imedi /  10 მარტი 2022, 23:48 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ეს ის ომის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალურად სამართლებრივ დავას არ აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ არც ჰააგაში და არც სტრასბურგში

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერების, მინისტრების, დეპუტატების თუ სხვების, ვისაც ხელისუფლება ჰქვია, ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის ინტერესის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ყველა ის ქონება და აქტივი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე უნდა ეფუძნებოდეს, მიჰყიდეს რუსებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ დაუშვებელია საქართველოსთვის სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის ამ ფორმით ხელყოფა, რომ ეს ომი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაა, მაგრამ პრობლემა გვაქვს იმასთან, რომ რაც უნდა თქვას ამ ხელისუფლებამ, ომის პარტიისთვის არაფერი დამაკმაყოფილებელი არ არის. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს მონოპოლია სიკეთეზე, სინათლეზე, გაბრწყინებაზე, დასავლელობაზე, ევროპელობაზე და ყველა იმ ღირებულებაზე, რომლის მატარებლებიც ისინი რეალურად არ არიან. ყველას ახსოვს ის, რომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა ის ქონება და აქტივი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე უნდა ეფუძნებოდეს, მიჰყიდეს რუსებს. ეს მათ გააკეთეს და არა ჩვენ. ეს ის ომის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალურად სამართლებრივ დავას არ აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ არც ჰააგაში და არც სტრასბურგში. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ განზრახ, ადრე უცოდინრობის შედეგი მეგონა, იმდენად არაკომპეტენტურად, აწარმოეს პროცესი ჰააგაში, რომ მათ ეს დავა წააგეს. სტრასბურგში ისეთი დავა დაგვიტოვეს, რომ შემდეგ ამის გამოსწორებასა და დავის მოგებას რუსეთის წინააღმდეგ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა და მე ამ დროს მქონდა პატივი, იუსტიციის მინისტრი ვყოფილვიყავი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

ბექა ძამაშვილი

02 ივლისი 2026, 11:32

პოლიტიკა

ბექა ძამაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებზე: შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უფლებების დარღვევის განგრძობით ხასიათზე

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობდა. ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისაუბრა.

02 ივლისი 2026, 11:13

საზოგადოება

ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ

სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი, - ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

02 ივლისი 2026, 11:08

საზოგადოება

განათლების მინისტრმა საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა.

02 ივლისი 2026, 11:06

პოლიტიკა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდზე საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხელმძღვანელობდა. ქართულმა დელეგაციამ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 2026 წლის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმს შორის სამოკავშირეო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ გაფორმებული ე.წ. შეთანხმებისა და მისი ნაჩქარევად იმპლემენტაციის გამო.

02 ივლისი 2026, 11:06

ტექნოლოგიები

2028 წლიდან PlayStation-ის თამაშები დისკებზე აღარ გამოვა

პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ კომპანიის ამ გადაწყვეტილებას გავლენას არ ექნება იმ თამაშებზე, რომლებიც უკვე გამოვიდა ან რომელთა რელიზიც 2028 წლის დასაწყისამდე იგეგმება. ისინი კვლავინდებურად ხელმისაწვდომი იქნება დისკებზე.

02 ივლისი 2026, 10:58

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს: ეს გამოცდები მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და საინტერესო მიმართულების, რომელსაც თქვენი ნიჭითა და ენერგიით გაკვალულ გზებზე მტკიცე სვლით გააგრძელებთ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს.

02 ივლისი 2026, 10:56

მსოფლიო

სომხეთში მობილური ტელეფონების IMEI ნომრების რეგისტრაციის ერთიან სისტემას ქმნიან. ექსპერტები შიშობენ, რომ მთავრობა მოქალაქეების პირად ინფორმაციასაც შეაგროვებს

სომხეთის მთავრობა მობილური ტელეფონების IMEI-ნომრების რეგისტრაციის ერთიანი სისტემის შექმნას აპირებს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

02 ივლისი 2026, 10:49

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი, - მონაცემებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

რობი უილიამსი

02 ივლისი 2026, 10:45

კულტურა

რობი უილიამსმა სევილიაში ქუჩის მუსიკოსთან ერთად იმღერა

შემსრულებელი ქალაქში მუსიკალურ ფესტივალ Iconica-ზე გამოსასვლელად ჩავიდა, რომელიც 30 ივნისს გაიმართა. წინა საღამოს კი უილიამსი ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს. არტისტს შავი შარვალი, მაისური და თეთრი კეპი ეხურა.

02 ივლისი 2026, 10:41

სამართალი

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, უცხო ქვეყნის კიდევ ორ მოქალაქეს ბრალი წარედგინა - ერთ-ერთს დაუსწრებლად, ერთს კი პენიტენციურ დაწესებულებაში.

02 ივლისი 2026, 10:33

სამართალი

სამართალდამცველებმა კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს - ამოღებულია 7 კილოგრამამდე ნარკოტიკი და 46 ლიტრი ნარკოტიკის შემცველი სითხე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

02 ივლისი 2026, 10:31

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სანდრო მამუკელაშვილი

02 ივლისი 2026, 10:31

სპორტი

სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს🏀

სანდრო მამუკელაშვილი „ლოს-ნჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელია. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და ლეგენდარულ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის საერთო ღირებულებაც 52 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ქართულ კალათბურთში ყველაზე ძვირადღირებული კონტრაქტია, სრულიად ქართულ სპორტში კი მეორე ადგილს იკავებს, ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ.

02 ივლისი 2026, 10:29

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ ვალკანოვთან, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

02 ივლისი 2026, 10:27

ჯანდაცვა

ძვირადღირებული მედიკამენტი „ჯაკავი“ ყველა ონკოჰემატოლოგიური და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების მქონე პაციენტისთვის ხელმისაწვდომია

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა - ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის შემდგომ განვითარებული მძიმე გართულების, GVHD რეაქციის, სამკურნალოდ სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტ „ჯაკავს“ დააფინანსებს.

02 ივლისი 2026, 10:26

მსოფლიო

Reuters: აშშ-ირანის მოლაპარაკებების ფონზე ნავთობის ფასი ზედიზედ მესამე დღეა მცირდება

ნავთობის ფასები დღეს დაახლოებით 1%-ით შემცირდა და ზედიზედ მესამე დღეა კლებას განაგრძობს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

02 ივლისი 2026, 10:17

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას, გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას თითოეულ გამოცდაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

02 ივლისი 2026, 10:15

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს უკრაინას დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ფარგლებში დღეს უკრაინას დაუპირისპირდება.

02 ივლისი 2026, 10:10

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს აფრიმ გაშის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტს, აფრიმ გაშის შეხვდა.

შავკატ მირზიოევი

02 ივლისი 2026, 10:05

პოლიტიკა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ეწვევა

დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.