ლევან იოსელიანი: კითხვარის შევსებაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველამ, ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც
ლევან იოსელიანი
ფოტო: Imedi.ge
მთავარი დამაბრკოლებელი თუ შეიძლება რამე იყოს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების, კითხვართან მიმართებაში მათ შორის, ეს არის პოლარიზაციის მაღალი დონე, რომელიც ხელს უშლის რეფორმების გატარებას, შეთანხმებას პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და ეს ერთობლივი ვიზიტიც ეხმარება ყველას, ჩვენ პოლიტიკოსებს რომ კითხვარის შევსების დროს პოზიტიური გზავნილები იყოს და პასუხები იყოს გაცემული, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, კითხვარის შევსებაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს - ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორიც.
„კითხვარი რა თქმა უნდა საჯარო უნდა იყოს. ამ კითხვარის პასუხების გაცემაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. გასაგებია, რომ მთავრობის ვალდებულებაა, მაგრამ ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი, ჩაერთოს ოპოზიციაც არასამთავრობო სექტორიც. ყველამ უნდა მოინდომოს, რომ კვალიფიციურად შეივსოს ეს კითხვარი და გაეცეს პასუხები, იმიტომ რომ როგორ გავცემთ პასუხებს, ამაზე ბევრია დამოკიდებული. ჩვენ თუ ქვეყნის შიგნით არ დავიწყეთ საუბარი ფუნდამენტურად რეფორმებზე, თუნდაც სასამართლოს მიმართულებით რაღაცების ცვლილებებზე და არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენ ვიცით ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებები და კითხვარში ტყუილებს ვერ ჩავწერთ - იქ უნდა აისახოს ის, რაც არის. მე არ ვფიქრობ, რომ მათთვის ეს იქნება დამაჯერებელი ინფორმაცია. კითხვარის შევსება არის ფორმალური ნაწილი, მაგრამ არსებითად რომ მივიღოთ დასტური, ამას სჭირდება ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების გატარება და ამისთვის ნაბიჯების გადადგმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ნაწილში ოპოზიციის როლი არის მნიშვნელოვანი. პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, მაგრამ ოპოზიციის როლი, რომ იმუშაოს ამ რეფორმების გატარების თვალსაზრისით, ამას აქვს მნიშვნელობა და მე არ მეგულება პარლამენტში ძალა, რომელიც უარს ამბობს, რომ ჩაერთოს და თავის წვლილი შეიტანოს კითხვარის პასუხების გაცემაში და რეფორმების მხრივაც ყველა მზადაა, რომ მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა იოსელიანმა.
ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს კითხვარი გადაეცა.
ყველა სიახლე
22 აპრილი 2026, 12:26
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით
„ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, ერევა თუ არა - როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, ერევა თუ არა ბრიუსელი სხვა ქვეყნების პოლიტიკაში, იმ მაგალითიდან გამომდინარე, რომ ევროპულმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ უნგრეთმა დაარღვია ევროკავშირის შეთანხმების მეორე მუხლი, რომელიც ეხება საერთო ფასეულობებს, კონკრეტულად კი ლგბტ კანონს, რომელიც ბუდაპეშტმა 2021 წელს მიიღო, ბრიუსელმა ამასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.
22 აპრილი 2026, 12:25
პოლიტიკა
კახა კალაძე საკადრო ცვლილებებზე: სადაც და როგორც არ უნდა იყო, მთავარია, ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ სამთავრობო ცვლილებებში გასაკვირი არაფერია და ყველა სახელმწიფო უწყების მუშაობა ქვეყნის განვითარებისკენაა მიმართული.
22 აპრილი 2026, 12:21
პოლიტიკა
კახა კალაძე კაია კალასის განცხადებაზე: ევროპელ ბიუროკრატებს არგუმენტები არ უყვართ. ისინი მხოლოდ ზედაპირული მესიჯებით, მუქარებითა და შანტაჟით შემოიფარგლებიან
„რამდენჯერ უნდა დააწესონ სანქციები? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. გავიგეთ ეს ყველაფერი, მაგრამ აქ ხომ ქვეყნის ინტერესებზეა საუბარი“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.
