შალვა პაპუაშვილი: საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ
შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს - სამუშაოს რაღაც მოცულობაა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ პროცესი დაიძრა და ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის მწვანე შუქია ანთებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური განხილვა განაცხადების, რომლებიც უკრაინასთან ერთად საქართველომ და მოლდოვამ წარადგინეს.
„მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით - კერძოდ, ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება. დღეს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, რაც იმის ნაწილია, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს, რათა დააჩქაროს პროცესი. რაც უფრო მალე დავუახლოვდებით ევროკავშირს საკანონმდებლო კუთხით, მით უფრო მალე იქნება გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ.
„ასოცირების ტრიოს წევრები ვართ, შესაბამისად, ამ ტრიოს მიმართ თანაბარი მიდგომაა იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირს აქვს.
იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის. რამდენიმე წლით აქეთ გადმოიწია მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუ გაწევრიანების პროცესი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, პაპუაშვილი ამბობს, რომ მთავარი ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებაა.
„მთავარი გამოწვევაა ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოება, რაც სწრაფი და ადვილი გზა არ არის. აქ სხვადასხვა ეტაპია. საქმე შეეხება ბევრ რეგულაციას, აქ ხდება აწონ-დაწონვა, რომელ ეტაპზეა სახელმწიფო მზად, რომ ესა თუ ის რეგულაცია შემოიღოს ბიზნესისა თუ სხვა სფეროებისთვის. მთავარია, რომ ეს პროცესი დაიწყო. ეს უკვე არის გამარჯვება იმ კუთხით, რომ საქმემ, რაც 2024 წლისთვის უნდა გაკეთებულიყო, გადმოიწია რამდენიმე წლით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პარლამენტში ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ პლენარულ სხდომაზე ამ პროექტის მხარდაჭერაში პარლამენტი ერთსულოვანი იქნება.
„პოლიტიკური განაცხადია საქართველოს პარლამენტის, სადაც კიდევ ერთხელ ესმება ხაზი იმას, რას ამბობს ჩვენი კონსტიტუცია, მათ შორის აქამდე მიღებული რეზოლუციები. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა გვაქვს, ეს არის მოწოდება მთავრობის მიმართ, რომ განსაკუთრებული კონცენტრირება გააკეთოს საკითხებზე, რომ ასოცირების შეთანხმება იმ ვადებში შესრულდეს, რომელიც დათქმულია და იმ ეტაპებით, რომელიც იქ არის გაწერილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის პირველი დღის შემდეგ უკრაინასთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს.
პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვას დღეიდან იწყებს.
ყველა სიახლე
10 აგვისტო 2026, 21:41
რეგიონი
11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე გორის გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ასფალტის საფარის აღდგენის გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2026 წლის 11 აგვისტოს 11:00სთ-დან 13:00სთ-მდე, გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“.
10 აგვისტო 2026, 21:21
პოლიტიკა
მალხაზ თოფურია გია ბარამიძის განცხადებაზე: ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტი შეფასება არ არსებობს
„მეოთხე დღეა აგრძელებს.. ერთი სინანულის გრძნობა არ დასცდენია ეს რა ვთქვიო. ადამიანი, რომელმაც „ესენგეში“ თავისი ბოლო ხმით შეათრია საქართველო, მე მომიტრიალდება და რუსეთუმეს მე დამიძახებს, მას შუბლზე ძარღვი არ აქვს, კაცობის ნასახი არ აქვს“, - აღნიშნა თოფურიამ.
10 აგვისტო 2026, 21:12
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია ნოემბერში დასრულდება - როგორი იქნება მასშტაბური პროექტის შედეგები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. გარეგნული იერსახის განახლების პარალელურად, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციის სისტემაც.
10 აგვისტო 2026, 21:09
სამართალი
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ორი დაკავებული - ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ნივთიერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნარკოდანაშაულთა ბრძოლის ფარგლებში კიდევ ორი ადამიანი დააკავეს: უცხოელი სტუდენტი და საქართველოს მოქალაქე. ამოღებული სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება. ორივე ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
10 აგვისტო 2026, 21:08
მსოფლიო
დონალდ ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებში ახალ პირობას აყენებს და თეირანისგან კომპენსაციას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების პროცესში ახალი პირობა დააყენა და განაცხადა, რომ ახლა ის ირანისგან წარსულში ჩადენილი დანაშაულებებისთვის კომპენსაციას მოითხოვს - მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდა იქნება საჭირო.
