Imedi /  31 იანვარი 2022, 17:19 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ამ ქვეყანაში მართლა რაღაც საომარი და საბრძოლო რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება, ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

ამ ქვეყანაში მართლა რაღაც საომარი და საბრძოლო რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება, ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან. ღმერთმა არ ქნას, ასეთი საჭიროება ჩვენს ქვეყანას დაუდგეს!, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

მისი თქმით, გვახსოვს „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერილი რეზოლუცია, სადაც ომის დაწყებაში ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს.

„თუ „ნაცმოძრაობა“ მხარს არ დაგვიჭერს, დიდი უბედურება ჩვენთვის არ იქნება იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერილი რეზოლუცია გვახსოვს, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში. მათი რეზოლუციების მხარდაჭერის პათოსიც და მოტივაციაც კარგად ვიცით, საეჭვო, დადასტურებული თუ გამყარებული არგუმენტებით. ეს ჩვენ წარსულში გვაქვს.

არსებობს საკითხები ასეთ რთულ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც არის გარკვეული ფრაზები, ან წინადადებები ან ამბები კულისებში და არ შეიძლება მე აქ ამ თემებზე ვილაპარაკო. ჩვენ რაღაც საკითხებიც გავიარეთ კიდეც იმ ხარისხით, სადამდეც შეიძლებოდა ამის დაშვება და თუ აქ ეროვნული ინტერესი არ უნდა გავითვალისწინოთ, მაშინ კი ბატონო. ძალიან არ მინდოდა, ბატონო ავთო, თქვენს პოზიციაზე დათანხმება იმიტომ, რომ მე თქვენს პოზიციას არ ვეთანხმები, მაგრამ მეორე ნაწილში ისეთი რაღაც თქვით, მართლა რაღაც ამ ქვეყანაში საომარი და საბრძოლო რომ გახდეს, ისევ ჩვენი საბრძოლველი იქნება და ზოგიერთებს ვერ გავასწრებთ ძალიან რომ მოგვინდეს და შევშინდეთ და ასეთი არ დაგვემართება, ვერც სარფიდან და ვერც წითელი ხიდიდან. არავინ მებრძოლი არ არის ამ თემებთან დაკავშირებით. ღმერთმა არ ქნას, ასეთი საჭიროება ჩვენს ქვეყანას დაუდგეს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტი საპარლამენტო უმრავლესობამ დამოუკიდებლად დაარეგისტრირა.

ყველა სიახლე

შალვა პაპუაშვილი

12 აგვისტო 2026, 11:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები

ქართველი ჯარისკაცები თავდადებით იბრძოდნენ. მარცხი მათი არ ყოფილა. ეს იყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მარცხი - ხელისუფლების, რომელმაც ქვეყანა ომში შეიყვანა, ვერ მართა ომი და ვერც მისი დასრულებისას დაიცვა ქვეყნის ინტერესები, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

12 აგვისტო 2026, 11:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფოს გამარჯვება განისაზღვრება არა სატელევიზიო დეკორაციებით, დროშების ფრიალით და მოწყობილი ზეიმებით. გამარჯვება იზომება მიღებული შედეგით: რამდენად დაცულია ქვეყნის ტერიტორია, მოქალაქეები, მშვიდობა და სახელმწიფოებრივი ინტერესები. 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ვერც ერთი ეს მიზანი ვერ დაიცვა

„12 აგვისტოს შეთანხმებას შუამავლად და გარანტორად ევროკავშირი ედგა. ექვს პუნქტში საქართველოსთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო მეხუთე პუნქტი: რუსეთის სამხედრო ძალები საწყის პოზიციებზე უნდა დაბრუნებულიყვნენ მაგრამ რა მოხდა შემდეგ?“.

შალვა პაპუაშვილი

12 აგვისტო 2026, 11:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა - 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, დიდგორობის დღეს, ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება

1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა - 887 წლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, მიხეილ სააკაშვილმა, დიდგორობის დღეს, ომი წააგო და საქართველოსთვის კაპიტულანტურ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე მოუწია დათანხმება, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

12 აგვისტო 2026, 11:45

მსოფლიო

Reuters: დრონებით თავდასხმის შემდეგ დასავლეთ ციმბირში მდებარე ნავთობქიმიურმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

რუსეთის დასავლეთ ციმბირში, ტიუმენის ოლქის ქალაქ ტობოლსკში მდებარე „სიბურის“ ნავთობქიმიური კომპლექსი ორშაბათს განხორციელებული დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა და მუშაობა შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკოლას ჰოლტი

12 აგვისტო 2026, 11:45

კულტურა

ნიკოლას ჰოლტი სერიალ „ჰარი პოტერში“ ითამაშებს

სერიალის მეორე სეზონის გადაღებები შემოდგომაზე, HBO-ს პროექტის პირველი ეპიზოდების ეკრანებზე გამოსვლამდე დაიწყება. სერიალის პირველი სეზონის სცენარისტი ჯონ ბრაუნი ახალი ნაწილის შოურანერი გახდება და პროექტის ამჟამინდელ აღმასრულებელ პროდიუსერს, ფრანჩესკა გარდინერს შეუერთდება.

12 აგვისტო 2026, 11:29

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა ვირტუალური აქტივის მომსახურების არარეგისტრირებული პროვაიდერის მენეჯერი დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდა ათეულობით მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვირტუალური აქტივების ტრანზაქციებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივისა და ნაღდი ფულის კონვერტაციას.

