პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 82 ხმით მიიღო. ერთმა კანონმდებელმა ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა.
საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის კომიტეტში მეორე მოსმენის განხილვის შედეგად, მასში გარკვეული ცვლილებები შევიდა.
მიხეილ სარჯველაძემ კანონპროექტის ძირითად არსზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ამნისტია ორი ბლოკისგან შედგება.
„პირველი უკავშირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გამო გარკვეული სასჯელების შემცირებას, შესაბამისად, ამ კუთხით გვაქვს ოდნავ ახლებური მიდგომა იმ თვალსაზრისით, რომ ვისაც მოუწია გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასჯელის მოხდა და ერთთვიანი პერიოდია აღებული ასეთ პირობებში, ყველა მათგანზე იქნება გავრცელებული ამნისტია, გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელიც საქართველოს კონვენციურ მოვალეობას უკავშირდება, კერძოდ, წამების დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე ამნისტიის გაუვრცელებლობას.
მეორე საკითხი, რაც აღნიშვნას იმსახურებს, არის ის, რომ შემოვიტანეთ დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც შემოთავაზებული იყო, მათ შორის, ალტერნატიული კანონპროექტით, რომელიც წარმოდგენილი იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს დიფერენცირებული მიდგომა გულისხმობს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთის სასჯელის მქონე პირთათვის შედარებით მცირე შეღავათის გავრცელებას და შედარებით მეტი შეღავათის გავრცელებას იმ პირებზე, ვისაც სასჯელის სახით ორ წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა გათვალისწინებული. ასევე დამატებით შეღავათია გათვალისწინებული ქალებისთვის, არასრულწლოვნებისთვის და 70 წელს ზემოთ მყოფი ხანდაზმული პირებისთვის, შესაბამისად, მათთან მიმართებაში ოდნავ დიდი იქნება ამნისტიით გათვალისწინებული შეღავათი“, - განაცხადა მომხსენებელმა.
მისივე თქმით, საკითხების მეორე ბლოკი უკავშირდება 2004 წლამდე ჩადენილ დანაშაულებს: „გაფართოვდა წრე იმ დანაშაულებისა, რომლისთვისაც არ იქნება გათვალისწინებული შეღავათი და შესაბამისად, ქმედებები არ დაექვემდებარება ამნისტირებას“, აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მომხსენებელმა კანონპროექტის მუხლობრივად განხილვისას, კოლეგებს საკომიტეტო განხილვის შემდეგ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მისივე თქმით, დამატებითი კონსულტაციების შედეგად მცირედით მოხდა იმ ვადების გაზრდა, რომლებიც შეღავათის სახით იქნება გათვალისწინებული.
დეტალური მუხლობრივი განხილვის შემდეგ, კანონპროექტთან დაკავშირებით, უფრაქციო პარლამენტის წევრებმა, პოლიტიკური ჯგუფებისა და ფრაქციების წარმომადგენლებმა პოზიციები დააფიქსირეს.
უფრაქციო პარლამენტის წევრმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ის მიესალმება ამნისტიის იმ ნაწილს, რაც კოვიდამნისტიას შეეხება, თუმცა მხარს არ უჭერს კანონპროექტის მეორე ნაწილს.
„ძალიან კარგია ამნისტიის აქტის პირველი ნაწილი, რომელიც შეეხება კოვიდამნისტიას იმიტომ, რომ პატიმრებისთვის ამ პერიოდში მართლაც იყო სერიოზული შეზღუდვები და ამის კომპენსირება ხდება. მივესალმები ამნისტიის ამ წილს, მაგრამ ეს კარგი განზრახვა დამძიმებულია ძალიან არასრულფასოვნად დამუშავებული მეორე ნაწილით, რომელიც ცალკე კიდევ შეიცავს გარკვეულ სერიოზულ პოლიტიკურ რისკებს, მაგრამ რისკებსაც რომ თავი დავანებოთ სამართლებრივად არ არის სრულფასოვნად დამუშავებული“, - აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
ფრაქცია „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ეს არის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომლისთვისაც მან მადლობა გადაუხადა ინიციატორებს.