10 აგვისტო 2026, 21:06
პოლიტიკა
ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის მარშრუტებით დაინტერესდა - გამოიყენებს თუ არა ასტანა ნავთობის ექსპერტისთვის ამ მიმართულებებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველო მზად არის ნავთობის გაზრდილი ნაკადი გაატაროს. როგორც თბილისში აღნიშნეს, ინფორმაცია განსაკუთრებით მნშვნელოვანია ბაქო-სუფსის კონტექსტში. ნავთობის ტრანზიტი აქ ბოლო წლებში არ ხდებოდა, თუმცა მილსადენი სრულად დაიტვირთება.
10 აგვისტო 2026, 21:00
სამართალი
17 წლის მოზარდის გაუჩინარების საქმე - რა ინფორმაცია აქვს შსს-ს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა ის ადამიანი გამოკითხეს, რომელმაც 12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის ვიდეო 3 დღის წინ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გურამ დადიანიძის გაუჩინარების ამბავს ამ დრომდე იკვლევს.
10 აგვისტო 2026, 20:52
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: სახელმწიფო დეპარტამენტი განაგრძობს იმ უცხოელთა გამოვლენას, გამოძიებასა და ვიზების გაუქმებას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამერიკელი ხალხის უსაფრთხოებას - აშშ-ის ვიზა არის პრივილეგია და არა უფლება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, დღემდე, 175 000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა.
10 აგვისტო 2026, 20:51
ეკონომიკა
ინგა ფხალაძე: ყაზახეთის მთავრობა დაინტერესებულია [საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების] პროექტში მონაწილეობით, რაც გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს, აამაღლებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და ჩვენს ენერგეტიკულ სექტორს უფრო მიმზიდველს გახდის
„ამ ხელშეკრულებების შესრულება ჩვენი ქვეყნის ენერგომომარაგების, ენერგოუსაფრთხოების და სატრანზიტო პოტენციალის რაციონალურ ათვისებას უზრუნველყოფს. ამ ენერგეტიკულ პაკეტში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული ხელშეკრულების ფორმა გახლდათ ბაქო-სუფსის ნავთობსადენის დატვირთვის და ოპერირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ეს პროექტი განამტკიცებს საქართველოს, როგორც შუა დერეფნის და ენერგეტიკული ჰაბის პოზიციას“ - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
10 აგვისტო 2026, 20:49
პოლიტიკა
სამშობლოს ღალატი და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნა - გია ბარამიძის განცხადების შესახებ გამოკითხვა გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურა აგრძელებს იმ ადამიანთა გამოკითხვას, რომლებსაც აფხაზეთში ნანახის შესახებ ბევრი აქვთ მოსაყოლი, გიორგი ბარამიძის ნათქვამზე კი ყველას რეაქცია მძიმეა.
10 აგვისტო 2026, 20:47
პოლიტიკა
მალხაზ ჩემია ბარამიძის განცხადებაზე: ასეთ უდროო და უადგილო დროს, ასეთ განცხადებას შეკვეთით აკეთებენ - ეს არ არის ბრიყვის განცხადება
„ეს არ არის ბრიყვის განცხადება, ამ განცხადებას რუსეთი და აფხაზეთი ხომ ატრიალებს, საქართველოს სახელმწიფო და ვეტერანები მივდივართ ვამტკიცოთ, რომ აქლემები არ ვართ. მე პირადად, ორი აფხაზი დაჭრილი ტყვე ხაზთან მივიყვანე და გავუშვი. რა ს ამბობთ, რა დახვრეტა?!“, - აღნიშნა ომის ვეტერანმა.
