imedi /  12 აპრილი 2022, 20:36 / სანდო წყარო

დავით ქართველიშვილი: პიტერ აკერმანმა რადიკალური ოპოზიციის, უიღბლო „რევოლუციურ კომიტეტს“ პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარა - თუ როგორ უნდა განახორციელონ სააკაშვილის პირდაპირი ბრძანება

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი

მიიღეს თუ არა სასამართლო პროცესზე ბელადისაგან განწირული ხმით პირდაპირი ბრძანება: „ეს ხელისუფლება ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ!!!“, მწყობრი ნაბიჯებით გაეშურნენ ბაკურიანის „რუმს კოხტაში“, სადაც ა.წ. 6-8 აპრილს „ფერადი რევოლუციების“ სახელგანთქმული თეორეტიკოსის ჯინ შარფის მოწაფემ, ცნობილმა პოლიტტექნოლოგმა პიტერ აკერმანმა რადიკალური ოპოზიციის ჩვენს უიღბლო „რევოლუციურ კომიტეტს“ ჩაუტარა პრაქტიკული ტრენინგი“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სააგენტო „კვირას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

როგორც ქართველიშვილი წერს, შეხვედრაზე შეიმუშავეს კონკრეტული გეგმები და მათ განხორციელებას უკვე შეუდგნენ, რისი ნათელი მაგალითიც „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებული პერმანენტული აქციებია.

„2014 წლის 24 ივლისს ჩვენი მეგობარი ქვეყნის დედაქალაქ კიევში დაფუძნდა „საქართველოს გათავისუფლების შტაბი" - მის დამფუძნებელ კრებას დაესწრო უკრაინაში იმ მომენტში მყოფი და იქ საგანგებოდ ჩასული ნაცმოძრაობის ყველა ცნობილი ლიდერი. მას შემდეგ რვა წლის განმავლობაში პერმანენტულად ცვალებადი ტაქტიკით - არჩევნების გზით, არჩევნების ბოიკოტით, აქციებით, საბოტაჟით, დაუმორჩილებლობით, გადატრიალების მცდელობით, პარლამენტის, კანცელარიის შტურმით და ა.შ. - მაგრამ ყოველ ჯერზე, წარუმატებლად, ეს დესტრუქციული ძალა მიზანმიმართულად მიჰყვება თავისივე სახელმწიფოს განადგურების სტრატეგიას. მიიღეს თუ არა სასამართლო პროცესზე ბელადისაგან განწირული ხმით პირდაპირი ბრძანება: „ეს ხელისუფლება ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ!!!“ - მწყობრი ნაბიჯებით გაეშურნენ ბაკურიანის „რუმს კოხტაში“, სადაც ა.წ. 6-8 აპრილს, "ფერადი რევოლუციების" სახელგანთქმული თეორეტიკოსის ჯინ შარფის მოწაფემ, ცნობილმა პოლიტტექნოლოგმა პიტერ აკერმანმა რადიკალური ოპოზიციის ჩვენს უიღბლო "რევოლუციურ კომიტეტს" ჩაუტარა პრაქტიკული ტრენინგი - თუ როგორ უნდა განახორციელონ პრაქტიკაში სააკაშვილის პირდაპირი ბრძანება. აკერმანი „გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრის“ დამფუძნებელი და პოლიტიკური ორგანიზაცია „ამერიკელების არჩევანის“ თავმჯდომარე, აქტიურად იყო ჩართული თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობის პროცესებში.

დღეს კი მეგობარი აშშ-ს გადამხდელთა თანხებით უკვე საქართველოში ატარებს ტრენინგებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხატია დეკანოიძე – „ნაციონალური მოძრაობა“, ბათუ ქუთელია - „დროა“, გიგა ბოკერია - „ევროპული საქართველო“, ზურაბ ჯაფარიძის „გირჩისა“ და პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია „ფორმულადან“ და „მთავარი არხის“ წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და „სირცხვილიას“ აქტივისტები. პიტერ აკერმანი საქვეყნოდ ცნობილია აქტივისტების მომზადებით, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აგზავნიან ხელისუფლების დასამხობად, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების დასატრენინგებლად, რათა უფრო ეფექტურად აწარმოონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობით კამპანიები. ბაკურიანის შეხვედრაზე დიდი დებატები გაიმართა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების მობილიზება, ხელს უშლის თუ არა პროტესტის ესკალაციას ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა და პატიმარი სააკაშვილის საკითხის აქტუალიზება. გაიჟღერა რამდენიმე პრაქტიკულმა იდეამ, რომელმაც საზოგადოებაში ერთიანი ფრონტის შექმნის განცდა უნდა გააჩინოს. რეალურად, მსგავს ორგანიზაციაში ისევ რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ორი პარტიული ტელევიზია, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან. შეხვედრაზე შეიმუშავეს კონკრეტული გეგმები და მათ განხორციელებას უკვე შეუდგენ, რისი ნათელი მაგალითიც „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებული პერმანენტული აქციებია. რევოლუციური პროტესტის საბოლოო მიზანი კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამხობაა. საინტერესო და აუცილებელიც არის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის პოზიციის დაფიქსირება. დიდი ალბათობით ის გამიჯნავს ოფიციალური ვაშინგტონის მონაწილეობას ამ ანტისახელისუფლებო და სახიფათო პროცესებთან. მაშინ იმით მაინც დაინტერესედეს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება მისი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები და რამდენად თავსებადია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზნობრიობა აშშ-საქართველოს დეკლარირებულ მეგობრობასთან“, - წერს ქართველიშვილი Facebook -ზე.

