28 იანვარი 2022, 14:20 / სანდო წყარო

იაგო ხვიჩია: ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან

იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

ჩემთვის ამ პროცესმა ინტერესი დაკარგა იქიდან გამომდინარე, რომ მანამდე სერიოზულობა დაიკარგა როგორც მმართველი პარტიის მხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდანაც, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ სოლიდარობა სხვანაირად უნდა გამოვხატოთ უკრაინელი ხალხის მიმართ. რითაც შეგვეძლება, ყველა ჩვენი საშუალებით დავაფიქსირებთ სოლიდარობას. ამ სპექტაკლს, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს სოლიდარობის გამოხატვასთან, უფრო შიდაპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია - ვინ უფრო მამაცია და ვის უფრო გულმხურვალედ უყვარს უკრაინელი ხალხი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში მონაწილეობა საჩვენო საქმე არაა”,- აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დამოუკიდებლად დაარეგისტრირებს. თავის მხრივ, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის საკუთარი პროექტი „ევროპელმა სოციალისტებმაც“ წარადგინეს.

ყველა სიახლე

19 მაისი 2022, 13:09

საზოგადოება

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე www.kids.org.ge. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

19 მაისი 2022, 13:04

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

ზურაბ აბაშიძე

19 მაისი 2022, 13:02

პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე: გადავეცი კარასინს, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთუს ფედერაციის საბჭოს საგარეო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა და განუცხადა, რომ თბილისი ნეგატიურად აფასებს 17 ივლისისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. ამის შესახებ აბაშიძემ Tass-ს განუცხადა.

19 მაისი 2022, 13:01

საზოგადოება

ჩეხეთის რესპუბლიკის „კარიტასმა“, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შშმ პირთათვის საოჯახო ტიპის სახლები გადასცა

დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, საოჯახო ტიპის სახლები გადასცა.

19 მაისი 2022, 12:54

ეკონომიკა

ქართულ ბაზარზე ჩაის ახალი პრემიუმ ბრენდი - „დილმა“ გამოჩნდა

თბილისში უკვე ბევრგან შეხვდებოდით ჩაის ბრენდის, „დილმას“ ბანერებს, მის ფერად ყუთებს კი შეამჩნევდით მაღაზიებში, სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ნამდვილი ცეილონის ჩაი უკვე ქართულ ბაზარზეა.

19 მაისი 2022, 12:47

რეგიონი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საირიგაციო ქსელზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მოწესრიგებას ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს

19 მაისი 2022, 12:42

თავდაცვა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისათვის

ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.

ვადიმ შიშიმარინი

19 მაისი 2022, 12:42

მსოფლიო

BBC: უკრაინაში სამუდამო პატიმრობა ემუქრება 21 წლის რუს ჯარისკაცს, რომელმაც აღიარა, რომ ქუჩაში შეხვედრილი უიარაღო მშვიდობიანი მოქალაქე - მოხუცი კაცი მოკლა

21 წლის რუსმა ჯარისკაცმა უიარაღო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქის, 62 წლის კაცის მკვლელობა აღიარა. ვადიმ შიშიმარინმა თქვა, რომ კაცი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში მოკლა.

19 მაისი 2022, 12:31

მსოფლიო

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების ოთხპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

იტალიამ უკრაინაში მშვიდობიანი დარეგულირების გეგმა წარმოადგინა. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica წერს. ოთხი ეტაპისგან შემდგარი გეგმა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა. უწყების ხელმძღვანელმა ლუიჯი დი მაიომ დოკუმენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადასცა.

ოლაფ შოლცი

19 მაისი 2022, 12:28

მსოფლიო

შოლცი: ის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოკლე გზა არ არსებობს, სამართლიანობის იმპერატივია დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანება სურთ

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მომხრე არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი TF1 ავრცელებს.

19 მაისი 2022, 12:22

ტექნოლოგიები

კვლევა: გარემოს დაბინძურება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება

კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას რისკს უქმნის“. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივს, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.

19 მაისი 2022, 12:12

რეგიონი

დღეიდან, 31 მაისის ჩათვლით, თბილისსა და ბათუმს შორის დამატებითი სარკინიგზო რეისები დაინიშნა

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 19-დან 31 მაისის ჩათვლით, ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დაინიშნა, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

19 მაისი 2022, 12:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი გერმანიის ბუნდესტაგში შეხვედრებს მართავს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბუნდესტაგში, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალისტური კავშირის (CDU/CSU) სპიკერს საგარეო პოლიტიკის საკითხებში, იურგენ ჰარდტსა და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტში ფრაქცია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მომხსენებელს, იოჰანეს შრაპსს შეხვდა.

19 მაისი 2022, 12:05

ეკონომიკა

ლევან კაკავამ თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან მორიგი შეხვედრა გამართა

შეხვედრის ფარგლებში, საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ორივე ქვეყნის მხარეს არსებულ საზღვრის კვეთის პროცედურებს გაეცნენ. შეხვედრისას შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გაზრდილი ტვირთნაკადის კუთხით მიღწეულ პროგრესს და აღნიშნა, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის, არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია, იმისათვის, რომ სწრაფად მოხდეს რეაგირება არსებულ გამოწვევებზე.

19 მაისი 2022, 12:03

მსოფლიო

BBC: რუსეთი აცხადებს, რომ 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ციხე-კოლონიაში გაგზავნეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იყვნენ, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ციხე-კოლონიაში გაგზავნეს, - ამის შესახებ BBC წერს.

19 მაისი 2022, 11:51

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის წამყვანი პოლიტიკური ფონდებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

მხარეებმა, განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგი და გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადი და მოლოდინები, ასევე უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.

19 მაისი 2022, 11:35

რეგიონი

სახელმწიფო ფონდების, პროგრამებისა და ევროკავშირის დაფინანსებით, იმერეთში 132 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურულ პროექტები მიმდინარეობს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან და საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სამმართველოს უფროს შოთა კაკაბაძესთან ერთად, იმერეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

19 მაისი 2022, 11:28

რეგიონი

გომი-საჩხერეს მონაკვეთზე 11-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მიმდინარე სამუშაოები მოიცავს გზის სრულ რეაბილიტაციას. განხორციელდა მიწის სამუშაოები, ეწყობა საგზაო სამოსი და ხელოვნური ნაგებობები, მიერთებები და ეზოში შესასვლელები. ასევე, განხორციელდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის სამუშაოები. ამ ეტაპზე, გზის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი უკვე მოწყობილია.

19 მაისი 2022, 11:15

საზოგადოება

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე.

გიორგი ხანიშვილი

19 მაისი 2022, 11:09

ეკონომიკა

ბაქოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე CASPIAN AGRO 2022 საქართველოს სტენდი გაიხსნა

სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა კომპანიებმა დამთვალიერებელს სხვადასხვა სახის პროდუქცია გააცნეს. გამოფენის გახსნას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე დაესწრნენ.