11 მარტი 2022, 11:26 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, მოკლე ვადებში, ევროკავშირთან ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდება

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ევროკავშირთან ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას მიერ მან ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თალაკვაძის თქმით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია.

„ჩვენ, სამივე სახელმწიფომ, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ამ რეზოლუციაში ცხადად არის ნათქვამი, რომ ჩვენი ადგილი ევროპულ ოჯახშია. მოგეხსენებათ, ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებასთან ერთად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ასახა. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარია და ის ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერას. საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში. ჩვენ მზად ვართ, რაც შეიძლება მოკლე ვადებში, ევროკავშირთან ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.

ყველა სიახლე

გია ბარამიძე

10 აგვისტო 2026, 20:49

პოლიტიკა

სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - გია ბარამიძის განცხადების შესახებ გამოკითხვა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროკურატურა აგრძელებს იმ ადამიანთა გამოკითხვას, რომლებსაც აფხაზეთში ნანახის შესახებ ბევრი აქვთ მოსაყოლი, გიორგი ბარამიძის ნათქვამზე კი ყველას რეაქცია მძიმეა.

მალხაზ ჩემია

10 აგვისტო 2026, 20:47

პოლიტიკა

მალხაზ ჩემია ბარამიძის განცხადებაზე: ასეთ უდროო და უადგილო დროს, ასეთ განცხადებას შეკვეთით აკეთებენ - ეს არ არის ბრიყვის განცხადება

„ეს არ არის ბრიყვის განცხადება, ამ განცხადებას რუსეთი და აფხაზეთი ხომ ატრიალებს, საქართველოს სახელმწიფო და ვეტერანები მივდივართ ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ. მე პირადად, ორი აფხაზი დაჭრილი ტყვე ხაზთან მივიყვანე და გავუშვი. რა ს ამბობთ, რა დახვრეტა?!“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.

გოგა ხაინდრავა

10 აგვისტო 2026, 20:33

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას

„დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია“, - აღნიშნა ხაინდრავამ.

10 აგვისტო 2026, 20:27

პოლიტიკა

აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ფაქტები წარსულიდან ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, „ქრონიკა“ ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვინც ახლა უფრო ხმაურობს, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ.

10 აგვისტო 2026, 20:19

მსოფლიო

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 47 ადამიანი.

მარკო რუბიო

10 აგვისტო 2026, 20:14

მსოფლიო

მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას

ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.

10 აგვისტო 2026, 19:49

მსოფლიო

კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა

ორშაბათს კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ქალაქში შენობები ჩამოინგრა.

10 აგვისტო 2026, 19:23

პოლიტიკა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართა

ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

10 აგვისტო 2026, 18:38

მსოფლიო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან, ოლესია ილაშჩუკთან შეხვედრა გამართა, რომელიც კარდამის რაიონში ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ინციდენტს ეხებოდა.

10 აგვისტო 2026, 17:39

მსოფლიო

Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა

სპეცდანიშნულების ძალების კატარღები, რომლებიც სპარსეთის ყურეში დაგეგმილ მისიებში უნდა გამოეყენებინათ, ჩინური წარმოების ნაწილებით იყო აღჭურვილი. დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გამოყენებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზვერავი დრონები მონაცემებს ფარულად ჩინეთში აგზავნიდნენ, ინფორმაციას გამოცემა The Telegraph იუწყება.

მალხაზ თოფურია

10 აგვისტო 2026, 17:35

სამართალი

მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის

მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრინავდა, თუ რას ჭორაობის დონეზეა. ამ კაცს უნდა ვათქმევინოთ, რომ ის ჭორიკანაა, ან ხელი უნდა დაადოს. რა თქმა უნდა, ის ჭორიკანაა. ვერავის დაადებს ხელს. ბევრად უფრო მძიმეა შემდგომი განცხადება - ჩვენ დაგვბრალდა. შემდეგ შეცვალა და აქცენტი გადაიტანა, მეომრები არ ხვრეტდნენ, ადგილობრივი მოსახლეობაო - კიდევ უფრო დაამძიმა. მისი ბოროტება არ სრულდება. პირველი განცხადების შემდეგ უარესსა და უარესს აკეთებს.

