დანიის პრემიერი: ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი/მეტე ფრედერისკენი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის, - ამის შესახებ დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერისკენი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე წერს.
როგორც მეტე ფრედერისკენი აღნიშნავს, დანია და ევროკავშირი დგას აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და სურს საჭირო დახმარების აღმოჩენა.
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გამოვხატე დანიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისთვის. დანია და ევროკავშირი ვდგავართ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით და გვსურს საჭირო დახმარების აღმოჩენა“, - წერს დანიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი.
— Statsministeriet (@Statsmin) March 7, 2022
ყველა სიახლე
07 აგვისტო 2026, 09:41
მსოფლიო
ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი: ევროკავშირმა მაროკოსთან მიგრაციის საკითხებში თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად თავის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მათ შორის სავიზო და სავაჭრო პოლიტიკა უნდა გამოიყენოს
მაროკოელი მიგრანტების ესპანეთის სეუტაში შეჭრით გამოწვეული კრიზისის ფონზე ევროკავშირი მესამე ქვეყნებიდან დაბრუნების, რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობის გაძლიერებისა და პარტნიორობის უზრუნველსაყოფად ყველა ხელმისაწვდომი ინსტრუმენტის გამოყენების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამის თაობაზე შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ევროპარლამენტის კომიტეტის ონლაინ სხდომაზე განაცხადა.
07 აგვისტო 2026, 09:31
მსოფლიო
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს
გერმანიის უმსხვილეს აეროპორტებში დრონებისგან დაცვის სისტემების დამონტაჟება დაიწყეს. გადაწყვეტილების მოტივი ლაიფციგის აეროპორტში ასაფეთქებელი მოწყობილობითა და დეტონატორით აღჭურვილი დრონის აღმოჩენა გახდა.
07 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა მედიის მიერ თავდაცვის მდივანთან განხეთქილების შესახებ გავრცელებული ცნობა უარყო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა The Washington Post-ის მიერ მასა და თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეტს შორის განხეთქილების შესახებ გავრცელებულ ცნობას ყალბი უწოდა და აღნიშნა, რომ ჰეგსეტის მუშაობით ძალიან კმაყოფილია.
07 აგვისტო 2026, 09:22
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე საბოტაჟის საქმეზე: ის, რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენს სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია
ის რაც ხდება საქართველოს წინააღმდეგ, ესაა ორკესტრირებული შეტევა ჩვენ სუვერენიტეტზე, ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე, იმ ტემპებზე, რომელიც საქართველოს აქვს წლებია, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
07 აგვისტო 2026, 09:13
მსოფლიო
გამოკითხვა: საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა
ორგანიზაცია SOCIS-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში, მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მეორე ტურში ყველა მთავარ კონკურენტთან დამარცხდებოდა.
07 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
გიორგი ბარამაძე: როდესაც მოწინააღმდეგე მხარე გვთხოვდა, რომ ჩვენც გადაგვეცა ვიღაცა, ჩვენ არ გვყავდა ტყვეები და ამასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ ჩვენები ხვრეტდნენ-თქო, ანუ ჩვენები არ ინდობდნენ მტერს და ეს ბუნებრივია ომის დროს
გიორგი ბარამიძემ, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველები ტყვეებს ხვრეტდნენ, მწვავე გამოხმაურებების შემდეგ, განმარტება გააკეთა. თუმცა, პოლიტიკოსი ვიდეო მიმართვაში იგივე შინაარსის განცხადებას აკეთებს. ბარამიძის თქმით, მომხდარი არა ქართული ჯარის დანაშაული, არამედ ომის დროს არაგასაკვირი მოვლენაა, როცა გამწარებული ხალხი ტყვეებს არ ინდობს.
07 აგვისტო 2026, 09:04
სამართალი
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება.
07 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
Reuters: ტაილანდის სკოლაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ტაილანდში, სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, სულ მცირე ერთი მასწავლებელი დაიღუპა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
07 აგვისტო 2026, 01:37
მსოფლიო
ტრამპი ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას Patriot-ის სარაკეტო ბატარეები გადაუდებლად სჭირდება: რაკეტები ჩვენც გვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების საკითხზე ისაუბრა.
