საგარეო უწყება ამერიკელი ანალიტიკოსების მიერ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ჭრილში საქართველოს შესახებ გაჟღერებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ფოტო: Facebook
საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ანალიტიკოსების მიერ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ჭრილში საქართველოს შესახებ გაჟღერებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მიმდინარე წლის 28 იანვარს, „C-SPAN“-ის სატელევიზიო არხის პოპულარულ ყოველდღიურ პოლიტიკურ გადაცემა „ვაშინგტონის ჟურნალს“ (Washington Journal) რუსეთ-უკრაინის ბოლოდროინდელი დაპირისპირების თაობაზე სასაუბროდ სტუმრად ეწვია აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური, ნატო-ს მეკავშირეთა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ხოლო ამჟამად „ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის“ ევროპის ინიციატივის პროგრამის ხელმძღვანელი, ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი.
პოპულარული გადაცემის წამყვან ბილ სკენლონთან საუბრისას, გენერალმა ბრიდლოვმა დეტალურად ისაუბრა მიმდინარე ეტაპზე რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი მწვავე დაპირისპირების მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე, ასევე, აღნიშნულ პროცესებში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობასა და როლზე. დისკუსიისას, მან არაერთხელ მოიხსენია საქართველო სხვადასხვა კონტექსტში.
კერძოდ ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე ნატო-სა და აშშ-ის ძალების უფრო მტკიცე სამხედრო ყოფნის, ასევე, მიმდინარე დაპირისპირების ჭრილში, რუსეთის მიერ ესკალაციის მიზნით გადადგმული ნაბიჯების საპირწონედ აშშ-ისა და ნატო-ს ძალების ბალტიისა და შავ ზღვებში მუდმივი ყოფნის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე საუბრისას, გენერალმა ბრიდლოვმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია მოკავშირეების სოლიდარობის მიღწევა მიზნებისა და ამოცანების გარშემო, მათ შორის, სამხედრო კუთხით. მისი თქმით, პუტინმა თვალნათლივ უნდა დაინახოს ის გადასახდელი ფასი, რომელიც მას ელოდება უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, მათ შორის, დასავლეთის მეტი ძალებისა და მეტი იარაღის არეალში კონცენტრაციის მხრივ. მისი თქმით, დაუშვებელია დასავლეთმა ნება დართოს პუტინს, მოიქცეს არასათანადოდ. მისი თქმით, „(07:06) მოვიდა დრო დასავლეთმა დაიჭიროს მყარი პოზიცია და პუტინს გაუგზავნოს მტკიცე გზავნილი ასეთი ქმედებების დაუშვებლობაზე, გზავნილი, რომელიც მას, სამწუხაროდ, 2008 წელს საქართველოში, ხოლო შემდეგ 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ არ მიუღია.“
აგრეთვე, სკენლონთან საუბრისას, გენერალი შეეხო რუსების მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე არალეგალურად შემოჭრისა და მისი ანექსიის ეპიზოდს. ბრიდლოვმა აღნიშნულზე განაცხადა: „თუკი რუსეთს ნებას დავრთავთ, მოიქცეს ისე, როგორც მას სურს, კრემლის ქმედებები განმეორდება. ისტორია გვასწავლის, რომ (რუსეთის) საქართველოში შეჭრის სანაცვლოდ დასავლეთის მიერ გაცემული პასუხი არასაკმარისი იყო. აღნიშნულის მსგავსად მოვიქეცით 2014 წელსაც. ჩვენ ნება დავრთეთ (რუსეთს) მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა და თვალი დავხუჭეთ არასწორ საქციელზე. ახლაც კი ყირიმი კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და კრემლი დონბასის რეგიონშია.“