დავით კიკვიძე

10 აგვისტო 2026, 17:30

ეკონომიკა

დავით კიკვიძე: საქართველოში ვირტუალური აქტივების ბაზარი გამჭვირვალე და მკაცრად რეგულირებულ გარემოში ვითარდება

„შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული ყველა სუბიექტი ზედმიწევნით იცავს არსებული რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნილ, მათ შორის საერთაშორისო სანქციებს და სხვა შესაბამის საკანონმდებლო, როგორც ლოკალურ, ისე საერთაშორისო აქტებს“, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

კობა ლიკლიკაძე

10 აგვისტო 2026, 17:29

პოლიტიკა

კობა ლიკლიკაძე გიორგი ბარამიძეზე: ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდეს და უნდა ეყოს გამბედაობა, რომ სწრაფად მოიხადოს ბოდიში და შეცვალოს ის, რაც ასე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. ვფიქრობ, ამ ბოდიშით ყველაფერი მოგვარდებოდა

გამომძიებელი დაინტერესდა ზუსტად იმით, თუ რა პერიოდში ვმონაწილეობდი პირადად მე და როგორი გამოცდილება მქონდა 1992 - 1993 წლებში, პირადად თუ მიმიღია მონაწილეობა და თუ მინახავს დატყვევებული აფხაზები, პირადად თუ შევხვედრივარ ბატონ გიორგი ბარამიძეს აფხაზეთში, რა მსმენია ტყვეთა გაცვლის პროცესში თუ საბრძოლო მოქმედებების დროს მისი მონაწილეობის შესახებ, - განაცხადა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა კობა ლიკლიკაძემ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ.

ნინო ჯელაძე

10 აგვისტო 2026, 17:11

ეკონომიკა

ნინო ჯელაძე: რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია

„საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილება და ფუნქციები მკაფიოდ არის განსაზღვრული საქართველოს ორგანული კანონით. ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტი რეგისტრირებულია ან ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის სანქცირების საკითხის შესახებ.

10 აგვისტო 2026, 17:08

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სატყეო სააგენტოს საქმიანობასა და განახლებულ შესაძლებლობებს გაეცნო

„სატყეო მიმართულება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე განსაკუთრებით ჩვენი რეგიონისთვის. მწვანე საფარის შენარჩუნება, მოვლა და განვითარება, მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და პრევენცია არის ის მთავარი ამოცანები, რომლებსაც სატყეო სააგენტოს თანამშრომლები ღირსეულად ასრულებენ. დღეს დავათვალიერეთ სპეციალიზებული ტექნიკა, რომელიც გააძლიერებს კონტროლს და ხელს შეუწყობს სააგენტოს ეფექტიან მუშაობას. მოსახლეობასთან ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და განვითარებაზე“ - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

10 აგვისტო 2026, 17:01

საზოგადოება

გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდულ დელეგაციას უმასპინძლა

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების, მუზეუმებისა და საგანმანათლებლო სივრცეების დათვალიერება, ასევე სტუმრებისთვის ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებული აქტივობებისა და მასტერკლასების გამართვა.

10 აგვისტო 2026, 16:10

საზოგადოება

კულტურის სამინისტრო: 22 ქართველი სტუდენტი ევროპის 9 ქვეყნის 17 სახელოვნებო სასწავლებელში იღებს განათლებას

პროექტის მიზანი უმაღლესი სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე საერთაშორისო პროცესებთან ინტეგრირება, ახალგაზრდა ხელოვანთა მოტივაციის ამაღლება, მათი პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობაა.

10 აგვისტო 2026, 15:51

მსოფლიო

მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს

„ჩვენ არ ვიღებთ უკონტროლო იმიგრაციას ევროპაში და ხელი შევუწყვეთ მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მთელ ევროპაში. არავის შეუძლია უარყოს არალეგალური იმიგრაციის უარყოფითი გავლენა ჩვენს საზოგადოებებზე: დანაშაულის დონის ზრდა, მზარდი ზეწოლა საჯარო სერვისებზე და საზოგადოებრივი ნდობის ეროზია. განსაკუთრებით სერიოზულია, როდესაც უკანონო მიგრანტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებში დარჩენის უფლება არ აქვთ, სჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, ვაჭრობენ ნარკოტიკებით ან პასუხისმგებელნი არიან სექსუალურ ძალადობაზე“, - აღნიშნულია მელონის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

10 აგვისტო 2026, 15:21

საზოგადოება

არემჯის საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო სტუდენტებს მასპინძლობს

არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროექტის, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, კომპანიის საწარმოებში ერთთვიან სტაჟირებას ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს პირველად უცხოელი სტუდენტებიც გაივლიან.

10 აგვისტო 2026, 15:17

საზოგადოება

ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.