22 აპრილი 2026, 12:15
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას
2026 წლის 22 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 12:08
რეგიონი
რუსთავის საკრებულოს ინიციატივით ისტორიულ მუზეუმში უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის უპრეცედენტო სტანდარტი მკვიდრდება
რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით და მერიის მხარდაჭერით, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში უპრეცედენტო პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მედია პოზიტივი“ ახორციელებს. ინფორმაციას რუსთავის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 11:58
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: სტრატეგიული მდებარეობითა და რეგიონულ თუ საერთაშორისო ინიციატივებში აქტიური მონაწილეობით, საქართველო განამტკიცებს თავისი, როგორც საიმედო ხიდის როლს, რომელიც ხელს უწყობს დაკავშირებადობას
სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 აპრილი 2026, 11:56
საზოგადოება
„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ ავტოპარკი სრულად განახლდა
„თბილისის მუნიციპალური ინსპექციის“ მოძველებული და მაღალ ხარჯიანი ავტოპარკი სრულად განახლდა - მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის „ტოიოტას“ მარკის 50 ერთეული ავტომობილი შეისყიდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
22 აპრილი 2026, 11:55
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით
სამხრეთ კავკასია სულ უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს დაკავშირებადობისა და თანამშრომლობის პოტენციალით. საქართველო, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის განმტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 აპრილი 2026, 11:54
საზოგადოება
მაგდა მამუკაშვილი ლუკა ჭოხონელიძის შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაზე: ყველას დაავიწყდება რას გრძნობს ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს- მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება
ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი აქტივისტ ალბი კორძაიას ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც მოძრაობა „ნაბიჯის“ წევრი, ლუკა ჭოხონელიძე ქალის გაუპატიურებაში დაადანაშაულა.
22 აპრილი 2026, 11:51
პოლიტიკა
ყაველაშვილი: მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ
ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი კი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია, ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სრულ თანხვედრაშია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ასტანაში, რეგიონული ეკოლოგიური სამიტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
22 აპრილი 2026, 11:47
მსოფლიო
The Telegraph: ბულგარეთი ევროკავშირის პროკრემლისტურ კოშმარად ქცევის ზღვარზეა - ვიქტორ ორბანის უნგრეთიდან წასვლას სწრაფად მოჰყვა ბალკანეთში მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი კიდევ ერთი ლიდერის აღზევება
ხანდახან ისე ჩანს, თითქოს ევროკავშირს თავისი წევრების აღმოსავლეთ ნაწილში არასოდეს უმართლებს. როგორც კი უნგრელმა ამომრჩევლებმა 16-წლიანი მმართველობის შემდეგ ბლოკის ყველაზე დაუღალავი კრიტიკოსი ვიქტორ ორბანი ძალაუფლებას ჩამოაშორეს, ბულგარელებმა მაშინვე აირჩიეს კიდევ ერთი ე.წ. პოპულისტი, რომელსაც პრორუსული რეპუტაცია აქვს. წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით.
22 აპრილი 2026, 11:46
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
22 აპრილი 2026, 11:43
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2026 წლის 3 თვეში უკანონო თევზჭერის 85 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში, უკანონო 85 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 31 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
22 აპრილი 2026, 11:42
პოლიტიკა
გიორგი გაბუნია: ქალბატონი კალასი ევროკავშირის ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. გაბუნია აღნიშნავს, რომ კალასის განცხადება საქართველოს მიმართ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია.
22 აპრილი 2026, 11:40
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს
ჩვენ უკვე დიდი ხანია კალასებს და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
22 აპრილი 2026, 11:37
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილმა ალიანსის წევრებს სამიზნეების გასწორებისკენ მოუწოდა
„მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა, გათავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე, და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ, მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ“, - წერს სააკაშვილი.
22 აპრილი 2026, 11:35
პოლიტიკა
საქართველოს ელჩი ავსტრიაში: დღეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება
დღეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. ეს იქნება ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება, - განაცხადა საქართველოს ელჩმა ავსტრიაში ალექსანდრე მაისურაძემ ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმთან დაკავშირებით.
22 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სამთავრობო ცვლილებებზე: „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს დახვეწოს მმართველობის ფორმები
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი მთავრობაში განხოციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მამუკა მდინარაძის სახით „ქართული ოცნების" გუნდს რაღაც პერიოდის განმავლობაში დიდი ძალა ჰყავდა დაკარგული, თუმცა ეს ქვეყნის ინტერესებით განპირობებული.
22 აპრილი 2026, 11:28
რეგიონი
სენაკში სპორტული კომპლექსის - საცურაო აუზის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომლის მომსახურების შესრულების ვადად 6 თვეა განსაზღვრული.
22 აპრილი 2026, 11:25
მსოფლიო
CNN: აშშ-მა ირანთან კონფლიქტის დროს Patriot-ის ტიპის რაკეტების 50% დახარჯა
ამერიკელმა სამხედროებმა ირანთან საბრძოლო მოქმედებების დროს ძირითადი რაკეტების მარაგები მნიშვნელოვნად შეამცირეს, რაც საბრძოლო მასალის ამოწურვის რისკს ქმნის, თუ ასეთი კონფლიქტი კვლავ განმეორდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.