„როდესაც ადამიანი არის ციხეში, სახელმწიფოს აქვს სრული კონტროლი მასზე და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი, რომ ის არ დაავადდეს ინფექციური დაავადებით. ამიტომ იმ შეზღუდვების დაწესება სახელმწიფოს ვალდებულება იყო და იმ შეზღუდვების შედეგად დაზიანებული უფლებების კომპენსირებაც დღეს სახელმწიფოს ვალდებულებაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ თავმჯდომარეს იაგო ხვიჩიას მიაჩნია, რომ ამნისტია კანაფის მოხმარებისთვის მსჯავრდებულებსაც უნდა შეეხოს და კოლეგებს აღნიშნულის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
„რა გახდა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მოძალადეები, რომლებსაც არავისთვის არაფერი დაუშავებიათ, გავათავისუფლოთ ისეთი დანაშაულისთვის, რომელიც დღეს დადასტურებულად ვიცით, რომ საფრთხეს არ წარმოადგენს. არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული სტატისტიკა ძალადობის, მკვლელობის თუ ავტოსაგზაო შემთხვევის მას შემდეგ რაც ნარკოპოლიტიკა ასე თუ ისე შევცვალეთ. პირიქით, შემცირდა მომხმარებლების რაოდენობა, შემცირდა გარდაცვალების რაოდენობა, რომლებიც რაღაც უცნაურ ნარკოტიკს მოიხმარდნენ. ამიტომ გთხოვთ მხარდაჭერას, რომ ამნისტია შეეხოს ხალხს, რომელიც კანაფის გამო ზის ციხეში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ სახელით, „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, პარლამენტის წევრმა, დავით ზილფიმიანმა შეაფასა. მისი განცხადებით, კანონპროექტის განხილვისას, ოპოზიციიდან და მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან პროფესიონალური მსჯელობა გაიმართა, თუმცა მათი გამოსვლები და შეფასებები ორ ჯგუფად გაიყო. მისი თქმით, გამომსვლელების ნაწილმა მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭირონ უფრო ფართო ამნისტიას, ნაწილი კი პირიქით, მის შეკვეცაზე საუბრობდა.
„ამ ტიპის დოკუმენტთან, მიუხედავად იმისა რომ დეტალურ მსჯელობაში არ შევედით, ყოველთვის მზად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ნებისმიერი სახის ამნისტიას, პრინციპით - „რაც უფრო დიდია უკეთესია, რაც უფრო ფართოა უკეთესია“. ეს იქნება და დარჩება ჩვენს პრინციპად. ჩვენი მხარდაჭერა გაქვთ და გექნებათ თუ კიდევ რამე მსგავსი დოკუმენტი მომზადდება. გამომდინარე აქედან მინდა მადლობა გადავუხადო იმ ჯგუფს, რომლებმაც დრო შესწირეს და იმუშავეს ამ პროექტზე, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში, პოზიტივის მატარებელი ქმედება და დოკუმენტია“, - განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის დავით კირკიტაძის განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტს ჰქონდა შანსი, რომ გამხდარიყო საყოველთაოდ მხარდაჭერილი. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან ერთსულოვნად არის მხარდაჭერილი ამნისტიის პირველი ნაწილი, რომელიც ჰუმანური პრინციპიდან გამომდინარე ეხება კოვიდპანდემიის შეზღუდვის სამართლიანი კომპენსირების მიზანს, თუმცა არ ეთანხმებიან კანონპროექტის მეორე ნაწილს.
„ამ ამნისტიით თავისუფლდებიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავს აფარებდნენ ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, ეს ადამიანები იყვნენ კორუმპირებულები და იპარავდნენ იმას, რაც ეკუთვნოდათ ქართველ ხალხს. ამ მუხლის გამო არ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ კანონპროექტს. ჩვენ არ ვაპირებთ გავიზიაროთ ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით, კანონპროექტი “ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებზეა მორგებული.
„ეს არის უზნეო კანონპროექტი, რომელიც, ძირითადად, განპირობებულია პოლიტიკური სიმპათიებით. არაერთხელ იქნა აქ ნახსენები სიტყვა „საკრალური“. რატომ 2004 და არა 2005? ანუ, შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ელიტისთვის დამახასიათებელი დანაშაული 2004 წლამდე თურმე უნდა იყოს ნაპატიები და 2005 წელს რომ ვიღაცამ რაღაც მოიპარა, ის რატომ არა? იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კანონს შეიძლება, ვუწოდოთ სახელი „ვარდების რევოლუციამდე ჩადენილი დანაშაულებების პატიების აქტი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.
