imedi /  18 მარტი 2022, 13:27 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: როდესაც აშშ-ის მთავრობა, უარს უცხადებს უკრაინის ხელისუფლებას - დახუროს საჰაერო სივრცე, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ უკრაინის ბედი „ფეხებზე ჰკიდია“, არამედ იმიტომ, რომ სურს მსოფლიოს უფრო გლობალური ომი აარიდოს თავიდან

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების პაკეტიდან, მათი ენერგეტიკული მდგენელი ამოიღოს, უარი თქვას რუსეთში საიუველირო ნაწარმის, რძის პროდუქციისა და ძეხვეულის შეტანაზე, მაგრამ გაასამმაგოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება, რაშიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერების ყულაბაში ყოველდღიურად დამატებით 600 მილიონ ევროს ურიცხავს - ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ევროპელებს დახოცილი უკრაინელი ბავშვების და დაბომბილი სამშობიაროების ბედი არ აღელვებთ, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი დასავლეთის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.

როგორც ქართველიშვილი წერს, ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი პირველ რიგში საკუთარი ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამოდიან.

„ახლა მათთვის, ვისაც ქიზიყური პირდაპირობა „სიხისტეში“, ხოლო დასავლეთის მიმართ სიმართლის თქმა, მის „კრიტიკაში“ ეშლება - დავამსხვრიოთ საზოგადოების ტოტალურ იდიოტებად წარმოჩენის კიდევ ერთი მზაკვრული მცდელობა.

როდესაც აშშ-ის მთავრობა, სასტიკ უარს უცხადებს უკრაინის ხელისუფლების სასოწარკვეთილ თხოვნას - დახუროს მის თავზე საჰაერო სივრცე, ამას არა იმიტომ აკეთებს, რომ უკრაინა და მისი მოსახლეობის ბედი „ფეხებზე ჰკიდია“, არამედ იმიტომ, რომ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ასევე, სურს მსოფლიოს უფრო გლობალური ომი აარიდოს თავიდან.

როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების პაკეტიდან, მათი ენერგეტიკული მდგენელი ამოიღოს, უარი თქვას რუსეთში საიუველირო ნაწარმის, რძის პროდუქციისა და ძეხვეულის შეტანაზე, მაგრამ გაასამმაგოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება, რაშიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერების ყულაბაში ყოველდღიურად დამატებით 600 მილიონ ევროს ურიცხავს - ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ევროპელებს დახოცილი უკრაინელი ბავშვების და დაბომბილი სამშობიაროების ბედი არ აღელვებთ, არა! მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ რიგში ისინი საკუთარი ქვეყნის, მისი უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამოდიან!!!

როდესაც ერთი ლიეტუველი ნაძირალა მოხელე, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს უკრაინის ომზე და უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე ეკონომიკური სარგებლის მოხვეჭაში და ამავდროულად, მისი ქვეყანა რუსეთის უახლოეს მოკავშირეს, და დიქტატორად შერაცხულ ლუკაშენკოს ფქვილის, წიწიბურასა და მარილის მოწოდების გაზრდას ითხოვს - იმიტომ კი არა, რომ ამ ფულით მშვიდობიანი უკრაინელების მსხვერპლის გაწევის მიზნით, რუსეთის მხრიდან იარაღის დამატებით შესყიდვებზე არ ფიქრობდნენ, უბრალოდ ლიეტუველების შიმშილის გრძნობა აქვთ პირველ რიგში გასათვალისწინებელი!

როდესაც ე.წ. ქართველი "მეღვინეები", რომლებსაც რუსეთში პროდუქციის შეტანის ლიცენზია არც გააჩნიათ და არც ჰქონიათ როდისმე - პეტიციას აწერენ ხელს, ჩვენს ღვინოს რუსებს არ დავალევინებთო, იმდენსაც კი ვერ ტვინავენ, რომ ამ წუთას უკრაინულ სარდაფებში ბომბებისაგან დამალულ ბავშვებს და დღეს უკვე დაღუპულ, ქართველ მოხალისეებს - უბრალოდ ცინიკურად დასცინიან!!!

მაშინ, როდესაც ის შეზღუდვები, რაც ახლა შემოაქვს სხვადასხვა ქვეყანას რუსეთთან მიმართებაში, იქნება ეს მიმოსვლის შეზღუდვა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა თუ ა.შ. - ეს ისედაც გაკეთებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნები შეზღუდვებში ახლა აქეთ გვიერთდებიან, თორემ: „სვიფტთან“ დაკავშირებით არანაირი ბერკეტიც კი არ გაგვაჩნია, სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული არანაირი ვაჭრობა რუსეთთან ისედაც არ გვაქვს, საჰაერო სივრცის დახურვა კი პირველ რიგში ჩვენს მეზობელ სომხეთს დააზიანებდა და გაუგებარია, ეს არამეგობრული ნაბიჯი რატომ უნდა გადავდგათ?

დღეს საქართველოს პრაგმატული, გონივრული და რუსეთის მხრიდან, ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის პოზიციებიდან განხორციელებული პოლიტიკა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითად კონცეფციაში - მაქსიმალური დახმარება გაუწიონ უკრაინას, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნებისა და მოსახლეობის ინტერესებისა და რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით. ქართული შიდაპოლიტიკური "შიზოფრენიული" მცდელობა, საკუთარ სიგიჟეს და „კამიკაძეობას“, ან და ქვეყნის წინააღმდეგ უფრო შორს მიმართულ ძირგამომთხრელ ჩანაფიქრებს დაუქვემდებარონ ხელისუფლების ქვეყნის ინტერესებზე მორგებული ძალისხმევა - გამოაშკარავებულია და განხორციელებას არ ექვემდებარება!“ წერს ქართველიშვილი facebook - ზე.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 08:00

მსოფლიო

მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა

ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს.

18 ივლისი 2026, 00:11

მსოფლიო

მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.

17 ივლისი 2026, 22:00

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

17 ივლისი 2026, 21:45

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ მიქელაძე

17 ივლისი 2026, 21:36

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

17 ივლისი 2026, 21:28

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.

17 ივლისი 2026, 21:10

პოლიტიკა

როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.

17 ივლისი 2026, 21:06

საზოგადოება

75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს

17 ივლისი 2026, 21:00

კულტურა

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

17 ივლისი 2026, 20:54

სამართალი

შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.

17 ივლისი 2026, 20:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.

ნიკა გვარამია

17 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.

17 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.

17 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.

ირაკლი კობახიძე
სერდარ ბერდიმუჰამედოვი

17 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

მაკა ბოჭორიშვილი

17 ივლისი 2026, 20:16

პოლიტიკა

რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

17 ივლისი 2026, 20:01

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

17 ივლისი 2026, 19:52

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

17 ივლისი 2026, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ლევან მაჭავარიანი

17 ივლისი 2026, 19:12

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.