ცესკო: ბათუმში ელექტრონული ტექნოლოგიების საპილოტე პროექტი წარმატებულად მიმდინარეობს და ამ საკითხით მანიპულირების მცდელობა საარჩევნო პროცესს ვერ დააზიანებს
ფოტო: ცესკო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი გრძელდება და საარჩევნო უბნებზე კანონმდებლობის სრული დაცვით, მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ამომრჩევლებს.
„აქვე აუცილებლად მიგვაჩნია გამოვეხმაუროთ არასწორ და მანიპულაციურ ინფორმაციას, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კერძოდ, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული არასწორი და მანიპულაციური ინფორმაციის მიხედვით საარჩევნო ბიულეტენის ჩარჩო ფორმაზე კონკრეტული პარტიის მხარდასაჭერად მინიშნებაა გაკეთებული.
ბათუმში ხმის მიცემის პროცედურა ელექტრონული აპარატით ხორციელდება და უკვე შევსებული ბიულეტენი საარჩევნო ყუთში მოთავსებამდე ჩარჩო ფორმაში იდება. აღნიშნულ ჩარჩო ფორმაზე დატანილია სტანდარტული ინსტრუქცია ამომრჩევლისთვის თუ როგორ უნდა გააფერადოს მისთვის სასურველი კანდიდატის წინ არსებული წრე. ნიმუშად მოცემულია ცარიელი და შევსებული წრეები, გაფერადებულია მეორე წრე. ამ ჩარჩო ფორმას და ინსტრუქციას იყენებენ პირდაპირი მანიპულაციისთვის.
თუ კარგად დავაკვირდებით, მოკლე ინფორმაცია თუ როგორ უნდა გააფერადოს ამომრჩეველმა წრე, უშუალოდ საარჩევნო ბიულეტენის ზედა ნაწილშიც არის განთავსებული, სადაც ნიმუშად პირველი წრეა გაფერადებული. ასე რომ, ფაქტია, არანაირ სააგიტაციო მინიშნებას არც ჩარჩო ფორმაზე და არც ბიულეტენზე ადგილი არ აქვს. ამ საკითხზე აპელირება არის გაუმართლებელი და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობას, შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში და ასევე ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობის შემცირებას.
მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ და არასწორად ინტერპრეტირებულ ინფორმაციას, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდად წარმართოს საქმიანობა, რათა ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება.
ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი არის ცესკოს უკვე წარმატებული საპილოტე პროექტი, და წელს კიდევ ერთი ახალი კომპონენტი დაემატა და როგორც უკვე აღვნიშნეთ ეს არის ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატები. ასეთი ტექნოლოგიების პილოტირება და დანერგვის შესაძლებლობების განხილვა კი მხოლოდ საარჩევნო პროცესის განვითარებას და შესაბამისად დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
ახლა კი გაგაცნობთ ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.
წარმოგიდგენთ ამომრჩეველთა აქტივობას 12:00 საათისთვის შუალედურ არჩევნებზე მივიდა სულ 19 610 ამომრჩეველი, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12,2%-ია. ბათუმში 12:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მივიდა 3 872 ამომრჩეველი (18,8%); ხოლო რუსთავსა და გარდაბანში - 15 738 (11.2%).
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს არჩევნების სანდოობის მაღალ ხარისხს და გამჭვირვალე გარემოს. ამ მიზნით საარჩევნო უბნებზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, რომელიც პირველად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე იყო გამოყენებული. კაბინები წინა მხრიდან ამოჭრილია, ისე რომ უზრუნველყოფილი იყოს ხმის მიცემის პროცესის ფარულობა. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი. აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით - cesko.ge. ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად მუშაობს - ტელეფონის ნომერია - 2 51 00 51;
ასევე რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, თუმცა აღნიშნულს საარჩევნო პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია და კენჭისყრა ყველა საარჩევნო უბანზე კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს.
რაც შეეხება 89-ე უბანზე განვითარებულ მოვლენებს - პირველ რიგში ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრული დატვირთვით ემზადებოდა 2 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის და რადგან ვერიფიკაციის აპარატს საუბნო საარჩევნო კომისიები პირველად იყენებენ, ყველა შესაძლო ხარვეზი წინასწარ გათვალისწინებული და დაზღვეული იყო.
