნავ გამეღიმა. ანკარის შეთანხმებას თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ისტორიის დასაწყისად თუ ავიღებთ, ზოგი სხვადასხვა თარიღსაც ახსენებს, რაც დაახლოებით 60-63-წლიან პერიოდს ნიშნავს. ამიტომ, მინდა, ვუთხრა ჩვენს ქართველ და სომეხ მეგობრებს, რომ თქვენ გრძელი და რთული გზა გელოდებათ.
17 აპრილი 2026, 21:38
მსოფლიო
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ერთობლივად იმუშავებენ გამდიდრებული ურანის ამოსაღებად.
17 აპრილი 2026, 21:37
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა
„ძალიან გვახარებს მეზობლების მიღწევები. აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. ახლა ისინი სავაჭრო ურთიერთობებს ავითარებენ. საქართველო ამჟამად და მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ პროცესის ხელშეწყობისთვის. მტკიცედ გვჯერა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები თუ კეთილდღეობის, სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ხედვით იხელმძღვანელებენ, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ხალხების კეთილდღეობა. ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის პოლიტიკის ხელშეწყობას“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
17 აპრილი 2026, 21:36
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტი აშშ-ში საქართველოს ელჩმა,. თამარ ტალიაშვილმა შეაფასა. ელჩის თქმით, ვიზიტი საფუძველს ჩაუყრის ახალ პროექტებსა და ინიციატივებს.
17 აპრილი 2026, 21:31
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.
17 აპრილი 2026, 21:25
პოლიტიკა
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი: ენერგეტიკულ დერეფნებში თურქეთისა და საქართველოს სტრატეგიული როლის გათვალისწინებით, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ენერგომომარაგების უსაფრთხოებას
მონაწილეობა მივიღე შეხვედრაში, რომელიც ჩვენმა პრეზიდენტმა, ბატონმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან გამართა, - წერს სოციალურ ქსელში თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალპარსლან ბაირაქტარი.
17 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი: პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის სრული დატვირთვით ამოქმედება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ეფექტიანობას
თურქეთის რესპუბლიკის კომუნიკაციების დირექტორატი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
17 აპრილი 2026, 21:17
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში
რუსეთი კვლავ ცდილობს ბელარუსის ჩართვას უკრაინის წინააღმდეგ ომში, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
17 აპრილი 2026, 21:01
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მირ ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
დისკუსიისას განხილულ იქნა ციფრული ინოვაციების გავლენა საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობაზე, საუბარი შეეხო საკითხებს, თუ როგორ მოქმედებს ისეთი ტექნოლოგიები, როგორიცაა: ავტომატიზაცია, რეალურ დროში მონაცემთა ინტეგრაცია და ანალიტიკა, პოლიტიკის ფორმირებაზე, ასევე ბიუჯეტის შესრულების, ფინანსური ოპერაციების მართვასა და ფისკალური ანგარიშგების სისწრაფეზე, სიზუსტესა და სანდოობაზე.
17 აპრილი 2026, 20:51
რეგიონი
სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კურსებში დროებითი გზა გაკეთდება - ინფრასტრუქტურული პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
დასავლეთ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. სამეგრელოში სამუშაოების ნაწილი აქტიურ ფაზაშია, ნაწილი კი დასრულდა.
17 აპრილი 2026, 20:47
მსოფლიო
ტრამპი: ირანელებს შეხვედრა სურთ, მათ შეთანხმების მიღწევა უნდათ - მგონია, რომ შეთანხმებას მომდევნო ერთ ან ორ დღეში გავაფორმებთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ აშშ-ისა და ირანის მომლაპარაკებლები, სავარაუდოდ, ამ უქმეებზე შეხვდებიან ერთმანეთს და იგი მოელის, რომ მხარეები ომის დასასრულებლად საბოლოო შეთანხმებას მიაღწევენ.
17 აპრილი 2026, 20:47
პოლიტიკა
ძველი დიპლომების და უხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება - რა საკითხები განიხილეს განათლების კომიტეტის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი დიპლომების და უცხოეთში მიღებული კრედიტების აღიარება- განათლების კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
17 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
პეტრე ცაავა პატრიარქის შეურაცხყოფას არ ნანობს - ვინ აძლევს ტრიბუნას ეკლესიის დისკრიმინაციის მსურველებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვის და რისთვის გაახსენდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, რომელმაც საზოგადოებას პატრიარქის ცილისწამებით და შეურაცხყოფით დაამახსოვრა თავი. პეტრე ცაავა ნათქვამს არც ნანობს და იმეორებს კიდეც.
17 აპრილი 2026, 20:36
პოლიტიკა
სპეკულაცია და დეზინფორმაცია - პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე აბასთუმნის ტერიტორიაზე დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკის სამინისტრომ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გავრცელებული ცნობები განზრახ შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად, ცვლილებები კი სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას.
17 აპრილი 2026, 20:32
პოლიტიკა
რევოლუციის 5 წარუმატებელი მცდელობა, შეცვლილი ავტორები და უცვლელი სცენარი - ოპოზიცია ბლაჟევიჩთან კავშირს უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერია ახალი სამოქმედო გეგმის ავტორი.
17 აპრილი 2026, 20:25
პოლიტიკა
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად, საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას
„მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად. საქართველო აფასებს თურქეთთან მრავალწლიან სტრატეგიულ პარტნიორობას და საერთო ინტერესების ყველა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იდეის ერთგულია“, - აღნიშნავს პრემიერი.
17 აპრილი 2026, 20:13
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი დაასრულა
პარლამენტი თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობდა. 157 ქვეყნის წარმომადგენლები სტამბოლში, ურთიერთკავშირების გაღრმავებასთან ერთად, მსოფლიო გამოწვევებზეც მსჯელობდნენ.


