ირაკლი კობახიძე: დასანანია განცხადებები, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთდება, თუმცა უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევად გაგრძელდება
ირაკლი კობახიძე
ფოტო: არქივი
სამწუხარო რეალობაა, როდესაც უკრაინის მხრიდან ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯების გადადგმას.
„პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. სამწუხარო რეალობაა, როდესაც უკრაინის მხრიდან ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, რასაც თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია. ეს არის სამწუხარო რეალობა. დიდი იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იდგმება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ არასწორი ნაბიჯები“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო უკრაინას მხარს უჭერს, თუმცა, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები „შესაბამისი არ არის“.
„არა მხოლოდ ომის დაწყების დღიდან, ომამდეც, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ იყო ურყევი და მტკიცე მთელი ამ პერიოდი განმავლობაში. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები არ იყო შესაბამისი. ეს ჩვენთვის ძალიან სამწუხაროა და სინანული მინდა გამოვხატო.
ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი - დასანანია განცხადებები, რომელიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ამ საკითხში ვერ შევალთ და მიუხედავად ამ ყველაფრისა, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაგრძელდება ურყევად“,- განაცხადა ირაკლი კობაიძემ.
კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ბუჩაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება, კობახიძე ამბობს, რომ საქართველო მხარდაჭერას ყველა შესაბამისი ფორმით გამოხატავს.
„ჩვენ მხარდაჭერას გამოვხატავთ ყველა შესაბამისი ფორმით. ეს არის ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს მიღებული. პირველ რიგში, ეს არის, რა თქმა უნდა, ევროსაბჭოში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერებაზე. აქ ჩვენი მხარდაჭერა იყო უპირობო. გაეროში ვიყავით თანასპონსორი იმ რეზოლუციისა, რომლის თანასპონსორიც, მაგალითად, მოლდოვაც კი არ იყო; ეუთო-ში აბსოლუტურად ყველა დოკუმენტს დავუჭირეთ მხარი, რაც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება; ჩვენ გავხდით თანაავტორი სისხლის სამართლის საჩივრისა, რომელიც ჰააგის სასამართლოში შევიდა. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან იდგმება. ამის მიუხედავად შემხვედრი ნაბიჯები, სამწუხაროდ, სათანადო არ არის, თუმცა ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ასეთ დროს იმაზე ღრმად ვერ შევალთ შეფასებაში, ვიდრე უკვე შევედით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი კოლეგისკან, უკრაინის ქალაქ ბუჩაში ჩასვლის მიწვევა მიიღო. ამის შესახებ პაპუაშვილი Facebook-ზე წერს.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 15:24
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას
გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 15:10
პოლიტიკა
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.
13 აპრილი 2026, 14:49
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:48
ეკონომიკა
ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 14:39
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს
წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.
13 აპრილი 2026, 14:35
რეგიონი
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
13 აპრილი 2026, 14:33
რეგიონი
ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 14:22
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.
13 აპრილი 2026, 14:21
საზოგადოება
აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამა: თავი შესწირა, ხუთი კაცი გამოიყვანა და თვითონ მკვდარი იქ დამიტოვეს. იქ იწვოდა ჩემი შვილი, ცეცხლი ეკიდა და აქ სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ტაშ-ფანდური გამართეს, მოვიგეთ ომიო
მამა მომიკვდა 4 აგვისტოს და 8აგვისტოს შვილი სერგო მომიკლეს, ვერც ერთი ვერ ვიტირე, - განაცხადა აგვისტოს ომში დაღუპული სერგო მელიას მამამ, თამაზ მელიამ.
13 აპრილი 2026, 14:19
მსოფლიო
Politico: მადიარის გამარჯვება უკრაინისთვის ძალიან მომგებიანი შესაძლოა სულაც არ იყოს
თუმცა, სტატიაში ხაზგასმულია, რომ უნგრეთის ახლად არჩეული ლიდერი უკრაინისთვის უნგრული იარაღისა თუ ნაღდი ფულის გაგზავნას ეწინააღმდეგება. მადიარი არც უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით მიღებას ემხრობა.
13 აპრილი 2026, 14:17
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი: აღდგომის მეორე დღეს ადამიანები საფლავზე გადიან. უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დღეებში გლოვა, ტირილი არ შეიძლება, ეს არის აღდგომის სიხარული და ჩვენი სარწმუნოება გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი ისევ აღდგება
ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.
13 აპრილი 2026, 14:15
რეგიონი
სტიქია კახეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ნაკვეთები, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა
კახეთში, ინტენსიური წვიმის შედეგად, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მდინარეები ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ინფრასტრუქტურა და დაიტბორა ნაკვეთები.
13 აპრილი 2026, 14:07
მსოფლიო
პესკოვის განცხადებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს
კრემლში მოისმინეს ბუდაპეშტიდან გაჟღერებული განცხადებები დიალოგის გაგრძელების მზადყოფნის შესახებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. რუსეთი იმედოვნებს, რომ უნგრეთის ხელმძღვანელობასთან საკმაოდ პრაგმატულ კონტაქტებს გააგრძელებს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
13 აპრილი 2026, 14:02
მსოფლიო
ლეო XIV: ტრამპის ადმინისტრაციის არ მეშინია
„ჩემი გზავნილის იმავე სივრცეში მოქცევა, რასაც პრეზიდენტი ცდილობს, ვფიქრობ, იმას ნიშნავს, რომ მას სახარების არსი არ ესმის. ვწუხვარ ამის მოსმენის გამო, მაგრამ მე კვლავაც გავაგრძელებ იმას, რაც დღევანდელ მსოფლიოში ეკლესიის მისიად მიმაჩნია“, - განუცხადა პონტიფექსმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში, ალჟირისკენ მიმავალ გზაზე.
13 აპრილი 2026, 13:41
მსოფლიო
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: სომხეთმა უნდა მიიღოს ანტიდისკრიმინაციული საკანონმდებლო ჩარჩო, ეს მოიცავს სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით
„სომხეთმა უნდა მიიღოს ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული ჩარჩო. ეს მოიცავს: ეფექტიან მანდატსა და რესურსებს ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, როგორც თანასწორობის ორგანოსთვის; სამართლებრივ სიცხადეს ლგბტ პირების უფლებების დაცვის კუთხით; სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოქმედებას“, - წერს კომისარი X-ზე.
13 აპრილი 2026, 13:36
მსოფლიო
კირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი ირანის პორტების ბლოკადას მხარს არ უჭერს
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის პირადად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პასუხისმგებლად ბრიტანეთის ენერგეტიკულ გადასახადებზე მოქმედების გამო, სტარმერმა BBC-ს პირდაპირი პასუხი არ გასცა. მან აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მას შეუძლია გააკეთოს, არის ქვეყნების გაერთიანება დეესკალაციისა და სრუტის გახსნის მოთხოვნით.
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
13 აპრილი 2026, 12:54
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია
„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.


