დავით ქართველიშვილი: 2013 წლიდან დღემდე - ვერავინ დაასახელებს პროვოკაციის ფაქტს ხელისუფლების მხრიდან რომ ადგილი ჰქონოდა საოკუპაციო გამყოფ ზოლთან
დავით ქართველიშვილი
ფოტო: IMEDI
დღეს ეს უკიდურესად საშიში პროვოკატორი, მის საკანში უცხოური დიპლომატიური წყაროებიდან და ერთ-ერთი „სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან“ შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით - თავისივე პროვოკაციას საოკუპაციო ზოლთან, რომლის პრევენციული გამოაშკარავება სწორედ ხელისუფლებამ მოახდინა - მოქმედი მთავრობის "ბოროტ და მზაკვრულ" ზრახვებს მიაწერს, - ასე გამოეხმაურა ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, სააკაშვილი ადანაშაულებს დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც ვერშემდგარი „მშვიდობისმყოფელი“, რომელმაც საქართველოს მთავრობას ომის პროვოცირების გეგმები თურმე „ჩაუშალა“, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის „დემილიტარიზაციის ოპერაციის“ განხორციელება და მისი ნეიტრალიტეტისკენ დაყოლიება მოჰყვებოდა.
„ჯერ როგორც უკრაინის შაპიტოს ილუზიონისტისა თუ ჯამბაზის გამოსვლებს - ისე ვუყურებდით მის სასამართლო პროცესებს. მერე, როგორც ლუგანსკის ნარკო-ფსიქიატრიული დისპანსერის არშემდგარ პაციენტს. დღეს ეს ჯოჯოხეთის მოციქული სახიფათო შეტევაში გადმოვიდა და ახალი ნიღაბი მოირგო - „მაოხრებელი გზირისა“. იმ კლასიკური „სულძაღლი გზირისა“, ხალხმა ხეზე ჩამოკიდებულსაც რომ აგინა: „ამ ოხერმა, ცოცხალმა ხომ გაგვაუბედურა და მკვდარმა კიდევ სულ დედა გვიტირაო“. ვერ დაუკარგავ თვითგადარჩენის უნიკალურ თვისებას და კედელთან მიმწყვდეულ მდგომარეობაშიც კი მყისიერად შეტევაზე გადმოსვლის უნარს, ხელისუფლებაზე ზუსტად იმავე ბრალდებებით, რაშიც დროული მხილებით, მისი მხრიდან მისთვის უცხო სამშობლოს - საქართველოს სერიოზული საფრთხე აერიდა თავიდან. დღეს სასამართლო პროცესზე ვერც თავისი ტრადიციული პიროვნული არაკაცური სიმხდალე ვერ დააოკა და სანდრასთან ერთად კიდევ ერთ ქალბატონს, მოქმედ პრეზიდენტს შესთავაზა მის საკანში მოთავსება და „უვადო შიმშილობაში“ უფასო ტრენინგების კურსის გავლა. მაგრამ ეს მისთვის დამახასიათებელი არაკაცობა გვერდზე გადავდოთ - უფრო სერიოზული ნაღმების დადებას ჰქონდა მცდელობა, ნაღმების - რომლებზე თვითაფეთქებაც გარდაუვალი აქვს. 2013 წლიდან დღემდე - ვერავინ დაასახელებს ვერც ერთი პროვოკაციის ფაქტს, რომელსაც ხელისუფლების მხრიდან, ან მისი სახელით ადგილი ჰქონოდა საოკუპაციო გამყოფ ზოლთან. თუ კი იქიდან საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი უკანალებით ოკუპანტების შეშინებას ან მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ჰქონდა ადგილი - ამის მისამართი სწორედ რომ „მაოხრებელი გზირის“ ბანაკში უნდა მოიკითხონ. დღეს ეს უკიდურესად საშიში პროვოკატორი, მის საკანში უცხოური დიპლომატიური წყაროებიდან და ერთ-ერთი „სერიოზული ქვეყნის სპეცსამსახურიდან“ შემოსულ ინფორმაციაზე დაყრდნობით - თავისივე პროვოკაციას საოკუპაციო ზოლთან, რომლის პრევენციული გამოაშკარავება სწორედ ხელისუფლებამ მოახდინა - მოქმედი მთავრობის „ბოროტ და მზაკვრულ“ ზრახვებს მიაწერს. იმაში, რისკენაც სააკაშვილის ბანაკის ქართველი თუ უკრაინელი წარმომადგენლები უკვე არაერთხელ გვიბიძგებდნენ (საყვარელიძე, გონჩარენკო) - შეიარაღებული შეტევა განგვეხორციელებინა ოკუპირებული ზონების მიმართულებით - ეს მავნებელი დღეს ხელისუფლებას ადანაშაულებს. ადანაშაულებს, როგორც ვერშემდგარი „მშვიდობისმყოფელი“, რომელმაც საქართველოს მთავრობას ომის პროვოცირების გეგმები თურმე „ჩაუშალა“, რასაც ჩვენი ქვეყნის მიმართ რუსეთის „დემილიტარიზაციის ოპერაციის“ განხორციელება და მისი ნეიტრალიტეტისკენ დაყოლიება მოჰყვებოდა. დღეს სწორედ ხელისუფლებას დააბრალა რაღაც მაპროვოცირებელი ვიდეორგოლის მომზადება და სოცქსელებში მისი ტირაჟირება, რომლის ნარატივი სწორედ გონჩარენკოს და საყვარელიძეს წამოსცდა. რუსეთისთვის საოკუპაციო, ეკონომიკური, ენერგეტიკული „პანდორას ყუთის“ გამღები სააკაშვილი დღეს მოქმედ ხელისუფლებას აფრთხილებს, რუსეთიდან საქართველოში მათი მოქალაქეების დამატებითი ნაკადების შეჩერების თაობაზე. რუსი გენერლების პირად მძღოლებად საკუთარი გუბერნატორების დამსაქმებელმა, მიწაზე მფორთხავმა სამარცხვინო "მთავარსარდალმა", დღეს მოქმედ პრეზიდენტს და პრემიერს მამაცობაში ლექციას უკითხავდა, ქვეყნის დატოვებასა და კიევში ჩასვლისკენ უბიძგებდა სწორედ მაშინ, როდესაც თავადვე აფრთხილებდა საქართველოს - აქ ომის სუნი მცემსო. მოკლედ, არანაირი გიჟი და არანაირი ჯამბაზი - ეს არის საქართველოს ისტორიაში მისი ყველაზე ვერაგი „მაოხრებელი გზირი“ და მასთან მიმართებაში შესაბამისი და ადეკვატური დამოკიდებულება გვმართებს, პირველ რიგში პენიტენციურ სისტემაში მისი დანარჩენ მსჯავრდებულებთან თანაბარ პირობებში ყოფნის რეჟიმის დაწესებით“- წერს Facebook-ზე ქართველიშვილი.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 18:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება
ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
13 აპრილი 2026, 18:27
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,
13 აპრილი 2026, 17:33
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.
13 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ
ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.
13 აპრილი 2026, 17:12
მსოფლიო
მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ
უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.
13 აპრილი 2026, 17:08
მსოფლიო
გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ
„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.
13 აპრილი 2026, 17:06
მსოფლიო
სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს
„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
13 აპრილი 2026, 16:29
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა
მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.
13 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას
გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.
13 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:48
ეკონომიკა
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:22
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.


