მამუკა მდინარაძე: სააკაშვილს ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება და მან გამოასწრო უკრაინიდან იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო
მამუკა მდინარაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თქვენი პარტიის ლიდერი [მიხეილ სააკაშვილი] არის სისხლის სამართლის დამნაშავე, ის იხდის სასჯელს და ასევე ბრალდებულია სხვა დანაშაულებზე. ამ ქვეყნის ისტორიას დაღად რომ აწევს, ამ დანაშაულებზეა ის მსჯავრდადებული და ბრალდებული. ის გასამართლდება საქართველოში, ის სასჯელს მოიხდის საქართველოში, ეს საკითხი სხვაგვარად არ განიხილება, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, სააკაშვილის მიზანია, რომ საქართველო ომში ჩაებას.
„ის, რაზეც ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რაზეც თქვენი მედიასაშუალების მხრიდან ირონიული ღიმილიც იყო, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა, დღეს ხომ ეს დადასტურდა. მან პროცესზე თქვა: ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და ეს მომენტი დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა თქვენმა პარტიის ლიდერმა? რისთვის ჩამოდიოდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით რაც დღეს ხდება და მან გამოასწრო უკრაინიდან და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. მისი სურვილია, რომ საქართველო ჩაებას ომში. საქართველო არ ერთვება ომში, ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მისი მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა ჩაერთოს ომში, რაც არ მოხდება“, - განაცხადა მდინარაძემ.
ყველა სიახლე
23 სექტემბერი 2026, 18:56
პოლიტიკა
პრემიერი: მაღალი დონის პანელზე მქონდა შესაძლებლობა, ხაზი გამესვა დიპლომატიის, კონფლიქტების პრევენციისა და დავების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობისთვის, კიდევ ერთხელ დავადასტურე საქართველოს ერთგულება გაეროს წესდებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მიმართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
23 სექტემბერი 2026, 18:43
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა
2026 წლის 22 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა.
23 სექტემბერი 2026, 18:41
მსოფლიო
კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 43-მდე გაიზარდა
რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 43-ს მიაღწია. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და ქალაქის პროკურატურა ავრცელებენ.
23 სექტემბერი 2026, 18:32
მსოფლიო
ნატოში აშშ-ის ელჩი: ევროპა მეოთხე ადგილზეა ჩვენი პრიორიტეტების სიაში
ნატოში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიის შესაბამისად, ამერიკის ეროვნულ პრიორიტეტთა სიაში ევროპას მხოლოდ მეოთხე ადგილი უკავია.
23 სექტემბერი 2026, 18:32
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკა აჩვენებს მდგრადობას, რაც ერთგვაროვნად არის დამსახურება ხელისუფლების ძალიან ძლიერი და სწორი პოლიტიკისა - თუ ჩავხედავთ აზიის განვითარების ბანკის პროგნოზს, დავინახავთ, რომ რეგიონში, ახლო სამეზობლოში საქართველო ამ კუთხით არის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო ზრდის პროგნოზი
ეს არის ძალიან კარგი შედეგი ქართული ეკონომიკისთვის, იმ გარე და შიდა ფაქტორებიდან გამომდინარე, რომლებიც გვაქვს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზის გაზრდასთან დაკავშირებით.
23 სექტემბერი 2026, 18:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მშვიდობის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის თემტურ დისკუსიაში, რომელიც ფინეთის ორგანიზებით, მშვიდობის თემაზე გაიმართა.
23 სექტემბერი 2026, 18:26
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: სააკაშვილის, გვარამიასა და ბარამიძის განცხადებები მიზანმიმართული გეგმის ნაწილია - მათ, სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დათმობის ხარჯზე, ევროკავშირში გაწევრიანება სურთ
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და გიორგი ბარამიძის განცხადებებს ეხმიანება.
