საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებმა ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა განიხილეს
ნიკოლოზ სამხარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ იაპონიის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, იჩირო აისავასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე ისაუბრეს. განიხილეს 2022 წელს საქართველო-იაპონიის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებები. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა თავისუფალი ვაჭრობის, ასევე, უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას და ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაჩქარების მნიშვნელობას.
„იაპონელ კოლეგას მადლობა გადავუხადეთ ურყევი და მუდმივი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვიღებთ გაეროში იაპონიის მხრიდან. იაპონია არა მხოლოდ მხარს უჭერს საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციებს, არამედ, გვევლინება ჩვენი რეზოლუციების თანაინიციატორად და თანასპონსორად“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ონლაინ შეხვედრისას, განსაკუთრებით აღინიშნა საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს მხრიდან იაპონიის ინიციატივების მხარდაჭერაც. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოზე ისაუბრა. კოლეგას საქართველოს ხედვა გააცნო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მხარეებმა, თავიანთი ქვეყნების პარლამენტების მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მარიამ ლაშხმა ციფრული უსაფრთხოების და ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა. საუბარი აგრეთვე შეეხო კულტურული კავშირების გააქტიურებას, მათ შორის, კინოხელოვნების, მუსიკალური, სამხატვრო და სპორტის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე, საქართველოსა და იაპონიაში საპარლამენტო დელეგაციების ორმხრივი ვიზიტები დაიგეგმება.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა იაპონიაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ ლეჟავა.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 12:43
მსოფლიო
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა დაადასტურა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა დაადასტურა, რომ მოსკოვში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) უფროსს ჯონ რეტკლიფს შეხვდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 12:32
მსოფლიო
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცე ხუთმა რუსულმა დრონმა დაარღვია
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც გვიან ღამით უკრაინაზე იერიშის დროს ხუთმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია.
27 აგვისტო 2026, 12:18
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამეთაურო-საშტაბო სწავლება გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამდღიანი სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის, მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის პროცედურების, სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში ეროვნული გვარდიის როლის საკითხები.
27 აგვისტო 2026, 12:06
საზოგადოება
მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება
სამინისტროს ინფორმაციით, მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:49
კულტურა
„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა.
27 აგვისტო 2026, 11:49
საზოგადოება
ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის შესახებ საუბრისას.
27 აგვისტო 2026, 11:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:42
ტაბლოიდი
ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅
ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.
27 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
27 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად
კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.
27 აგვისტო 2026, 11:28
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
27 აგვისტო 2026, 11:23
კულტურა
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄
გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.
27 აგვისტო 2026, 11:18
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:11
სამართალი
პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.