არჩილ თალაკვაძე: „ჩვენ მხარს ვუჭერთ ამნისტიის კანონპროექტს და მხარს ვუჭერთ ჰუმანურ გადაწყვეტილებებს სასჯელაღსრულების სისტემაში მყოფ პატიმართა მიმართ იმ ფარგლებში, როდესაც მართლწესრიგი და ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება გახლავთ გონივრულად დაცული“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი ამნისტიის კანონპროექტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა პარლამენტში შეიმუშავა და რომელიც ზუსტად ამ პრინციპს მიესადაგება - ერთი მხრივ, ჰუმანური მიდგომები, ჰუმანური სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა და მეორე მხრივ - საზოგადოების ინტერესების და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
არჩილ თალაკვაძე კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებსაც გამოეხმაურა. ვიცე-სპიკერის განცხადებით, ადამიანები, ვინც დღეს კრიტიკულ მოსაზრებებს გამოთქვამენ, იქნებოდნენ პირველები უმწვავეს კრიტიკაში, რომელიმე პატიმარს პენიტენციური სისტემის დაუდევრობის და ჯანდაცვის სისტემის არასათანადო გადაწყვეტილების გამო საფრთხე რომ დამუქრებოდა.
„არ მეგონა, დღეს კიდევ, თუ თქვენ თავს მისცემდით უფლებას და პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებით გააკრიტიკებდით ხელისუფლებას. იმ სისტემასთან დაკავშირებით, სადაც რეალურად თქვენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გქონდათ ყველაზე მძიმე ჩავარდნები და ყველაზე მძიმე დარღვევები“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მომხსენებელმა, მიხეილ სარჯველაძემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა: „არ ეყოთ არც პოლიტიკური ალღო, არც პოლიტიკური პასუხისმგებლობა, არც პოლიტიკური კეთილსინდისიერება ბევრ აქ მყოფ ოპოზიციონერს, რაც ძალიან ცუდი ამბავია“.
კომიტეტის თამჯდომარის განცხადებით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი ამნისტიის დროს, ნებისმიერი დამნაშავე, რომელიც იქნება ამნისტირებული, მის დანაშაულს არავინ იწონებს - ამნისტიის აქტი არ ნიშნავს მის მიერ ჩადენილი ქმედების მოწონებას.
„ვისარგებლებ შესაძლებლობით და ყველა ადამიანის გასაგონად ვიტყვი, ვთხოვ პირადად, რომ აუცილებლად გაუფრთხილდნენ და დააფასონ სწორად ამ შემთხვევაში ეს მისაღები გადაწყვეტილება იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც მოსალოდნელია რომ იყოს აბსოლუტურად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება, თუნდაც ამ შეღავათთან მიმართებით. მესმის, რომ რისკები შეიძლება გაიზარდოს და დანაშაულის რეციდივს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, ესეც უპასუხისმგებლობა იქნებოდა, რომ ამის შიშით ხელი აგვეღო ამ სწორ განზრახვაზე. ყველას ვთხოვ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით და განსაკუთრებული გულისხმიერებით მიიღონ და დააფასონ ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 11:54
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა TikTok-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აცხადებს, რომ ამერიკა-კანადის საზღვარზე მდებარე ონტარიოს ტბას დღეიდან ამერიკის ტბა ეწოდება.
27 აგვისტო 2026, 11:51
საზოგადოება
ComCom-მა AI-ის ეფექტიანი გამოყენების შესახებ დამატებით 60 მოსწავლე დაატრენინგა
კომუნიკაციების კომისიამ სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტოს „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საზაფხულო ბანაკის მონაწილე მაღალი კლასის 60 მოსწავლეს თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის ეფექტიანი გამოყენება“ ტრენინგი ჩაუტარა. ტრენინგს, რომელიც ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჩატარდა, კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ტრენერები, ნინო გვაგვალია და სალომე გუგუჩია წარუძღვნენ, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:49
საზოგადოება
ლევან ზაუტაშვილი: მცხეთა-მთიანეთის ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ
ოთხივე მუნიციპალიტეტში და ასევე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ცხადდება ვაკანსიები, ჩატარდება კონკურსი, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილეობა ღია კონკურსის წესით და თავი გამოცადონ, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ლევან ზაუტაშვილმა პრემიერ-მინისტრის იმ შეფასებისას, რომელიც პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს ეხება.