23 სექტემბერი 2026, 18:16
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: ვის სურს სამეზობლოში, რომ საქართველო არ იყოს ენერგოდამოუკიდებელი? - პირველ რიგში, რუსეთს. ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ გამოსვლა არის პირდაპირ რუსულ წისქვილზე წყლის დასხმა და ასე იყო „ნამახვანჰესის“ შემთხვევაში
ის, რომ ასეთი მნიშვნელობის ფორუმი [ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმი] ტარდება ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, აშკარად ეს არის საქართველოს და სემეკის აღიარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 18:15
ეკონომიკა
გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს შემთხვევაში, არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს - დღეს საქართველოში რა ინვესტიციაც დაიწყო, ყველა წარმატებით გრძელდება
არ არსებობს ინვესტორი, რომელიც არ რეაგირებდეს, როდესაც მის წინააღმდეგ ამა თუ იმ ქვეყანაში ნეგატიური კამპანიაა, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ არცერთ ინვესტორს არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ მის მიერ განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით რაიმე შიში ჰქონდეს, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
23 სექტემბერი 2026, 18:08
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი სანქცირებულთა სიიდან რუსი ოლიგარქების ამოღებაზე: ეს მაგალითებიც გვიჩვენებს იმას, რომ არ შეიძლება წუთიერ პოლიტიკურ სისუსტეებს დაჰყვეს სახელმწიფო და ამ დროს შეიძლება მთელი ერის სასიცოცხლო ინტერესები უკიდურესი დარტყმის ქვეშ დადგეს. ჩვენ სხვადასხვა დროს ვიხილეთ, როდესაც კონკრეტული ნავთობკომპანიები, ბანკები, სხვადასხვა საქონელი რუსეთისა, რომელიც სანქციის ქვეშ იყო, ამა თუ იმ ინტერესიდან გამომდინარე, თავისუფლდებოდა სასანქციო რეჟიმისგან
პოლიტიკაში არ არსებობენ არც მუდმივი მეგობრები და არც მუდმივი მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის წინა პლანზე გამოდის ხოლმე. ამ შემთხვევაში სწორედ ასეთი ინტერესი იყო, რომ ეს ორი ოლიგარქი გათავისუფლებული ყოფილიყო ევროკავშირის სანქციებიდან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
23 სექტემბერი 2026, 17:56
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენი მიზანია ევროკავშირთან ურთიერთობა დაბრუნდეს იმ პრინციპებზე, რომელ პრინციპებზედაც შეიქმნა ევროკავშირი
„ჩვენი ჩვენი პრინციპებისთვის არ გვიღალატია. ევროკავშირის არსებულ მმართველობას და ზოგადად, იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, რომელიც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ წარმოიშვა, საქართველოზე უდიდესი ზეწოლა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ამ ზეწოლას ვუძლებთ და ქვეყნის განვითარებას ვაგრძელებთ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 17:54
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე: ზოგადად, დიალოგის შეწყვეტაც და განახლებაც დამოკიდებული იყო არა რაღაც კონკრეტულ საზომზე, არამედ უფრო მეტად პოლიტიკურ მიზნებზე
დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებს შეეწირა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მთელი ეს პლასტი, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
23 სექტემბერი 2026, 17:34
მსოფლიო
ავსტრალიაში 800 ათასზე მეტი ფუტკარი მოიპარეს
„ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. ძალიან ბევრი სკა გვაქვს შესამოწმებელი. ახლა საფუტკრეებს ვუვლით და ვითარებას ადგილზე ვამოწმებთ“, - აღნიშნა მეფუტკრემ.
23 სექტემბერი 2026, 17:28
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში სიძულვილის ენის საქმის ორი ეპიზოდი განიხილეს - საქმის სარეზოლუციო ნაწილი 25 ოქტომბერს გამოცხადდება
„განხილული იყო ყველა შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ბატონი ზაურ ხატიაშვილის მხრიდან სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს. სალომე არაბულის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო ასევე 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საჯარო სივრცეში მიაყენა შეურაცხყოფა ლალი მოროშკინას. შესაბამისი მტკიცებულებები წარმოუდგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს," - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესის შემდეგ.
23 სექტემბერი 2026, 17:28
საზოგადოება
გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებული ვიდეომასალები გადაეცა როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ისე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და უკვე მეცხრე თვეა, არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ რაიმე სახის შენიშვნაც არ ყოფილა ჩვენი მისამართით
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმიანება და მათ სრულ სიცრუეს უწოდებს. როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულთან დაკავშირებით შესაბამისი მასალები გადაეცათ როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლებს და არცერთ შემთხვევაში პენიტენციური სამსახურის მისამართით არათუ დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა, არამედ შენიშვნაც კი არ გამოთქმულა.
23 სექტემბერი 2026, 17:24
თავდაცვა
აშშ საელჩო: აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი თბილისში აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სფეროში ქართველ კოლეგებს შეხვდა - შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საერთო პრიორიტეტებზე, ორმხრივი ინტერესის საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაძლიერებაზე
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
23 სექტემბერი 2026, 17:23
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი გახარიას პროცესი გაიმართა
საქმე ეხება სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს აღმართვის ეპიზოდს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოაკვლიეს. სასამართლოში კახა კახიშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე გამოიკითხნენ.
23 სექტემბერი 2026, 17:22
პოლიტიკა
ერიკ ტრამპი: გასულ კვირას ჩვენ ოფიციალურად გავხსენით Trump Tower Tbilisi! ეს ახალი, შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობა ხელს შეუწყობს ქალაქის თანამედროვე, მსოფლიო მნიშვნელობის ცენტრად ჩამოყალიბებას
ერიკ ტრამპი სოციალურ ქსელში Trump Tower Tbilisi-ის პროექტზე წერს. „ტრამპის ორგანიზაციის“ აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი პროექტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ახალი ღირსშესანიშნაობა თბილისის ცენტრალური ნაწილის განვითარების ქვაკუთხედად იქცევა.
23 სექტემბერი 2026, 17:21
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე გიორგი ფეიქრიშვილს ბრალდება წარუდგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს გიორგი ფეიქრიშვილმა, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარით) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკვლით დაემუქრა.
23 სექტემბერი 2026, 17:19
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებლის BAIC International - ის თავმჯდომარეს შეხვდა
შეხვედრაზე მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაკვეთით მომზადებული კვლევა ქვეყანაში ელექტრომობილების საწარმოს შექმნის შესაძლებლობის შესახებ და BAIC International - ის მხარესთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.