10 აგვისტო 2026, 20:33
პოლიტიკა
გოგა ხაინდრავა ბარამიძის განცხადებაზე: მე ვიყავი სახელმწიფო მინისტრი ომის დროს აფხაზეთში, არაფერი მსგავსი იქ არ ყოფილა. მაქვს ამის დამადასტურებელი საბუთები, რომლებსაც გადავცემ პროკურატურას
„დაიწყო მისვლა-მოსვლა, გაჩნდა შერიგების კონტურები და ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. თქვენ ნახეთ, რა ხდება რუსულ და აფხაზურ საიტებზე, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც. აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც გადაწყვეტილი იყო ცალსახად, რადგან დამნაშავე ამაში რუსეთია“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
10 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
აგვისტოს ომი და ომი უკრაინაში. რამ განაპირობა რიტორიკის ცვლილება - უპასუხო კითხვები და კონკრეტული ფაქტები არქივიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფაქტები წარსულიდან ბევრისთვის უსიამოვნო აღმოჩნდა, „ქრონიკა“ ყველა იმ ადამიანს დაუკავშირდა, ვინც ახლა უფრო ხმაურობს, ვიდრე აგვისტოს ომის შემდეგ.
10 აგვისტო 2026, 20:19
მსოფლიო
კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
კოლუმბიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 47 ადამიანი.
10 აგვისტო 2026, 20:14
მსოფლიო
მარკო რუბიო: ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას
ტრამპის ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება კოლუმბიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას და მზადაა, მხარი დაუჭიროს კოლუმბიის ხალხსა და პრეზიდენტ აბელარდო დე ლა ესპრიელას ადმინისტრაციას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
10 აგვისტო 2026, 19:49
მსოფლიო
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერპლა
ორშაბათს კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ქალაქში შენობები ჩამოინგრა.
10 აგვისტო 2026, 19:23
პოლიტიკა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბორჯომში ორდღიანი გასვლითი შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა წარადგინა.
10 აგვისტო 2026, 18:38
მსოფლიო
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის ელჩს განუცხადა, რომ ბულგარეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მიუღებელია
ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ველისლავა პეტროვამ საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან, ოლესია ილაშჩუკთან შეხვედრა გამართა, რომელიც კარდამის რაიონში ბულგარეთის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრის ინციდენტს ეხებოდა.
10 აგვისტო 2026, 17:39
მსოფლიო
Telegraph: ბრიტანეთის სპეცსამსახურის კატარღები, რომლებიც ჩინური კამერებით აღჭურვილი აღმოჩნდა, მონაცემებს ჩინეთს ფარულად გადასცემდა
სპეცდანიშნულების ძალების კატარღები, რომლებიც სპარსეთის ყურეში დაგეგმილ მისიებში უნდა გამოეყენებინათ, ჩინური წარმოების ნაწილებით იყო აღჭურვილი. დიდი ბრიტანეთის სპეცდანიშნულების ძალების მიერ გამოყენებული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მზვერავი დრონები მონაცემებს ფარულად ჩინეთში აგზავნიდნენ, ინფორმაციას გამოცემა The Telegraph იუწყება.
10 აგვისტო 2026, 17:35
სამართალი
მალხაზ თოფურია გიორგი ბარამიძეზე: მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრეტდა ტყვეებს, თუ ეს ჭორაობის დონეზეა?! ბოდიშს თუ მოიხდის, ალბათ, ეს შეკვეთა უკვე აღარ იმუშავებს და მას პასუხს მოსთხოვენ იმ ქვეყანაში, სადაც ის პასუხისმგებელია. ის ბოდიშს არ მოიხდის
მას მოუწევს პასუხის გაცემა, ვინ ხვრინავდა, თუ რას ჭორაობის დონეზეა. ამ კაცს უნდა ვათქმევინოთ, რომ ის ჭორიკანაა, ან ხელი უნდა დაადოს. რა თქმა უნდა, ის ჭორიკანაა. ვერავის დაადებს ხელს. ბევრად უფრო მძიმეა შემდგომი განცხადება - ჩვენ დაგვბრალდა. შემდეგ შეცვალა და აქცენტი გადაიტანა, მეომრები არ ხვრეტდნენ, ადგილობრივი მოსახლეობაო - კიდევ უფრო დაამძიმა. მისი ბოროტება არ სრულდება. პირველი განცხადების შემდეგ უარესსა და უარესს აკეთებს.