ერთ-ერთი ტელემაყურებლის მიერ ეთერში გაჟღერებული კითხვაზე ნატო-ს ექსპანსიის მიზანშეწონილობის, „ცივი ომის“ პარადიგმაში შესაძლო დაბრუნებისა და ორგანიზაციის სამომავლო როლის თაობაზე, გენერალმა აღნიშნა შემდეგი: „შეიმჩნევა „ცივი ომის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი რიტორიკისკენ დაბრუნება, თუმცა, არავის სურს „ცივი ომი“ და დაპირისპირება პუტინის გარდა... პუტინს სურს, შეცვალოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა მისთვის მისაღებ ჭრილში, დაუბრუნოს რუსეთს ყოფილი გავლენის სფეროები და აღადგინოს მის მიმდებარე სამეზობლოზე კრემლის კონტროლი. ეს კი არ სურს დასავლეთს. ყველა დიდ შეხვედრაზე ცენტრალურ ხასიათს იძენს ‘ნატო-ს ღია კარის’ პოლიტიკაზე დისკუსია. ნატო-ში გაწევრიანება ურთულეს პროცესს წარმოადგენს. მონტენეგროს ძალზე დიდი ხანი ცდა მოუხდა, ვიდრე მას წევრობა შესთავაზეს... ასპირანტი სახელმწიფოები უამრავ დაბრკოლებას გადალახავენ იმისათვის, რომ ერთ დღეს ორგანიზაციის წევრი გახდნენ. ყველა ერს გააჩნია სუვერენული უფლება, აირჩიოს მისთვის მისაღებ ალიანსებსა და კავშირებში გაწევრიანება და არავის, მათ შორის, რუსეთს, არ უნდა ჰქონდეს მათ მისწრაფებებზე ვეტოს უფლება.“
საუბრის ფორმატში სტუდიაში საკმაოდ პროვოკაციული მოსაზრებაც გაისმა. კერძოდ, ტელემაყურებელმა მასაჩუსეტსის შტატიდან პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ „მოწვეული სტუმარი ცდებოდა საქართველოში რუსეთის ‘შემოჭრის’ თაობაზე. მისი თქმით, პირიქით საქართველო დაესხა თავს დამოუკიდებელ ჩრდილოეთ პროვინციას, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს. რუსებმა საპასუხოდ ქართველები უკუაგდეს დაკავებული პოზიციებიდან, ხოლო სტუმარი იმეორებს ნატო-ს პროპაგანდას.“ გენერალმა ბრიდლოვმა არჩია არ გამოპასუხებოდა ტელემაყურებელს და დასძინა, რომ ისინი აბსოლუტურად განსხვავებულად უყურებდნენ საქართველოში რუსეთის შეჭრას.
უკრაინაში შეჭრისათვის რუსეთის ჯარების მომზადების ხარისხზე ტელემაყურებლის კითხვის პასუხის გაცემისას (32:31), გენერალმა აღნიშნა: „რუსეთის ძალები სწავლის პროცესში არიან და ადაპტაციას გადიან წინა წლებთან შედარებით. თითოეულ ახალ ბრძოლაში, სადაც ისინი ერთვებიან, რუსული ჯარი უკეთესი ხდება. საქართველოში შემოსვლის პერიოდში, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციისას, კარგად ჩანს, რომ მიუხედავად რუსეთის საბოლოო გამარჯვებისა, პატარა ერმა მათ საკმარისი სიმწარე აგემა“.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
დღესვე, 28 იანვარს, „ატლანტიკური საბჭოს“ ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის განმტკიცება: საუბარი ევროპაში მოკავშირეთა გაერთიანებული სარდლობის ყოფილ ამერიკელ მეთაურებთან“ (Enhancing NATO’s Colleactive Defense: A Conversation with Former Supreme Allied Commanders in Europe”). აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაურები, ნატო-ს მოკავშირეთა შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლები, ოთხვარსკვლავიანი გენერლები უესლი კლარკი და ფილიპ ბრიდლოვი.
ღონისძიების მსვლელობისას, მოწვეულმა ექსპერტებმა დეტალურად მიმოიხილეს მიმდინარე ეტაპზე რუსეთსა და უკრაინას შორის შექმნილი მწვავე დაპირისპირების მიზეზები და შედეგები, ასევე, აღნიშნულ პროცესებში აშშ-ისა და ევროპის ჩართულობა და როლი.