27 აგვისტო 2026, 11:47
საზოგადოება
გივი მიქანაძე ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ლანჯოუს უნივერსიტეტისა და კონფუცის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:42
ტაბლოიდი
ესპანეთში პომიდვრის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა🍅
ფესტივალში მონაწილეობა ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო. ისინი ქალაქის ქუჩებში გავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში ერთმანეთს 165 ტონაზე მეტი გადამწიფებულ პომიდორი ესროლეს.
27 აგვისტო 2026, 11:41
პოლიტიკა
ილია ჯალაღონია: ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს, თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში
ქვემო ქართლის მხარეში საჯარო დაწესებულებებმა 121 ვაკანსიაზე გამოაცხადეს სტაჟირების კონკურსი, რაც შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს თავიანთი ძალები მოსინჯონ საჯარო სექტორში, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო ქართლში ილია ჯალაღონიამ.
27 აგვისტო 2026, 11:39
მსოფლიო
აშშ-ის განცხადებით, ჩინელმა ჰაკერებმა იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური რეზერვისა და სენატის სისტემებში შეაღწიეს
აშშ-ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული ოპერაცია აღკვეთა, რომლის ფარგლებშიც თავდამსხმელები შეეცადნენ ან მართლა შეაღწიეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, NASA-ს, ფედერალური სარეზერვო სისტემის, სენატისა და სხვა მნიშვნელოვან სამთავრობო უწყებების ქსელებში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:30
პოლიტიკა
პლატონ კალმახელიძე: კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად
კახეთის რეგიონში 81 პოზიციაზე გამოცხადდება სტაჟირების კონკურსი, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან ერთად, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძემ.
27 აგვისტო 2026, 11:28
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, ცხადდება 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი. სტაჟირების მსურველებს, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, განაცხადის გაკეთება შეეძლებათ, 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
27 აგვისტო 2026, 11:23
კულტურა
რუპერტ გრინტი რონ უიზლის როლს უბრუნდება🪄
გრინტი ორიგინალი ფილმების მეორე მსახიობია, რომელიც პიესაში ითამაშებს. მანამდე დრაკო მალფოის როლს ტომ ფელტონი დაუბრუნდა, რომელიც თავის პერსონაჟს სცენაზე ახლაც აცოცხლებს, თუმცა ფელტონი და გრინტი ბროდვეიზე ერთად არ გამოჩნდებიან, რადგან ფელტონი პიესაში 3 იანვრამდე ითამაშებს, გრინტი კი დასს 2 თებერვლიდან შეუერთდება.
27 აგვისტო 2026, 11:18
სამართალი
საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:11
სამართალი
პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“ ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 11:07
მსოფლიო
ტრამპმა ენერგოსისტემაში არსებული საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლითაც ქვეყნის ენერგოსიტემაში არსებული საფრთხეების გამო ეროვნულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 11:05
სამართალი
პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის, ასევე, ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
27 აგვისტო 2026, 10:56
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მცხეთა-მთიანეთში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანშეთის მიმდებარედ დიდი ოდენობით წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:47
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი - ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს. ის მათ აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა „უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა“ გამოავლინეს.
27 აგვისტო 2026, 10:44
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე „სტრილინგის ფონდის“ ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის დირექტორს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, უწყების ხელმძღვანელმა ბრიტნი სტირლინგს ჯანდაცვის მიმართულებით, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო შშმ პირების, ქალთა და ბავშვთა მხარდასაჭერად მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებს.
27 აგვისტო 2026, 10:38
მსოფლიო
Reuters: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაახლოებით 1 500 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალსა და ჩინეთის ტიბეტის რეგიონში მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად თითქმის 1 500 ადამიანი, მათ შორის დაახლოებით 800 უცხოელი, დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
27 აგვისტო 2026, 10:35
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში
სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, გაიღრმაონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანია მათ შემდგომ პროფესიულ განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
27 აგვისტო 2026, 10:25
ტაბლოიდი
მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა
საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.