89-ე საარჩევნო უბანზეც სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე - ვერიფიკაციის ერთი აპარატი ამომრჩეველთა ერთიანი სიის ნაბეჭდი ვერსიით ჩანაცვლდა, ამომრჩეველთა იდენტიფიცირება კანონით დადგენილი პროცედურებით გრძელდება და საარჩევნო პროცესს ხელი არ ეშლება“, - აცხადებენ ცესკოში.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 01:03
საზოგადოება
დღეიდან ბრწყინვალე შვიდეული დაიწყო
ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
13 აპრილი 2026, 00:50
საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს
მორწმუნეები ოჯახის წევრებისა და ახლობლების საფლავებზე გადიან, რათა უფლის აღდგომა მათაც ახარონ. საფლავზე ჭირისუფალთ ტრადიციისამებრ, სააღდგომო პასქები და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა.
12 აპრილი 2026, 23:55
მსოფლიო
პიტერ მაგიარი: ვიქტორ ორბანმა ახლახან დაგვირეკა, რომ ჩვენთვის გამარჯვება მოელოცა
უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მაგიარის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.
12 აპრილი 2026, 23:39
მსოფლიო
ვიქტორ ორბანი: არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია. მმართველობის პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა ჩვენ არ მოგვეცა. მე მივულოცე გამარჯვებულ პარტიას
არჩევნების შედეგი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, გასაგები და ნათელია, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მხარდამჭერებისადმი მიმართვისას.
12 აპრილი 2026, 23:30
კულტურა
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი ყურადღების ცენტრში მოექცა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ქართული სტენდი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყო. დელეგაცია ლონდონის წიგნის ბაზრობიდან სამშობლოში ხელშესახები შედეგებით დაბრუნდა.
12 აპრილი 2026, 23:07
სპორტი
ისტორიაში პირველად, წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის ფინალში რვა საუკეთესო ნაკრებს შორის იასპარეზებს
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს თასის 2026 წლის II დივიზიონის ნახევარფინალში გერმანიის ნაკრები 19:13 დაამარცხა.
12 აპრილი 2026, 22:55
სპორტი
მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილი ახალგაზრდებს შორის ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონია
პორტუგალიის ქალაქ პორტიმაოში ბატუტზე ხტომაში ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა. მაია ბოჭოიძისა და ცოტნე ჩხაიძის წყვილმა ბატუტზე ხტომაში 47,900 ქულა დააგროვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.
12 აპრილი 2026, 22:49
პოლიტიკა
მძიმე წარსულის აჩრდილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
თარიღი, რომელიც საერთო ტკივილთან და საერთო გამარჯვებასთან ასოცირდება, რადიკალებმა ისევ და ისევ სიძულვილისთვის, ძალადობისთვის გამოიყენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ეს ისტორიული დღე მათთვის მხოლოდ საბაბია მორიგი უნიჭო სპექტაკლის მოსაწყობად.
12 აპრილი 2026, 22:30
პოლიტიკა
მშვიდობა ქაოსის წინააღმდეგ - ილჰამ ალიევის ისტორიული ვიზიტის დეტალები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
საქართველოს, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული ცენტრის, როლი სულ უფრო იზრდება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სტუმრობისას.
12 აპრილი 2026, 22:15
პოლიტიკა
ვითარება ახლო აღმოსავლეთში - რა პერსპექტივა აქვს დიალოგს. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით საერთაშორისო მედია წერს კონკრეტულ მიზეზებს, თუ რატომ შევიდა პროცესი ჩიხში. ის, რომ დიპლომატია ძალის პოლიტიკამ სრულად ჩაანაცვლა, პაკისტანში გამართულმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
12 აპრილი 2026, 22:04
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს საჭიროებას ვერავინ ჩაანაცვლებს. ღიმილის მომგვრელია, როცა ევროკავშირი დაკავშირებადობაზე საუბრობს, ღონისძიებებს აწყობს და მთავარი ქვეყანა, ვისი მეშვეობითაც ხდება დაკავშირებადობა, არ არის მოწვეული
ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
12 აპრილი 2026, 21:52
პოლიტიკა
გადამწყვეტი არჩევნები უნგრეთში. „იმედი“ ბუდაპეშტიდან
უნგრეთის არჩევანი სულ მალე გახდება ცნობილი. ვიქტორ ორბანი თუ პიტერ მაგიარი - ისტორიული არჩევნების შედეგებს მთელი მსოფლიო ელოდება, ევრობიუროკრატია და ვაშინგტონი კი გამძაფრებულად.