შალვა პაპუაშვილი

12 აგვისტო 2026, 11:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: 12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, ეს არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, ეს არის 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე - პოლიტიკური უგუნურების, სამხედრო მარცხისა და პასუხისმგებლობისგან გაქცევის სიმბოლო

12 აგვისტოს ორი სრულიად განსხვავებული ისტორიული მნიშვნელობა აქვს, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

ენდი ბერნემი

12 აგვისტო 2026, 11:20

მსოფლიო

The Telegraph: ბერნემმა ლიდერობის პირველი რეალური გამოცდა ვერ ჩააბარა

ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა მთავრობაში მუშაობის პირველი კვირები ხალხისთვის მოსაწონი, თუმცა უფრო სიმბოლური ნაბიჯები გადადგა, რომლებსაც არსებითად არაფერი შეუცვლია. მაგრამ როდესაც თანამდებობის დაკავების შემდეგ ლიდერობის პირველი რეალური გამოცდის წინაშე აღმოჩნდა, პრემიერმა ის ვერ ჩააბარა, იუწყება The Telegraph-ი.

12 აგვისტო 2026, 11:14

პოლიტიკა

პრეზიდენტი: გილოცავთ დიდგორობას - ჩვენი ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულს

დიდგორი ჩვენს მეხსიერებაში არ არის მხოლოდ ერთ-ერთი დიადი სამხედრო გამარჯვება. 1121 წლის 12 აგვისტო გახლავთ ხანგრძლივი მზადების, უბადლო გონიერებისა და რკინისებური დისციპლინის ლოგიკური დაგვირგვინება. დიდგორი არ ყოფილა შემთხვევითობა; ეს იყო შორსმჭვრეტელი დაგეგმარებისა და სახელმწიფოებრივი სიბრძნის შედეგი, რომელსაც საფუძველი წლებით ადრე ჩაეყარა, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა „დიდგორობა 2026“-ზე სიტყვით გამოსვლისას. პრეზიდენტის თქმით, დიდგორობა ეროვნული ღირსების, მხედრული სულისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის უდიდეს დღესასწაულია.

12 აგვისტო 2026, 11:14

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო: სასმელი წყლისა და ლიმონათის საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, ინფრასტრუქტურული გაუმართაობა. ამავდროულად, დაფიქსირდა ეტიკეტირების წესის დარღვევისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები.

12 აგვისტო 2026, 11:13

სამართალი

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 11:10

სამართალი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 1 პირი

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი ქუჩიდან, ნივთმტკიცებად, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 41 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს.

12 აგვისტო 2026, 11:09

ტექნოლოგიები

NASA-მ პლუტონის ზედაპირზე სითხის მტკიცებულებები აღმოაჩინა

ასტრონომებმა პლუტონზე აღმოაჩინეს სტრუქტურები, რომლებიც შესაძლოა ჯუჯა პლანეტის ზედაპირის ქვეშ თხევადი აზოტის მოძრაობაზე მიუთითებდეს. მკვლევრები ამ დასკვნამდე NASA-ს ავტომატური თემატური საპლანეტათაშორისო სადგურის New Horizons-ის მიერ მიღებული ფოტოების ანალიზის შემდეგ მივიდნენ.

12 აგვისტო 2026, 11:05

საზოგადოება

„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ

„დიდგორობა 2026“ - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დიდგორის ველზე სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ.

12 აგვისტო 2026, 11:00

სამართალი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს.

პაკ გონ რიონი

12 აგვისტო 2026, 10:49

კულტურა

ბიჭმა ვიდეორგოლიდან Baby Shark კეი პოპში კარიერა დაიწყო

„ყოველთვის მადლიერი ვიყავი იმის გამო, რომ ხალხს დღემდე ახსოვს ვიდეო, რომელშიც ბავშვობაში გადამიღეს. 10 წლის წინ Baby Shark-ის გვერდით ვცეკვავდი. ახლა კი მინდოდა გამეზიარებინა საკუთარი ხმა და ისტორია, რომელიც თავად დავწერე“, - განაცხადა პაკმა.

ჯეი დი ვენსი

12 აგვისტო 2026, 10:47

მსოფლიო

ჯეი დი ვენსმა უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტოს რუსულ პორტში შემავალ ტანკერებზე თავდასხმები

უკრაინამ შეაჩერა დრონებით ინტენსიური შეტევების კამპანია ნავთობის ტანკერების წინააღმდეგ, რომლებიც შავი ზღვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პორტით სარგებლობენ. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

12 აგვისტო 2026, 10:31

ჯანდაცვა

ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა: ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი

ამიერიდან ქართველ ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ცისტური ფიბროზი, ექნებათ ამჟამად არსებულ საუკეთესო მედიკამენტზე წვდომა სრულიად უფასოდ და იცხოვრებენ ისე, როგორც ყველა სხვა ჯანმრთელი ბავშვი, - წერს სოციალურ ქსელში ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მამა, გოგა ბერიძე.

მარკო რუბიო

12 აგვისტო 2026, 10:30

მსოფლიო

მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, კუბაზე რეჟიმი და ვითარება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვადის ამოწურვამდე შეიცვლება.

12 აგვისტო 2026, 10:28

რეგიონი

ქვემო ქართლის პოლიციამ თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავა

გამოძიებით დგინდება, რომ დაკავებული, 2025 წელს თაღლითურად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 2 741 000 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას. დაკავებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.