07 აგვისტო 2026, 00:08
მსოფლიო
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
06 აგვისტო 2026, 23:55
პოლიტიკა
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, - ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
06 აგვისტო 2026, 23:17
მსოფლიო
CNN: აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს
აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების განცხადებით, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო დღეებში პირად საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინფორმაციის გაჟონვა აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგების შემცირების შესახებ შეერთებულ შტატებს კრიტიკულ მომენტში სუსტად წარმოაჩენს, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.
06 აგვისტო 2026, 22:25
მსოფლიო
უკრაინული მედია: უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას - ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნულ რეიტინგში მეექვსე პოზიციას იკავებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი პოლიტიკური ლიდერებისადმი ნდობის რეიტინგს სათავეში უდგას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
06 აგვისტო 2026, 22:14
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
06 აგვისტო 2026, 21:54
მსოფლიო
Reuters: ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე
ირანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან აქტიური დიპლომატიური კამპანია წამოიწყო და ისინი პირდაპირ გააფრთხილა - თეირანი დარტყმებს მიაყენებს ნავთობის, ენერგეტიკისა და წყლის ობიექტებს, თუ ისინი ტრამპს არ დაარწმუნებენ, შეწყვიტოს აშშ-ის იერიშები ირანზე და ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებას მიაღწიოს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
06 აგვისტო 2026, 21:12
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „სფერო ჰოლდინგის“ და „სფერო ინვესტის“ დამფუძნებელს და თანამშრომელს სასამართლომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 12 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ასევე უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებული ორი ფიზიკური და ორი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო.
06 აგვისტო 2026, 20:44
მსოფლიო
The New York Times: რუსეთის იერიშების გაძლიერების ფონზე, საჰაერო თავდაცვის შესახებ უკრაინის მოწოდებები უპასუხოდ რჩება - უამრავ ფრონტზე მძვინვარე ომის გამო, დასავლელი მოკავშირეები ერიდებიან იმ რაკეტების გაცემას, რომლებიც შესაძლოა საკუთარი თავდაცვისთვის დასჭირდეთ
ომის დიდი ნაწილის განმავლობაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვებმა დასავლელი მოკავშირეებისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემების თაობაზე შედეგი გამოიღო, მისმა ლობირებამ ხელი შეუწყო ვაშინგტონის დარწმუნებას, 2023 წელს კიევისთვის აშშ-ის წარმოების პირველი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაეცა, რასაც წლების განმავლობაში დასავლური ქვეყნების მიერ კიდევ რამდენიმე ასეთი სისტემის გაგზავნა მოჰყვა - ახლა კი, როდესაც უკრაინა ომის განმავლობაში რუსეთის ყველაზე მძლავრი სარაკეტო იერიშების წინაშე დგას, ზელენსკის ხელახალი მოწოდებები უპასუხოდ რჩება, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
06 აგვისტო 2026, 20:35
რეგიონი
გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
06 აგვისტო 2026, 20:34
პოლიტიკა
კრიმინალით მანიპულირების მცდელობა და სტატისტიკა. ჰიბრიდული ომი და ხელისუფლების პასუხი-საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რა ხდებოდა საქართველოში დანაშაულის ჩადენის თუ გახსნის მიმართულებით და როგორ შეიცვალა ვითარება. საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოა - ეს ხელისუფლების პასუხია მორიგ დეზინფორმაციაზე და ქვეყნის ამ სტატუსს არაერთი საერთაშორისო რეიტინგი, თუ კვლევაც ადასტურებს.
06 აგვისტო 2026, 20:32
პოლიტიკა
შეკვეთილი რუსოფობია. რატომ შეცვალა ოპოზიციამ რიტორიკა? აღიარება და უპასუხო კითხვები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ განსაზღვრავს და ცვლის ოპოზიციის რიტორიკას გარე კონტექსტი. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს კითხვებს აღარ პასუხობდნენ, იქამდე კი დაადასტურეს, რომ საკუთარ ქვეყანაში ომის და ოკუპაციის შემდეგ რუსეთთან კონფრონტაცია დასავლეთის გამო არ სჭირდებოდათ.