დისკუსიისას, უესლი კლარკმა საქართველო შემდეგ კონტექსტში მოიხსენია: მისი თქმით, „პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის გარშემო არსებული რთული სიტუაცია შეარყევს რუსეთის გარშემო არსებული სახელმწიფოების მთავრობების თავდაჯერებულობას და გააადვილებს მათი მხრიდან რუსეთის ინტერესთა გათვალისწინებას, რომ არაფერი ვთქვათ საქართველოზე.“
ღონისძიების ჩანაწერის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 23:37
მსოფლიო
ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე: განვიხილავთ ამ საკითხს - ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე და ეს ლინდსის პატივსაცემად კეთდება, ეს მისი ინიციატივა იყო
სენატორ ლინდსი გრემის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონპროექტის დამტკიცების შანსი საკმაოდ მაღალია, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციის დროს.
14 ივლისი 2026, 23:23
პოლიტიკა
ზუგდიდში ლევან ცუცქირიძესა და ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრ მაია კალანდიას შორის დაპირისპირება მოხდა
ზუგდიდში, სასტუმრო „გარდენ პალასში“პარტია „თავისუფლების მოედნის“ ლიდერებს და ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტებს შორის გამართულ შეხვედრაზე, ლევან ცუცქირიძეს და მათივე ოპოზიციურ ალიანსში შემავალი პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრს, მაია კალანდიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
14 ივლისი 2026, 21:55
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სააგენტოს მიერ ამ დროისათვის უკვე დამონტაჟებულია 278 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, ხოლო წლის ბოლომდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურ/საგუშაგოების რაოდენობა 298 ერთეულს მიაღწევს
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:34
საზოგადოება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ნათლისმცემიდან მოქალაქე, რომელსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებოდა, მეხანძრე-მაშველებმა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 21:29
საზოგადოება
ახალი კერა ქველმოქმედებისა და განათლებისთვის ბათუმში! კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მრავალფუნქციურ ცენტრ „ბეთლემს“ საფუძველი ჩაეყარა! „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმში ახალ, მასშტაბურ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემს“ ჩაეყარა საფუძველი. მრავალფუნქციური კომპლექსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შენდება.
14 ივლისი 2026, 20:51
საზოგადოება
ხაინდრავამ „ფორმულას“ დავა მოუგო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ფორმულამ“ სასამართლოში დავა წააგო. გოგა ხაინდრავასთვის მორალური ზიანის მიყენების გამო, საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანიას ათი ათასი ლარის გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, მედიასაშუალებას დაევალა საკუთარი ტელეეთერით უარყოს მოსარჩელის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები.
14 ივლისი 2026, 20:49
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ის დრო, როდესაც ვინმეს შეეძლო ჩვენზე თავდასხმა მძიმე საფასურის გადახდის გარეშე, დასრულდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ თეირანს აფრთხილებს, რომ ისრაელი თავის ტერიტორიაზე მიტანილ დარტყმას დამანგრეველი ძალით უპასუხებს.
14 ივლისი 2026, 20:43
პოლიტიკა
ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სოციალურ ქსელში გინება და ადამიანის ღირსების შელახვა კანონის ჩარჩოებს სცდება. ქართულმა სასამართლომ კიდევ სამ საქმეზე მიიღო პრეცედენტული გადაწყვეტილება და სიძულვილის ენის ავტორები სოლიდური თანხებით დააჯარიმა.
14 ივლისი 2026, 20:42
რეგიონი
მესამე დღე მასშტაბური სტიქიიდან - „ქრონიკის“ რეპორტაჟი თელავიდან
კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომუნალური სერვისები სრულად მიეწოდება. რჩება ერთეული გამონაკლისები.
14 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.
14 ივლისი 2026, 20:30
პოლიტიკა
ეუთოს სათავო ოფისის პასუხი „ქრონიკას“, რომელმაც საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისა და საქართველოსთან მიმართებით ასამბლეის ქმედებების შესახებ კითხვით მიმართა
„ქრონიკამ“ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს სათავო ოფისს კითხვით მიმართა. აპირებს თუ არა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციის იმ სადავო ჩანაწერებს გადახედოს, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გაამახვილა ყურადღება.
14 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
14 ივლისი 2026, 20:24
სამართალი
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.
14 ივლისი 2026, 20:23
სამართალი
500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.
14 ივლისი 2026, 20:22
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.
14 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.
14 ივლისი 2026, 19:40
მსოფლიო
The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა
ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 19:26
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.
14 ივლისი 2026, 19:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის
ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.