12 აპრილი 2026, 21:38
საზოგადოება
რა ძალა აქვს ამბიონიდან ნათქვამ სიბრძნეს - პატრიარქის ქადაგებები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირა“ ამ სპეციალურ რეპორტაჟში მოგითხრობთ ამბებს უწმინდესის განვლილი გზიდან, მძიმე ჯვარზე, რომლის ტარება ძალიან რთული იყო, მაგრამ 47 წლის განმავლობაში ეს ჯვარი ილია მეორემ საქართველოსთვის, ჩვენი წინაპრების ხსოვნისთვის, მომავალი თაობებისთვის შეუჩერებლად ატარა, მიუხედავად უდიდესი ტკივილისა და სირთულეებისა.
12 აპრილი 2026, 21:29
მსოფლიო
ტომაშ შუიოკი: ამ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების 77,8%- მა მიიღო მონაწილეობა. ეს გახლავთ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი უნგრეთის უახლეს ისტორიაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნების ფონზე
მე მივიღე ინფორმაცია, რომ საპარლამენტო არჩევნები წარიმართა შესაბამისად. რეგისტრირებული მოქალაქეებიდან 77,8%- მა მიიღო ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთა საკუთარი არჩევანი, - განაცხადა უნგრეთის პრეზიდენტმა ტომაშ შუიოკმა.
12 აპრილი 2026, 21:25
მსოფლიო
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18:30 საათისთვის 77.80% შეადგინა. განახლებული მონაცემები უნგრეთის ეროვნულმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
12 აპრილი 2026, 21:25
საზოგადოება
წითელი ტერორი და აკრძალული რწმენა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
„იმედის კვირამ“ საქართველოში წითელ ტერორსა და აკრძალულ რწმენაზე სპეციალური რეპორტაჟი მოამზადა და გიამბობთ, ვინ მისცა რწმენას თავისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში - მოგიყვებით ფაქტებს უფლის სიყვარულზე, რომელსაც დევნიდნენ და ვერ დაამარცხეს.
12 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლე
„იმედის კვირამ“ გაიხსენა უწმინდესის ბრძნული შეგონება, რომლითაც ილია მეორემ დაასრულა უკანასკნელი, 2025 წლის სააღდგომო ეპისტოლე - „მუდამ გახსოვდეთ, აღდგომა არის მარადიულობის იმედი და მწუხარების განქარვების დღე, აღდგომაა მტრობის დამარცხება, შურზე, ბოროტებაზე და სიკვდილზე გამარჯვება; აღდგომაა პატიება, გამოსყიდვა და სიხარული; აღდგომაა სიყვარულის ზეიმი და შესაძლებლობა საუფლო სხეულში ყველას განახლებისა და ქრისტეში გაერთიანებისა“.
12 აპრილი 2026, 21:02
საზოგადოება
უცნობი ისტორიები უწმინდესზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ადამიანი, რომელმაც თავს ვერ მისცა იმის უფლება, რომ პატრიარქთან ერთად ფოტო გადაეღო, ისტორიული კადრის ავტორი აღმოჩნდა, იმ კადრის, რომელიც თბილისსა და რეგიონებშია გამოფენილი.
12 აპრილი 2026, 20:33
საზოგადოება
ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ.
12 აპრილი 2026, 20:30
საზოგადოება
დღესასწაულთა დღესასწაული. „იმედის კვირა“ წმინდა მიწაზე
მთელი ქრისტიანული სამყარო სუნთქვაშეკრული უყურებდა იერუსალიმის აღდგომის ტაძარს, ადგილს, სადაც ზეციური ცეცხლი მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვების შემდეგ გადმოდის.