ყველა სიახლე

27 აგვისტო 2026, 10:25

ტაბლოიდი

მედია: ჯორჯინა როდირგესმა კრიშტიანუ რონალდუს უფროსი ბავშვები იშვილა

საუბარია 16 წლის კრიშტიანუ-უმცროსსა და 9 წლის ტყუპებზე - ევასა და მათეოზე, რომლებიც პორტუგალიელ ფეხბურთელს სუროგაციის გზით გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, საბუთების გაფორმების შემდეგ ჯორჯინა იურიდიულად მათ დედად ითვლება. აქამდე სამივე ბავშვზე მშობლის პასუხისმგებლობა ოფიციალურად მხოლოდ რონალდუს ეკისრებოდა.

რობერტ ქოჩარიანი

27 აგვისტო 2026, 10:15

მსოფლიო

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა შეეფარდა

ერევნის სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:14

სპორტი

„იბერია“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩში დღეს „იაგელონიას“ უმასპინძლებს⚽

საქართველოს ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ დღეს „მიხეილ მესხზე“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩს გამართავს. ქართული გუნდი „იაგელონიას“ უმასპინძლებს, რომელთანაც გასვლაზე ანგარიშით 0:4 წააგო.

27 აგვისტო 2026, 10:11

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი პირის განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

წვიმიანი ამინდი

27 აგვისტო 2026, 10:10

საზოგადოება

საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 27-28 აგვისტოს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი ინტენსივობის, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება

„27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს ასევე კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, მათ შორის დედაქალაქში და შემოგარენ ტერიტორიაზე, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

27 აგვისტო 2026, 10:07

რეგიონი

დავით სონღულაშვილი გურჯაანში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა, - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 10:01

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 აგვისტოს საქართველოში

27 აგვისტოს ბათუმში მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +24 გრადუსი დაფიქსირდება.

27 აგვისტო 2026, 09:46

საზოგადოება

ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება

ქალაქ ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება.

27 აგვისტო 2026, 09:37

საზოგადოება

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს

რუსთავში, შიდასაუბნო საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეების მოწყობა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:31

საზოგადოება

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიღმის მასივის მე-2 კვარტალის N8 კორპუსთან სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

27 აგვისტო 2026, 09:19

საზოგადოება

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა

„საქართველოს მელიორაციამ“ ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია გამართა.

27 აგვისტო 2026, 09:16

პოლიტიკა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ მცხეთაში რეგიონული წარმომადგენლობა გახსნა

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიება მცხეთაში გამართა.

ზურაბ დარჩიაშვილი ბარბარა ფოსი

27 აგვისტო 2026, 09:08

პოლიტიკა

გერმანიის ახლად დანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს გადასცა

საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს ზურაბ დარჩიაშვილს გადასცა.

27 აგვისტო 2026, 09:00

სამართალი

სასამართლომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე 1 500 ლარით დააჯარიმა

საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის სასამართლომ ლევან დავითულიანი სამართალდამრღვევად ცნო, რომელმაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს შეურაცხყოფა მიაყენა.

ჯონ რეტკლიფი

27 აგვისტო 2026, 02:46

მსოფლიო

The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 23:13

მსოფლიო

ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

26 აგვისტო 2026, 22:35

მსოფლიო

El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი

ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.

ვლადიმირ პუტინი

26 აგვისტო 2026, 22:27

მსოფლიო

Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს

სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

26 აგვისტო 2026, 22:06

მსოფლიო

Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს

შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.

დავით ქართველიშვილი

26 აგვისტო 2026, 21:04

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.